მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ მიითვისა თბილისის ზღვაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნაკვეთები
ვინ მიითვისა თბილისის ზღვაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნაკვეთები

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ, დიდი ოდე­ნო­ბით სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი, 1 013 390 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა 2001-2006 წლებ­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა დახ­მა­რე­ბით, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის ყალ­ბი ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნეს და თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხე­ხილ­სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე 11 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთს თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი - მა­რი­ამ ძუ­ლი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ნე ნა­დი­რა­ძე, ანა მაღ­რა­ძე და ცი­სა­ნა გა­ბუ­ნია და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში შე­ვიდ­ნენ გარ­დაბ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის აღ­რი­ცხვი­სა და პრი­ვა­ტი­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ უფ­როს­თან შოთა დი­დე­ბაშ­ვილ­თან და სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გარ­დაბ­ნის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს კა­ხა­ბერ ქა­რელ­თან. 2001-2006 წლებ­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა დახ­მა­რე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა შე­ად­გი­ნეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის ყალ­ბი ოქ­მე­ბი და თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ თბი­ლი­სის ზღვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ხე­ხილ­სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში მდე­ბა­რე 11 ჰექ­ტარ მი­წის ნაკ­ვეთს, შემ­დგომ­ში კი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ეტა­პობ­რი­ვად გა­ყი­დეს სხვა­დას­ხვა პი­რებ­ზე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ყვე­ლა მათ­განს ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნა და სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ვინ მიითვისა თბილისის ზღვაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნაკვეთები

ვინ მიითვისა თბილისის ზღვაზე მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ნაკვეთები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი, 1 013 390 ლარის ღირებულის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულებმა 2001-2006 წლებში საჯარო მოხელეთა დახმარებით, უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები შეადგინეს და თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეუფლნენ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - მარიამ ძულიაშვილი, მარინე ნადირაძე, ანა მაღრაძე და ცისანა გაბუნია დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ გარდაბნის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ყოფილ უფროსთან შოთა დიდებაშვილთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილ უფროსს კახაბერ ქარელთან. 2001-2006 წლებში საჯარო მოხელეთა დახმარებით, ბრალდებულებმა შეადგინეს უძრავი ქონების შეძენის ყალბი ოქმები და თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, შემდგომში კი უძრავი ქონება ეტაპობრივად გაყიდეს სხვადასხვა პირებზე", - ნათქვამია განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ყველა მათგანს ბრალდება წარედგინა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

გუმათში აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ირაკლი მუკბანიანს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - დაკავებულის ახლობლებმა ციხის მანქანას, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს

"ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებზე მიმდინარეობს" - სახალხო დამცველი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს