პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას უპირებს 370 მილიონით დაზარალებული გერმანია ქართველ კრიმინალებს
"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას უპირებს 370 მილიონით დაზარალებული გერმანია ქართველ კრიმინალებს

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნუ­ლი პრე­სა და ტე­ლე­ვი­ზია პერ­მა­ნენ­ტუ­ლად აშუ­ქებს და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტებს, რო­მელ­შიც ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ყა­ჩა­ღო­ბა, ჯგუ­ფუ­რი ქურ­დო­ბა, ძარ­ცვა... - საკ­მა­ოდ გრძე­ლია მათი "გმი­რო­ბე­ბის" ჩა­მო­ნათ­ვა­ლი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გერ­მა­ნი­ის ერთ-ერ­თმა რე­ი­ტინ­გულ­მა ტე­ლე­არ­ხმა "ARD"-მა ვრცე­ლი სი­უ­ჟე­ტი მი­უ­ძღვნა ქარ­თულ კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ქა­ლა­ქებ­ში სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ნა­შა­ულს ჩა­დის. პო­ლი­ცი­ამ მძარ­ცვე­ლე­ბი იმ სა­ა­თით იპო­ვა, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის მან­ქა­ნა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

სი­უ­ჟეტ­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბა­თა ჯგუ­ფის უფ­რო­სი მა­იკლ ნა­გე­ლი ყვე­ბა: "ქარ­თვე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სით შე­მო­დის. 2011 წლი­დან კი სა­ქარ­თვე­ლო­დან ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. 2014 წელს ქარ­თუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის მიერ გერ­მა­ნი­ის ეკო­ნო­მი­კის­თვის მი­ყე­ნე­ბულ­მა ზა­რალ­მა 370 მი­ლი­ო­ნი ევრო შე­ად­გი­ნა. 2014 წელს 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით გა­ორ­მაგ­და ქარ­თველ ბრალ­დე­ბულ­თა მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და 4000 პი­როვ­ნე­ბას შე­ად­გენს."

"კვი­რის პა­ლიტ­რა" გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს ესა­უბ­რა. ერთ-ერ­თმა სტუ­დენ­ტმა ანო­ნი­მუ­რო­ბის დაც­ვა ითხო­ვა და ასე­თი ის­ტო­რია გა­იხ­სე­ნა: "ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, რაც ჩემ ნაც­ნობ გო­გოს შე­ემ­თხვა. ტან­საც­მლის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში შემ­თხვე­ვით გა­ი­გო ქარ­თუ­ლი ლა­პა­რა­კი, მი­ვი­და და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ბი­ჭე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. გა­მო­ემ­შვი­დო­ბა და წა­მო­ვი­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ამ ბი­ჭებ­მა სწო­რედ იმ მა­ღა­ზი­ა­ში მო­ი­პა­რეს ტან­საც­მე­ლი, თუმ­ცა კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რეს და გა­სას­ვლელ­ში პო­ლი­ცი­ამ და­ი­ჭი­რა. გა­მო­ძი­ე­ბის პე­რი­ოდ­ში კა­მე­რე­ბი­დან ეს გო­გოც მო­ძებ­ნეს, და­ნა­შა­უ­ლის არ­შე­ტყო­ბი­ნე­ბის­თვის ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს და 300 ევ­რო­თი და­ა­ჯა­რი­მეს. ახლა პი­რად საქ­მე­ში უწე­რია, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს გა­მო­ე­ლა­პა­რა­კა. სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­ამ­ტკი­ცა, რომ ეს ბი­ჭე­ბი პირ­ვე­ლად ნახა და მათი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. ისე გა­მო­დის, ქარ­თველს თუ და­ი­ნა­ხავ, სა­თო­ფე­ზე უნდა გა­ე­რი­დო" გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას უპირებს 370 მილიონით დაზარალებული გერმანია ქართველ კრიმინალებს

"ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" - რას უპირებს 370 მილიონით დაზარალებული გერმანია ქართველ კრიმინალებს

ბოლო თვეების განმავლობაში გერმანული პრესა და ტელევიზია პერმანენტულად აშუქებს დანაშაულის ფაქტებს, რომელშიც ძირითადად ქართველები მონაწილეობენ. ყაჩაღობა, ჯგუფური ქურდობა, ძარცვა... - საკმაოდ გრძელია მათი "გმირობების" ჩამონათვალი. რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ერთ-ერთმა რეიტინგულმა ტელეარხმა "ARD"-მა ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებას, რომელიც გერმანიის ქალაქებში სხვადასხვა სახის დანაშაულს ჩადის. პოლიციამ მძარცველები იმ საათით იპოვა, რომელიც ქართველების მანქანაში აღმოაჩინეს.

სიუჟეტში განსაკუთრებულ გამოძიებათა ჯგუფის უფროსი მაიკლ ნაგელი ყვება: "ქართველების უმრავლესობა გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით შემოდის. 2011 წლიდან კი საქართველოდან ლტოლვილის სტატუსის მსურველთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2014 წელს ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ გერმანიის ეკონომიკისთვის მიყენებულმა ზარალმა 370 მილიონი ევრო შეადგინა. 2014 წელს 2013 წელთან შედარებით გაორმაგდა ქართველ ბრალდებულთა მაჩვენებელი და 4000 პიროვნებას შეადგენს."

"კვირის პალიტრა" გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს ესაუბრა. ერთ-ერთმა სტუდენტმა ანონიმურობის დაცვა ითხოვა და ასეთი ისტორია გაიხსენა: "ერთ ამბავს მოგიყვებით, რაც ჩემ ნაცნობ გოგოს შეემთხვა. ტანსაცმლის ერთ-ერთ მაღაზიაში შემთხვევით გაიგო ქართული ლაპარაკი, მივიდა და გამოელაპარაკა, აღმოჩნდა, რომ ბიჭები ქართველები იყვნენ. გამოემშვიდობა და წამოვიდა. მოგვიანებით კი, ამ ბიჭებმა სწორედ იმ მაღაზიაში მოიპარეს ტანსაცმელი, თუმცა კამერებმა დააფიქსირეს და გასასვლელში პოლიციამ დაიჭირა. გამოძიების პერიოდში კამერებიდან ეს გოგოც მოძებნეს, დანაშაულის არშეტყობინებისთვის ბრალი წაუყენეს და 300 ევროთი დააჯარიმეს. ახლა პირად საქმეში უწერია, რომ დანაშაული ჩაიდინა, მხოლოდ იმიტომ, რომ თანამემამულეებს გამოელაპარაკა. სამწუხაროდ, ვერ დაამტკიცა, რომ ეს ბიჭები პირველად ნახა და მათი გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. ისე გამოდის, ქართველს თუ დაინახავ, სათოფეზე უნდა გაერიდო" განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ