პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაღალდაძის საქმეში კუჭავასთან ერთად კოდუას "მარჯვენა ხელის" სახელი ფიგურირებს - ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ დეტალებზე
მაღალდაძის საქმეში კუჭავასთან ერთად კოდუას "მარჯვენა ხელის" სახელი ფიგურირებს - ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ დეტალებზე

პრო­კუ­რორ ვახ­ტანგ ქი­რი­ას მკვლე­ლო­ბამ წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი რამ­დე­ნი­მე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი მკვლე­ლო­ბის საქ­მე გა­ახ­სე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას, მათ შო­რის 2007 წელს ბიზ­ნეს­მენ გოჩა მა­ღალ­და­ძის მკვლე­ლო­ბა.

მა­ღალ­და­ძის საქ­მის ახალ, ექ­სკლუ­ზი­ურ დე­ტა­ლებ­ზე გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი" წერს. კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი, ამ­ჟა­მად კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი და პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას და სოდ-ის იმ­დრო­ინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის - კახა მი­სი­რე­ლის ახლო კავ­ში­რე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს გა­ზეთ­თან. მი­სი­რე­ლი ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და კო­დუ­ას "მარ­ჯვე­ბა ხე­ლად" სოდ-ში. მი­სი­რე­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "შრე­კი", წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, შსს-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის (სოდ-ის) უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო, თუმ­ცა, ბე­დის ირო­ნი­ით, 2010 წელს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს­თან. მი­სი­რე­ლი და­კა­ვე­ბი­დან მა­ლე­ვე, 5 ათას­ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს ნაც­ვლად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, დე­მეტ­რა­ძე კი სას­ჯელს 2012 წლამ­დე, სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ამ­დე იხ­დი­და.

ფირ­ცხა­ლა­ვა 2007 წლის 9 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებს იხ­სე­ნებს, როცა ვა­კე­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მა­ღალ­და­ძის ცხე­და­რი იპო­ვეს:

"თავ­ში ეტყო­ბო­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა. ჭრი­ლო­ბა იყო გამ­ჭო­ლი. მას­რე­ბი არ იყო, სა­მა­გი­ე­როდ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტყვი­ის გულა. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი რო­მე­ლი­მე ვაზ­ნის­გან. იმ წუთ­ში­ვე მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ამო­მი­ტივ­ტივ­და 2004 წელს აჭა­რა­ში ამო­ღე­ბუ­ლი სპეც-ია­რა­ღი, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი იყო ე. წ. მო­დუ­ლის შე­ნო­ბა­ში, ან ჯი­ქი­ას ქუ­ჩა­ზე, სოდ-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის დის­ლო­კა­ცი­ის ბა­ზა­ზე. ეს არის "გრუ"-ს დი­ვერ­სი­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი PCC სის­ტე­მის ია­რა­ღი, რო­მე­ლიც ის­ვრის CP4-ის მო­დი­ფი­კა­ცი­ის ტყვი­ე­ბით. ეს არის თით­ქმის უხმო ია­რა­ღი, რო­მელ­საც მა­ყუ­ჩიც კი არ სჭირ­დე­ბა... მა­ღალ­და­ძე იყო ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი "ხე­ლის მა­ზავ­ში­კი", ჰყავ­და ძა­ლი­ან ბევ­რი მო­ვა­ლე, და­ახ­ლო­ე­ბით 15-20 კაცი, რომ­ლებ­საც ემარ­თათ მისი თან­ხე­ბი, სხვა­დას­ხვა დროს წა­გე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთ ვერ­სი­ად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და მე­ვა­ლის­გან მისი მოკ­ვდი­ნე­ბა. სწო­რედ ამ სი­ა­ში ფი­გუ­რი­რებ­და ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვაც, რო­მელ­საც, ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 100 ათა­სი დო­ლა­რი ჰქონ­და წა­გე­ბუ­ლი გოჩა მა­ღალ­და­ძეს­თან. ყვე­ლა­ზე დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და ის, რომ სი­ა­ში მყოფ­თა­გან არც ერთს არ ჰქონ­და შე­ხე­ბა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან. არც სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმთან, ამი­ტომ და­ი­წყო სიის ფი­გუ­რან­ტე­ბის ოპე­რა­ტი­უ­ლი შეს­წავ­ლა".

"ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა კა­ზი­ნო­ში ვი­ზი­ტე­ბი­სას ხში­რად იკ­ვე­თე­ბო­და სოდ-ის მა­შინ­დე­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს­თან, კახა მი­სი­რელ­თან. ამო­ღე­ბუ­ლია ფი­რიც, სა­დაც ჩანს, რომ ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვა და კახა მი­სი­რე­ლი ერთ მა­გი­დას­თან სხე­დან... იქვე იჯდა ერთი ცნო­ბი­ლი მო­თა­მა­შე და ექ­სკლუ­ზი­უ­რად გე­ტყვით, ვინ არის ეს პი­როვ­ნე­ბა, მე ის მეც­ნო და რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რას არ აინ­ტე­რე­სებს, თქვენ გე­ტყვით - ეს იყო ვინ­მე ჯუმ­ბერ ახვლე­დი­ა­ნი, რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რა­ტომ მეც­ნო გა­მახ­სენ­და, რომ ის გა­მო­ი­კი­თხა მა­ღალ­და­ძის საქ­მე­ზე, რად­გან მო­სუ­ლი იყო შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე. ამის მერე მა­ლე­ვე, მე გა­და­მიყ­ვა­ნეს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ, მაგ­რამ წას­ვლამ­დე მო­ვა­ხერ­ხე შეხ­ვედ­რა ახვლე­დი­ან­თან. კი­თხვა­ზე: ხომ არ იცო­და რამე კუ­ჭა­ვა­სა და მი­სი­რე­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, მან მი­პა­სუ­ხა, რომ ხში­რად ხე­დავ­და ერ­თად, სხვა­დას­ხვა კა­ზი­ნო­ში ერთ მა­გი­დას­თან. გა­იხ­სე­ნა ერთ-ერთი ასე­თი შეხ­ვედ­რა, რო­დე­საც კუ­ჭა­ვამ რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი ია­რა­ღის სა­ნაც­ვლოდ მი­სი­რელს გა­უქ­ვი­თა ვალი 5000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბით. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჭა­რი­დან გად­მო­ტა­ნი­ლი და თბი­ლის­ში და­სა­წყო­ბე­ბუ­ლი ია­რა­ღი­დან გამ­ქრა­ლი იყო სწო­რედ ის ერთი ცალი ია­რა­ღი, სა­ვა­რა­უ­დო მიმ­თვი­სე­ბელს შო­რის ფი­გუ­რი­რებ­და კახა მი­სი­რე­ლის პი­როვ­ნე­ბაც. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მი­სი­რე­ლი ამ ია­რა­ღით "მა­რი­ა­ჟობ­და" კი­დეც კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში, რაც პი­რა­დად ვნა­ხე. მოკ­ლედ, რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­და­იკ­ვე­თა და ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ბი­ძი­ნა კუ­ჭა­ვას წი­ნა­აღ­მდეგ. რა გა­ა­კე­თა გა­მო­ძი­ე­ბამ, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რად­გან, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებ­და თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო, ხოლო მე სხვა სამ­სა­ხურ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს", - ამ­ბობს "პრიმ­ტა­ი­მის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა.

მი­რი­ან ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "პრა­იმ­ტა­ი­მი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მაღალდაძის საქმეში კუჭავასთან ერთად კოდუას "მარჯვენა ხელის" სახელი ფიგურირებს - ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ დეტალებზე

მაღალდაძის საქმეში კუჭავასთან ერთად კოდუას "მარჯვენა ხელის" სახელი ფიგურირებს - ირაკლი ფირცხალავა სკანდალურ დეტალებზე

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობამ წარსულში ჩადენილი რამდენიმე გახმაურებული და გამოუძიებელი მკვლელობის საქმე გაახსენა პროკურატურას, მათ შორის 2007 წელს ბიზნესმენ გოჩა მაღალდაძის მკვლელობა.

მაღალდაძის საქმის ახალ, ექსკლუზიურ დეტალებზე გაზეთი "პრაიმტაიმი" წერს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ამჟამად კორტების საქმეზე ბრალდებული და პატიმრობაში მყოფი ირაკლი ფირცხალავა, ბიძინა კუჭავას და სოდ-ის იმდროინდელი მაღალჩინოსნის - კახა მისირელის ახლო კავშირების შესახებ საუბრობს გაზეთთან. მისირელი ხშირად მოიხსენიებოდა კოდუას "მარჯვება ხელად" სოდ-ში. მისირელი, მეტსახელად "შრეკი", წლების განმავლობაში, შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) უფროსის მოადგილე იყო, თუმცა, ბედის ირონიით, 2010 წელს ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან. მისირელი დაკავებიდან მალევე, 5 ათასლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლეს, დემეტრაძე კი სასჯელს 2012 წლამდე, საყოველთაო ამნისტიამდე იხდიდა.

ფირცხალავა 2007 წლის 9 მაისის მოვლენებს იხსენებს, როცა ვაკეში ნაქირავებ ბინაში მაღალდაძის ცხედარი იპოვეს:

"თავში ეტყობოდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. ჭრილობა იყო გამჭოლი. მასრები არ იყო, სამაგიეროდ აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო ტყვიის გულა. ეს არის აბსოლუტურად სხვა, განსხვავებული, საზოგადოებისთვის ცნობილი რომელიმე ვაზნისგან. იმ წუთშივე მეხსიერებაში ამომიტივტივდა 2004 წელს აჭარაში ამოღებული სპეც-იარაღი, რომელიც შემდეგ დასაწყობებული იყო ე. წ. მოდულის შენობაში, ან ჯიქიას ქუჩაზე, სოდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის დისლოკაციის ბაზაზე. ეს არის "გრუ"-ს დივერსიული ჯგუფებისთვის განკუთვნილი PCC სისტემის იარაღი, რომელიც ისვრის CP4-ის მოდიფიკაციის ტყვიებით. ეს არის თითქმის უხმო იარაღი, რომელსაც მაყუჩიც კი არ სჭირდება... მაღალდაძე იყო ერთ-ერთი ცნობილი "ხელის მაზავშიკი", ჰყავდა ძალიან ბევრი მოვალე, დაახლოებით 15-20 კაცი, რომლებსაც ემართათ მისი თანხები, სხვადასხვა დროს წაგებული, შესაბამისად, ერთ-ერთ ვერსიად განიხილებოდა მევალისგან მისი მოკვდინება. სწორედ ამ სიაში ფიგურირებდა ბიძინა კუჭავაც, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, დაახლოებით 100 ათასი დოლარი ჰქონდა წაგებული გოჩა მაღალდაძესთან. ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ სიაში მყოფთაგან არც ერთს არ ჰქონდა შეხება სპეცსამსახურებთან. არც სპეცდანიშნულების რაზმთან, ამიტომ დაიწყო სიის ფიგურანტების ოპერატიული შესწავლა".

"ბიძინა კუჭავა კაზინოში ვიზიტებისას ხშირად იკვეთებოდა სოდ-ის მაშინდელი უფროსის მოადგილესთან, კახა მისირელთან. ამოღებულია ფირიც, სადაც ჩანს, რომ ბიძინა კუჭავა და კახა მისირელი ერთ მაგიდასთან სხედან... იქვე იჯდა ერთი ცნობილი მოთამაშე და ექსკლუზიურად გეტყვით, ვინ არის ეს პიროვნება, მე ის მეცნო და რადგან პროკურატურას არ აინტერესებს, თქვენ გეტყვით - ეს იყო ვინმე ჯუმბერ ახვლედიანი, რაც შეეხება იმას, რატომ მეცნო გამახსენდა, რომ ის გამოიკითხა მაღალდაძის საქმეზე, რადგან მოსული იყო შემთხვევის ადგილზე. ამის მერე მალევე, მე გადამიყვანეს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ, მაგრამ წასვლამდე მოვახერხე შეხვედრა ახვლედიანთან. კითხვაზე: ხომ არ იცოდა რამე კუჭავასა და მისირელის ურთიერთობაზე, მან მიპასუხა, რომ ხშირად ხედავდა ერთად, სხვადასხვა კაზინოში ერთ მაგიდასთან. გაიხსენა ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა, როდესაც კუჭავამ რაღაც სერიოზული იარაღის სანაცვლოდ მისირელს გაუქვითა ვალი 5000 დოლარის ოდენობით. ოპერატიული ინფორმაციით, აჭარიდან გადმოტანილი და თბილისში დასაწყობებული იარაღიდან გამქრალი იყო სწორედ ის ერთი ცალი იარაღი, სავარაუდო მიმთვისებელს შორის ფიგურირებდა კახა მისირელის პიროვნებაც. მოგვიანებით, მისირელი ამ იარაღით "მარიაჟობდა" კიდეც კოდორის ხეობაში, რაც პირადად ვნახე. მოკლედ, რამდენიმე ოპერატიული ინფორმაცია გადაიკვეთა და ეს იყო სერიოზული მტკიცებულებები ბიძინა კუჭავას წინააღმდეგ. რა გააკეთა გამოძიებამ, ჩემთვის უცნობია, რადგან, როგორც უკვე გითხარით, გამოძიებას აწარმოებდა თბილისის მთავარი სამმართველო, ხოლო მე სხვა სამსახურში გადამიყვანეს", - ამბობს "პრიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ფირცხალავა.

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ