საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!
"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!

წლის ყვე­ლა­ზე სას­ტიკ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 26 წლის მაგ­და პა­პი­ძის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 10 თე­ბერ­ვალს არის და­ნიშ­ნუ­ლი. ახალ­გაზ­რდა ქალი ქმარ-შვი­ლის - 27 წლის ომარ და 5 წლის თორ­ნი­კე ქა­ფი­აშ­ვი­ლე­ბის მკვლე­ლო­ბას არ აღი­ა­რებს, თუმ­ცა მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მას­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა. პა­პი­ძის ოჯა­ხის წევ­რებ­მა კი ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­დეს, რომ მაგ­და პა­პი­ძე და­კა­ვე­ბი­სას ჩვე­ნე­ბის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა სას­ტი­კად აწა­მეს, რა დრო­საც მას მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა.

"კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს:

- პა­პი­ძე ამ­ბობ­და, რომ აღი­ა­რე­ბა­ზე უა­რის თქმის გამო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გახ­და. დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, თუმ­ცა ეს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მოხ­და თუ მა­ნამ­დე, ამას ვერ გა­ვარ­კვევ­დით, ამი­ტო­მაც მივ­მარ­თეთ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ორი კვი­რაა ვი­თხოვთ მა­სა­ლე­ბის მო­წო­დე­ბას, თუ რა ეტაპ­ზეა გა­მო­ძი­ე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უწყე­ბი­დან პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია. მაგ­და პა­პი­ძემ თავ­და­პირ­ვე­ლად აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი, შემ­დეგ უარ­ყო. მან და მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს, ამი­ტომ გვინ­და მეტი მა­სა­ლა გვქონ­დეს, რათა დას­კვნე­ბი გა­კეთ­დეს.

- მაგ­და პა­პი­ძემ თქვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს თუ უხ­სე­ნა ბოთ­ლის დე­ტა­ლი, ან ის, რომ პო­ლი­ცი­ელ­თა ძა­ლა­დო­ბის გამო მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა?

- პა­პი­ძეს მსგავ­სი რამ არ უხ­სე­ნე­ბია. ამ­ბობ­და, რომ მწა­მებ­ლე­ბის ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლია. სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩვენც ტე­ლე­ეთ­ე­რით შე­ვი­ტყვეთ.

მა­სა­ლა სრუ­ლად წა­ი­კი­თხეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 8 თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

ნა­ხეთ ვი­დეო| მაგ­და პა­პი­ძის ქმარ-შვი­ლის მკვლე­ლო­ბის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტებს კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ მი­ა­წო­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!

"პაპიძეს არ უთქვამს, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა" - რას ჰყვება სახალხო დამცველი ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულზე?!

წლის ყველაზე სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა 10 თებერვალს არის დანიშნული. ახალგაზრდა ქალი ქმარ-შვილის - 27 წლის ომარ და 5 წლის თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობას არ აღიარებს, თუმცა მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა პოლიციის განყოფილებაში მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. პაპიძის ოჯახის წევრებმა კი ტელევიზიით განაცხადეს, რომ მაგდა პაპიძე დაკავებისას ჩვენების გამოძალვის მიზნით პოლიციელებმა სასტიკად აწამეს, რა დროსაც მას მუცელი მოეშალა.

"კვირის პალიტრასთან" საუბარში სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს:

- პაპიძე ამბობდა, რომ აღიარებაზე უარის თქმის გამო ძალადობის მსხვერპლი გახდა. დათვალიერებისას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ეს პოლიციის განყოფილებაში მოხდა თუ მანამდე, ამას ვერ გავარკვევდით, ამიტომაც მივმართეთ პროკურატურას. ორი კვირაა ვითხოვთ მასალების მოწოდებას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, მაგრამ ჯერჯერობით უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია. მაგდა პაპიძემ თავდაპირველად აღიარა დანაშაული, შემდეგ უარყო. მან და მისი ოჯახის წევრებმა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთეს, ამიტომ გვინდა მეტი მასალა გვქონდეს, რათა დასკვნები გაკეთდეს.

- მაგდა პაპიძემ თქვენს წარმომადგენლებს თუ უხსენა ბოთლის დეტალი, ან ის, რომ პოლიციელთა ძალადობის გამო მუცელი მოეშალა?

- პაპიძეს მსგავსი რამ არ უხსენებია. ამ­ბობდა, რომ მწამებლების ამოცნობა შეუძლია. სხვა დეტალები ჩვენც ტელეეთ­ე­რით შევიტყვეთ.

მასალა სრულად წაიკითხეთ "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში

ნახეთ ვიდეო| მაგდა პაპიძის ქმარ-შვილის მკვლელობის ახალი დეტალები, რომელიც ჟურნალისტებს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ