პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან..." - ჯეიმს აპატურაი MAP-ზე, ოპოზიციის როლსა და საქართველოს მომავალზე
"მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან..." - ჯეიმს აპატურაი MAP-ზე, ოპოზიციის როლსა და საქართველოს მომავალზე

კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯე­იმს აპა­ტუ­რა­ის გან­ცხა­დე­ბით, ის რომ იყოს ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნი­დან, მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და ნატო-ში შეს­ვლა და არა MAP-ის მი­ღე­ბა. ამის შე­სა­ხებ ჯე­იმს აპა­ტუ­რა­იმ "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი გან­მარ­ტე­ბით, MAP-ი, რო­გორც წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, შე­იქ­მნა რო­გორც პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, მას არ უნდა ჰქო­ნო­და ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­გო­რიც ახლა აქვს.

"იმის თქმით, რომ MAP ისევ სა­ჭი­როა, ხაზს ვუს­ვამთ მის პო­ლი­ტი­კურ ხა­სი­ათს. ეს არის რე­ა­ლო­ბა, მოგ­ვწონს ეს თუ არა. ვფიქ­რობ ყუ­რა­დღე­ბა უნდა გა­მახ­ვილ­დეს პირ­ველ ნა­წილ­ზე - პრაქ­ტი­კულ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე და არ მოხ­დეს ფო­კუ­სი­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ ას­პექ­ტზე - წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე. MAP-ის სა­კი­თხზე თან­ხმო­ბა ჯერ არ არის და გუ­ლახ­დი­ლად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გა­კონ­ტრო­ლე­ბაც ძნე­ლად თუ შეგ­ვიძ­ლია. რა­საც ჩვენ ვა­კონ­ტრო­ლებთ, ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლი იმპლე­მენ­ტა­ცია. რა უნდა გა­ვა­კე­თოთ ერ­თად? უნდა დავ­რწმუნ­დეთ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლი მომ­ზა­დე­ბის კუ­თხით ყვე­ლა ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი შე­ვავ­სეთ და მოვა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროც. მე ვფიქ­რობ, პრო­ცესს და­ა­ზი­ა­ნებს თუ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ შეხ­ვედ­რა­ზე MAP-ი და­სა­ხელ­დე­ბა მიზ­ნად. ვფიქ­რობ, ეს ქმნის იმედ­გაც­რუ­ე­ბას.

მე რომ ვიყო ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნი­დან, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და ნატო-ში შეს­ვლა და არა MAP-ის მი­ღე­ბა. MAP-ი ნა­ბი­ჯია, მი­ზა­ნი და ვიცი, რომ ამ მი­ზანს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იზი­ა­რებს", - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი პრო­ცეს­ში ოპო­ზი­ცი­ის როლ­ზეც სა­უბ­რობს და ფიქ­რობს, რომ ეს არის რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ისე ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

"თუ მთავ­რო­ბას ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი აქვს იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლი მთავ­რო­ბაც არ უნდა იყოს ის, ოპო­ზი­ცია ჩემი აზ­რით უნდა და­ფიქ­რდეს რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა პრო­ცე­სის­თვის მთავ­რო­ბას მოს­თხო­ვონ MAP-ი და მერე გა­ნა­ცხა­დონ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია, ვი­ნა­ი­დან მათ ვერ მი­ი­ღეს MAP-ი. MAP-ი, რო­მე­ლიც ვერ მი­ი­ღო ვე­რა­ვინ და რომ­ლის მი­ღე­ბაც ახლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მეს­მის შიდა პო­ლი­ტი­კა და არ მინ­და ამა­ში ძა­ლი­ან ჩა­ვე­რიო, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბა აქ­ცენ­ტი იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თოს, რად­გან MAP-ის მი­ღე­ბა ახლა ვერ მოხ­დე­ბა. არ უნდა ვუ­ყუ­როთ ამ სა­კითხს ბრმად და რა­ტომ უნდა ვაქ­ცი­ოთ პო­ლი­ტი­კურ ფეხ­ბურ­თად", - გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ არ არი­ან ნატო-ს წევ­რე­ბი მზად, მი­ი­ღონ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, აპა­ტუ­რა­იმ გან­მარ­ტა, რომ ზო­გი­ერ­თი ში­შობს, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წევ­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ნი­ჭე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის­ვე რისკს გაზ­რდის. "ამი­ტომ, მათ ურ­ჩევ­ნი­ათ აქ­ცენ­ტი იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე იყოს", -გა­ნა­ცხა­და აპა­ტუ­რა­იმ. მი­სი­ვე თქმით, ომის გან­მე­ო­რე­ბის შე­საძ­ლე­ო­ბას არ უშ­ვე­ბენ, თუმ­ცა "მათ არ უნ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა გა­არ­თუ­ლონ".

მი­სი­ვე თქმით, ვარ­შა­ვის ნატო-ს სა­მიტ­ზე ელო­დე­ბა სო­ლი­და­რო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბის შე­სა­ხებ ძლი­ერ გან­ცხა­დე­ბას. ის ასე­ვე ელო­დე­ბა ნა­ბი­ჯებს არ­სე­ბი­თი პა­კე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

"ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ასე­ვე ნატო-ს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მე შე­მიძ­ლია ვი­სა­უბ­რო ნატო-ს მხრი­დან, რომ ჩვენ ბო­ლომ­დე არ გაგ­ვი­კე­თე­ბია რაც სა­ჭი­რო იყო. ვმუ­შა­ობთ ქარ­თულ მხრეს­თან იმი­სათ­ვის, რათა დავ­რწმუნ­დეთ, რომ თქვე­ნი მხრი­და­ნაც ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბა", -აღ­ნიშ­ნა აპა­ტუ­რა­იმ.

იხი­ლეთ ვი­დეო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
0

ფინეთის პარლამენტი მსჯელობს ნატოში გაწავრიანებაზე. პრობლება ისაა, რომ ასეთი განაცხადიდან მიღებამდე ფინეთი დაუცველი იქნება რუსული აგრესიისგან. სწორედ ამ რისკზე ბჭობენ. ახლა რუსეთის მთელი ჯარი უკრაინაშია და ფინეთისთვის არა სცალიათ, ანუ შანსები უკეთესია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან..." - ჯეიმს აპატურაი MAP-ზე, ოპოზიციის როლსა და საქართველოს მომავალზე

"მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან..." - ჯეიმს აპატურაი MAP-ზე, ოპოზიციის როლსა და საქართველოს მომავალზე

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ის რომ იყოს ასპირანტი ქვეყნიდან, მისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, MAP-ი, როგორც წევრობის სამოქმედო გეგმა, შეიქმნა როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი, მას არ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკური მნიშვნელობა, როგორიც ახლა აქვს.

"იმის თქმით, რომ MAP ისევ საჭიროა, ხაზს ვუსვამთ მის პოლიტიკურ ხასიათს. ეს არის რეალობა, მოგვწონს ეს თუ არა. ვფიქრობ ყურადღება უნდა გამახვილდეს პირველ ნაწილზე - პრაქტიკულ მექანიზმებზე და არ მოხდეს ფოკუსირება პოლიტიკურ ასპექტზე - წევრობის სამოქმედო გეგმაზე. MAP-ის საკითხზე თანხმობა ჯერ არ არის და გულახდილად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რისი გაკონტროლებაც ძნელად თუ შეგვიძლია. რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ეს არის პრაქტიკული იმპლემენტაცია. რა უნდა გავაკეთოთ ერთად? უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრაქტიკული მომზადების კუთხით ყველა ცარიელი ადგილი შევავსეთ და მოვა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროც. მე ვფიქრობ, პროცესს დააზიანებს თუ ყველა პოლიტიკურ შეხვედრაზე MAP-ი დასახელდება მიზნად. ვფიქრობ, ეს ქმნის იმედგაცრუებას.

მე რომ ვიყო ასპირანტი ქვეყნიდან, ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა ნატო-ში შესვლა და არა MAP-ის მიღება. MAP-ი ნაბიჯია, მიზანი და ვიცი, რომ ამ მიზანს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს", - განაცხადა აპატურაიმ.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პროცესში ოპოზიციის როლზეც საუბრობს და ფიქრობს, რომ ეს არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

"თუ მთავრობას ყურადღება გამახვილებული აქვს იმპლემენტაციაზე, რომელი მთავრობაც არ უნდა იყოს ის, ოპოზიცია ჩემი აზრით უნდა დაფიქრდეს რამდენად სასარგებლოა პროცესისთვის მთავრობას მოსთხოვონ MAP-ი და მერე განაცხადონ, რომ ხელისუფლებამ წარმატებას ვერ მიაღწია, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს MAP-ი. MAP-ი, რომელიც ვერ მიიღო ვერავინ და რომლის მიღებაც ახლა შეუძლებელია. მესმის შიდა პოლიტიკა და არ მინდა ამაში ძალიან ჩავერიო, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნება აქცენტი იმპლემენტაციაზე გააკეთოს, რადგან MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება. არ უნდა ვუყუროთ ამ საკითხს ბრმად და რატომ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ ფეხბურთად", - განაცხადა აპატურაიმ.

კითხვაზე, რატომ არ არიან ნატო-ს წევრები მზად, მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, აპატურაიმ განმარტა, რომ ზოგიერთი შიშობს, რომ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება საქართველოსთვისვე რისკს გაზრდის. "ამიტომ, მათ ურჩევნიათ აქცენტი იმპლემენტაციაზე იყოს", -განაცხადა აპატურაიმ. მისივე თქმით, ომის განმეორების შესაძლეობას არ უშვებენ, თუმცა "მათ არ უნდათ, რომ საქართველოში ცხოვრება გაართულონ".

მისივე თქმით, ვარშავის ნატო-ს სამიტზე ელოდება სოლიდარობას, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას. ის ასევე ელოდება ნაბიჯებს არსებითი პაკეტის გასაძლიერებლად.

"ეს არის საქართველოს პასუხისმგებლობა და ასევე ნატო-ს პასუხისმგებლობა. მე შემიძლია ვისაუბრო ნატო-ს მხრიდან, რომ ჩვენ ბოლომდე არ გაგვიკეთებია რაც საჭირო იყო. ვმუშაობთ ქართულ მხრესთან იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი მხრიდანაც ყველაფერი კეთდება", -აღნიშნა აპატურაიმ.

იხილეთ ვიდეო