სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენი უნდა "ისესხონ" გაჩეჩილაძეებმა, რომ "მაესტროს" ვალი მთლიანად დაფარონ
რამდენი უნდა "ისესხონ" გაჩეჩილაძეებმა, რომ "მაესტროს" ვალი მთლიანად დაფარონ

"მა­ესტროს" 54 მი­ლი­ო­ნი აქვს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა და 50 მი­ლი­ო­ნი საკ­მა­რი­სი არ არის. ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ პრო­ცენ­ტით კი­დევ 4 მი­ლი­ო­ნი უნდა ასეს­ხოს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებს, - ამის შე­სა­ხებ ბაია გა­და­ბა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, "მა­ესტროს" ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით იკ­ვე­თე­ბა ირაკ­ლი რუ­ხა­ძის ინ­ტე­რე­სი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. "როცა ამას ფა­რუ­ლად აკე­თებ, ეს არის გა­უ­გე­ბა­რი. მთა­ვა­რია თქვა, რა პო­ზი­ცი­ა­ზე ხარ და ოლიმ­პო­დან არ გვე­ლა­პა­რა­კო, შო­რი­დან ჩა­წო­დე­ბულ "პა­სებს" ვერ მი­ვი­ღებთ. ამას ვე­ტყვი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ებ­საც და ირაკ­ლი რუ­ხა­ძე­საც", - გა­ნა­ცხა­და ბაია გა­და­ბა­ძემ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ში" ერთ-ერთი მე­წი­ლე მაკა ასა­თი­ა­ნი დღეს მივა.

ბაია გა­და­ბა­ძე იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­სა­მარ­თლო დღეს გა­ნი­ხი­ლავს მის სარ­ჩელს, რო­მე­ლიც ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის დი­რექ­ტო­რად არ­ჩე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შევა. "თუკი სა­სა­მარ­თლოს არ სურს სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ა­ში შეს­ვლა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რა­საც ვამ­ბობ და დღეს­ვე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან ხვალ შე­იძ­ლე­ბა გვი­ა­ნი იყოს", - გა­ნა­ცხა­და ბაია გა­და­ბა­ძემ.

ბიზ­ნეს­მე­ნი ირაკ­ლი რუ­ხა­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში წუ­ხელ ჩა­მო­ვი­და. რო­გორც მან 20/30-ს გა­ნუ­ცხა­და, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს ფული პრო­ცენ­ტით ასეს­ხა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ფულს და­უბ­რუ­ნებს. კი­თხვა­ზე, რა თან­ხა ასეს­ხა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს, რუ­ხა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს უპა­სუ­ხა, რომ "ეს მათი საქ­მე არ არის და ჰკი­თხონ უც­ნობს".

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ სწო­რედ რუ­ხა­ძის მიერ მი­ცე­მუ­ლი ფუ­ლით იყი­და "მა­ესტროს" 55%-იანი წილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენი უნდა "ისესხონ" გაჩეჩილაძეებმა, რომ "მაესტროს" ვალი მთლიანად დაფარონ

რამდენი უნდა "ისესხონ" გაჩეჩილაძეებმა, რომ "მაესტროს" ვალი მთლიანად დაფარონ

"მაესტროს" 54 მილიონი აქვს დავალიანება და 50 მილიონი საკმარისი არ არის. ირაკლი რუხაძემ პროცენტით კიდევ 4 მილიონი უნდა ასესხოს გაჩეჩილაძეებს, - ამის შესახებ ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "მაესტროს" ირგვლივ განვითარებული მოვლენებით იკვეთება ირაკლი რუხაძის ინტერესი ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად. "როცა ამას ფარულად აკეთებ, ეს არის გაუგებარი. მთავარია თქვა, რა პოზიციაზე ხარ და ოლიმპოდან არ გველაპარაკო, შორიდან ჩაწოდებულ "პასებს" ვერ მივიღებთ. ამას ვეტყვი გაჩეჩილაძეებსაც და ირაკლი რუხაძესაც", - განაცხადა ბაია გადაბაძემ. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროში" ერთ-ერთი მეწილე მაკა ასათიანი დღეს მივა.

ბაია გადაბაძე იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დღეს განიხილავს მის სარჩელს, რომელიც ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად არჩევის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით შევა. "თუკი სასამართლოს არ სურს სიტუაციის ესკალაციაში შესვლა, გაითვალისწინებს იმას, რასაც ვამბობ და დღესვე მიიღებს გადაწყვეტილებას, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე საქართველოში წუხელ ჩამოვიდა. როგორც მან 20/30-ს განუცხადა, გია გაჩეჩილაძეს ფული პროცენტით ასესხა და დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძე ფულს დაუბრუნებს. კითხვაზე, რა თანხა ასესხა გაჩეჩილაძეს, რუხაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ "ეს მათი საქმე არ არის და ჰკითხონ უცნობს".

არსებული ინფორმაციით, გია გაჩეჩილაძემ სწორედ რუხაძის მიერ მიცემული ფულით იყიდა "მაესტროს" 55%-იანი წილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია