პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები

გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ანა მერ­დო­კი, რო­ბინ გიბ­სო­ნი, ირი­ნა აბ­რა­მო­ვი­ჩი და სხვა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი გა­ხა­და - წარ­მო­გიდ­გენთ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი გაყ­რე­ბის რე­ი­ტინგს:

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

1. ალეკ და ჯოს­ლინ ვილ­დენშტე­ი­ნე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 1997-1999 წლე­ბი

კომ­პენ­სა­ცია: $2,5 მი­ლი­არ­დი პლუს $100 მი­ლი­ო­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში

1997 წლამ­დე ვილ­დენშტე­ი­ნე­ბის გვა­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის ვიწ­რო წრე­ში იყო ცნო­ბი­ლი (მთე­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში Wildenstein&Co მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და გავ­ლე­ნი­ან არტ-სა­დი­ლე­რო კომ­პა­ნი­ად ით­ვლე­ბო­და). მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ალეკ ვილ­დენშტე­ინ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ჯოს­ლინ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტეს, მათ­ზე არა მხო­ლოდ ფრან­გუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­ტი­ფი დამ­ფა­სებ­ლე­ბი, ამე­რი­კუ­ლი თოქ-შო­უ­ე­ბის მა­ყუ­რებ­ლე­ბიც ალა­პა­რაკ­დნენ. ჯოს­ლი­ნი, რო­მელ­მაც 30 პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რათა კა­ტას დამ­სგავ­სე­ბო­და, სხვა­დას­ხვა თოქ-შოუს ხში­რი სტუ­მა­რი გახ­და. 2008 წელს 68 წლის ასაკ­ში ალეკ ვილ­დენშტე­ი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ექს-მე­უღ­ლე კი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას აგ­რძე­ლებს: მისი სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­და­სა­ხა­დე­ბი წე­ლი­წად­ში $60 000, ხოლო საკ­ვე­ბის ხარ­ჯე­ბი $547 000 შე­ად­გენს.

2. რუ­პერტ და ანა მერ­დო­კე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 1998-1999 წლე­ბი

კომ­პენ­სა­ცია: $1,7 მი­ლი­არ­დი

85 წლის მე­დი­ა­მაგ­ნა­ტის რუ­პერტ მერ­დო­კის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა $11,2 მი­ლი­არ­დად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. მას News Corporation ეკუთ­ვნის, რო­მელ­შიც 20th Century Fox, გა­მომ­ცემ­ლო­ბა HarperCollins, გა­ზე­თე­ბი The Wall Street Journal, The Times, The Sun და New York Post შე­დის. 1960-იან წლებ­ში მერ­დო­კი ჟურ­ნა­ლისტ ანა ტორვზე და­ქორ­წინ­და, რო­მე­ლიც მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად მი­ვი­და. წყვილს 3 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, ქორ­წი­ნე­ბამ 32 წელი გას­ტა­ნა, სა­ნამ რუ­პერტს სხვა ჟურ­ნა­ლის­ტი - 38 წლის ვენ­დი დენ­გი არ შე­უყ­ვარ­და. ანას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი 1 წელ­ზე მეტ ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, კომ­პენ­სა­ცი­ამ კი 1,7 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

3. ბერ­ნი და სლა­ვი­კა ეკლსთო­უ­ნე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 2008 წელი

კომ­პენ­სა­ცია: $1,2 მი­ლი­არ­დი

სლა­ვი­კა სრუ­ლე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნას იმა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა იყოს მი­ლი­არ­დე­რის ცოლი: მა­ღა­ლი, ლა­მა­ზი, მდიდ­რუ­ლად ჩაც­მუ­ლი... იგი ჯორ­ჯიო არ­მა­ნის საყ­ვა­რე­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. 159 სმ სი­მაღ­ლის მქო­ნე "ფორ­მუ­ლა 1"-ის პრე­ზი­დენ­ტი მის გვერ­დით აქ­სე­სუ­ა­რი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. სი­მაღ­ლე­ში დიდ­მა სხვა­ო­ბამ ხელი არ შე­უ­შა­ლა წყვილს, ერ­თად 24 წელი ეცხოვ­რათ. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სლა­ვი­კამ სა­კუ­თარ თავს სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა: შე­ი­ძი­ნა თვითმფრი­ნა­ვი $60 მი­ლი­ო­ნად, რო­მელ­ზეც დიდ­ხანს ოც­ნე­ბობ­და.

4. ად­ნან და სო­რა­ია ხა­შო­გე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი:1974

კომ­პენ­სა­ცია: $874 მი­ლი­ო­ნი

ად­ნან ხა­შო­გიმ სიმ­დიდ­რე სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის ია­რა­ღის მი­ყიდ­ვით იშო­ვა. შემ­დეგ კი სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნია Triad და­ა­არ­სა. კომ­პა­ნი­ას ბან­კე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და მდიდ­რუ­ლი ვი­ლე­ბი ეკუთ­ვნო­და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში. ექს-მე­უღ­ლე სო­რა­ია (ქა­ლიშ­ვი­ლო­ბა­ში ინ­გლი­სე­ლი სან­დრა) ად­ნან ხა­შო­გის 1961 წელს გაჰ­ყვა ცო­ლად, 1974 წელს კი წყვი­ლი და­შორ­და. მათი გან­ქორ­წი­ნე­ბა ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლად ით­ვლე­ბო­და. თუმ­ცა, მუ­სულ­მა­ნურ სამ­ყა­რო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბა იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნაა, ად­ნა­ნი ვერ შე­ე­გუა ქალ­თან ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­მაც შვი­ლი სხვა მა­მა­კა­ცის­გან გა­ა­ჩი­ნა. დნმ-ის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის - პეტ­რი­ნას ბი­ო­ლო­გი­უ­რი მამა ბრი­ტა­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ჯო­ნა­თან აიტ­კე­ნი გახ­ლდათ. გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის შემ­დეგ ად­ნან­მა იტა­ლი­ე­ლი ლა­უ­რა ბი­ან­კო­ლი­ნი შე­ირ­თო ცო­ლად, რო­მელ­მაც ის­ლა­მი და მუს­ლი­მუ­რი სა­ხე­ლი ლა­მია მი­ი­ღო.

5. სტივ და ელე­ინ ვი­ნე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 2010

კომ­პენ­სა­ცია: $750 მი­ლი­ო­ნი

სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს-მაგ­ნა­ტის სტივ ვი­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის ელე­ი­ნის რო­მან­ტი­კუ­ლი ის­ტო­რია ლა­მა­ზად და­ი­წყო. ახალ­გაზ­რდე­ბი ჯერ კი­დევ კო­ლე­ჯში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს: სტი­ვი კურ­სზე ყვე­ლა­ზე ჭკვი­ა­ნი ბიჭი იყო, ელე­ი­ნი კი - სი­ლა­მა­ზის დე­დო­ფა­ლი. 1963 წელს წყვი­ლი და­ქორ­წინ­და. 20 წლის შემ­დეგ კი ოჯა­ხი და­ინ­გრა. 5 წლის შემ­დეგ მათ ისევ გა­და­წყვი­ტეს ერ­თად ყოფ­ნა და ისევ უშე­დე­გოდ - 2010 წელს სტი­ვი და ელე­ი­ნი კვლავ დას­ცილ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ყვე­ლა სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ელე­ი­ნი კომ­პა­ნია Wynn Resort-ში მუ­დამ გა­დამ­წყვეტ როლს ას­რუ­ლებ­და და დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს წევ­რი გახ­ლდათ. დღეს ელე­ი­ნის ქო­ნე­ბა $7 მი­ლი­არ­დად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი, მას "ფორბსის" სი­ა­ში 882-ე ად­გი­ლი უჭი­რავს.

6. კრე­იგ და ვენ­დი მა­კკაუ

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 1998

კომ­პენ­სა­ცია: $460 მი­ლი­ო­ნი

კრე­იგ მა­კკა­უს ფი­ჭურ პი­ო­ნერს უწო­დე­ბენ. ფი­ჭურ ბიზ­ნეს­ზე ფსო­ნი მან ჯერ კი­დევ 1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში დადო, რო­დე­საც ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ერ­თხმად ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ მო­ბი­ლუ­რი კავ­ში­რი მა­სობ­რი­ვი არა­სო­დეს გახ­დე­ბო­და. მა­კკა­უმ არა­ვის მო­უს­მი­ნა და კომ­პა­ნია McCaw Cellular შექ­მნა. 10 წლის შემ­დეგ ეს კომ­პა­ნია AT&T-მა შე­ი­ძი­ნა $11,5 მი­ლი­არ­დად, მა­კკა­უს შე­მო­სა­ვალ­მა წი­ლის გა­ყიდ­ვი­დან კი 1,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. კრე­იგ­მა ცოლი ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­ირ­თო. 21-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი და­შორ­და. მა­კკა­უმ ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ვენ­დის ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი გა­უ­ნა­წი­ლა, გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზად კი ხა­სი­ა­თე­ბის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

7. მელ და რო­ბინ გიბ­სო­ნე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 2009-2011 წლე­ბი

კომ­პენ­სა­ცია: $425 მი­ლი­ო­ნი

გიბ­სო­ნე­ბის წყვი­ლი 31-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ გა­შორ­და ერ­თმა­ნეთს. რო­ბინ­მა ქა­ლიშ­ვი­ლო­ბის გვა­რი, მური და­იბ­რუ­ნა და შვი­დი­ვე შვილ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. საქ­მე $425 მი­ლი­ო­ნი­ან კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. გარ­და ამი­სა, მელს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მო­მა­ვა­ლი ფილ­მე­ბის­თვის აღე­ბუ­ლი ჰო­ნო­რა­რის ნა­ხევ­რის გა­დახ­და მო­უ­წევს ყო­ფი­ლი ცო­ლის­თვის.

8. რო­ბერტ ჯონ­სო­ნი და შე­ი­ლა კრამ­პი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 2002

კომ­პენ­სა­ცია: $400 მი­ლი­ო­ნი

მე­დი­ა­მაგ­ნა­ტი რო­ბერტ ჯონ­სო­ნი პირ­ვე­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი-მი­ლი­არ­დე­რი გახ­და, რო­მე­ლიც 2000 წელს "ფორბსის" სი­ა­ში მოხ­ვდა. სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ის Black Entertainment თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა წარ­მა­ტე­ბამ­დე რთუ­ლი და ხან­გრძლი­ვი გზა გან­ვლო, მისი მე­უღ­ლე შე­ი­ლა კრამ­პი კი მე­უღ­ლეს მუ­დამ მხარ­ში ედგა. 33-წლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს გა­შორ­და. შე­ი­ლამ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით $400 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო და სამი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის: ჰო­კე­ის კლუ­ბის Washington Capital და სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის Washington Wizard და Washington Mystics თა­ნამ­ფლო­ბე­ლი გახ­და. რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, შე­ი­ლა ამ­ჟა­მად სწო­რედ იმ მო­სა­მარ­თლის მე­უღ­ლეა, რო­მელ­საც რო­ბერ­ტი­სა და შე­ი­ლას გან­ქორ­წი­ნე­ბის პრო­ცე­სი მიჰ­ყავ­და.

9. რო­მან და ირი­ნა აბ­რა­მო­ვი­ჩე­ბი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 2007

კომ­პენ­სა­ცია: $300 მი­ლი­ო­ნი

ირი­ნას­თან 16-წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აბ­რა­მო­ვი­ჩი კო­ო­პე­რა­ტი­ვის "უიუტ" (რე­ზი­ნის სა­თა­მა­შო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა) დი­რექ­ტო­რი­დან "სიბ­ნეფ­ტის", და "ევ­რა­ზის" მფლო­ბე­ლი, ჩუ­კოტ­კის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, ინ­გლი­სის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის Chelsea მფლო­ბე­ლი და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი გახ­და. ირი­ნა მა­ლან­დი­ნამ სტი­უ­არ­დე­სო­ბას თავი და­ა­ნე­ბა და ხუთი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა. წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბას აბ­რა­მო­ვი­ჩი­სა და დაშა ჟუ­კო­ვას სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე ჭორი უძღვო­და წინ. ამ­ჟა­მად რო­მა­ნი და დაშა სა­ერ­თო ვაჟ­სა და ქა­ლიშ­ვილს ზრდი­ან, თუმ­ცა აბ­რა­მო­ვიჩს "გა­შო­რე­ბუ­ლის" სტა­ტუ­სი "და­ქორ­წი­ნე­ბულ­ზე" ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­უც­ვლია.

10. მა­იკლ და მაია პოლ­სკი

გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­რი­ღი: 2006

კომ­პენ­სა­ცია: $184 მი­ლი­ო­ნი

მა­იკლ და მაია პოლ­სკებ­მა ერ­თმა­ნე­თი კი­ევ­ში 1970-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­იც­ნეს და იქორ­წი­ნეს. რო­დე­საც წყვი­ლი 1976 წელს ამე­რი­კა­ში წა­ვი­და ემიგ­რა­ცი­ა­ში, მათ ქო­ნე­ბას 4 ჩე­მო­და­ნი და 500 დო­ლა­რი შე­ად­გენ­და. მაგ­რამ საქ­მე მა­ლე­ვე კარ­გად წა­უ­ვი­დათ. 1980-იან წლებ­ში მა­იკლმა კომ­პა­ნია SkyGen Energy შექ­მნა, რო­მე­ლიც აშშ-ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უმ­სხვი­ლე­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი გახ­და. მაია თავ­და­პირ­ვე­ლად ოჯა­ხის საქ­მე­ებს უძღვე­ბო­და, შემ­დეგ კი ნა­ხა­ტე­ბის გა­ლე­რეა გახ­სნა. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 30-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ დას­ცილ­და. 2006 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მა­ი­ამ $176 მი­ლი­ო­ნი მი­ი­ღო.

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვინ არი­ან მი­ლი­არ­დე­რე­ბის ცო­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული განქორწინებები

განქორწინებები, რომლებმაც ანა მერდოკი, რობინ გიბსონი, ირინა აბრამოვიჩი და სხვა ქალბატონები მილიონიანი ქონების მფლობელი გახადა - წარმოგიდგენთ, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გაყრების რეიტინგს:

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

1. ალეკ და ჯოსლინ ვილდენშტეინები

განქორწინების თარიღი: 1997-1999 წლები

კომპენსაცია: $2,5 მილიარდი პლუს $100 მილიონი ყოველწლიურად 13 წლის განმავლობაში

1997 წლამდე ვილდენშტეინების გვარი ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერების ვიწრო წრეში იყო ცნობილი (მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში Wildenstein&Co მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და გავლენიან არტ-სადილერო კომპანიად ითვლებოდა). მაგრამ მას შემდეგ, რაც ალეკ ვილდენშტეინმა და მისმა მეუღლემ ჯოსლინმა განქორწინება გადაწყვიტეს, მათზე არა მხოლოდ ფრანგული ხელოვნების ნატიფი დამფასებლები, ამერიკული თოქ-შოუების მაყურებლებიც ალაპარაკდნენ. ჯოსლინი, რომელმაც 30 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა კატას დამსგავსებოდა, სხვადასხვა თოქ-შოუს ხშირი სტუმარი გახდა. 2008 წელს 68 წლის ასაკში ალეკ ვილდენშტეინი გარდაიცვალა. მისი ექს-მეუღლე კი ფუფუნებაში ცხოვრებას აგრძელებს: მისი სატელეფონო გადასახადები წელიწადში $60 000, ხოლო საკვების ხარჯები $547 000 შეადგენს.

2. რუპერტ და ანა მერდოკები

განქორწინების თარიღი: 1998-1999 წლები

კომპენსაცია: $1,7 მილიარდი

85 წლის მედიამაგნატის რუპერტ მერდოკის ამჟამინდელი ქონება $11,2 მილიარდად არის შეფასებული. მას News Corporation ეკუთვნის, რომელშიც 20th Century Fox, გამომცემლობა HarperCollins, გაზეთები The Wall Street Journal, The Times, The Sun და New York Post შედის. 1960-იან წლებში მერდოკი ჟურნალისტ ანა ტორვზე დაქორწინდა, რომელიც მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივიდა. წყვილს 3 შვილი შეეძინა, ქორწინებამ 32 წელი გასტანა, სანამ რუპერტს სხვა ჟურნალისტი - 38 წლის ვენდი დენგი არ შეუყვარდა. ანასთან განქორწინების პროცესი 1 წელზე მეტ ხანს მიმდინარეობდა, კომპენსაციამ კი 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

3. ბერნი და სლავიკა ეკლსთოუნები

განქორწინების თარიღი: 2008 წელი

კომპენსაცია: $1,2 მილიარდი

სლავიკა სრულებით შეესაბამებოდა წარმოდგენას იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს მილიარდერის ცოლი: მაღალი, ლამაზი, მდიდრულად ჩაცმული... იგი ჯორჯიო არმანის საყვარელი მოდელი გახლდათ. 159 სმ სიმაღლის მქონე "ფორმულა 1"-ის პრეზიდენტი მის გვერდით აქსესუარივით გამოიყურებოდა. სიმაღლეში დიდმა სხვაობამ ხელი არ შეუშალა წყვილს, ერთად 24 წელი ეცხოვრათ. განქორწინების შემდეგ სლავიკამ საკუთარ თავს საჩუქარი გაუკეთა: შეიძინა თვითმფრინავი $60 მილიონად, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა.

4. ადნან და სორაია ხაშოგები

განქორწინების თარიღი:1974

კომპენსაცია: $874 მილიონი

ადნან ხაშოგიმ სიმდიდრე საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისთვის იარაღის მიყიდვით იშოვა. შემდეგ კი საკუთარი კომპანია Triad დააარსა. კომპანიას ბანკები, სასტუმროები და მდიდრული ვილები ეკუთვნოდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ექს-მეუღლე სორაია (ქალიშვილობაში ინგლისელი სანდრა) ადნან ხაშოგის 1961 წელს გაჰყვა ცოლად, 1974 წელს კი წყვილი დაშორდა. მათი განქორწინება ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლებოდა. თუმცა, მუსულმანურ სამყაროში განქორწინება იშვიათი მოვლენაა, ადნანი ვერ შეეგუა ქალთან ცხოვრებას, რომელმაც შვილი სხვა მამაკაცისგან გააჩინა. დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ქალიშვილის - პეტრინას ბიოლოგიური მამა ბრიტანელი პარლამენტარი ჯონათან აიტკენი გახლდათ. განქორწინებიდან 4 წლის შემდეგ ადნანმა იტალიელი ლაურა ბიანკოლინი შეირთო ცოლად, რომელმაც ისლამი და მუსლიმური სახელი ლამია მიიღო.

5. სტივ და ელეინ ვინები

განქორწინების თარიღი: 2010

კომპენსაცია: $750 მილიონი

სათამაშო ბიზნეს-მაგნატის სტივ ვინისა და მისი მეუღლის ელეინის რომანტიკული ისტორია ლამაზად დაიწყო. ახალგაზრდები ჯერ კიდევ კოლეჯში ხვდებოდნენ ერთმანეთს: სტივი კურსზე ყველაზე ჭკვიანი ბიჭი იყო, ელეინი კი - სილამაზის დედოფალი. 1963 წელს წყვილი დაქორწინდა. 20 წლის შემდეგ კი ოჯახი დაინგრა. 5 წლის შემდეგ მათ ისევ გადაწყვიტეს ერთად ყოფნა და ისევ უშედეგოდ - 2010 წელს სტივი და ელეინი კვლავ დასცილდნენ ერთმანეთს. ყველა სირთულის მიუხედავად, ელეინი კომპანია Wynn Resort-ში მუდამ გადამწყვეტ როლს ასრულებდა და დირექტორთა საბჭოს წევრი გახლდათ. დღეს ელეინის ქონება $7 მილიარდად არის შეფასებული, მას "ფორბსის" სიაში 882-ე ადგილი უჭირავს.

6. კრეიგ და ვენდი მაკკაუ

განქორწინების თარიღი: 1998

კომპენსაცია: $460 მილიონი

კრეიგ მაკკაუს ფიჭურ პიონერს უწოდებენ. ფიჭურ ბიზნესზე ფსონი მან ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში დადო, როდესაც ანალიტიკოსები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ მობილური კავშირი მასობრივი არასოდეს გახდებოდა. მაკკაუმ არავის მოუსმინა და კომპანია McCaw Cellular შექმნა. 10 წლის შემდეგ ეს კომპანია AT&T-მა შეიძინა $11,5 მილიარდად, მაკკაუს შემოსავალმა წილის გაყიდვიდან კი 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. კრეიგმა ცოლი ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში შეირთო. 21-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი დაშორდა. მაკკაუმ ყოფილ მეუღლეს, ვენდის ქონების ნახევარი გაუნაწილა, განქორწინების მიზეზად კი ხასიათების შეუთავსებლობა დაასახელა.

7. მელ და რობინ გიბსონები

განქორწინების თარიღი: 2009-2011 წლები

კომპენსაცია: $425 მილიონი

გიბსონების წყვილი 31-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაშორდა ერთმანეთს. რობინმა ქალიშვილობის გვარი, მური დაიბრუნა და შვიდივე შვილზე მეურვეობის უფლება მოიპოვა. საქმე $425 მილიონიან კომპენსაციაზე არ დასრულებულა. გარდა ამისა, მელს სიცოცხლის ბოლომდე მომავალი ფილმებისთვის აღებული ჰონორარის ნახევრის გადახდა მოუწევს ყოფილი ცოლისთვის.

8. რობერტ ჯონსონი და შეილა კრამპი

განქორწინების თარიღი: 2002

კომპენსაცია: $400 მილიონი

მედიამაგნატი რობერტ ჯონსონი პირველი აფროამერიკელი-მილიარდერი გახდა, რომელიც 2000 წელს "ფორბსის" სიაში მოხვდა. საკაბელო ტელევიზიის Black Entertainment თანადამფუძნებელმა წარმატებამდე რთული და ხანგრძლივი გზა განვლო, მისი მეუღლე შეილა კრამპი კი მეუღლეს მუდამ მხარში ედგა. 33-წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს გაშორდა. შეილამ კომპენსაციის სახით $400 მილიონი მიიღო და სამი პროფესიონალური სპორტული კლუბის: ჰოკეის კლუბის Washington Capital და საკალათბურთო კლუბების Washington Wizard და Washington Mystics თანამფლობელი გახდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეილა ამჟამად სწორედ იმ მოსამართლის მეუღლეა, რომელსაც რობერტისა და შეილას განქორწინების პროცესი მიჰყავდა.

9. რომან და ირინა აბრამოვიჩები

განქორწინების თარიღი: 2007

კომპენსაცია: $300 მილიონი

ირინასთან 16-წლიანი ქორწინების განმავლობაში, აბრამოვიჩი კოოპერატივის "უიუტ" (რეზინის სათამაშოების წარმოება) დირექტორიდან "სიბნეფტის", და "ევრაზის" მფლობელი, ჩუკოტკის გუბერნატორი, ინგლისის საფეხბურთო კლუბის Chelsea მფლობელი და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი გახდა. ირინა მალანდინამ სტიუარდესობას თავი დაანება და ხუთი შვილი გააჩინა. წყვილის განქორწინებას აბრამოვიჩისა და დაშა ჟუკოვას სასიყვარულო ურთიერთობაზე ჭორი უძღვოდა წინ. ამჟამად რომანი და დაშა საერთო ვაჟსა და ქალიშვილს ზრდიან, თუმცა აბრამოვიჩს "გაშორებულის" სტატუსი "დაქორწინებულზე" ჯერჯერობით არ შეუცვლია.

10. მაიკლ და მაია პოლსკი

განქორწინების თარიღი: 2006

კომპენსაცია: $184 მილიონი

მაიკლ და მაია პოლსკებმა ერთმანეთი კიევში 1970-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს და იქორწინეს. როდესაც წყვილი 1976 წელს ამერიკაში წავიდა ემიგრაციაში, მათ ქონებას 4 ჩემოდანი და 500 დოლარი შეადგენდა. მაგრამ საქმე მალევე კარგად წაუვიდათ. 1980-იან წლებში მაიკლმა კომპანია SkyGen Energy შექმნა, რომელიც აშშ-ში ელექტროენერგიის უმსხვილესი დამოუკიდებელი მწარმოებელი გახდა. მაია თავდაპირველად ოჯახის საქმეებს უძღვებოდა, შემდეგ კი ნახატების გალერეა გახსნა. წყვილი ერთმანეთს 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დასცილდა. 2006 წლის ოქტომბერში სასამართლოს გადაწყვეტილებით მაიამ $176 მილიონი მიიღო.

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არიან მილიარდერების ცოლები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს