მიწისქვეშ აღმოჩენილ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც თურქეთში, კაპადოკიის ქვაში ნაკვეთი კომპლექსის ნაწილია, არსებობს ფრესკა, რომელზეც იესო ცად მაღლდება და ბოროტი სულები კვდებიან. "ვიცით, რომ ასეთი ფრესკები არასოდეს აღმოუჩენიათ დღემდე. ეს გაცილებით დიდი ეკლესიაა, ვიდრე სხვა ისტორიული ეკლესიები კაპადოკიაში", - აცხადებენ ექსპედიციის მონაწილეები თურქულ გამოცემა Hurriyet Daily News-თან საუბარში.
2014 წელს არქეოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს კაპადოკიაში, სადაც 7-კილომეტრიანი გვირაბები და დამარხული ეკლესიებია ნაპოვნი, რომლებიც 5000 წლის წინ არის აშენებული. 2016 წელს აღმოჩენილი ეკლესია მიწისქვეშა ქალაქის ერთ-ერთი ნაგებობაა. შესაძლოა, ეკლესია მეხუთე საუკუნით თარიღდებოდეს. "აქ აღმოჩენილი ფრესკები უნიკალურია. მათზე ასახულია იესო ქრისტე, რომლის ხელიდან ციდან თევზები ცვივა, ჩანს მისი ცად ამაღლება და ბოროტი სულების მოკვდინება", - ამბობენ მეცნიერები.
მომზადებულია ancient-origins.net-ს მიხედვით