პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს
"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს

ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნულ ცენ­ტრში ორა­სამ­დე მეც­ნი­ე­რის, ხე­ლო­ვა­ნი­სა თუ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის პი­რა­დი არ­ქი­ვია და­ცუ­ლი. როცა მათ ხელ­ნა­წე­რებს ეხე­ბი, ხვდე­ბი, რომ ეს დი­დე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. და როცა მათ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თებს კი­თხუ­ლობ, გული სიყ­ვა­რუ­ლით გევ­სე­ბა...თურ­მე რო­გო­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ერ­თგუ­ლე­ბის გრძნო­ბა ჰქონ­დათ ამ რჩე­ულ მა­მუ­ლიშ­ვი­ლებს...

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის, ანას­ტა­სია ჯამ­ბა­კურ-ორ­ბე­ლი­ა­ნის პი­რა­დი წე­რი­ლე­ბი:

"ჩემო თვა­ლის­ჩი­ნო, ჩემო მერ­ცხა­ლო სტა­ზი­ა­ჯან!

ნე­ტა­ვი ეხლა შენი მშვე­ნი­ე­რი ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი და ხე­ლე­ბი და­მა­კოც­ნი­ნა ისე, რო­გორც ყო­ველ­თვის გა­კო­ცებ­დი ხოლ­მე!... რო­გო­რა ხარ ჩემო ძირ­ფა­სო, ჩემო გუ­ლის მე­გო­ბა­რო? შენი ფიქ­რი მაქვს, გა­უფრ­თხილ­დი, არ გა­ცივ­დე, რომ უფრო არ გა­გიძ­ნელ­დეს. ეხლა რომ მანდ მამ­ყო­ფი­ნა, თავს შე­მო­გევ­ლე­ბო­დი, მო­გი­კი­თხავ­დი, რო­გორც პა­ტა­რა ბა­ღა­ნას: გაგხდი­დი და ლო­გინ­ში ჩე­მის ხე­ლით ჩა­გაწ­ვენ­დი; მხურ­ვა­ლე კოც­ნით შენს ფე­ხებს გა­გით­ბობ­დი; გახ­სოვს, შენ ამ­ბობ­დი ხოლ­მე: "მე ფე­ხე­ბი და ხე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ცივი მაქ­ვსო". მე გა­გით­ბობ კოც­ნით, მე გა­გით­ბობ­დი ჩე­მის სიყ­ვა­რუ­ლით: შენა ხარ ჩემი იმე­დი, ჩემი გა­მამ­ხნე­ვე­ბე­ლი!.. ნეტა ღირ­სი ვიყო შენი სიყ­ვა­რუ­ლი­სა! შენ გე­ნაც­ვა­ლოს შენი ვანო...

მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია ის ნე­ტა­რე­ბა და სიტ­კო­ე­ბა, როცა მე შენი ვიქ­ნე­ბი სა­ბო­ლო­ოდ, სა­მუ­და­მოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გე­ნაც­ვა­ლოს ვანო! (შენ გე­თაყ­ვა­ნოს შენს თვალ­წარმ­ტაც, გა­მა­გი­ჟე­ბელ) ნე­ტა­ვი ჩი­ტად მაქ­ცია, რომ შენ­თან მოვფრინ­დე... შენც ხომ მა­კო­ცებ­დი, შენც ხომ ჩა­მე­ხუ­ტე­ბო­დი? შენი ჭი­რი­მე სტა­ზი­ა­ჯან, შენ ისე ანე­ბივ­რებ შენს ვა­ნოს. მე უკვე სამი წე­რი­ლი მი­ვი­ღე, მო­უთ­მენ­ლად ველი ყო­ველ­დღე, თით­ქოს ყო­ველ­დღე­ობ­დეს!... ყო­ჩა­ღად იყავ ჩემო კარ­გო, შენს თავს გა­უფრ­თხილ­დი, თო­რემ შენს ვა­ნოს აუ­ტა­ნელ ტან­ჯვა­სა და მწუ­ხა­რე­ბას აგ­რძნო­ბი­ნებ...

მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ რომ სკრი­პ­კას უკ­რავ; იცი, ჩემო მერ­ცხა­ლო, ნუ და­ა­ნე­ბებ მუ­სი­კას, ნურც რო­დის! თუ და­ა­ნე­ბებ მაშნ შენც სხვებს და­ემ­სგავ­სე­ბი, რო­მელ­ნიც უკ­რა­ვენ, უკ­რა­ვენ და ბო­ლოს მი­ა­ტო­ვე­ბენ ხოლ­მე. მე ხომ არ გე­უბ­ნე­ბი კონ­ცერ­ტე­ბი გა­მარ­თე მეთ­ქი, არა; მე მინ­და მხო­ლოდ, რომ იმ მშვე­ნი­ერ ხე­ლოვ­ნე­ბას თავი არ და­ა­ნე­ბო. მე ვერ შევ­ძე­ლი მუ­სი­კის დამ­თავ­რე­ბა, მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ შენ, ჩემი თავ­ლის ჩინი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი სტა­ზია ამ ზე­ცი­ურ ხე­ლოვ­ნე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, თით­ქოს მე ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დე, იმი­ტომ, რომ მე და შენ გა­ნუყ­რელ­ნი ვართ, ერთს არ­სე­ბას წარ­მო­ავ­დგენთ. ძლი­ე­რი მხურ­ვა­ლე სიყ­ვა­რუ­ლი და გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რო­ბა გა­ვერ­თი­ა­ნებს ჩვენ! მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, როცა შენ უკ­რავ ხოლ­მე იმი­ტომ, რომ სა­დაც უნდა უკ­რავ­დე შენ, მე ვიცი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი, ჩვე­ნი მხურ­ვა­ლე სიყ­ვა­რუ­ლი მო­ის­მის ხოლ­მე. მე სულ იმის ფიქ­რში ვარ თუ რო­დის მე­ყო­ლე­ბი აქ; მე და ჩემი სტა­ზია, ჩემი მშვე­ნი­ე­რი სტა­ზია, ჩემი. დაგ­კოც­ნი გა­გი­ჟე­ბით ისე, რო­გორც მე რამ­დენ­ჯერ­მე ხოვ­ლე­ში დაგ­კოც­ნე, თა­ვით ფეხ­თამ­დე, მა­რად შენი ვანო".

(1906. IX. 25. პე­ტერ­ბურ­გი­დან თბილსს)

გაგ­რძე­ლე­ბა

"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს

"დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე..." - რას წერდა ივანე ჯავახიშვილი საყვარელ მეუღლეს

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ორასამდე მეცნიერის, ხელოვანისა თუ საზოგადო მოღვაწის პირადი არქივია დაცული. როცა მათ ხელნაწერებს ეხები, ხვდები, რომ ეს დიდებული პიროვნებები ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. და როცა მათ სასიყვარულო ბარათებს კითხულობ, გული სიყვარულით გევსება...თურმე როგორი გამორჩეული სიყვარულის ერთგულების გრძნობა ჰქონდათ ამ რჩეულ მამულიშვილებს...

ივანე ჯავახიშვილის და მისი მეუღლის, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის პირადი წერილები:

"ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!

ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!... როგორა ხარ ჩემო ძირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: "მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო". მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო...

მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გენაცვალოს ვანო! (შენ გეთაყვანოს შენს თვალწარმტაც, გამაგიჟებელ) ნეტავი ჩიტად მაქცია, რომ შენთან მოვფრინდე... შენც ხომ მაკოცებდი, შენც ხომ ჩამეხუტებოდი? შენი ჭირიმე სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს. მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღეობდეს!... ყოჩაღად იყავ ჩემო კარგო, შენს თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ...

მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ მაშნ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება, მე ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თავლის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოავდგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გავერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ სადაც უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ; მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო".

(1906. IX. 25. პეტერბურგიდან თბილსს)

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია