Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები
უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ბევ­რი მი­ლი­ო­ნე­რი ჰყავს. "ambebi.ge" იმ ბავ­შვებს გა­გაც­ნობთ, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რე­ბის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ოლი­გარ­ქია, შე­სა­ბა­მი­სად, მისი შვი­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ვაჟი, ცოტ­ნე ყვე­ლა­ზე მდი­და­რი პა­ტა­რა მემ­კვიდ­რეა. ჯერ­ჯე­რო­ბით ად­რეა იმა­ზე სა­უ­ბა­რი, ქო­ნე­ბის რა ნა­წილს მის­ცემს უმ­ცროს ვაჟს 8 მი­ლი­არ­დის მფლო­ბე­ლი მამა. ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლი 10 წლის არის. მისი ფა­ვო­რი­ტი სა­კუ­თა­რი ძმა, რე­პე­რი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლია. ცოტ­ნეს უყ­ვარს ხატ­ვა, ასე­ვე ხში­რად ვარ­ჯი­შობს და ფილ­მებს უყუ­რებს ბე­რას­თან ერ­თად.

კობა ნა­ყო­ფია

ნი­კო­ლოზ ნა­ყო­ფია კობა ნა­ყო­ფი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი და მისი ქო­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რეა. პა­ტა­რა ნი­კო­ლო­ზის დედა "მის სა­ქარ­თვე­ლო" ხა­თუ­ნა სხირტლა­ძეა. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­ყო­ფი­ას ქო­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 800 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი სხვა­დას­ხვა ბიზ­ნე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, "მად­ნე­უ­ლის" მფლო­ბე­ლიც არის.

კოტე გო­გე­ლია

კოტე გო­გე­ლი­ას და მაკა ასა­თი­ა­ნის ქო­ნე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 000 000 დო­ლარს შე­ად­გენს. კოტე გო­გე­ლია რუ­სეთ­ში ნავ­თო­ბის და გა­ზის ბიზ­ნეს­ში არის ჩარ­თუ­ლი. მისი ქო­ნე­ბის მთა­ვა­რი მემ­კვიდ­რე პა­ტა­რა კონ­სტან­ტი­ნე გო­გე­ლი­აა, რო­მე­ლიც 7 წლის არის.

კახი კა­ლა­ძე

კახი კა­ლა­ძე სამი ბი­ჭის მა­მაა, მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბიც პა­ტა­რა ლე­ვა­ნი­კო, კახი და ვაჩე კა­ლა­ძე­ე­ბი არი­ან. ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა და ქვეყ­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა კახა კა­ლა­ძემ 2007 წელს ჰოლ­დინ­გი "კალა კა­პი­ტა­ლი" და­ა­ფუძნა და ინ­ვეს­ტი­რე­ბა სამი მი­მარ­თუ­ლე­ბით - სა­ბან­კო, ენერ­გე­ტი­კი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ჰოლ­დინგს ასე­ვე ეკუთ­ვნო­და 45 პრო­ცენ­ტი­ა­ნი წილი სს "საქ­ჰიდ­რომ­შენ­ში", რო­მე­ლიც 2012 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ჰოლ­დინგ "GMC ჯგუფ­ზე" გას­ხვის­და. დღე­ი­სათ­ვის კახა კა­ლა­ძე საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "კალა ფონ­დი­სა" და "კალა კა­პი­ტა­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძე

"ავერ­სის" დამ­ფუძ­ნე­ბელს პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძეს 6 შვი­ლი ჰყავს. სხვა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის ოჯა­ხის წერ­ვე­ბის გა­მო­ჩე­ნას არ ერი­დე­ბა. კურ­ტა­ნი­ძე 50 უმ­დიდ­რეს ქარ­თველ შო­რის 26-ე ად­გილ­ზეა, მისი მთა­ვა­რი მემ­კვიდ­რე­ე­ბი კი ბი­ჭე­ბი - გაგა და გი­ორ­გი არი­ან. პა­ა­ტა კურ­ტა­ნი­ძის ქო­ნე­ბა 100 000 000 დო­ლარს შე­ად­გენს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები

უმდიდრესი ქართველი ბავშვები - ვინ არიან მილიონერების მემკვიდრეები

უცნაურია, მაგრამ საქართველოს ბევრი მილიონერი ჰყავს. "ambebi.ge" იმ ბავშვებს გაგაცნობთ, რომლებიც ქართველი მილიონერების ყველაზე პატარა მემკვიდრეები არიან.

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი ოლიგარქია, შესაბამისად, მისი შვილები ყველაზე მდიდარი მემკვიდრეები არიან. ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ყველაზე მდიდარი პატარა მემკვიდრეა. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, ქონების რა ნაწილს მისცემს უმცროს ვაჟს 8 მილიარდის მფლობელი მამა. ცოტნე ივანიშვილი 10 წლის არის. მისი ფავორიტი საკუთარი ძმა, რეპერი ბერა ივანიშვილია. ცოტნეს უყვარს ხატვა, ასევე ხშირად ვარჯიშობს და ფილმებს უყურებს ბერასთან ერთად.

კობა ნაყოფია

ნიკოლოზ ნაყოფია კობა ნაყოფიას შვილიშვილი და მისი ქონების ერთადერთი მემკვიდრეა. პატარა ნიკოლოზის დედა "მის საქართველო" ხათუნა სხირტლაძეა. არაოფიციალური მონაცემებით, ნაყოფიას ქონება დაახლოებით 800 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქართველი პარლამენტარი სხვადასხვა ბიზნესის პარალელურად, "მადნეულის" მფლობელიც არის.

კოტე გოგელია

კოტე გოგელიას და მაკა ასათიანის ქონება გავრცელებული ინფორმაციით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. კოტე გოგელია რუსეთში ნავთობის და გაზის ბიზნესში არის ჩართული. მისი ქონების მთავარი მემკვიდრე პატარა კონსტანტინე გოგელიაა, რომელიც 7 წლის არის.

კახი კალაძე

კახი კალაძე სამი ბიჭის მამაა, მისი მემკვიდრეებიც პატარა ლევანიკო, კახი და ვაჩე კალაძეები არიან. ენერგეტიკის მინისტრმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი "კალა კაპიტალი" დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით - საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45 პროცენტიანი წილი სს "საქჰიდრომშენში", რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ "GMC ჯგუფზე" გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ "კალა ფონდისა" და "კალა კაპიტალის" დამფუძნებელია.

პაატა კურტანიძე

"ავერსის" დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს 6 შვილი ჰყავს. სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ის ოჯახის წერვების გამოჩენას არ ერიდება. კურტანიძე 50 უმდიდრეს ქართველ შორის 26-ე ადგილზეა, მისი მთავარი მემკვიდრეები კი ბიჭები - გაგა და გიორგი არიან. პაატა კურტანიძის ქონება 100 000 000 დოლარს შეადგენს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE