Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახტანგ აბაშიძე - კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს
ვახტანგ აბაშიძე - კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვახ­ტანგ აბა­ში­ძე კი­დევ ერთხელ აცხა­დებს, რომ დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნი­ებს შო­რის ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლის გა­ყიდ­ვის ნა­წილ­ზე სა­უ­ბა­რი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ ვახ­ტანგ აბა­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც დღეს სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

რო­გორც აბა­ში­ძემ აღ­ნიშ­ნა, ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლუ­რი კა­ბე­ლე­ბის, მათ შო­რის წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სი­ამ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გა­რან­ტი­ე­ბი მო­ი­თხო­ვა 2015 წლის 13 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ, რაც კომ­პა­ნი­ებ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას ერ­თობ­ლივ გა­ნა­ცხა­დით მი­მარ­თეს.

"წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დი და დღე­ვან­დე­ლი გან­ხილ­ვა ადას­ტუ­რებს, რომ დღეს­დღე­ო­ბით კომ­პა­ნი­ებს შო­რის სა­უ­ბა­რი არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ოპ­ტი­კურ-ბოჭ­კო­ვა­ნი მა­გის­ტრა­ლე­ბის გა­ყიდ­ვის ნა­წილ­ზე, არა­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი სა­ცა­ლო სეგ­მენ­ტის ნა­წილ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბას, აქ ცოტა მძი­მე პა­სუ­ხი მაქვს, ვერც დღე­ვან­დელ და ვერც სა­მო­მავ­ლო პი­რო­ბებ­ში უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს ვერ გა­მო­რი­ცხავს არა თუ სა­ქარ­თვე­ლო, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი ქვე­ყა­ნა დღეს არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და გლო­ბა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის პი­რო­ბებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ვახ­ტანგ აბა­ში­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ რის­კე­ბის შემ­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ამა თუ იმ ფორ­მით და მათ შემ­ცი­რე­ბა­ზე უნდა ზრუ­ნავ­დეს ერ­თის მხრივ სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვი­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ნორ­მე­ბი­სა და მო­თხოვ­ნე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით და მე­ო­რეს მხრივ კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა აღას­რუ­ლონ.

ვახტანგ აბაშიძე - კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს

ვახტანგ აბაშიძე - კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დღესდღეობით კომპანიებს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყიდვის ნაწილზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ვახტანგ აბაშიძემ ჟურნალისტებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განუცხადა, სადაც დღეს სხდომა გაიმართა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური კაბელების, მათ შორის წყალქვეშა კაბელებთან დაკავშირებით კომისიამ კომპანიებისგან გარანტიები მოითხოვა 2015 წლის 13 ნოემბრის შემდეგ, რაც კომპანიებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ერთობლივ განაცხადით მიმართეს.

"წარმოდგენილი განაცხადი და დღევანდელი განხილვა ადასტურებს, რომ დღესდღეობით კომპანიებს შორის საუბარი არ მიმდინარეობს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების გაყიდვის ნაწილზე, არამედ მიმდინარეობს საუბარი საცალო სეგმენტის ნაწილზე. რაც შეეხება უსაფრთხოებას, აქ ცოტა მძიმე პასუხი მაქვს, ვერც დღევანდელ და ვერც სამომავლო პირობებში უსაფრთხოების რისკებს ვერ გამორიცხავს არა თუ საქართველო, არამედ ნებისმიერი ქვეყანა დღეს არსებული ტექნოლოგიებისა და გლობალური სისტემების პირობებში", - განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ამ რისკების შემცირება შესაძლებელია ამა თუ იმ ფორმით და მათ შემცირებაზე უნდა ზრუნავდეს ერთის მხრივ სახელმწიფო, თავისი საკანონმდებლო ნორმებისა და მოთხოვნების გაძლიერებით და მეორეს მხრივ კომპანიები, რომლებმაც ეს საკანონმდებლო ვალდებულებები უნდა აღასრულონ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია