საზოგადოება
პოლიტიკა

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ ნატო-ში საქართველოს წევრობას
თინა ხიდაშელი - არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ ნატო-ში საქართველოს წევრობას

არც ერთ მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე არ მო­მი­თხო­ვია MAP-ი, მე ვი­თხოვ სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას ნატო-ში. MAP-ი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წარ­სუ­ლია, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ ვარ­შა­ვის სა­მიტ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს MAP-ს ვერ მი­ი­ღებს და რომ პრო­ცესს და­ა­ზი­ა­ნებს, თუ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ შეხ­ვედ­რა­ზე MAP-ი და­სა­ხელ­დე­ბა მიზ­ნად.

"არ ვი­თხოვთ ჩვენ MAP-ს არც ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ამის შემ­დეგ, რაც "რუს­თა­ვი 2"-ის პატ­რო­ნე­ბი აღარ არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ჩვენ არ ვი­თხოვთ MAP-ს, არ გვაქვს არც ამის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, არც ახი­რე­ბა და არც ჩვე­ნი მი­ზა­ნი არ არის. ჩვე­ნი მი­ზა­ნი არის ნატო-ში წევ­რო­ბა. არც ერთხელ, არც ერთ მი­ნის­ტე­რი­ალ­ზე არ მო­მი­თხო­ვია MAP-ი, მე ვი­თხოვ სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბას ნატო-ში. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ეხ­მა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ნატო-ში, არის ჩემი ამო­ცა­ნა. ვარ­შა­ვი­დან მე მინ­და დავ­ბრუნ­დეთ რო­გორც ქვე­ყა­ნა უფრო მეტი ინ­სტრუ­მენ­ტით იმის­თვის, რომ ის ფან­ჯა­რა, რო­დე­საც გა­ი­ღე­ბა, ვი­ყოთ მზად მას­ში შე­სას­ვლე­ლად, ზუს­ტად ისე, რო­გორც ბალ­ტი­ის­პი­რე­თი, ჩე­ხე­თი, პო­ლო­ნე­თი და ბევ­რი ქვე­ყა­ნა შე­ვი­და. ეს ფან­ჯა­რა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ღე­ბა, ამა­ზე ყვე­ლა სა­უბ­რობს. რო­გორც აპა­ტუ­რა­იმ თქვა, ამას სჭირ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, ოღონდ ჩვენ უნდა გვქონ­დეს ყვე­ლა ინ­სტრუ­მენ­ტი ამის­თვის. MAP-ი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წარ­სუ­ლია. ამას ვამ­ბობ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა არ არის მხო­ლოდ გამ­ტა­რი იყო, რის კონ­ტექ­სტშიც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ებ­ში ჩა­ი­ხე­დონ და ნა­ხონ, რას ნიშ­ნავ­და MAP-ი იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რო­მელ­საც ის ჰქონ­დათ.

"მათ მის­ცეს წლი­უ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, ჩვენ ეს უკვე გვაქვს. იქ ხსნიდ­ნენ ერ­თობ­ლივ ცენ­ტრებს, ჩვენ შარ­შან გავ­ხსე­ნით ასე­თი ცენ­ტრი და წელს მა­ის­ში უკვე პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბა გვქნე­ბა. ეს ნიშ­ნავ­და ერ­თობ­ლივ სწავ­ლე­ბებს. არც ერთ ას­პი­რანტ ქვე­ყა­ნა­ში არა­სო­დეს არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა ისე­თი წვრთნე­ბი, რო­მე­ლიც 2015 წლის ივ­ლის­ში ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ­ნე­ბა წელ­საც. MAP-ი ვი­საც ჰქონ­და იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის ეს ნიშ­ნავ­და ნატო-სა და იმ ქვეყ­ნის კო­მი­სი­ებს - ნატო-სა­ქარ­თვე­ლოს კო­მი­სია დიდი ხა­ნია, მუ­შა­ობს. ამი­ტომ, თუ ჩვენ ვე­კი­დე­ბით რა­ღაც სა­ხე­ლებს და ქი­მე­რებს, კი ბა­ტო­ნო, დავ­რჩეთ მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის ნა­რა­ტივ­ში, ვი­საც გინ­დათ. ჩვენ წინ მივ­დი­ვართ", - აღ­ნიშ­ნა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

თინა ხიდაშელი - არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ ნატო-ში საქართველოს წევრობას

თინა ხიდაშელი - არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ ნატო-ში საქართველოს წევრობას

არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ საქართველოს წევრობას ნატო-ში. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებას იმის შესახებ, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს MAP-ს ვერ მიიღებს და რომ პროცესს დააზიანებს, თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად.

"არ ვითხოვთ ჩვენ MAP-ს არც ერთ შეხვედრაზე ამის შემდეგ, რაც "რუსთავი 2"-ის პატრონები აღარ არიან ხელისუფლებაში. ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს, არ გვაქვს არც ამის მოთხოვნილება, არც ახირება და არც ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენი მიზანი არის ნატო-ში წევრობა. არც ერთხელ, არც ერთ მინისტერიალზე არ მომითხოვია MAP-ი, მე ვითხოვ საქართველოს წევრობას ნატო-ში. ყველაფერი, რაც ეხმარება საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში, არის ჩემი ამოცანა. ვარშავიდან მე მინდა დავბრუნდეთ როგორც ქვეყანა უფრო მეტი ინსტრუმენტით იმისთვის, რომ ის ფანჯარა, როდესაც გაიღება, ვიყოთ მზად მასში შესასვლელად, ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთი, ჩეხეთი, პოლონეთი და ბევრი ქვეყანა შევიდა. ეს ფანჯარა აუცილებლად გაიღება, ამაზე ყველა საუბრობს. როგორც აპატურაიმ თქვა, ამას სჭირდება შესაბამისი გეოპოლიტიკური ვითარება, ოღონდ ჩვენ უნდა გვქონდეს ყველა ინსტრუმენტი ამისთვის. MAP-ი საქართველოსთვის წარსულია. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით", - განაცხადა ხიდაშელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტიკა არ არის მხოლოდ გამტარი იყო, რის კონტექსტშიც მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, შესაბამის დოკუმენტაციებში ჩაიხედონ და ნახონ, რას ნიშნავდა MAP-ი იმ ქვეყნებისთვის, რომელსაც ის ჰქონდათ.

"მათ მისცეს წლიური სამოქმედო გეგმა, ჩვენ ეს უკვე გვაქვს. იქ ხსნიდნენ ერთობლივ ცენტრებს, ჩვენ შარშან გავხსენით ასეთი ცენტრი და წელს მაისში უკვე პირველი გამოშვება გვქნება. ეს ნიშნავდა ერთობლივ სწავლებებს. არც ერთ ასპირანტ ქვეყანაში არასოდეს არ ჩატარებულა ისეთი წვრთნები, რომელიც 2015 წლის ივლისში ჩატარდა საქართველოში და იქნება წელსაც. MAP-ი ვისაც ჰქონდა იმ ქვეყნებისთვის ეს ნიშნავდა ნატო-სა და იმ ქვეყნის კომისიებს - ნატო-საქართველოს კომისია დიდი ხანია, მუშაობს. ამიტომ, თუ ჩვენ ვეკიდებით რაღაც სახელებს და ქიმერებს, კი ბატონო, დავრჩეთ მიშა სააკაშვილის ნარატივში, ვისაც გინდათ. ჩვენ წინ მივდივართ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."