მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა შევქმნათ თბილისში "ფილტვები"
როგორ უნდა შევქმნათ თბილისში "ფილტვები"

თბი­ლის­ში ბოლო წლებ­ში გაზ­რდილ­მა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბამ, მწვა­ნე სა­ფა­რის რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად შე­ამ­ცი­რა. მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში. მწვა­ნე სა­ფა­რის ხელ­ყო­ფა ჯერ კი­დევ 80-იან წლებ­ში, თვით­ნე­ბუ­რი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი­სა და და­სახ­ლე­ბე­ბის შიდა ლო­კა­ლუ­რი სივ­რცე­ე­ბის ათ­ვი­სე­ბას­თან ერ­თად და­ი­წყო.

დღეს, თბი­ლის­ში შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი შიდა ეზო­ე­ბი­სა და გა­უქ­მე­ბუ­ლი სკვე­რე­ბის ხარ­ჯზე ცო­ტას თუ უფიქ­რია, სიმწვა­ნის სიმ­ცი­რით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­ზე. მწვა­ნე სა­ფა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა არ არის ლო­კა­ლუ­რი პრობ­ლე­მა ერთი ქუ­ჩის­თვის, ერთი უბ­ნის­თვის. ის გლო­ბა­ლუ­რია. მწვა­ნე სა­ფა­რის გა­ნად­გუ­რე­ბა იწ­ვევს ემი­სი­ე­ბი­სა და თბუ­რი ნა­კა­დის გაზ­რდას. ამის შე­და­გად იც­ვლე­ბა კლი­მა­ტი.

მჭიდ­რო გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის ფონ­ზე რთუ­ლია, სა­ერ­თო სუ­რა­თის გა­მოს­წო­რე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბობს ლან­დშაფ­ტუ­რი და ურ­ბა­ნულ-გეგ­მა­რე­ბი­თი გა­და­წყვე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა და­ეხ­მა­როს უკვე გან­ვი­თა­რე­ბულ და გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბულ ქა­ლაქს მწვა­ნე სა­ფა­რის აღ­დგე­ნა­ში. პრობ­ლე­მა­ზე, მისი მოგ­ვა­რე­ბის გზებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ზე, AMBEBI.GE-ს ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რი გვან­ცა ხე­ლა­ძე ესა­უბ­რა:

"ერთ-ერთ გა­და­წყვე­ტად შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ მწვა­ნე გა­და­ხურ­ვე­ბი ან ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბე­ბი. მწვა­ნე გა­და­ხურ­ვის იდეა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ რე­ა­ლუ­რად ის მწვა­ნე ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც შე­ნო­ბის ფუნ­და­მენტს ხმარ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ატა­ნი­ლი იყოს სა­ხუ­რავ­ზე. ამით არა­თუ შემ­ცირ­დე­ბა, არა­მედ გა­იზ­რდე­ბა გამ­წვა­ნე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი. ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია უკვე არ­სე­ბულ ქუ­ჩებ­ზე მო­ე­წყოს ე.წ. მწვა­ნე კუნ­ძუ­ლე­ბი.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის აგ­ლო­მე­რა­ცი­ებ­ში უკვე მი­ვიდ­ნენ იმ დას­კვნამ­დე, რომ მწვა­ნე კუნ­ძუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ "ქა­ლა­ქის ფილ­ტვებს". შე­სა­ბა­მი­სად ხდე­ბა ქუ­ჩე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია მწვა­ნე სა­ფა­რის გაზ­დის მიზ­ნით. ეწყო­ბა ე.წ. "მწვა­ნე ჯი­ბე­ე­ბი", რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან არა­მარ­ტო გამ­წვა­ნე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდას, არა­მედ სხვა რიგ ურ­ბა­ნულ სა­კი­თხებ­საც, რო­გო­რიც არის სა­ნი­აღ­ვრე სის­ტე­მე­ბი, წყლის მე­ნე­ჯმენ­ტი და ეს­თე­ტი­უ­რო­ბა, თა­ვის­თა­ვად.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უკა­ვია სა­ხუ­რა­ვის ბა­ღებს, მწვა­ნე გა­და­ხურ­ვას. ნიუ-იორ­კის მა­გა­ლით­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ით­ქვას, რომ მწვა­ნე სა­ხუ­რა­ვე­ბის ფარ­თო­ბის ზრდამ ხელი შე­უ­წყო ქა­ლაქ­ში ბუ­ნებ­რი­ვი გა­რე­მოს დაბ­რუ­ნე­ბას.

ინ­გლის­ში ვერ­ტი­კა­ლუ­რი გამ­წვა­ნე­ბა და მწვა­ნე სა­ხუ­რა­ვე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არა­მარ­ტო მწვა­ნე სა­ფა­რის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის გაზ­რდის მიზ­ნით, არა­მედ სხვა ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის გა­და­სა­წყვე­ტა­დაც. დიდი ქა­ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც უკვე გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბუ­ლია, ცდი­ლო­ბენ მი­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცით გა­ზარ­დონ ქა­ლა­ქის რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბო­ბენ გარ­კვე­უ­ლი სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მწვა­ნე სა­ფა­რის მაქ­სი­მა­ლურ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლო­ბენ. თუმ­ცა, ასე­თე­ბი ცო­ტაა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მწვა­ნე სა­ფა­რი ფი­ნან­სურ და მარ­კე­ტინ­გულ ინ­ტე­რე­სებს ეწი­რე­ბა", - ამ­ბობს ლან­დშაფ­ტის არ­ქი­ტექ­ტო­რი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

რა მდგო­მა­რე­ო­ბაა ამ მხრივ ჩვენს დე­და­ქა­ლაქ­ში? თბი­ლი­სე­ლი მშობ­ლე­ბის­თვის სულ უფრო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ხდე­ბა მათი შვი­ლე­ბის­თვის ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შექ­მნა სა­თა­მა­შო და გა­სარ­თობ მო­ედ­ნებ­ზე. კორ­პუ­სე­ბი ეზო­ე­ბის და გამ­წვა­ნე­ბის გა­რე­შე, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ნაკ­ლე­ბად იძ­ლე­ვა, თუმ­ცა ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც არ­სე­ბობს, მა­გა­ლი­თად სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია "მაქ­რო ქონსთრაქ­შე­ნი", რო­მე­ლიც ახალ მო­ბი­ნად­რე­ებს სწო­რედ ასეთ გამ­წვა­ნე­ბულ გა­რე­მოს სთა­ვა­ზობს.

"სა­ცხო­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის "მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტის" და­გეგ­მა­რე­ბი­სას გამ­წვა­ნი­ა­ნე­ბა ჩვენ­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი სა­კი­თხი გახ­და. ლან­დშაფ­ტის დი­ზა­ი­ნე­რე­ბის მიერ შექ­მნი­ლი გამ­წვა­ნე­ბა, მშვიდ და ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს ქმნის, რაც აუ­ცი­ლებ­ლად და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს კომ­პლექ­სის ბი­ნა­და­რის ყო­ველ­დღი­ურ გან­წყო­ბა­ზე. სუფ­თა ჰა­ე­რი, მწვა­ნე გა­ზო­ნე­ბი, სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნე­ბი - მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი კომ­ფორ­ტუ­ლი და მშვი­დი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად", - აცხა­დე­ბენ კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

"მწვა­ნე ბუ­და­პეშ­ტი" იმედს იძ­ლე­ვა, რომ სხვა სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ მის მა­გა­ლითს. სა­ჭი­როა, კომ­პა­ნი­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტო­რებ­მა კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გა­ი­ა­რონ დენ­დრო­ლო­გებ­თან და ფო­ტო­პა­თო­ლო­გებ­თან. მათ­თან შე­თან­ხმე­ბით უნდა მოხ­დეს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დენ­დრო­ლო­გი­უ­რი დას­კვნის გა­კე­თე­ბა და ამის მი­ხედ­ვით გა­და­წყდეს შემ­დგო­მი და­გეგ­მა­რე­ბა. უცხო­ეთ­ში სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია თუ კერ­ძო პირი, ვერ და­ი­წყებს მშე­ნებ­ლო­ბას K3 კო­ე­ფი­ცი­ენ­ტის სრუ­ლი დაც­ვის გა­რე­შე. ეს კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ყვე­ლა უბ­ნის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და გან­სა­ზღვრავს მი­წის ნაკ­ვეთ­ზე გამ­წვა­ნე­ბის ფართს.

როგორ უნდა შევქმნათ თბილისში "ფილტვები"

როგორ უნდა შევქმნათ თბილისში "ფილტვები"

თბილისში ბოლო წლებში გაზრდილმა განაშენიანებამ, მწვანე საფარის რიცხვი საგრძნობლად შეამცირა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა ქალაქის ცენტრალურ უბნებში. მწვანე საფარის ხელყოფა ჯერ კიდევ 80-იან წლებში, თვითნებური მშენებლობებისა და დასახლებების შიდა ლოკალური სივრცეების ათვისებასთან ერთად დაიწყო.

დღეს, თბილისში შევიწროებული შიდა ეზოებისა და გაუქმებული სკვერების ხარჯზე ცოტას თუ უფიქრია, სიმწვანის სიმცირით გამოწვეულ პრობლემებზე. მწვანე საფარის განადგურება არ არის ლოკალური პრობლემა ერთი ქუჩისთვის, ერთი უბნისთვის. ის გლობალურია. მწვანე საფარის განადგურება იწვევს ემისიებისა და თბური ნაკადის გაზრდას. ამის შედაგად იცვლება კლიმატი.

მჭიდრო განაშენიანების ფონზე რთულია, საერთო სურათის გამოსწორება, თუმცა არსებობს ლანდშაფტური და ურბანულ-გეგმარებითი გადაწყვეტები, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს უკვე განვითარებულ და განაშენიანებულ ქალაქს მწვანე საფარის აღდგენაში. პრობლემაზე, მისი მოგვარების გზებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე, AMBEBI.GE-ს ლანდშაფტის არქიტექტორი გვანცა ხელაძე ესაუბრა:

"ერთ-ერთ გადაწყვეტად შეიძლება მოვიაზროთ მწვანე გადახურვები ან ვერტიკალური გამწვანებები. მწვანე გადახურვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ რეალურად ის მწვანე ფართობი, რომელიც შენობის ფუნდამენტს ხმარდება, შეიძლება ატანილი იყოს სახურავზე. ამით არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება გამწვანების კოეფიციენტი. ასევე შესაძლებელია უკვე არსებულ ქუჩებზე მოეწყოს ე.წ. მწვანე კუნძულები.

განვითარებული ქვეყნების აგლომერაციებში უკვე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მწვანე კუნძულები წარმოადგენენ "ქალაქის ფილტვებს". შესაბამისად ხდება ქუჩების რეკონსტრუქცია მწვანე საფარის გაზდის მიზნით. ეწყობა ე.წ. "მწვანე ჯიბეები", რომლებიც ემსახურებიან არამარტო გამწვანების კოეფიციენტის გაზრდას, არამედ სხვა რიგ ურბანულ საკითხებსაც, როგორიც არის სანიაღვრე სისტემები, წყლის მენეჯმენტი და ესთეტიურობა, თავისთავად.

ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავია სახურავის ბაღებს, მწვანე გადახურვას. ნიუ-იორკის მაგალითზე შესაძლებელია ითქვას, რომ მწვანე სახურავების ფართობის ზრდამ ხელი შეუწყო ქალაქში ბუნებრივი გარემოს დაბრუნებას.

ინგლისში ვერტიკალური გამწვანება და მწვანე სახურავები გამოიყენება არამარტო მწვანე საფარის კოეფიციენტის გაზრდის მიზნით, არამედ სხვა ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტადაც. დიდი ქალაქები, რომლებიც უკვე განაშენიანებულია, ცდილობენ მიტოვებული ადგილების რეკონსტრუქცით გაზარდონ ქალაქის რეკრეაციული ზონები.

საქართველოში არსებობენ გარკვეული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მწვანე საფარის მაქსიმალურ შენარჩუნებას ცდილობენ. თუმცა, ასეთები ცოტაა, უმეტეს შემთხვევაში მწვანე საფარი ფინანსურ და მარკეტინგულ ინტერესებს ეწირება", - ამბობს ლანდშაფტის არქიტექტორი ჩვენთან საუბარში.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ ჩვენს დედაქალაქში? თბილისელი მშობლებისთვის სულ უფრო პრიორიტეტული ხდება მათი შვილებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა სათამაშო და გასართობ მოედნებზე. კორპუსები ეზოების და გამწვანების გარეშე, ამის საშუალებას ნაკლებად იძლევა, თუმცა ალტერნატივაც არსებობს, მაგალითად სამშენებლო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი", რომელიც ახალ მობინადრეებს სწორედ ასეთ გამწვანებულ გარემოს სთავაზობს.

"საცხორებელი კომპლექსის "მწვანე ბუდაპეშტის" დაგეგმარებისას გამწვანიანება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გახდა. ლანდშაფტის დიზაინერების მიერ შექმნილი გამწვანება, მშვიდ და ბუნებრივ გარემოს ქმნის, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს კომპლექსის ბინადარის ყოველდღიურ განწყობაზე. სუფთა ჰაერი, მწვანე გაზონები, სპორტული მოედნები - მოკლედ, ყველაფერი კომფორტული და მშვიდი გარემოს შესაქმნელად", - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

"მწვანე ბუდაპეშტი" იმედს იძლევა, რომ სხვა სამშენებლო კომპანიებიც მიბაძავენ მის მაგალითს. საჭიროა, კომპანიების არქიტექტორებმა კონსულტაციები გაიარონ დენდროლოგებთან და ფოტოპათოლოგებთან. მათთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ტერიტორიაზე დენდროლოგიური დასკვნის გაკეთება და ამის მიხედვით გადაწყდეს შემდგომი დაგეგმარება. უცხოეთში სამშენებლო კომპანია თუ კერძო პირი, ვერ დაიწყებს მშენებლობას K3 კოეფიციენტის სრული დაცვის გარეშე. ეს კოეფიციენტი ყველა უბნისთვის ინდივიდუალურია და განსაზღვრავს მიწის ნაკვეთზე გამწვანების ფართს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია