პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"9 და 5 წლის შვილებს დედა მოუკლა, ცხოვრება დაუმახინჯა..." - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი თბილისში
"9 და 5 წლის შვილებს დედა მოუკლა, ცხოვრება დაუმახინჯა..." - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი თბილისში

6 თე­ბერ­ვალს, გვი­ან ღა­მით თბი­ლის­ში მო­რი­გი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - 31 წლის ლიკა ტა­ტუ­აშ­ვი­ლი ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ პის­ტო­ლე­ტის ერთი გას­რო­ლით, ქუ­ჩა­ში გა­მო­ა­სალ­მა სი­ცო­ცხლეს. ბოლო 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი ეს უკვე მე­ო­რე მკვლე­ლო­ბაა, რო­მე­ლიც დე­და­ქა­ლაქ­ში მოხ­და. წინა შემ­თხვე­ვა­ში ორი შვი­ლის დედა, 30 წლის ნინო კი­ლა­სო­ნია ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ, ფაქ­ტობ­რი­ვად, შვი­ლე­ბის თვალ­წინ მოკ­ლა. ლიკა ტა­ტუ­აშ­ვი­ლი ყო­ფილ მე­უღ­ლეს 3 წლის და­შო­რე­ბუ­ლი იყო და დე­და­ქა­ლაქ­ში, კუ­კი­ის და­სახ­ლე­ბა­ში, უფ­ლის­ცი­ხის ქუ­ჩა­ზე ცხოვ­რობ­და, მუ­შა­ობ­და და მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებს ფულს სო­ფელ­ში უგ­ზავ­ნი­და. ის ამა­ვე ქუ­ჩა­ზე მე­გობ­რის ბი­ნი­დან, რო­მელ­თა­ნაც ის ბოლო 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და, სა­კუ­თარ­მა მა­მი­დამ გა­მო­იყ­ვა­ნა მე­უღ­ლეს­თან და­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბას შე­ეს­წრო.

40 წლის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი მა­მა­კა­ცი და­კა­ვე­ბუ­ლია. ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი - მა­კა­რო­ვის სის­ტე­მის პის­ტო­ლე­ტი. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა.

გარ­დაც­ვლი­ლის მე­გო­ბა­რი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, მომ­ხდარ­ზე გვე­სა­უბ­რა: მე­უღ­ლე­ზე, რო­მე­ლიც კა­ხე­თის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს, არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობ­და, რო­გორც ჩანს ისე­თი მძი­მე წლე­ბი ჰქონ­და მას­თან გა­მოვ­ლი­ლი, ძა­ლი­ან უმ­ძიმ­და ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მისი შვი­ლე­ბის მამა იყო და თან ლი­კას­თან შეხ­ვედ­რას და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და, ლიკა რამ­დენ­ჯერ­მე შეხ­ვდა. რო­გორც ვიცი, წინა შეხ­ვედ­რე­ბი­სას არ უჩხუ­ბი­ათ... ლი­კას ორი შვი­ლი დარ­ჩა, უფ­რო­სი 9 წლის არის, უმ­ცრო­სი კი 5-ის; რო­გო­რი გა­და­სა­ტა­ნი იქ­ნე­ბა მომ­ხდა­რი მათ­თვის?! შვი­ლებს დედა მო­უკ­ლა და ცხოვ­რე­ბა და­უ­მა­ხინ­ჯა. როცა ცი­ხი­დან გა­მო­ვა, შვი­ლებს თვა­ლებ­ში რო­გორ უნდა შე­ხე­დოს?! ამას არა­სო­დეს აპა­ტი­ე­ბენ გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"9 და 5 წლის შვილებს დედა მოუკლა, ცხოვრება დაუმახინჯა..." - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი თბილისში

"9 და 5 წლის შვილებს დედა მოუკლა, ცხოვრება დაუმახინჯა..." - ქმრის მიერ მოკლული კიდევ ერთი ქალი თბილისში

6 თებერვალს, გვიან ღამით თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა - 31 წლის ლიკა ტატუაშვილი ყოფილმა მეუღლემ პისტოლეტის ერთი გასროლით, ქუჩაში გამოასალმა სიცოცხლეს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ეს უკვე მეორე მკვლელობაა, რომელიც დედაქალაქში მოხდა. წინა შემთხვევაში ორი შვილის დედა, 30 წლის ნინო კილასონია ყოფილმა მეუღლემ, ფაქტობრივად, შვილების თვალწინ მოკლა. ლიკა ტატუაშვილი ყოფილ მეუღლეს 3 წლის დაშორებული იყო და დედაქალაქში, კუკიის დასახლებაში, უფლისციხის ქუჩაზე ცხოვრობდა, მუშაობდა და მცირეწლოვან შვილებს ფულს სოფელში უგზავნიდა. ის ამავე ქუჩაზე მეგობრის ბინიდან, რომელთანაც ის ბოლო 2 თვის განმავლობაში ცხოვრობდა, საკუთარმა მამიდამ გამოიყვანა მეუღლესთან დასალაპარაკებლად, რომელიც მკვლელობას შეესწრო.

40 წლის ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. ამოღებულია დანაშაულის იარაღი - მაკაროვის სისტემის პისტოლეტი. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.

გარდაცვლილის მეგობარი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე გვესაუბრა: მეუღლეზე, რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს, არასოდეს ლაპარაკობდა, როგორც ჩანს ისეთი მძიმე წლები ჰქონდა მასთან გამოვლილი, ძალიან უმძიმდა ლაპარაკი, მაგრამ ვინაიდან მისი შვილების მამა იყო და თან ლიკასთან შეხვედრას დაჟინებით მოითხოვდა, ლიკა რამდენჯერმე შეხვდა. როგორც ვიცი, წინა შეხვედრებისას არ უჩხუბიათ... ლიკას ორი შვილი დარჩა, უფროსი 9 წლის არის, უმცროსი კი 5-ის; როგორი გადასატანი იქნება მომხდარი მათთვის?! შვილებს დედა მოუკლა და ცხოვრება დაუმახინჯა. როცა ციხიდან გამოვა, შვილებს თვალებში როგორ უნდა შეხედოს?! ამას არასოდეს აპატიებენ განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ