სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება "მაესტროში"? - დღის მოვლენების შეჯამება
რა ხდება "მაესტროში"? - დღის მოვლენების შეჯამება

"მა­ესტროს" ირ­გვლივ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ში დღეს ახა­ლი მოქ­მე­დი პირი გა­მოჩ­ნდა: გამ­თე­ნი­ი­სას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი რუ­ხა­ძე, რო­მელ­მაც, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასეს­ხა 50 მი­ლი­ო­ნი ძმებ გია და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებს, რომ­ლებ­მაც "მა­ესტროს" 55 %-იანი წი­ლის შე­ძე­ნა მო­ა­ხერ­ხეს. ირაკ­ლი რუ­ხა­ძე თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა 2030-მა. ინ­ტერ­ვი­უ­ში რუ­ხა­ძემ მისი ჩა­მოს­ვლა "მა­ესტროს" მოვ­ლე­ნებს არ და­უ­კავ­ში­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობს და ამი­ტომ ჩა­მო­ვი­და".

ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მან გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ფული პრო­ცენ­ტით ასეს­ხა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ფულს და­უბ­რუ­ნებს. მი­სი­ვე თქმით, "კარ­გა ხა­ნია "მა­ესტროს" ყი­დის კოტე გო­გე­ლია და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გო­გე­ლია 5 ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონს ითხოვს, რა­ზეც უც­ნო­ბი არ თან­ხმდე­ბა, ეს არის და ეს. ვერ თან­ხმდე­ბი­ან და იმი­ტომ ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია".

ამას­თან, დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო რე­ესტრს დღეს მი­მარ­თავ­და. რო­გორც "მა­ესტროს" სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლის, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა ირაკ­ლი კორ­ძა­ხი­ამ გა­ნა­ცხა­და, გა­ჩე­ჩი­ლა­ძე კრე­ბის ოქმს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც იგი დი­რექ­ტო­რად აირ­ჩი­ეს, ჯერ ნო­ტა­რი­უ­ლად და­ა­მოწ­მებს, შემ­დეგ კი გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­რე­გის­ტრი­რებს. "სა­მე­წარ­მეო რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცი­ის მო­მენ­ტი­დან ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე შე­უდ­გე­ბა დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კორ­ძა­ხი­ამ.

თუმ­ცა, სა­ნამ "გრე­ჩი­ხა" რე­ესტრს დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბის­თვის მი­მარ­თავ­და, "მა­ესტროს" გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა დი­რექ­ტორ­მა ბაია გა­და­ბა­ძემ ჯერ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, რომ ბა­თი­ლად ეცნო "მა­ესტროს" პარტნი­ორ­თა კრე­ბის ოქმი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის თა­ო­ბა­ზე, შემ­დეგ კი

მი­მარ­თა სა­ჯა­რო რე­ესტრს, რათა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რად არ და­ა­რე­გის­ტრი­რონ. რო­გორც გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნის შემ­დეგ გა­და­ბა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ მოხ­დეს გა­ჩე­ჩი­ლა­ძის და­რე­გის­ტრი­რე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ მოხ­დე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ მისი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და მისი ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი კორ­ძა­ხია "მა­ესტრო­ში" მის­ვლას მე­ურ­ვეს­თან (გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე) ერ­თად აპი­რე­ბენ. ბაია გა­და­ბა­ძის თქმით, მე­ურ­ვეს შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია, თუმ­ცა მის თან­მხლებ პი­რებს პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბათ, თუკი ისი­ნი სა­სა­უბ­როდ არ არი­ან მი­სუ­ლე­ბი.

"ჩვენ არ გვაქვს მე­ურ­ვის შე­ნო­ბა­ში არ­შეშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. ნუ შე­ას­რუ­ლებს მე­ურ­ვე "ტრო­ას ცხე­ნის" ფუნ­ქცი­ას. მე­ურ­ვეს პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბა, სა­სა­უბ­როდ თუ მო­დი­ან, არც და­ნარ­ჩე­ნებს შე­ექ­მნე­ბათ შე­ნო­ბა­ში შე­მოს­ვლა­ში პრობ­ლე­მე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბაია გა­და­ბა­ძემ. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, თუკი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რად და­რე­გის­ტრირ­დე­ბა, მას უნდა ჰქონ­დეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თი "მა­ესტროს­თვის", "არ­სე­ბულ შე­ნო­ბა­ში კი შეხ­ვედ­რე­ბის ოთახს მიღ­მა მის­თვის ზღურ­ბლი იარ­სე­ბებს".

თა­ვის მხრივ, ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი რუ­ხა­ძე გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას აპი­რებს, სა­დაც "ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი იქ­ნე­ბა გა­ცე­მუ­ლი". "გა­ვა­კე­თებ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც შე­ვეც­დე­ბი გან­ვმარ­ტო ყვე­ლა­ფე­რი - თუ რა არის ჩემი ინ­ტე­რე­სი, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს "იმე­დის" ინ­ტე­რე­სი და ასე შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კოტე გო­გე­ლი­ას­თან მი­მო­წე­რა­ზეც გა­ა­კე­თა მცი­რე კო­მენ­ტა­რი. "არ ვარ მიჩ­ვე­უ­ლი კო­მერ­ცი­ულ გა­რი­გე­ბებ­ზე სა­უ­ბარს. კოტე გო­გე­ლია ითხოვ­და 9,5 მი­ლი­ონს, ჩვენ ვთა­ვა­ზობ­დით 7,5 მი­ლი­ონს. დღეს კოტე ითხოვს 5,5-ს 30 პრო­ცენ­ტში, თუ არ ვცდე­ბი ბაჩო კი­კა­ბი­ძის წი­ლის გას­ხვი­სე­ბა­ში. მე კო­ტეს ვე­ლა­პა­რა­კე 7-8-ჯერ, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და მა­შინ რომ და­თან­ხმე­ბო­და "უც­ნო­ბი" ამ თან­ხას, არა­ვის გე­ცო­დი­ნე­ბო­დათ ახლა ეს ამ­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ მე­დი­ას­თან.

სა­ნამ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე-გა­და­ბა­ძე-ასა­თი­ა­ნი-რუ­ხა­ძე "მა­ესტროს" მფლო­ბე­ლო­ბის საქ­მეს არ­კვე­ვენ, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მუ­კა ღლონ­ტი ფე­ის­ბუ­ქით ეხ­მა­უ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და აცხა­დებს, რომ "არ აპი­რებს, სა­ხელ­წო­დე­ბა "მა­ესტრო" ვინ­მეს და­უთ­მოს": "ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვა­ცხა­დებ, რომ "მა­ესტროს" გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ში მე არ წარ­მო­ვად­გენ არც ერთ და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რეს, ასე­ვე არ არ­სე­ბობს თე­ო­რი­უ­ლი შან­სიც კი იმი­სა, რომ მე გავ­ყი­დო ჩემს მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 6.25% წილი. "მა­ესტროს" სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც ასე ამა­ყო­ბენ "მა­ესტროს" ახა­ლი თუ ძვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, რომ­ლი­თაც სა­მარ­თლი­ა­ნად სარ­გებ­ლობს მა­ყუ­რე­ბე­ლი, მო­პო­ვე­ბუ­ლი და დამ­კვიდ­რე­ბუ­ლია ჩემი და ჩემი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბის პრინ­ცი­პუ­ლი ბრძო­ლი­სა და თავ­და­დე­ბის შე­დე­გად.

მე არ ვა­პი­რებ მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბად ვაქ­ციო ის, რაც ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. მე არ ვა­პი­რებ ვინ­მეს და­ვუთ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა "მა­ესტრო". და თუ სა­ხელ­მწი­ფო ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­თაც ჩემ­ზე მეტი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ან რამე სხვა სა­შუ­ა­ლე­ბი აქვთ, იძა­ლა­დებს ჩემ­ზე და უსა­მარ­თლოდ წა­მარ­თმევს ამას ყვე­ლა­ფერს, ისი­ნი მო­ი­პო­ვე­ბენ გა­მარ­ჯვე­ბას მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ ბრძო­ლა­ში, ომს ვე­რას­დროს მო­ი­გებს მო­ძა­ლა­დე", - წერს მა­მუ­კა ღლონ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა

რა ხდება "მაესტროში"? - დღის მოვლენების შეჯამება

რა ხდება "მაესტროში"? - დღის მოვლენების შეჯამება

"მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში დღეს ახალი მოქმედი პირი გამოჩნდა: გამთენიისას საქართველოში დაბრუნდა ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ასესხა 50 მილიონი ძმებ გია და ლევან გაჩეჩილაძეებს, რომლებმაც "მაესტროს" 55 %-იანი წილის შეძენა მოახერხეს. ირაკლი რუხაძე თბილისის აეროპორტში ექსკლუზიურად ჩაწერა 2030-მა. ინტერვიუში რუხაძემ მისი ჩამოსვლა "მაესტროს" მოვლენებს არ დაუკავშირა და აღნიშნა, რომ "საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ ჩამოვიდა".

ბიზნესმენის განცხადებით, მან გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა და დარწმუნებულია, რომ ფულს დაუბრუნებს. მისივე თქმით, "კარგა ხანია "მაესტროს" ყიდის კოტე გოგელია და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გოგელია 5 ნახევარ მილიონს ითხოვს, რაზეც უცნობი არ თანხმდება, ეს არის და ეს. ვერ თანხმდებიან და იმიტომ ატყდა ერთი ამბავი. აბსოლუტურად ნორმალური პროცესია".

ამასთან, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრს დღეს მიმართავდა. როგორც "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელის, გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ განაცხადა, გაჩეჩილაძე კრების ოქმს, რომლის მიხედვითაც იგი დირექტორად აირჩიეს, ჯერ ნოტარიულად დაამოწმებს, შემდეგ კი გარკვეული პროცედურების საფუძველზე სამეწარმეო რეესტრში ოფიციალურად დაარეგისტრირებს. "სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ლევან გაჩეჩილაძე შეუდგება დირექტორის მოვალეობის შესრულებას", - განაცხადა კორძახიამ.

თუმცა, სანამ "გრეჩიხა" რეესტრს დირექტორად დარეგისტრირებისთვის მიმართავდა, "მაესტროს" გათავისუფლებულმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ ჯერ სასამართლოს მიმართა, რომ ბათილად ეცნო "მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის თაობაზე, შემდეგ კი

მიმართა საჯარო რეესტრს, რათა გაჩეჩილაძე "მაესტროს" დირექტორად არ დაარეგისტრირონ. როგორც განცხადების შეტანის შემდეგ გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არ მოხდეს გაჩეჩილაძის დარეგისტრირება მანამ, სანამ არ მოხდება სასამართლოს მიერ მისი სარჩელის განხილვა ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. მისი ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე და მისი ადვოკატი ირაკლი კორძახია "მაესტროში" მისვლას მეურვესთან (გია გაჩეჩილაძე) ერთად აპირებენ. ბაია გადაბაძის თქმით, მეურვეს შენობაში შესვლის უფლება გააჩნია, თუმცა მის თანმხლებ პირებს პრობლემა შეექმნებათ, თუკი ისინი სასაუბროდ არ არიან მისულები.

"ჩვენ არ გვაქვს მეურვის შენობაში არშეშვების უფლება. ნუ შეასრულებს მეურვე "ტროას ცხენის" ფუნქციას. მეურვეს პრობლემა არ შეექმნება, სასაუბროდ თუ მოდიან, არც დანარჩენებს შეექმნებათ შენობაში შემოსვლაში პრობლემები", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. როგორც მან აღნიშნა, თუკი გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირდება, მას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული ფართი "მაესტროსთვის", "არსებულ შენობაში კი შეხვედრების ოთახს მიღმა მისთვის ზღურბლი იარსებებს".

თავის მხრივ, ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე განცხადების გავრცელებას აპირებს, სადაც "ყველა კითხვაზე პასუხი იქნება გაცემული". "გავაკეთებ განცხადებას, სადაც შევეცდები განვმარტო ყველაფერი - თუ რა არის ჩემი ინტერესი, რა შეიძლება იყოს "იმედის" ინტერესი და ასე შემდეგ", - განაცხადა რუხაძემ.

ირაკლი რუხაძემ ჟურნალისტებთან კოტე გოგელიასთან მიმოწერაზეც გააკეთა მცირე კომენტარი. "არ ვარ მიჩვეული კომერციულ გარიგებებზე საუბარს. კოტე გოგელია ითხოვდა 9,5 მილიონს, ჩვენ ვთავაზობდით 7,5 მილიონს. დღეს კოტე ითხოვს 5,5-ს 30 პროცენტში, თუ არ ვცდები ბაჩო კიკაბიძის წილის გასხვისებაში. მე კოტეს ველაპარაკე 7-8-ჯერ, ორი კვირის განმავლობაში და მაშინ რომ დათანხმებოდა "უცნობი" ამ თანხას, არავის გეცოდინებოდათ ახლა ეს ამბები", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ მედიასთან.

სანამ გაჩეჩილაძე-გადაბაძე-ასათიანი-რუხაძე "მაესტროს" მფლობელობის საქმეს არკვევენ, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ფეისბუქით ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ "არ აპირებს, სახელწოდება "მაესტრო" ვინმეს დაუთმოს": "ოფიციალურად ვაცხადებ, რომ "მაესტროს" გარშემო განვითარებულ მოვლენებში მე არ წარმოვადგენ არც ერთ დაპირისპირებულ მხარეს, ასევე არ არსებობს თეორიული შანსიც კი იმისა, რომ მე გავყიდო ჩემს მფლობელობაში არსებული 6.25% წილი. "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომლითაც ასე ამაყობენ "მაესტროს" ახალი თუ ძველი ჟურნალისტები, რომლითაც სამართლიანად სარგებლობს მაყურებელი, მოპოვებული და დამკვიდრებულია ჩემი და ჩემი თანამებრძოლების პრინციპული ბრძოლისა და თავდადების შედეგად.

მე არ ვაპირებ მატერიალურ ღირებულებად ვაქციო ის, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არ ვაპირებ ვინმეს დავუთმო სახელწოდება "მაესტრო". და თუ სახელმწიფო ან ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ჩემზე მეტი მატერიალური ან რამე სხვა საშუალები აქვთ, იძალადებს ჩემზე და უსამართლოდ წამართმევს ამას ყველაფერს, ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას მხოლოდ კონკრეტულ ბრძოლაში, ომს ვერასდროს მოიგებს მოძალადე", - წერს მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსი"-ს მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია