რომის პაპმა დღეს მორწმუნეებს მოუწოდა, რუსეთის პატრიარქ კირილთან მისი შეხვედრისთვის ილოცონ.
"გთხოვთ, ლოცვით დაუჭიროთ მხარი ჩემს მექსიკაში გამგზავრებას, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და ჩემ შეხვედრას ძვირფას ძმასთან, კირილთან", - მიმართა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციული საკვირაო ლოცვის მოსასმენად მისულ მორწმუნეებს.
პატრიარქ კირილისა და რომის პაპის მოსალოდნელ შეხვედრასთან დაკავშირებით ვატიკანმა და მოსკოვის საპატრიარქომ ინფორმაცია პარასკევს გაავრცელეს, რომელიც 12 თებერვალს ჰავანაში ორი საათის განმავლობაში გაიმართება და ერთობლივი დეკლარაციების ხელმოწერით დასრულდება.
ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როდესაც რუსეთის პატრიარქი რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარს შეხვდება.