პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლოეს პერიოდში მედიკამენტები, სავარაუდოდ, 30 %-ით გაიაფდება
 უახლოეს პერიოდში მედიკამენტები, სავარაუდოდ, 30 %-ით გაიაფდება

სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის მო­საზ­რე­ბით, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ნი­მუმ 30%-ით გა­ი­აფ­დე­ბა. რო­გორც და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ნა­ხევ­რდე­ბა. "ორი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც ფარ­მა­ცევ­ტულ სფე­რო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­წყო, რა­შიც ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი, წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ალ­ბათ მო­სახ­ლე­ო­ბამ უკვე შე­ნიშ­ნა, რომ ფა­სე­ბის და­წე­ვა შე­იმ­ჩნე­ვა. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ უახ­ლო­ეს ხან­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი მი­ნი­მუმ 30 პრო­ცენ­ტით გა­ი­აფ­დე­ბა. ხოლო, რო­დე­საც ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხა­ნა და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას, ფა­სე­ბი, ალ­ბათ, გა­ნა­ხევ­რდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის და­ვა­ლე­ბით, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­პარტნი­ო­რო ფონ­დი ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია Humanity Holding GmbH-თან ერ­თად ახალ პრო­ექტს იწყებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია თბი­ლის­ში ორ­ხე­ვის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხნის აშე­ნე­ბა. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და ოპე­რი­რე­ბის მიზ­ნით Humanity Holding GmbH-მა სს "ჰუ­მა­ნი­თი ჯორ­ჯია" (Humanity Georgia) და­ა­ფუძნა. ახა­ლი პრო­ექ­ტის და­წყე­ბა­ზე პარტნი­ორ­თა შე­თან­ხმე­ბა სა­პარტნი­ო­რო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპ­რო­ექ­ტო კომ­პა­ნია "ჰუ­მა­ნი­თი ჯორ­ჯი­ას" (Humanity Georgia) შო­რის გა­ა­ფორმ­და.

სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის წამ­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ქარ­ხა­ნა აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ხა­რის­ხის შე­მოწ­მე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ლა­ბო­რა­ტო­რი­ით, სა­სა­წყო­ბო ფარ­თე­ბით და სხვა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რით. ქარ­ხა­ნა­ში დამ­ზად­დე­ბა სულ ცოტა 800 და­სა­ხე­ლე­ბის წა­მა­ლი, რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მოხ­მა­რე­ბის­თვის, ასე­ვე ექ­სპორ­ტის­თვის. ასე­ვე კომ­პა­ნი­ის მიერ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა წამ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლი­ზა­ცია შე­ღა­ვა­თი­ან ფა­სებ­ში იგეგ­მე­ბა. ქარ­ხა­ნა­ში და­საქმდე­ბა 300 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. პრო­ექ­ტის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 130 მლნ. აშშ დო­ლა­რია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

უახლოეს პერიოდში მედიკამენტები, სავარაუდოდ, 30 %-ით გაიაფდება

 უახლოეს პერიოდში მედიკამენტები, სავარაუდოდ, 30 %-ით გაიაფდება

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის მოსაზრებით, უახლოეს პერიოდში მედიკამენტები მინიმუმ 30%-ით გაიაფდება. როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფარმაცევტული ქარხნის ამოქმედების შემდეგ, მედიკამენტებზე ფასები, სავარაუდოდ, განახევრდება. "ორი პროგრამა, რომელიც ფარმაცევტულ სფეროში მედიკამენტების გაიაფებასთან დაკავშირებით დაიწყო, რაშიც ასევე მონაწილეობს საპარტნიორო ფონდი, წარმატებით მიმდინარეობს. ალბათ მოსახლეობამ უკვე შენიშნა, რომ ფასების დაწევა შეიმჩნევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოეს ხანში მედიკამენტები მინიმუმ 30 პროცენტით გაიაფდება. ხოლო, როდესაც ფარმაცევტული ქარხანა დაიწყებს მუშაობას, ფასები, ალბათ, განახევრდება", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

საქართველოს მთავრობის დავალებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაწილეობით, საპარტნიორო ფონდი ავსტრიული კომპანია Humanity Holding GmbH-თან ერთად ახალ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია თბილისში ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალტექნოლოგიური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული ქარხნის აშენება. პროექტის განხორციელებისა და ოპერირების მიზნით Humanity Holding GmbH-მა სს "ჰუმანითი ჯორჯია" (Humanity Georgia) დააფუძნა. ახალი პროექტის დაწყებაზე პარტნიორთა შეთანხმება საპარტნიორო ფონდს, Humanity Holding GmbH-სა და საპროექტო კომპანია "ჰუმანითი ჯორჯიას" (Humanity Georgia) შორის გააფორმდა.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ევროპული სტანდარტების წამლების მწარმოებელი ფარმაცევტული ქარხანა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, ხარისხის შემოწმების თანამედროვე ლაბორატორიით, სასაწყობო ფართებით და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურით. ქარხანაში დამზადდება სულ ცოტა 800 დასახელების წამალი, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის. ასევე კომპანიის მიერ იმპორტირებული იქნება წამლების გარკვეული რაოდენობა, რომელთა საქართველოში რეალიზაცია შეღავათიან ფასებში იგეგმება. ქარხანაში დასაქმდება 300 ადამიანი, რომელთა შორის იქნებიან ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პროექტის ჯამური ღირებულება 130 მლნ. აშშ დოლარია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია