სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ და უპილოტო აპარატით გადაღებული 20 საიდუმლო ფოტო
ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ და უპილოტო აპარატით გადაღებული 20 საიდუმლო ფოტო

დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიმ­ზიდ­ვე­ლია, რად­გან... იქ შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია. სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ ად­გი­ლებს, რო­მელ­თა მო­ნა­ხუ­ლე­ბა ტუ­რის­ტებს სას­ტი­კად ეკ­რძა­ლე­ბათ.

კუნ­ძუ­ლი კე­ი­მა­და-გრან­დი

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი: უამ­რა­ვი შხა­მი­ა­ნი გვე­ლი

კუნ­ძუ­ლი, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ის ნა­პი­რე­ბი­დან 35 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე­ობს, მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჰგავს სა­მო­თხეს. ამ ად­გი­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა სი­ცო­ცხლის ფა­სად შე­იძ­ლე­ბა და­გიჯ­დეთ, რად­გან იგი შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბით არის სავ­სე: 0,43 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რის ფარ­თობ­ზე 4000-მდე გვე­ლი ბი­ნად­რობს. მათ­გან ყვე­ლა­ზე სა­ში­ში - კუნ­ძუ­ლის ბოთ­როპ­სია.

მისი ნაკ­ბე­ნი მო­მენ­ტა­ლურ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ამი­ტომ, ბრა­ზი­ლი­ის მთავ­რო­ბა კრძა­ლავს სტუმ­რო­ბას კუნ­ძულ­ზე, რო­მელ­მაც ხალ­ხში უკვე და­იმ­კვიდ­რა სა­ხე­ლი, რო­გორც "გვე­ლე­ბის კუნ­ძულ­მა".

კუნ­ძუ­ლი სი­ურტსეი

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი: სა­მეც­ნი­ე­რო ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი

1963 წელს ის­ლან­დი­ის წყლებ­ში რამ­დე­ნი­მე წყალ­ქვე­შა ვულ­კა­ნი ამო­იფ­რქვა და მოკ­ლე ხან­ში ახა­ლი კუნ­ძუ­ლი (2,7 კვად­რა­ტუ­ლი კმ) წარ­მო­იქ­მნა. კუნ­ძუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მეც­ნი­ე­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უმალ­ვე აღ­მოჩ­ნდა, რად­გან იგი კუნ­ძუ­ლი­სა და მას­ზე სი­ცო­ცხლის წარ­მო­შო­ბის სა­ნი­მუ­შო მო­დელს წარ­მო­ად­გენს. კუნ­ძულს სა­ხე­ლი მი­თო­ლო­გი­უ­რი გმი­რის - სურ­ტის - ცე­ცხლო­ვა­ნი დე­ვე­ბის მე­თა­უ­რის პა­ტივ­სა­ცე­მად ეწო­და და ტუ­რის­ტე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი ზონა გახ­ლავთ.

მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მეც­ნი­ე­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ, რო­გორ "ით­ვი­სე­ბენ" ახალ მი­წას მცე­ნა­რე­ე­ბი, მწე­რე­ბი, ფრინ­ვე­ლე­ბი, ჭი­ე­ბი, რო­გორ ნა­ყო­ფი­ერ­დე­ბა ერთ დროს უნა­ყო­ფო ვულ­კა­ნუ­რი პემ­ზა. თუ 1980-იან წლებ­ში კუნ­ძულ­ზე მცე­ნა­რე­ე­ბის მხო­ლოდ 20 სა­ხე­ო­ბა ხა­რობ­და, 2008 წლის­თვის მათი რა­ო­დე­ნო­ბა 69-მდე გა­ი­ზარ­და. 2000 წლის­თვის ერო­ზი­ამ და ზღვის ტალ­ღებ­მა კუნ­ძუ­ლის ფარ­თო­ბი 1,5 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რამ­დე შე­ამ­ცი­რა, მაგ­რამ, მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, ამ­ჟა­მად "შემ­ცი­რე­ბის" პრო­ცე­სი შე­ნე­ლე­ბუ­ლია. 2008 წელს იუ­ნეს­კომ სი­ურტსეი მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის სი­ა­ში შე­ი­ტა­ნა, რი­თაც მისი უდი­დე­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა აღი­ა­რა.

და­ა­ზღვი­ეთ სა­თავ­გა­და­სავ­ლო გან­წყო­ბა და იმოგ­ზა­უ­რეთ მშვი­დად სა­სურ­ველ ქვეყ­ნებ­ში - ყვე­ლა­ზე იაფი და მარ­ტი­ვი სა­მოგ­ზა­უ­რო დაღ­ვე­ვის პა­კე­ტე­ბი

ჩრდი­ლო­ეთ სენ­ტი­ნე­ლის კუნ­ძუ­ლი

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი: აბო­რი­გე­ნე­ბის აგ­რე­სია

ბენ­გა­ლის ყუ­რე­ში ან­და­მა­ნის ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც ფორ­მა­ლუ­რად ინ­დო­ეთს ეკუთ­ვნის, სენ­ტი­ნე­ლე­ბის სა­ში­ში ტომი ბი­ნად­რობს. ტომი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან ნე­ბის­მი­ერ კონ­ტაქტს თავს არი­დებს და სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მის შე­მოჭ­რას. მეც­ნი­ე­რე­ბის ვა­რა­უ­დით, აბო­რი­გე­ნებ­მა იზო­ლა­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60 000 წელი გა­ა­ტა­რეს. ამ­ჟა­მად, კუნ­ძულ­ზე 50-დან 400 ადა­მი­ა­ნამ­დე ცხოვ­რობს. 2004 წელს მათ ის­რე­ბი და­უ­ში­ნეს ინ­დო­ე­თის მთავ­რო­ბის ვერ­ტმფრენს, რო­მელ­მაც გა­და­წყვი­ტა მო­ე­კი­თხა კუნ­ძუ­ლის ბი­ნა­დარ­ნი ცუ­ნა­მის შემ­დეგ.

2006 წელს კი აბო­რი­გე­ნე­ბის მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე მე­თევ­ზე გახ­და, რის შემ­დე­გაც მთავ­რო­ბამ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს მო­უ­წო­და, თავი შორს და­ე­ჭი­რათ კუნ­ძუ­ლის­გან. მეც­ნი­ე­რე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ რა­ი­მე კონ­ტაქ­ტი აბო­რი­გე­ნებ­თან, წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. გარ­და აგ­რე­სი­უ­ლი ბი­ნად­რე­ბი­სა, კუნ­ძულ­ზე მო­სახ­ვედ­რად კი­დევ ერთი სირ­თუ­ლე არ­სე­ბობს: ხმე­ლე­თის ეს პა­ტა­რა ნა­წი­ლი რი­ფე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, რომ­ლებ­თან შე­ჯა­ხე­ბით არა­ერ­თი გემი და­იმ­სხვრა.

ტა­ძა­რი ისე ია­პო­ნი­ა­ში

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი: შეს­ვლა მხო­ლოდ რჩე­ულ­თათ­ვის

ია­პო­ნი­ა­ში ყვე­ლა­ზე მთა­ვარ სიწ­მინ­დედ ტაძ­რე­ბის კომ­პლექ­სი ისე-ძინ­გუ ით­ვლე­ბა. ძი­რი­თა­დი ტა­ძა­რი მა­ღა­ლი ხე­ე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი, შიგ­ნით მოხ­ვედ­რა კი მხო­ლოდ მა­ღა­ლი წო­დე­ბის მღვდელთმსა­ხუ­რებ­სა და იმ­პე­რა­ტო­რის ოჯა­ხის წევ­რებს შე­უძ­ლი­ათ. 1945 წლამ­დე ის კი­დევ უფრო ძნე­ლად მი­საღ­წე­ვი ად­გი­ლი იყო: გა­რე­სამ­ყა­როს­გან მდი­ნა­რე მი­ა­გა­ვა­თი იყო გა­მო­ყო­ფი­ლი, რო­მე­ლიც წმინ­და მი­წის სა­ზღვრის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და.

ბე­რებს სას­ტი­კად ეკ­რძა­ლე­ბო­დათ მდი­ნა­რის გა­და­ლახ­ვა - ეს სიწ­მინ­დის შე­ლახ­ვად ით­ვლე­ბო­და და მთე­ლი ია­პო­ნი­ის­თვის უბე­დუ­რე­ბას მო­ას­წა­ვებ­და.

ვე­ფხვე­ბის ნაკ­რძა­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი: იშ­ვი­ა­თი ცხო­ვე­ლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა

2012 წელს ინ­დო­ე­თის უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ ტუ­რის­ტე­ბის­თვის და­ხუ­რულ ზო­ნად გა­მო­ა­ცხა­და ყვე­ლა ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, სა­დაც ბენ­გა­ლუ­რი ვე­ფხვე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ინ­დო­ე­თის ყვე­ლა შტა­ტის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცხო­ვე­ლე­ბის­თვის ბუ­ფე­რუ­ლი ზო­ნის შექ­მნა მი­ე­თი­თა. ამ ზო­მებ­მა ტუ­რიზ­მის სფე­როს ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, მაგ­რამ ვე­ფხვე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ის აღ­დგე­ნას შე­უ­წყო ხელი - ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­დო­ეთ­ში ვე­ფხვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 30%-ით მო­ი­მა­ტა.

კუნ­ძუ­ლი გრი­უ­ი­ნარ­დი

აკ­რძალ­ვის მი­ზე­ზი: ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის გა­მოც­და

1942 წელს ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შოტ­ლან­დი­უ­რი კუნ­ძუ­ლი გრი­უ­ი­ნარ­დი (196 ჰა) გა­მო­ის­ყი­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღის - ციმ­ბი­რის წყლუ­ლის გა­მო­საც­დე­ლად. ბრი­ტა­ნე­ლე­ბი შე­დე­გე­ბით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ: გა­ირ­კვა, რომ ციმ­ბი­რის წყლუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლად აბინ­ძუ­რებს ტე­რი­ტო­რი­ას და ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ცხო­ვე­ლე­ბის სი­ცო­ცხლის­თვის ძა­ლი­ან სა­ში­შია. 80-იან წლე­ბამ­დე კუნ­ძუ­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სიკ­ვდი­ლი­ა­ნი ად­გი­ლი გახ­ლდათ - შეს­ვლა აკ­რძა­ლუ­ლი იყო.

მხო­ლოდ 1986 წელს და­ი­წყეს ბო­ლოს და ბო­ლოს მეც­ნი­ე­რებ­მა კუნ­ძუ­ლის "და­სუფ­თა­ვე­ბა": მათ 280 ტონა ზღვის წყალ­ში გახ­სნი­ლი ფორ­მალ­დე­გი­დი მო­ა­ყა­რეს მი­წას, შემ­დეგ კი გრი­უ­ი­ნარ­დში ცხვრე­ბი შე­უშ­ვეს. ცხო­ვე­ლე­ბი უვ­ნებ­ლად გა­დარ­ჩნენ, 1990 წელს კი კუნ­ძუ­ლი უსაფრ­თხოდ გა­მო­ა­ცხა­დეს. თუმ­ცა იქ და­სახ­ლე­ბა არა­ვინ მო­ინ­დო­მა. არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ციმ­ბი­რის წყლუ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი კუნ­ძუ­ლის ნი­ა­დაგ­ში ჩარ­ჩა, ეს კი ნიშ­ნავს, რომ ის სი­ცო­ცხლის­თვის გა­მო­უ­სა­დე­გა­რია მომ­დევ­ნო 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

დე­და­მი­წა­ზე ასე­ვე არა­ერ­თი ად­გი­ლია, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვე­რაფ­რით მოხ­ვდე­ბით. თუმ­ცა, ჩვენს დრო­ში ტექ­ნი­ლო­გია ისე­თი სის­წრა­ფით ვი­თარ­დე­ბა, დღეს უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია თით­ქმის დე­ტა­ლუ­რად და­ათ­ვა­ლი­ე­რო ად­გი­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც შეს­ვლა-გა­მოს­ვლა მკაც­დაც არის აკ­რძა­ლუ­ლი. არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ მსგავ­სი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რო­გორც წესი, უკა­ნო­ნოა.

მაგ­რამ იქ, სა­დაც ად­გი­ლი აქვს აკ­რძალ­ვას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­მე­ტე­ბუ­ლია ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა - ასე­თია ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა. მისი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ე.წ. დრო­ნე­ბის, ანუ უპი­ლო­ტო აპა­რა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. მათ ასე­ვე უწო­დე­ბენ კვად­რო­კოპ­ტე­რებს. ქვე­მოთ გთა­ვა­ზობთ სწო­რედ ამ­გვა­რი დრო­ნე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ 10 ფო­ტოს.

1. სი­რია

სი­რი­ა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა ქვეყ­ნის ყვე­ლა მთა­ვა­რი ქა­ლა­ქი გა­ა­ნად­გუ­რა. მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ანს გაქ­ცე­ვა მო­უხ­და. ეს არის ოდეს­ღაც და­სახ­ლე­ბულ რა­ი­ონ­ში ტან­კე­ბის ბრძო­ლის სუ­რა­თი. იგი გა­და­ღე­ბუ­ლია სი­რი­ის სი­დი­დით მე­სა­მე ქა­ლაქ­ში - ჰომსში. ახლა ამ ად­გილ­ზე მხო­ლოდ ნან­გრე­ვე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი ანუ ის, რაც და­ბომბვე­ბის შემ­დეგ დარ­ჩა. 2011 წლი­დან დღემ­დე აქ ათო­ბით ათა­სი სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­ი­ღუ­პა.

2. აკ­რძა­ლუ­ლი ქა­ლა­ქი, პე­კი­ნი

სუ­რა­თე­ბის ავ­ტო­რი დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იქნა ჩი­ნე­თი­დან იმის გამო, რაც ჩა­ი­დი­ნა. ცნო­ბი­ლია, რომ აკ­რძა­ლუ­ლი ქა­ლა­ქის მო­ნა­ხუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ გან­სა­ზღვრულ დროს და წი­ნას­წარ ჩა­წე­რით. ფო­ტოგ­რაფ­მა მხო­ლოდ დე­პორ­ტი­რე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო, რომ პე­კინ­ში იმ­პე­რა­ტო­რის სა­სახ­ლი­სა და ჩი­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის შტაბ-ბი­ნე­ბის ფო­ტოგ­რა­ფი­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია.

3. პრი­პი­ა­ტი, უკ­რა­ი­ნა

ეს არის ად­გი­ლი, რომ­ლის გვერ­დზეც მოხ­და ყვე­ლა დროს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა. პრი­პი­ა­ტი სულ რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რი­ე­ბით მდე­ბა­რე­ობს ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრი­სად­გუ­რი­დან და ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რალ­და რა­დი­ა­ცი­ით.

ჩერ­ნო­ბილ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს ასე­ვე მი­ტო­ვე­ბუ­ლი, კონ­ტი­ნენ­ტთა­შო­რი­სი რა­კე­ტე­ბის გაშ­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნის რა­დიო სა­რე­ლეო სად­გუ­რი, ე.წ. "რუ­სუ­ლი კო­და­ლა". სად­გუ­რი მთე­ლი დე­და­მი­წის მას­შტა­ბით რა­დი­ო­ე­თერ­ში გა­დას­ცემ­და ხმას, რო­მე­ლიც კა­კუნს ჰგავ­და - აქე­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მისი სა­ხელ­წო­დე­ბაც.

4. კა­ზან­ტი­პი, ყი­რი­მი

ეს არის ად­გი­ლი კუნ­ძულ­ზე, სა­დაც უნდა აე­გოთ ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი. მშე­ნე­ბო­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ რა­ი­ო­ნის სე­ის­მუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის გამო, მა­ლე­ვე შე­ჩერ­და. 90-იან წლებ­ში აქ ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბო­და, სა­ხელ­წო­დე­ბით "რე­აქ­ტო­რი". 2005 წელს ეს მი­წე­ბი კერ­ძო სა­კუთ­რე­ბად შე­ი­ძი­ნა ადა­მი­ან­მა, რომ­ლის სა­ხე­ლიც გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია.

5. ფუ­კუ­სი­მა, ია­პო­ნია

სე­ის­მურ­მა ბიძ­გმა და 9 ბა­ლი­ან­მა მი­წისძვრამ წარ­მოშ­ვა ცუ­ნა­მი, რო­მელ­მაც ია­პო­ნი­ის ატო­მურ ელექტრო­სად­გურს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში მას­შტა­ბუ­რო­ბით მე­ო­რე ყვე­ლა­ზე დიდი ბირ­თვუ­ლი კა­ტას­ტრო­ფა.

ქა­ლა­ქი ოკუ­მა ერთ სა­ათ­ში გა­და­იქ­ცა მოჩ­ვე­ნე­ბად - ნაჩ­ქა­რე­ვად იქნა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლი 150 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა დიდ ნა­წილს სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ მხო­ლოდ იმ ტან­საც­მლის ამა­რა, რაც ტან­ზე ეც­ვათ.

6. ზონა 51, ნე­ვა­და

ზონა 51 ით­ვლე­ბა არა­მი­წი­ერ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის ად­გი­ლად. სწო­რედ აქ ფიქ­სირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ აშშ-ს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­ტაქ­ტი აქვს უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან 1950 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.

ამ ზო­ნა­ში შეს­ვლა და­ხუ­რუ­ლია. ით­ვლე­ბა, რომ იქ მდე­ბა­რე­ობს ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ვინ იცის რა არის ამ ად­გილ­ზე.

7. დე­ბალ­ცე­ვო, უკ­რა­ი­ნა

ეს არის დონ­ბას­ში უკ­რა­ი­ნულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­სა და პრო­რუ­სულ ჯა­რებს შო­რის სამ­ხედ­რო და­ი­რის­პი­რე­ბის ად­გი­ლი.

სწო­რედ ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა მაღ­ლი­დან ად­გი­ლი, სა­დაც მოხ­და ამ ომში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლა.

8. ფერ­მა Smithfield Foods ტაპ ჰილ­ში, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნა

დრო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ი­ჭი­რეს არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ფერ­მე­რე­ბი. და­აკ­ვირ­დით ტბა­ში წყლის ფერს - ეს არის დაკ­ლუ­ლი სა­ქონ­ლის სის­ხლი.

გარ­და ამი­სა, ფერ­მე­რე­ბი წყალ­ში ნა­კელ­სა და სხვა ნარ­ჩე­ნებ­საც ყრიდ­ნენ, რა­მაც ინ­ფექ­ცი­ის უპ­რე­ცე­დენ­ტო წყა­რო წარ­მოშ­ვა. შე­დე­გად, ად­გი­ლი ჰქონ­და სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო გა­ჟონ­ვას, რის გა­მოც მე­ზო­ბელ ფერ­მებ­ში მო­სა­ვა­ლი გა­ნად­გურ­და.

9. ტეს­ლას გი­გან­ტუ­რი კო­ჭე­ბი, რუ­სე­თი

ეს კო­ჭე­ბი გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ნი­კო­ლა ტეს­ლამ გა­მო­ი­გო­ნა - ამ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ში ხი­ლუ­ლი გან­მუხ­ტვე­ბი რამ­დე­ნი­მე მეტრს აღ­წევს.

ით­ვლე­ბო­და, რომ სსრკ-ს დაშ­ლის შემ­დეგ ამ მო­წყო­ბი­ლო­ბის დე­მონ­ტა­ჟი მოხ­და. მაგ­რამ, რო­გორც ხე­დავთ, ეს ასე არაა. ამ­ჟა­მად იგი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად მუ­შა­ობს და გა­უფრ­თხი­ლე­ბელ მა­ყუ­რე­ბელს შე­იძ­ლე­ბა დენი და­არ­ტყას.

10. შპიც­ბერ­გე­ნი, ნორ­ვე­გია

შპიც­ბერ­გე­ნის კუნ­ძულს და­ახ­ლო­ე­ბით 40 000 კი­ლო­მეტ­რის ფარ­თო­ბი აქვს და ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუ­სის რა­ი­ონ­ში იმ­ყო­ფე­ბა. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა იგი სხვა რა­მით. 2007 წელს, ნორ­ვე­გი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აქ შექ­მნა Svalbard Global Seed Vault.

ეს ერ­თგვა­რი ნოეს კი­დო­ბა­ნია, რო­მელ­შიც ოპ­ტი­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­ე­ბის თეს­ლე­ბი. მისი მი­ზა­ნია შე­ი­ნა­ხოს და, შე­საძ­ლოა, აღად­გი­ნოს, პლა­ნე­ტის იერ­სა­ხე გლო­ბა­ლუ­რი ძვრე­ბის შემ­დეგ. ეს არის ობი­ეტ­ში შე­სას­ვლე­ლის ფოტო.

ავ­ტო­რე­ბი:

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია

natia.a

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ და უპილოტო აპარატით გადაღებული 20 საიდუმლო ფოტო

ადგილები, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ და უპილოტო აპარატით გადაღებული 20 საიდუმლო ფოტო

დედამიწაზე არსებობს ადგილები, რომლებიც თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია, რადგან... იქ შესვლა აკრძალულია. სტატიაში წარმოგიდგენთ ადგილებს, რომელთა მონახულება ტურისტებს სასტიკად ეკრძალებათ.

კუნძული კეიმადა-გრანდი

აკრძალვის მიზეზი: უამრავი შხამიანი გველი

კუნძული, რომელიც ბრაზილიის ნაპირებიდან 35 კილომეტრში მდებარეობს, მხოლოდ ვიზუალურად ჰგავს სამოთხეს. ამ ადგილებში მოგზაურობა სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ, რადგან იგი შხამიანი გველებით არის სავსე: 0,43 კვადრატული კილომეტრის ფართობზე 4000-მდე გველი ბინადრობს. მათგან ყველაზე საშიში - კუნძულის ბოთროპსია.

მისი ნაკბენი მომენტალურ სიკვდილს იწვევს. ამიტომ, ბრაზილიის მთავრობა კრძალავს სტუმრობას კუნძულზე, რომელმაც ხალხში უკვე დაიმკვიდრა სახელი, როგორც "გველების კუნძულმა".

კუნძული სიურტსეი

აკრძალვის მიზეზი: სამეცნიერო ექსპერიმენტები

1963 წელს ისლანდიის წყლებში რამდენიმე წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა და მოკლე ხანში ახალი კუნძული (2,7 კვადრატული კმ) წარმოიქმნა. კუნძული სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერების ყურადღების ცენტრში უმალვე აღმოჩნდა, რადგან იგი კუნძულისა და მასზე სიცოცხლის წარმოშობის სანიმუშო მოდელს წარმოადგენს. კუნძულს სახელი მითოლოგიური გმირის - სურტის - ცეცხლოვანი დევების მეთაურის პატივსაცემად ეწოდა და ტურისტებისთვის დახურული ზონა გახლავთ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ, როგორ "ითვისებენ" ახალ მიწას მცენარეები, მწერები, ფრინველები, ჭიები, როგორ ნაყოფიერდება ერთ დროს უნაყოფო ვულკანური პემზა. თუ 1980-იან წლებში კუნძულზე მცენარეების მხოლოდ 20 სახეობა ხარობდა, 2008 წლისთვის მათი რაოდენობა 69-მდე გაიზარდა. 2000 წლისთვის ეროზიამ და ზღვის ტალღებმა კუნძულის ფართობი 1,5 კვადრატულ კილომეტრამდე შეამცირა, მაგრამ, მეცნიერების აზრით, ამჟამად "შემცირების" პროცესი შენელებულია. 2008 წელს იუნესკომ სიურტსეი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, რითაც მისი უდიდესი მეცნიერული ფასეულობა აღიარა.

დააზღვიეთ სათავგადასავლო განწყობა და იმოგზაურეთ მშვიდად სასურველ ქვეყნებში - ყველაზე იაფი და მარტივი სამოგზაურო დაღვევის პაკეტები

ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული

აკრძალვის მიზეზი: აბორიგენების აგრესია

ბენგალის ყურეში ანდამანის ერთ-ერთ კუნძულზე, რომელიც ფორმალურად ინდოეთს ეკუთვნის, სენტინელების საშიში ტომი ბინადრობს. ტომი ცივილიზაციასთან ნებისმიერ კონტაქტს თავს არიდებს და სასტიკად ეწინააღმდეგება მის შემოჭრას. მეცნიერების ვარაუდით, აბორიგენებმა იზოლაციაში დაახლოებით 60 000 წელი გაატარეს. ამჟამად, კუნძულზე 50-დან 400 ადამიანამდე ცხოვრობს. 2004 წელს მათ ისრები დაუშინეს ინდოეთის მთავრობის ვერტმფრენს, რომელმაც გადაწყვიტა მოეკითხა კუნძულის ბინადარნი ცუნამის შემდეგ.

2006 წელს კი აბორიგენების მსხვერპლი რამდენიმე მეთევზე გახდა, რის შემდეგაც მთავრობამ თანამემამულეებს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ კუნძულისგან. მეცნიერების ყველა მცდელობა, დაემყარებინათ რაიმე კონტაქტი აბორიგენებთან, წარუმატებელი აღმოჩნდა. გარდა აგრესიული ბინადრებისა, კუნძულზე მოსახვედრად კიდევ ერთი სირთულე არსებობს: ხმელეთის ეს პატარა ნაწილი რიფებით არის გარშემორტყმული, რომლებთან შეჯახებით არაერთი გემი დაიმსხვრა.

ტაძარი ისე იაპონიაში

აკრძალვის მიზეზი: შესვლა მხოლოდ რჩეულთათვის

იაპონიაში ყველაზე მთავარ სიწმინდედ ტაძრების კომპლექსი ისე-ძინგუ ითვლება. ძირითადი ტაძარი მაღალი ხეებით არის გარშემორტყმული, შიგნით მოხვედრა კი მხოლოდ მაღალი წოდების მღვდელთმსახურებსა და იმპერატორის ოჯახის წევრებს შეუძლიათ. 1945 წლამდე ის კიდევ უფრო ძნელად მისაღწევი ადგილი იყო: გარესამყაროსგან მდინარე მიაგავათი იყო გამოყოფილი, რომელიც წმინდა მიწის საზღვრის სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

ბერებს სასტიკად ეკრძალებოდათ მდინარის გადალახვა - ეს სიწმინდის შელახვად ითვლებოდა და მთელი იაპონიისთვის უბედურებას მოასწავებდა.

ვეფხვების ნაკრძალები ინდოეთში

აკრძალვის მიზეზი: იშვიათი ცხოველების პოპულაციის შენარჩუნება

2012 წელს ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ ტურისტებისთვის დახურულ ზონად გამოაცხადა ყველა ეროვნული პარკი, სადაც ბენგალური ვეფხვები ბინადრობენ. ინდოეთის ყველა შტატის ხელისუფლებას ცხოველებისთვის ბუფერული ზონის შექმნა მიეთითა. ამ ზომებმა ტურიზმის სფეროს ზიანი მიაყენა, მაგრამ ვეფხვების პოპულაციის აღდგენას შეუწყო ხელი - ბოლო წლების განმავლობაში ინდოეთში ვეფხვების რაოდენობამ 30%-ით მოიმატა.

კუნძული გრიუინარდი

აკრძალვის მიზეზი: ბიოლოგიური იარაღის გამოცდა

1942 წელს ბრიტანეთის ხელისუფლებამ შოტლანდიური კუნძული გრიუინარდი (196 ჰა) გამოისყიდა ბიოლოგიური იარაღის - ციმბირის წყლულის გამოსაცდელად. ბრიტანელები შედეგებით კმაყოფილი დარჩნენ: გაირკვა, რომ ციმბირის წყლული სერიოზულად აბინძურებს ტერიტორიას და ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. 80-იან წლებამდე კუნძული ერთ-ერთი ყველაზე სიკვდილიანი ადგილი გახლდათ - შესვლა აკრძალული იყო.

მხოლოდ 1986 წელს დაიწყეს ბოლოს და ბოლოს მეცნიერებმა კუნძულის "დასუფთავება": მათ 280 ტონა ზღვის წყალში გახსნილი ფორმალდეგიდი მოაყარეს მიწას, შემდეგ კი გრიუინარდში ცხვრები შეუშვეს. ცხოველები უვნებლად გადარჩნენ, 1990 წელს კი კუნძული უსაფრთხოდ გამოაცხადეს. თუმცა იქ დასახლება არავინ მოინდომა. არქეოლოგები ირწმუნებიან, რომ ციმბირის წყლულის ნარჩენები კუნძულის ნიადაგში ჩარჩა, ეს კი ნიშნავს, რომ ის სიცოცხლისთვის გამოუსადეგარია მომდევნო 100 წლის განმავლობაში.

დედამიწაზე ასევე არაერთი ადგილია, სადაც სპეციალური ნებართვის გარეშე ვერაფრით მოხვდებით. თუმცა, ჩვენს დროში ტექნილოგია ისეთი სისწრაფით ვითარდება, დღეს უკვე შესაძლებელია თითქმის დეტალურად დაათვალიერო ადგილები, რომლებშიც შესვლა-გამოსვლა მკაცდაც არის აკრძალული. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი მოქმედებები, როგორც წესი, უკანონოა.

მაგრამ იქ, სადაც ადგილი აქვს აკრძალვას, განსაკუთრებულად მომეტებულია ცნობისმოყვარეობა - ასეთია ადამიანის ბუნება. მისი დაკმაყოფილება კი შესაძლებელია ე.წ. დრონების, ანუ უპილოტო აპარატების საშუალებით. მათ ასევე უწოდებენ კვადროკოპტერებს. ქვემოთ გთავაზობთ სწორედ ამგვარი დრონების მიერ გადაღებულ 10 ფოტოს.

1. სირია

სირიაში სამოქალაქო ომმა ქვეყნის ყველა მთავარი ქალაქი გაანადგურა. მილიონობით ადამიანს გაქცევა მოუხდა. ეს არის ოდესღაც დასახლებულ რაიონში ტანკების ბრძოლის სურათი. იგი გადაღებულია სირიის სიდიდით მესამე ქალაქში - ჰომსში. ახლა ამ ადგილზე მხოლოდ ნანგრევებია დარჩენილი ანუ ის, რაც დაბომბვების შემდეგ დარჩა. 2011 წლიდან დღემდე აქ ათობით ათასი სამოქალაქო პირი დაიღუპა.

2. აკრძალული ქალაქი, პეკინი

სურათების ავტორი დეპორტირებული იქნა ჩინეთიდან იმის გამო, რაც ჩაიდინა. ცნობილია, რომ აკრძალული ქალაქის მონახულება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ დროს და წინასწარ ჩაწერით. ფოტოგრაფმა მხოლოდ დეპორტირების შემდეგ შეიტყო, რომ პეკინში იმპერატორის სასახლისა და ჩინეთის მმართველობის შტაბ-ბინების ფოტოგრაფირება აკრძალულია.

3. პრიპიატი, უკრაინა

ეს არის ადგილი, რომლის გვერდზეც მოხდა ყველა დროს ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კატასტროფა. პრიპიატი სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორიებით მდებარეობს ჩერნობილის ატომური ელექტრისადგურიდან და ყველაზე მეტად დაზარალდა რადიაციით.

ჩერნობილთან ახლოს მდებარეობს ასევე მიტოვებული, კონტინენტთაშორისი რაკეტების გაშვების აღმოჩენის რადიო სარელეო სადგური, ე.წ. "რუსული კოდალა". სადგური მთელი დედამიწის მასშტაბით რადიოეთერში გადასცემდა ხმას, რომელიც კაკუნს ჰგავდა - აქედან მიმდინარეობს მისი სახელწოდებაც.

4. კაზანტიპი, ყირიმი

ეს არის ადგილი კუნძულზე, სადაც უნდა აეგოთ ატომური ელექტროსადგური. მშენებობა დაიწყო, მაგრამ რაიონის სეისმური არასტაბილურობის გამო, მალევე შეჩერდა. 90-იან წლებში აქ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი ტარდებოდა, სახელწოდებით "რეაქტორი". 2005 წელს ეს მიწები კერძო საკუთრებად შეიძინა ადამიანმა, რომლის სახელიც გასაიდუმლოებულია.

5. ფუკუსიმა, იაპონია

სეისმურმა ბიძგმა და 9 ბალიანმა მიწისძვრამ წარმოშვა ცუნამი, რომელმაც იაპონიის ატომურ ელექტროსადგურს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, რამაც გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში მასშტაბურობით მეორე ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა.

ქალაქი ოკუმა ერთ საათში გადაიქცა მოჩვენებად - ნაჩქარევად იქნა ევაკუირებული 150 000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა დიდ ნაწილს სახლების დატოვება მოუხდათ მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ტანზე ეცვათ.

6. ზონა 51, ნევადა

ზონა 51 ითვლება არამიწიერ ცივილიზაციებთან კონტაქტების ადგილად. სწორედ აქ ფიქსირდება ყველაზე მეტად ამოუცნობი მფრინავი ობიექტები. ამბობენ, რომ აშშ-ს ხელისუფლებას კონტაქტი აქვს უცხოპლანეტელებთან 1950 წლიდან მოყოლებული.

ამ ზონაში შესვლა დახურულია. ითვლება, რომ იქ მდებარეობს ამერიკული სამხედრო ბაზა. მაგრამ სინამდვილეში არავინ იცის რა არის ამ ადგილზე.

7. დებალცევო, უკრაინა

ეს არის დონბასში უკრაინულ შეიარაღებულ ძალებსა და პრორუსულ ჯარებს შორის სამხედრო დაირისპირების ადგილი.

სწორედ ასე გამოიყურება მაღლიდან ადგილი, სადაც მოხდა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა.

8. ფერმა Smithfield Foods ტაპ ჰილში, ჩრდილოეთ კაროლინა

დრონის საშუალებით გამოიჭირეს არაკეთილსინდისიერი ფერმერები. დააკვირდით ტბაში წყლის ფერს - ეს არის დაკლული საქონლის სისხლი.

გარდა ამისა, ფერმერები წყალში ნაკელსა და სხვა ნარჩენებსაც ყრიდნენ, რამაც ინფექციის უპრეცედენტო წყარო წარმოშვა. შედეგად, ადგილი ჰქონდა საკანალიზაციო გაჟონვას, რის გამოც მეზობელ ფერმებში მოსავალი განადგურდა.

9. ტესლას გიგანტური კოჭები, რუსეთი

ეს კოჭები გასულ საუკუნეში ნიკოლა ტესლამ გამოიგონა - ამ მოწყობილობაში ხილული განმუხტვები რამდენიმე მეტრს აღწევს.

ითვლებოდა, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამ მოწყობილობის დემონტაჟი მოხდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ასე არაა. ამჟამად იგი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, შესანიშნავად მუშაობს და გაუფრთხილებელ მაყურებელს შეიძლება დენი დაარტყას.

10. შპიცბერგენი, ნორვეგია

შპიცბერგენის კუნძულს დაახლოებით 40 000 კილომეტრის ფართობი აქვს და ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში იმყოფება. თუმცა საინტერესოა იგი სხვა რამით. 2007 წელს, ნორვეგიის ხელისუფლებამ აქ შექმნა Svalbard Global Seed Vault.

ეს ერთგვარი ნოეს კიდობანია, რომელშიც ოპტიმალურ პირობებში ინახება მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა მცენარეების თესლები. მისი მიზანია შეინახოს და, შესაძლოა, აღადგინოს, პლანეტის იერსახე გლობალური ძვრების შემდეგ. ეს არის ობიეტში შესასვლელის ფოტო.

ავტორები:

დუდანა ზაქარაია

natia.a

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა