პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა ახსნეს, რატომ ითვისებს უცხო ენებს ზოგი მარტივად, ზოგი - რთულად
მეცნიერებმა ახსნეს, რატომ ითვისებს უცხო ენებს ზოგი მარტივად, ზოგი - რთულად

რო­გორც მონ­რე­ა­ლის მა­კგი­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, ენის შეს­წავ­ლი­სას ბევ­რი რამ იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გო­რაა მო­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ტვი­ნი, უფრო სწო­რად მისი ზო­გი­ერ­თი მო­ნაკ­ვე­თი. მათ ექ­სპე­რი­მენ­ტი მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ით 15 ზრდას­რულ ადა­მი­ან­ზე ჩა­ა­ტა­რეს, რომ­ლე­ბიც უცხო ენებს შე­ის­წავ­ლიდ­ნენ.

კვლე­ვა ენის შეს­წავ­ლის და­სა­წყის­ში და­ი­წყო, შემ­დეგ კი 12 კვი­რის შემ­დეგ გაგ­რძელ­და. პირ­ველ და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­შიც ექ­სპე­რი­მენ­ტში მო­ნა­წი­ლე­ებს რამ­დე­ნი­მე წუთი უნდა ელა­პა­რა­კათ ახალ ენა­ზე, შემ­დეგ ხდე­ბო­და წა­კი­თხვის სის­წრა­ფის შე­მოწ­მე­ბა და წა­კი­თხუ­ლის გა­აზ­რე­ბა.

კვლე­ვებ­მა ცხად­ყო, რომ რაც უფრო მყა­რი კავ­ში­რი აქვს ტვი­ნის ენობ­რივ ცენ­ტრსა და მარ­ცხე­ნა ზე­და­პი­რულ ნა­ხე­ვარსფე­როს, მით უკე­თე­სად შე­ის­წავ­ლის ადა­მი­ა­ნი უცხო ენებს. ანუ თა­ვის ტვი­ნის მო­ნაკ­ვე­თე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი პირ­და­პირ გავ­ლე­ნას ახ­დენს ენის შეს­წავ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. ეს ხსნის იმ ფაქტს, რა­ტომ შე­უძ­ლია ზოგ ადა­მი­ანს ენე­ბის მარ­ტი­ვად ათ­ვი­სე­ბა, ზოგს კი არა.

მეც­ნი­ე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ტვი­ნის ცენ­ტრის ცუდი კავ­ში­რი აქვთ, ხელი არ უნდა ჩა­იქ­ნი­ონ. ტვი­ნის პლას­ტი­კუ­რო­ბას სა­ზღვრე­ბი არ გა­აჩ­ნია. ასეა თუ ისე, უცხო ენის შეს­წავ­ლა ტვი­ნის და­ბე­რე­ბის შე­ნე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტურ სა­შუ­ა­ლე­ბად ით­ვლე­ბა. პრინ­ცი­პუ­ლი გან­სხვა­ვე­ბა 60 წლი­სა და 30 წლის ადა­მი­ა­ნის მიერ უცხო ენის ათ­ვი­სე­ბას შო­რის არ არ­სე­ბობს. ერთს რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მეტი ნე­ი­რო­ნე­ბი აქვს და მათ შო­რის კავ­ში­რი უფრო სწრა­ფად და მარ­ტი­ვად მყარ­დე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რე კა­ტე­გო­რი­ას უფრო დიდი მო­ტი­ვა­ცია გა­აჩ­ნია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

მეცნიერებმა ახსნეს, რატომ ითვისებს უცხო ენებს ზოგი მარტივად, ზოგი - რთულად

მეცნიერებმა ახსნეს, რატომ ითვისებს უცხო ენებს ზოგი მარტივად, ზოგი - რთულად

როგორც მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, ენის შესწავლისას ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორაა მოწყობილი ადამიანის ტვინი, უფრო სწორად მისი ზოგიერთი მონაკვეთი. მათ ექსპერიმენტი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით 15 ზრდასრულ ადამიანზე ჩაატარეს, რომლებიც უცხო ენებს შეისწავლიდნენ.

კვლევა ენის შესწავლის დასაწყისში დაიწყო, შემდეგ კი 12 კვირის შემდეგ გაგრძელდა. პირველ და მეორე შემთხვევაშიც ექსპერიმენტში მონაწილეებს რამდენიმე წუთი უნდა ელაპარაკათ ახალ ენაზე, შემდეგ ხდებოდა წაკითხვის სისწრაფის შემოწმება და წაკითხულის გააზრება.

კვლევებმა ცხადყო, რომ რაც უფრო მყარი კავშირი აქვს ტვინის ენობრივ ცენტრსა და მარცხენა ზედაპირულ ნახევარსფეროს, მით უკეთესად შეისწავლის ადამიანი უცხო ენებს. ანუ თავის ტვინის მონაკვეთების ურთიერთკავშირი პირდაპირ გავლენას ახდენს ენის შესწავლის ეფექტურობაზე. ეს ხსნის იმ ფაქტს, რატომ შეუძლია ზოგ ადამიანს ენების მარტივად ათვისება, ზოგს კი არა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ტვინის ცენტრის ცუდი კავშირი აქვთ, ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. ტვინის პლასტიკურობას საზღვრები არ გააჩნია. ასეა თუ ისე, უცხო ენის შესწავლა ტვინის დაბერების შენელების ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. პრინციპული განსხვავება 60 წლისა და 30 წლის ადამიანის მიერ უცხო ენის ათვისებას შორის არ არსებობს. ერთს რასაკვირველია, მეტი ნეირონები აქვს და მათ შორის კავშირი უფრო სწრაფად და მარტივად მყარდება. სამაგიეროდ, მეორე კატეგორიას უფრო დიდი მოტივაცია გააჩნია.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს