პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება
აშშ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება

აშშ-ის 2017 წლის ბი­უ­ჯეტ­ში 4,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი რუ­სე­თის აგ­რე­სი­ას­თან ბრძო­ლის­თვის იქ­ნე­ბა გა­მო­ყო­ფი­ლი. კერ­ძოდ, ვა­შინგტო­ნი ნატო-ს წევ­რი და მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის­თვის გეგ­მავს ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას.

რო­გორც თეთ­რი სახ­ლის ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვა­ზე.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის სა­გა­რეო და სა­ში­ნაო პო­ლი­ტი­კა­ზე გავ­ლე­ნის მიზ­ნით გაზ­რდი­ლი მცდე­ლო­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ბი­უ­ჯე­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს 4,3 მი­ლი­არდ დო­ლარს ევ­რო­პა­ში, ევ­რა­ზი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მდე­ბა­რე ნატო-ს წევრ და პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის გავ­ლე­ნის შე­სამ­ცი­რე­ბად პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სა­ჯა­რო დიპ­ლო­მა­ტი­ის და სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია აშშ-ის 2017 წლის ბი­უ­ჯეტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტში.

მას­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა მი­მარ­თუ­ლია იმის­კენ, რომ გა­ი­ზარ­დოს იმ მთავ­რო­ბე­ბის და ეკო­ნო­მი­კე­ბის მოქ­ნი­ლო­ბა, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად არი­ან რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის სა­მიზ­ნე.

"უცხო­უ­რი მხარ­და­ჭე­რა და­ეხ­მა­რე­ბათ მათ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ დე­მოკ­რა­ტია და მმარ­თვე­ლო­ბა, გა­ზარ­დონ თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, გა­აძ­ლი­ე­რონ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა და ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი, ხელი შე­უ­წყონ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ვაჭ­რო­ბის სფე­როს დი­ვერ­სი­ფი­კა­ცი­ა­სა და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბას. ეს მო­ი­ცავს რუ­სულ აგ­რე­სი­ას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად რე­გი­ო­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და მოლ­დო­ვას შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას", - გან­მარ­ტე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

გარ­და ამი­სა, ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ გა­აგ­რძე­ლებს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის, პრე­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მხარ­და­სა­ჭე­რად.

აშშ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება

აშშ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ფინანსურად დაეხმარება

აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყოფილი. კერძოდ, ვაშინგტონი ნატო-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის გეგმავს ფინანსურ დახმარებას.

როგორც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული, აქცენტი გაკეთდება უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე.

"რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე გავლენის მიზნით გაზრდილი მცდელობების საპასუხოდ, ბიუჯეტი ითვალისწინებს 4,3 მილიარდ დოლარს ევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში მდებარე ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებში რუსეთის აგრესიის გავლენის შესამცირებად პოლიტიკური, ეკონომიკური, საჯარო დიპლომატიის და სამხედრო მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულია აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ დოკუმენტში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ აღნიშნული ფინანსური დახმარება მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს იმ მთავრობების და ეკონომიკების მოქნილობა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან რუსული აგრესიის სამიზნე.

"უცხოური მხარდაჭერა დაეხმარებათ მათ გააუმჯობესონ დემოკრატია და მმართველობა, გაზარდონ თავდაცვისუნარიანობა, გააძლიერონ კანონის უზენაესობა და ანტიკორუფციული ზომები, ხელი შეუწყონ ევროინტეგრაციას, ვაჭრობის სფეროს დივერსიფიკაციასა და ენერგოუსაფრთხოებას. ეს მოიცავს რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად რეგიონის, განსაკუთრებით კი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობების გაძლიერებას", - განმარტებულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ აშშ გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას საერთაშორისო მედიის, პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მხარდასაჭერად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა