პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა" - ყვარლის პოლიციაში 19 წლის ბიჭს სცემეს
"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა" - ყვარლის პოლიციაში 19 წლის ბიჭს სცემეს

"მა­გი­და­ზე და­ა­ხეთ­ქა, ზე­მო­დან და­აჯ­და და ცემა და­უ­წყო. ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლე­ბის და­დე­ბის შემ­დეგ მეთ­ლახ­ზე და­აგ­დეს. ბორ­კი­ლებ­და­დე­ბულ ხელ­ზე პო­ლი­ცი­ელ­მა გუ­გუ­ლაშ­ვილ­მა ფეხი და­ად­გა, რომ ცე­მის დროს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ვერ გა­ე­წია. ამის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში შე­იყ­ვა­ნეს, პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მაც ცემა, მუშ­ტით სა­ხე­ში", - აცხა­დებს იუ­რი­დი­უ­ლი დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის კა­ხე­თის ბი­უ­როს ად­ვო­კა­ტი გია ფა­რა­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 19 წლის გი­ორ­გი მო­ლაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს იცავს. მო­ლაშ­ვილს სა­ხე­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. მას შემ­დეგ, რაც მან არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. ის და­ა­პა­ტიმ­რეს.

ინი­ცი­დენ­ტი 2016 წლის 3 თე­ბერ­ვალს, ყვა­რელ­ში მოხ­და. სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად მყო­ფი გი­ორ­გი მო­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მან­ქა­ნა­ში ჩას­ვეს და სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნეს. მო­ლაშ­ვი­ლის და მისი მე­გობ­რე­ბის მტკი­ცე­ბით, პო­ლი­ცი­ე­ლებს არ გა­ნუ­მარ­ტავთ, რა­ტომ და სად მიჰ­ყავ­დათ 19 წლის ახალ­გაზ­რდა.

"პო­ლი­ცი­ა­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ, გი­ორ­გის უთხრეს, რომ უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ თე­ლავ­ში, ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის­თვის. ჰკი­თხეს, თა­ნახ­მა იყო, თუ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოქმი შე­ედ­გი­ნათ, რა­ზეც გი­ორ­გიმ უპა­სუ­ხა, რომ თა­ნახ­მა იყო და გა­ივ­ლი­და შე­მოწ­მე­ბას. ის გა­და­იყ­ვა­ნეს თე­ლავ­ში, მაგ­რამ იმ მო­მენ­ტის­თვის ვერ და­უდ­გინ­და, იყო თუ არა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ. ექ­სპერ­ტმა აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვის­თვის ზემ­დგომ სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­აგ­ზავ­ნა, სა­ი­და­ნაც პა­სუ­ხი ჯერ არ არის.

ამის შემ­დეგ ის და­აბ­რუ­ნეს პო­ლი­ცი­ა­ში და უნდა შე­ედ­გი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი, რათა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ. გი­ორ­გი მო­ლაშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­წე­რა ხელ­წე­რი­ლი, რომ იღებ­და ვალ­დე­ბუ­ლე­ბას – გა­მო­ცხად­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ა­ში. ამას ბუ­ნებ­რი­ვია გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­და. ამ პრო­ცეს­ში გი­ორ­გი მო­ლაშ­ვილს პო­ლი­ცი­ე­ლის მი­მართ არა­ნა­ი­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­მო­უ­ხა­ტავს", - ყვე­ბა ად­ვო­კა­ტი გია ფა­რა­დაშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

sponsored by ContentRoom

"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა" - ყვარლის პოლიციაში 19 წლის ბიჭს სცემეს

"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა" - ყვარლის პოლიციაში 19 წლის ბიჭს სცემეს

"მაგიდაზე დაახეთქა, ზემოდან დააჯდა და ცემა დაუწყო. ხელებზე ბორკილების დადების შემდეგ მეთლახზე დააგდეს. ბორკილებდადებულ ხელზე პოლიციელმა გუგულაშვილმა ფეხი დაადგა, რომ ცემის დროს წინააღმდეგობა ვერ გაეწია. ამის შემდეგ პოლიციის უფროსის კაბინეტში შეიყვანეს, პოლიციის უფროსმაც ცემა, მუშტით სახეში", - აცხადებს იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის ბიუროს ადვოკატი გია ფარადაშვილი, რომელიც 19 წლის გიორგი მოლაშვილის ინტერესებს იცავს. მოლაშვილს სახეზე დაზიანებები აქვს. მას შემდეგ, რაც მან არაადამიანური მოპყრობის შესახებ განაცხადა, ბრალი დაუმძიმეს და პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულეს. ის დააპატიმრეს.

ინიციდენტი 2016 წლის 3 თებერვალს, ყვარელში მოხდა. საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, მეგობრებთან ერთად მყოფი გიორგი მოლაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ჩასვეს და სამმართველოში წაიყვანეს. მოლაშვილის და მისი მეგობრების მტკიცებით, პოლიციელებს არ განუმარტავთ, რატომ და სად მიჰყავდათ 19 წლის ახალგაზრდა.

"პოლიციაში მიყვანის შემდეგ, გიორგის უთხრეს, რომ უნდა გადაეყვანათ თელავში, ნარკოლოგიური შემოწმებისთვის. ჰკითხეს, თანახმა იყო, თუ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით ოქმი შეედგინათ, რაზეც გიორგიმ უპასუხა, რომ თანახმა იყო და გაივლიდა შემოწმებას. ის გადაიყვანეს თელავში, მაგრამ იმ მომენტისთვის ვერ დაუდგინდა, იყო თუ არა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. ექსპერტმა აღნიშნული მასალები დამატებითი კვლევისთვის ზემდგომ საექსპერტო დაწესებულებაში გააგზავნა, საიდანაც პასუხი ჯერ არ არის.

ამის შემდეგ ის დააბრუნეს პოლიციაში და უნდა შეედგინათ შესაბამისი დოკუმენტები, რათა გაეთავისუფლებინათ. გიორგი მოლაშვილმა საკუთარი ხელით დაწერა ხელწერილი, რომ იღებდა ვალდებულებას – გამოცხადდებოდა პოლიციაში. ამას ბუნებრივია გარკვეული დრო დასჭირდა. ამ პროცესში გიორგი მოლაშვილს პოლიციელის მიმართ არანაირი წინააღმდეგობა არ გამოუხატავს", - ყვება ადვოკატი გია ფარადაშვილი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა