"გამაუპატიურა და მერე ცოლად მომიყვანა, ახლა კი..." - სამი შვილის დედის სულისშემძვრელი წერილი

"გამაუპატიურა და მერე ცოლად მომიყვანა, ახლა კი..." - სამი შვილის დედის სულისშემძვრელი წერილი

ეს საკმაოდ მძიმე წერილი ერთმა ახალგაზრდა ქალმა მოგვწერა, რომელიც სამი შვილის მარტოხელა დედაა. გვთხოვა, ნამდვილი სახელი და გვარი არ გამოგვექვეყნებინა და ისიც გვთხოვა, არავის ეგონოს, რომ ფინანსურ ან რამე სხვა დახმარებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა მირჩიოს ვინმემ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება და მინდა გავიგო, კიდევ თუ არის ვინმე ისე, როგორც მე ვარო. იმედი გვაქვს, მკაცრად არ განსჯიან ჩვენი მკითხველები და დარდზე დარდს არ დაუმატებენ ქალს, რომელსაც ბევრმა ადამიანმა მიაყენა ტკივილი. უბრალოდ წაიკითხავენ მის ამბავს და ურჩევენ რამეს.

"არ ვიცი, ჩემი ამბის მოყოლით რამე შეიცვლება თუ არა, მაგრამ არ მინდა, ვინმე ჩემ მდგომარეობაში აღმოჩნდეს... მინდა ხალხს ჩემი ხმა მივაწვდინო, რომ ჩემი შეცდომები არ გაიმეორონ... კიდევ, მინდა ეცადონ და მირჩიონ, როგორ გავაგრძელო ცხოვრება, იქნებ ვინმე იცის გამოსავალი...

შეცდომები ყველას მოსდის, მაგრამ ჩემი წინაპრების შეცდომებს და ამ შეცდომებით ცხოვრებადამახინჯებული ადამიანების საცოდაობას საზღვარი არ აქვს.

დედაჩემის მოყოლილი ვიცი, რომ ჩემს დიდ პაპას 2 ცოლი ჰყავდა და და-ძმებს შორის ტერმინი "მამაჩემის პირველი ცოლის შვილი და მამაჩემის მეორე ცოლის შვილი" იქიდან დაიწყო.

პაპა და ბებოც დაშორებულები იყვნენ და ამჯერად ბებოს ჰყავდა სხვა ოჯახი, ამბობენ, ცუდი ხმებისგან თავის დასაცავადო.

დედაჩემისა და მამაჩემის დაშორების დროს მე ჯერ კიდევ ემბრიონი ვიყავი, მაგრამ დედას ერთი წუთითაც არ უფიქრია ბავშვის მოშორებაზე ან გაშვილებაზე. მამაჩემმა შექმნა N2 და N3 ოჯახი... არა, შემეშალა - დედაჩემი N2 ცოლი იყო და მანამდე მამას N1 ცოლისგან სამი ვაჟი ჰყავდა... დაიბენით ხომ?

დედამ ძაღლუმადურად გამზარდა, ოჯახის მუდმივი შემოტევების ქვეშ, რომ მარტო არ დარჩენილიყო ბავშვით ხელში. 90-იან წლებში მარტო ჩვილ ბავშვთან ერთად ვერავის მიადგებოდა. ვერ აღმოჩნდა საკმარისად ძლიერი, რომ ცხოვრებისგან მიყენებულ დარტყმებს მყარი ნერვებით შეხვედროდა... ამას ახლა ვხვდები, თუმცა ვერ წარმომიდგენია, მაინც როგორ მოახერხა ჩემი რჩენა და აღზრდა.

სკოლაში ყოველთვის საწყალი ბავშვის იმიჯი მქონდა აკრული, თუმცა არც ისეთი უჭკუო ვიყავი. ნორმალურად ვსწავლობდი, თუმცა "მიტყდებოდა" ისეთი რაღაცები, როგორიცაა გადასახადების დროულად არმოტანა, უბრალო და სხვისი ნახმარი ტანსაცმლით სიარული, ბიჭებისგან უყურადღებობა და ლამაზი ნივთების არქონა, ათასი გოგოშკური არასრულფასოვნების შეგრძნება. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ...

ასე თუ ისე გავიზარდე, სკოლა დავამთავრე და კოლეჯში შევედი, თუმცა სწავლის ქირა ვერ გადავიხადე და 14 წლიდან დავიწყე მუშაობა. რასაკვირველია, იქ არა, სადაც წარმომედგინა. ბევრი სამუშაო გამოვიცვალე, ხან ასაკი არ მიწყობდა ხელს, ხან - გამოცდილება.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს