პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მისი უდიდებულესობა - სამმაგი WWW: როგორ იქმნებოდა ინტერნეტი...
მისი უდიდებულესობა - სამმაგი WWW: როგორ იქმნებოდა ინტერნეტი...

"რო­დე­საც პრო­ექ­ტი დას­რულ­დე­ბა, ნიუ-იორკში მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნი ლონ­დო­ნის ოფის­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნას და­უბ­რკო­ლებ­ლად შეძ­ლებს. კა­ბი­ნე­ტი­დან გა­უს­ვლე­ლად, მას პლა­ნე­ტის ნე­ბის­მი­ერ წერ­ტილ­ში მყოფ ადა­მი­ან­თან შე­ეძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბა. ჯი­ბის სა­ა­თის ხელა, იაფი მო­წყო­ბი­ლო­ბა მის მფლო­ბელს წყალ­სა და ხმე­ლეთ­ზე ასო­ბით და ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რის და­შო­რე­ბით გად­მო­ცე­მუ­ლი მუ­სი­კის, სიმ­ღე­რე­ბის და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მოს­ვლე­ბის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს. ამა­ვე მო­წყო­ბი­ლო­ბით ის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას, სიმ­ბო­ლოს, ნა­ხატ­სა თუ ტექსტს ერთი წერ­ტი­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­აგ­ზავ­ნის. მი­ლი­ო­ნო­ბით ასეთ მო­წყო­ბი­ლო­ბას მხო­ლოდ ერთი სად­გუ­რი გა­ა­კონ­ტრო­ლებს", - 1908 წელს სწო­რედ ასე აღ­წე­რა ნი­კო­ლა ტეს­ლამ ინ­ფორ­მა­ცი­ის უსა­დე­ნო გაც­ვლის გლობ­ლუ­რი სის­ტე­მა.

მსგავ­სი სის­ტე­მე­ბის გა­მო­ჩე­ნას არა მხო­ლოდ გე­ნი­ო­სი მეც­ნი­ე­რე­ბი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ. უსა­დე­ნო კავ­ში­რი და ზემ­ძლვრი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ტერ­ნეტ-სერ­ვე­რე­ბის პრო­ტო­ტი­პე­ბის როლ­ში გა­მო­ი­დი­ოდ­ნენ, არა­ერ­თი მწერ­ლი-ფან­ტას­ტის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და. მათ შო­რის იყ­ვნენ აი­ზეკ აზი­მო­ვი და ძმე­ბი სტრუ­გაც­კე­ბი. თუმ­ცა ვერ­ცერ­თი მათ­გა­ნი ვერ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ გა­მო­გო­ნე­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი სა­კუ­თარ ნაშ­რო­მებ­სა და წიგ­ნებ­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერ­დნენ, ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას ძირ­ფეს­ვი­ა­ნად შეც­ვლი­და.

ინ­ტერ­ნე­ტი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში ალ­ბათ არ მო­ი­ძებ­ნე­ბა სხვა ისე­თი გა­მო­გო­ნე­ბა, რო­მე­ლიც მას­ზე ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ინ­ტერ­ნეტს შე­ედ­რე­ბო­და. ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, ინ­ტერ­ნეტ­ზე და ქსე­ლურ სის­ტე­მებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც. მათ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ბან­კო სის­ტე­მე­ბი, კავ­ში­რი, უსაფრ­თხო­ე­ბა, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ასო­ბით სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო უწყე­ბა.

ყვე­ლა­ფე­რი 1950-იანი წლე­ბის მი­წუ­რულს და­ი­წყო. ცივი ომის პი­რო­ბებ­ში აშშ-ის თავ­დაც­ვის უწყე­ბას სწრა­ფი და სა­ი­მე­დო კავ­ში­რის სის­ტე­მა დას­ჭირ­და. პერ­სპექ­ტი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლი ჩა­ით­ვა­ლა. ლოს-ან­ჯე­ლე­სის კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს და სტენ­ფორ­დის კვლე­ვით ცენ­ტრს შე­სა­ბა­მი­სი სის­ტე­მა სწო­რედ მის ბა­ზა­ზე უნდა შე­ექ­მნა. ARPANET-ის პირ­ვე­ლი სერ­ვე­რი 1969 წლის 2 სექ­ტემ­ბერს შე­მუ­შავ­და. მისი ოპე­რა­ტი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბა მხო­ლოდ 24 კი­ლო­ბა­ი­ტი იყო. იმა­ვე წლის 29 ოქ­ტომ­ბერს ლოს-ან­ჟე­ლე­სი­დან სტენ­ფორდში შიდა ქსე­ლით პირ­ვე­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა გა­იგ­ზავ­ნა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ინ­ტერ­ნე­ტის და­ბა­დე­ბის დღედ სწო­რედ ამ თა­რიღს მი­იჩ­ნე­ვენ.

1971 წელს ARPANET-ს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გაგ­ზავ­ნის პროგ­რა­მა შე­ე­მა­ტა, რო­მე­ლიც უმალ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ორი წლის შემ­დეგ, ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნის ფსკერ­ზე გა­ჭი­მუ­ლი კა­ბე­ლით სის­ტე­მას­თან ბრი­ტა­ნე­თის და ნორ­ვე­გი­ის და­კავ­ში­რე­ბით, მან სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა.

1970-იან წლებ­ში, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სის­ტე­მას ძი­რი­თა­დად ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის გაგ­ზავ­ნის­თვის იყე­ნებ­დნენ. მას უკვე ჰქონ­და სა­ფოს­ტო ბმუ­ლე­ბი და რეკ­ლა­მის გან­სა­თავ­სე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბი. 1984 წელს, აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დის მიერ შექ­მნი­ლი NSFNet-ის სა­ხით ARPANET-ს სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტი გა­მო­უჩ­ნდა. გა­ცი­ლე­ბით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი NSFNet უფრო დიდი გამ­ტა­რი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ერთი წლის თავ­ზე მისი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რი­ცხვმა 10 ათასს გა­და­ა­ჭარ­ბა.

1988 წელს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ჩვენ­თვის ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ჩა­თის პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტი - Internet Relay Chat შექ­მნეს. ამი­ე­რი­დან ინ­ტერ­ნე­ტის მომ­ხმა­რებ­ლებს ერ­თმა­ნეთ­თან სა­უ­ბა­რი რე­ა­ლურ დრო­ში შე­ეძ­ლოთ. ორი წლის თავ­ზე ARPANET-ი სა­ერ­თოდ გაქ­რა სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რი­დან. 1996 წელს კი ტერ­მი­ნი - ინ­ტერ­ნე­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ბო­ლო­ოდ დამ­კვიდ­რდა. იმა­ვე წლის 4 ივ­ლისს (აშშ-ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს) პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ფოს­ტო სერ­ვი­სი Hotmail-ი ამოქ­მედ­და. 1997 წლის­თვის ინ­ტერ­ნეტ­ში ჩარ­თუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის რი­ცხვმა 10 მლნ-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო, რომ­ლის კა­რიც სამ­მა­გი WWW-ს აკ­რე­ფით იღე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აუ­ა­რე­ბე­ლი მო­ცუ­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ის და­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს. დღეს ინ­ტერ­ნე­ტი არა მხო­ლოდ ჩა­თია. აქაა ფო­რუ­მე­ბი, ბლო­გე­ბი, ვიკი-ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი, ინ­ტერ­ნეტ მა­ღა­ზი­ე­ბი და აუქ­ცი­ო­ნე­ბი, სოც-ქსე­ლე­ბი, ინ­ტერ­ნეტ რა­დიო და ტე­ლე­ვი­ზია, რეკ­ლა­მა, ონ­ლა­ინ თა­მა­შე­ბი, სა­ძი­ე­ბო ქსე­ლი, მე­სინ­ჯე­რე­ბი...

ინ­ტერ­ნე­ტის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბამ ბეჭდ­ვით მე­დი­ას დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა. სტა­ტის­ტი­კუ­რად, მსოფ­ლი­ო­ში გზე­თე­ბის მკი­თხველ­თა რი­ცხვი ყო­ველ­წლი­უ­რად კლე­ბუ­ლობს. მხო­ლოდ აშშ-ში 1989 წლი­დან 2009 წლამ­დე გა­ზე­თე­ბის დღი­უ­რი ტი­რა­ჟი 62-დან 49 მი­ლი­ონ ეგ­ზემპლი­ა­რამ­დე შემ­ცირ­და.

ნუკ­რი მგე­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მისი უდიდებულესობა - სამმაგი WWW: როგორ იქმნებოდა ინტერნეტი...

მისი უდიდებულესობა - სამმაგი WWW: როგორ იქმნებოდა ინტერნეტი...

"როდესაც პროექტი დასრულდება, ნიუ-იორკში მყოფი ბიზნესმენი ლონდონის ოფისში შეტყობინებების გაგზავნას დაუბრკოლებლად შეძლებს. კაბინეტიდან გაუსვლელად, მას პლანეტის ნებისმიერ წერტილში მყოფ ადამიანთან შეეძლება დაკავშირება. ჯიბის საათის ხელა, იაფი მოწყობილობა მის მფლობელს წყალსა და ხმელეთზე ასობით და ათასობით კილომეტრის დაშორებით გადმოცემული მუსიკის, სიმღერების და პოლიტიკოსების გამოსვლების მოსმენის საშუალებას მისცემს. ამავე მოწყობილობით ის გამოსახულებას, სიმბოლოს, ნახატსა თუ ტექსტს ერთი წერტილიდან მეორეში გააგზავნის. მილიონობით ასეთ მოწყობილობას მხოლოდ ერთი სადგური გააკონტროლებს", - 1908 წელს სწორედ ასე აღწერა ნიკოლა ტესლამ ინფორმაციის უსადენო გაცვლის გლობლური სისტემა.

მსგავსი სისტემების გამოჩენას არა მხოლოდ გენიოსი მეცნიერები წინასწარმეტყველებდნენ. უსადენო კავშირი და ზემძლვრი კომპიუტერები, რომლებიც თანამედროვე ინტერნეტ-სერვერების პროტოტიპების როლში გამოიდიოდნენ, არაერთი მწერლი-ფანტასტის შთაგონების წყარო გახდა. მათ შორის იყვნენ აიზეკ აზიმოვი და ძმები სტრუგაცკები. თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ გამოგონება, რომელსაც ისინი საკუთარ ნაშრომებსა და წიგნებში დეტალურად აღწერდნენ, ადამიანის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლიდა.

ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. კაცობრიობის ისტორიაში ალბათ არ მოიძებნება სხვა ისეთი გამოგონება, რომელიც მასზე ადამიანის დამოკიდებულებით ინტერნეტს შეედრებოდა. ადამიანების გარდა, ინტერნეტზე და ქსელურ სისტემებზე დამოკიდებულია სახელმწიფოებიც. მათზეა დაფუძნებული საბანკო სისტემები, კავშირი, უსაფრთხოება, შეიარაღებული ძალები, ასობით სახელმწიფო და კერძო უწყება.

ყველაფერი 1950-იანი წლების მიწურულს დაიწყო. ცივი ომის პირობებში აშშ-ის თავდაცვის უწყებას სწრაფი და საიმედო კავშირის სისტემა დასჭირდა. პერსპექტიულ მიმართულებად კომპიუტერული ქსელი ჩაითვალა. ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტს და სტენფორდის კვლევით ცენტრს შესაბამისი სისტემა სწორედ მის ბაზაზე უნდა შეექმნა. ARPANET-ის პირველი სერვერი 1969 წლის 2 სექტემბერს შემუშავდა. მისი ოპერატიული მეხსიერება მხოლოდ 24 კილობაიტი იყო. იმავე წლის 29 ოქტომბერს ლოს-ანჟელესიდან სტენფორდში შიდა ქსელით პირველი შეტყობინება გაიგზავნა. სპეციალისტები ინტერნეტის დაბადების დღედ სწორედ ამ თარიღს მიიჩნევენ.

1971 წელს ARPANET-ს ელექტრონული ფოსტის გაგზავნის პროგრამა შეემატა, რომელიც უმალ პოპულარული გახდა. ორი წლის შემდეგ, ატლანტიკის ოკეანის ფსკერზე გაჭიმული კაბელით სისტემასთან ბრიტანეთის და ნორვეგიის დაკავშირებით, მან საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.

1970-იან წლებში, მომხმარებლები სისტემას ძირითადად ელექტრონული ფოსტის გაგზავნისთვის იყენებდნენ. მას უკვე ჰქონდა საფოსტო ბმულები და რეკლამის განსათავსებელი ადგილები. 1984 წელს, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ შექმნილი NSFNet-ის სახით ARPANET-ს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. გაცილებით მოსახერხებელი NSFNet უფრო დიდი გამტარიანობით გამოირჩეოდა. ერთი წლის თავზე მისი მომხმარებლების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.

1988 წელს სპეციალისტებმა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ჩათის პირველი ვარიანტი - Internet Relay Chat შექმნეს. ამიერიდან ინტერნეტის მომხმარებლებს ერთმანეთთან საუბარი რეალურ დროში შეეძლოთ. ორი წლის თავზე ARPANET-ი საერთოდ გაქრა სამომხმარებლო ბაზრიდან. 1996 წელს კი ტერმინი - ინტერნეტი საზოგადოებაში საბოლოოდ დამკვიდრდა. იმავე წლის 4 ივლისს (აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს) პირველი კომერციული საფოსტო სერვისი Hotmail-ი ამოქმედდა. 1997 წლისთვის ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების რიცხვმა 10 მლნ-ს გადააჭარბა.

უკიდეგანო სამყარო, რომლის კარიც სამმაგი WWW-ს აკრეფით იღება, ნებისმიერ ადამიანს აუარებელი მოცულობის ინფორმაციის დაუფლების შესაძლებლობას აძლევს. დღეს ინტერნეტი არა მხოლოდ ჩათია. აქაა ფორუმები, ბლოგები, ვიკი-ენციკლოპედიები, ინტერნეტ მაღაზიები და აუქციონები, სოც-ქსელები, ინტერნეტ რადიო და ტელევიზია, რეკლამა, ონლაინ თამაშები, საძიებო ქსელი, მესინჯერები...

ინტერნეტის ფართო გავრცელებამ ბეჭდვით მედიას დიდი დარტყმა მიაყენა. სტატისტიკურად, მსოფლიოში გზეთების მკითხველთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. მხოლოდ აშშ-ში 1989 წლიდან 2009 წლამდე გაზეთების დღიური ტირაჟი 62-დან 49 მილიონ ეგზემპლიარამდე შემცირდა.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს