საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაია გადაბაძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანმა ხელი დამარტყას, თუმცა ვალში არ დავრჩები
ბაია გადაბაძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანმა ხელი დამარტყას, თუმცა ვალში არ დავრჩები

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბაია გა­და­ბა­ძე აცხა­დებს, რომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ხვალ "მა­ესტრო­ში" რო­გორც სტუ­მარს, ისე უმას­პინ­ძლებს.

რო­გორც გა­და­ბა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "არ­ჩე­ვან­ში" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მე­ურ­ვეს, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ექ­ნე­ბა შე­ნო­ბა­ში შე­მოს­ვლის, ასე­ვე, მო­უს­მენს ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის პო­ზი­ცი­ას.

"მე ძა­ლი­ან შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ ლე­ვა­ნი მო­ვი­დეს ხვალ, ჩვენ ვი­ჩხუ­ბოთ, ხელი და­მარ­ტყას ან შე­მო­იჭ­რას, თუმ­ცა ამის­თვი­საც მზად ვარ და ვალ­ში არ დავ­რჩე­ბი", - გა­ნა­ცხა­და გა­და­ბა­ძემ.

გა­და­ბა­ძემ გან­მარ­ტა, რომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს მი­ი­ღებს, რო­გორც სტუ­მარს სა­თათ­ბი­რო ოთახ­ში და არა იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც უკვე საშ­ვის დაშ­ვე­ბის გა­რე­შე ვე­რა­ვინ შევა.

"არა­ვინ იფიქ­როს, რომ გა­მო­კე­რე­ბუ­ლი ვარ დი­რექ­ტო­რის სკამს. მე დავ­საქმდე­ბი, გარ­წმუ­ნებთ. რომც არ დავ­საქმდე, პრობ­ლე­მა არ მაქვს, მაგ­რამ აქ არის პრინ­ცი­პის სა­კი­თხი. შე­სა­ბა­მი­სად, მე მას ვე­ტყვი, რომ არ მჯე­რა იმი­სი, რაც მი­თხრა", - გა­ნა­ცხა­და ბაია გა­და­ბა­ძემ.

მისი თქმით, თუ თა­ნამ­შრომ­ლებს უნ­დათ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, პრობ­ლე­მა არ არის, ამ ეტაპ­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მათი სა­ხე­ლით ლა­პა­რა­კის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ბა­ძეს ანი­ჭე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ბაია გადაბაძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანმა ხელი დამარტყას, თუმცა ვალში არ დავრჩები

ბაია გადაბაძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანმა ხელი დამარტყას, თუმცა ვალში არ დავრჩები

ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძეს ხვალ "მაესტროში" როგორც სტუმარს, ისე უმასპინძლებს.

როგორც გადაბაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საუბრისას განაცხადა. მეურვეს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, არანაირი პრობლემა არ ექნება შენობაში შემოსვლის, ასევე, მოუსმენს ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას.

"მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლევანი მოვიდეს ხვალ, ჩვენ ვიჩხუბოთ, ხელი დამარტყას ან შემოიჭრას, თუმცა ამისთვისაც მზად ვარ და ვალში არ დავრჩები", - განაცხადა გადაბაძემ.

გადაბაძემ განმარტა, რომ ლევან გაჩეჩილაძეს მიიღებს, როგორც სტუმარს სათათბირო ოთახში და არა იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე საშვის დაშვების გარეშე ვერავინ შევა.

"არავინ იფიქროს, რომ გამოკერებული ვარ დირექტორის სკამს. მე დავსაქმდები, გარწმუნებთ. რომც არ დავსაქმდე, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ აქ არის პრინციპის საკითხი. შესაბამისად, მე მას ვეტყვი, რომ არ მჯერა იმისი, რაც მითხრა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

მისი თქმით, თუ თანამშრომლებს უნდათ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობა, პრობლემა არ არის, ამ ეტაპზე თანამშრომლები მათი სახელით ლაპარაკის უფლებამოსილებას გადაბაძეს ანიჭებენ.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები