Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეკლამის ნაცვლად ანონსები - ტელემაყურებელი ისევ უკმაყოფილოა
რეკლამის ნაცვლად ანონსები - ტელემაყურებელი ისევ უკმაყოფილოა

კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი სა­რეკ­ლა­მო-სა­ა­ნონ­სო "ჭრის­გან" და­ი­ცავ­და, რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ რეკ­ლა­მის შემ­თხვე­ვა­ში სრულ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას ე. წ. "ჭრა" ხშირ შემ­თხვე­ვა­ში 15 წუთს გრძელ­დე­ბა, რა დრო­საც ძი­რი­თა­დად, თურ­ქულ-ინ­დურ-რუ­სუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის ანონ­სე­ბი გა­დის. მარ­თა­ლია, ამით ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი კა­ნონს არ არ­ღვე­ვენ, თუმ­ცა რი­გით მა­ყუ­რე­ბელს ეს დიდ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის.

რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ასე­თი გა­და­წყვტე­ი­ლე­ბით ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არა მარ­ტო მომ­ხმა­რებ­ლე­ბის, არა­მედ რეკ­ლა­მის დამ­კვე­თე­ბის უფ­ლე­ბე­ბიც ირ­ღვე­ვა, რად­გან ეს ხელს უშ­ლის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვას. "ამი­ტომ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა, სა­ხელ­მწი­ფომ სა­რეკ­ლა­მო ჭრის ხან­გრძლი­ვო­ბის თა­ო­ბა­ზეც და­მა­ტე­ბი­თი რე­გუ­ლა­ცია და­ა­წე­სოს", - გა­ნუ­ცხა­და "ბიზ­ნეს-რე­ზო­ნანსს" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მარ­თვის სპე­ცი­ა­ლის­ტმა არ­ჩილ გამ­ზარ­დი­ამ.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი 2015 წლის პირ­ველ აპ­რილს ამოქ­მედ­და. ახა­ლი კა­ნო­ნით სა­რეკ­ლა­მო და სას­პონ­სო­რო მომ­სა­ხუ­რე­ბის წე­სე­ბი შე­იც­ვა­ლა. სას­პონ­სო­რო მომ­სა­ხუ­რე­ბა სა­ათ­ში 4 წუ­თამ­დე შე­ი­ზღუ­და (ახა­ლი წე­სით, სა­ინ­ფორმ­ცა­იო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მე­ბის სპონ­სო­რო­ბა აკ­რძა­ლუ­ლია).

მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით, რეკ­ლა­მას მთლი­ა­ნი სა­მა­უ­წყებ­ლო ბა­დის 20% ეჭი­რა, რაც დღე-ღა­მე­ში 4 სა­ა­თი და 48 წუთი იყო, ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით კი სა­რეკ­ლა­მო დრო სა­ე­თე­რო სა­ა­თის 20%-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს, რაც სა­ათ­ში 12-წუ­თი­ან შე­ზღუდ­ვას აწე­სებს. რე­გუ­ლა­ცია ე. წ. "პრა­იმ ტა­იმ­საც" ეხე­ბა, სა­დაც რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა შე­და­რე­ბით მეტი ღირს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი 2-მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ და­არ­ღვია. კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ამ სა­რეკ­ლა­მო დრო­ის ლი­მი­ტის დარ­ღვე­ვის გამო ააიპ "სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ფონ­დი" (ბრენ­დუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა "ტა­ბუ­ლა") წე­რი­ლო­ბით გა­აფრ­თხი­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კო­მი­სი­ამ ასე­თი­ვე გაფრ­თხი­ლე­ბა "რუს­თა­ვი 2"-საც მის­ცა. კო­მი­სი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ორი­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ გაფრ­თხი­ლე­ბა რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო მი­ი­ღო.

ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას მა­შინ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და­დე­ბი­თად აფა­სებ­დნენ და მი­აჩ­ნდათ, რომ ამით, ერთი მხრივ, გა­ფარ­თოვ­დე­ბო­და რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბის არე­ა­ლი და მე­ო­რე მხრივ კი, სა­რეკ­ლა­მო ჭრის პე­რი­ოდ­ში გაშ­ვე­ბუ­ლი რეკ­ლა­მის აღ­ქმა უფრო თვალ­სა­ჩი­ნო და ეფექ­ტუ­რი გახ­დე­ბო­და. თუმ­ცა ეს ასე არ მოხ­და, რად­გან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი ამა თუ იმ გა­და­ცე­მის 13-15-წუ­თი­ა­ნი სა­რეკ­ლა­მო ჭრი­სას რეკ­ლა­მას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ 3-4 წუთს უთ­მო­ბენ, და­ნარ­ჩენ დროს კი მა­თი­ვე პრო­დუქ­ცი­ის ანონ­სი გა­დის. ამ დროს კი რეკ­ლა­მის აღ­ქმა, პრაქ­ტი­კუ­ლად, აღარ ხდე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

რეკლამის ნაცვლად ანონსები - ტელემაყურებელი ისევ უკმაყოფილოა

რეკლამის ნაცვლად ანონსები - ტელემაყურებელი ისევ უკმაყოფილოა

კანონი, რომელიც მაყურებელს მომაბეზრებელი სარეკლამო-საანონსო "ჭრისგან" დაიცავდა, რეალურად მხოლოდ რეკლამის შემთხვევაში სრულდება. ზოგიერთი გადაცემის მსვლელობისას ე. წ. "ჭრა" ხშირ შემთხვევაში 15 წუთს გრძელდება, რა დროსაც ძირითადად, თურქულ-ინდურ-რუსული სერიალების ანონსები გადის. მართალია, ამით ტელევიზიები კანონს არ არღვევენ, თუმცა რიგით მაყურებელს ეს დიდ დისკომფორტს უქმნის.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიების ასეთი გადაწყვტეილებით ხშირ შემთხვევაში არა მარტო მომხმარებლების, არამედ რეკლამის დამკვეთების უფლებებიც ირღვევა, რადგან ეს ხელს უშლის სარეკლამო კამპანიის მიზნებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას. "ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი გახდება, სახელმწიფომ სარეკლამო ჭრის ხანგრძლივობის თაობაზეც დამატებითი რეგულაცია დააწესოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტმა არჩილ გამზარდიამ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები 2015 წლის პირველ აპრილს ამოქმედდა. ახალი კანონით სარეკლამო და სასპონსორო მომსახურების წესები შეიცვალა. სასპონსორო მომსახურება საათში 4 წუთამდე შეიზღუდა (ახალი წესით, საინფორმცაიო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია).

მანამდე არსებული რეგულაციით, რეკლამას მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% ეჭირა, რაც დღე-ღამეში 4 საათი და 48 წუთი იყო, ახალი რეგულაციით კი სარეკლამო დრო საეთერო საათის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საათში 12-წუთიან შეზღუდვას აწესებს. რეგულაცია ე. წ. "პრაიმ ტაიმსაც" ეხება, სადაც რეკლამის განთავსება შედარებით მეტი ღირს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში რეკლამის შესახებ კანონი 2-მა ტელეკომპანიამ დაარღვია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევის გამო ააიპ "სამოქალაქო განათლების ფონდი" (ბრენდული სახელწოდება "ტაბულა") წერილობით გააფრთხილა. მოგვიანებით კომისიამ ასეთივე გაფრთხილება "რუსთავი 2"-საც მისცა. კომისიაში აცხადებენ, რომ ორივე ტელეკომპანიამ გაფრთხილება რეკლამის განთავსების წესების დარღვევის გამო მიიღო.

ახალ კანონმდებლობას მაშინ სპეციალისტები დადებითად აფასებდნენ და მიაჩნდათ, რომ ამით, ერთი მხრივ, გაფართოვდებოდა რეკლამის განთავსების არეალი და მეორე მხრივ კი, სარეკლამო ჭრის პერიოდში გაშვებული რეკლამის აღქმა უფრო თვალსაჩინო და ეფექტური გახდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა, რადგან ტელეკომპანიები ამა თუ იმ გადაცემის 13-15-წუთიანი სარეკლამო ჭრისას რეკლამას კანონით გათვალისწინებულ 3-4 წუთს უთმობენ, დანარჩენ დროს კი მათივე პროდუქციის ანონსი გადის. ამ დროს კი რეკლამის აღქმა, პრაქტიკულად, აღარ ხდება.

გაგრძელება

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები