მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"
როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"

"მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცია - მეტი მხარ­და­ჭე­რა მცი­რე მე­ურ­ნე­ებს", - ეს ფრა­ზა ბოლო დროს ხში­რად გა­ის­მის. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ეს ყვე­ლაფ­რი მხო­ლოდ ფრა­ზად არ დარ­ჩე­ბა.

ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­ნიც­დის თუ არა მო­სახ­ლე­ო­ბა ჯან­სა­ღი სურ­სა­თის მი­ღე­ბის დე­ფი­ციტს.

რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, რაც უახ­ლო­ეს­მა ეროვ­ნულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის 70% სურ­სა­თის უკ­მა­რი­სო­ბას გა­ნიც­დის და არ­სე­ბობს შიში, რომ ეს მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა გა­უ­ა­რეს­დეს. სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც ამ­ძი­მებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა შე­მო­სავ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლოდ 50%-ს სურ­სათ­ზე ხარ­ჯავს და მცი­რე შე­მო­სავ­ლე­ბის გამო, დიდ ნა­წილს, ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა ად­გი­ლობ­რივ, მრა­ვალ­ფე­რო­ვან და საღ პრო­დუქტზე, შე­დე­გად, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მის მცი­რე­შე­მო­სავ­ლი­ან ფე­ნებ­ში, შე­ი­ნიშ­ნე­ბა - ბავ­შვთა ზრდის შე­ფერ­ხე­ბა, იო­დი­სა და რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი.

არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა აფერ­ხებს ადა­მი­ა­ნის ჰარ­მო­ნი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ამ­ცი­რებს მის შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას, რა­საც უარ­ყო­ფით სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე.

ოქსფა­მის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის ერთ-ერთი მე­ქა­ნიზ­მი მცი­რე მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და მათი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მხარ­და­ჭე­რაა, რაც თა­ვის­თა­ვად, გაზ­რდის ად­გი­ლობ­რი­ვი დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას.

ისი­ნი 2013 წლი­დან ევ­რო­კავ­ში­რის და­ფი­ნან­სე­ბით, ახორ­ცი­ლე­ე­ბენ 4-წლი­ან პრო­ექტს, - "ეროვ­ნუ­ლი სა­სურ­სა­თო უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის სრულ­ყო­ფა და მცი­რე ფერ­მე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში".

ლე­ვან და­დი­ა­ნი, ოქსფა­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

- სა­ბა­ზი­სო ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ადა­მი­ანს 10 ძი­რი­თა­დი კა­ტე­გო­რი­ის სურ­სა­თი სჭირ­დე­ბა, - ეს არის ცხო­ვე­ლუ­რი საკ­ვე­ბი (ხორ­ცე­უ­ლი, თევ­ზე­უ­ლი), A ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი საკ­ვე­ბი (ხი­ლე­უ­ლი) პარ­კოს­ნე­ბი (მარ­ცვლე­უ­ლი) და ა.შ.

მო­სახ­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­ი­კი­თხა (კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი), რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯან­სა­ღად არ იკ­ვე­ბე­ბა, 10 აუ­ცი­ლე­ბე­ლი კა­ტე­გო­რი­ი­დან მო­ვი­ცავთ მხო­ლოდ 5-ს.

ქალ­ბა­ტო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში, კი­დევ უფრო მწვა­ვე­დაა. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სოფ­ლად შე­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებ­ში ქალი გა­ნა­გებს საკ­ვე­ბის მო­პო­ვე­ბას, მომ­ზა­დე­ბა­სა და გა­ნა­წი­ლე­ბას, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­მელ­თაც ხელი არ მი­უწ­ვდე­ბათ სრულ­ფა­სო­ვან საკ­ვებ­ზე, ქალი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით იკ­ლებს თა­ვის ულუ­ფას აძ­ლევს ბავ­შვს, ან მა­მა­კაცს.

გა­მოვ­ლინ­და ისიც, რომ იმ 5 კა­ტე­გო­რი­ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ტი­დან, რო­მე­ლიც ისე­დაც სა­გან­გა­შოა, 4-ს მო­იხ­მა­რენ.

- ეს იმის ბრა­ლია, რომ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით ვიკ­ვე­ბე­ბით?

- ესეც და ისიც, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია. დე­ფი­ცი­ტურ კა­ტე­გო­რი­ებ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, რო­მე­ლი კა­ტე­გო­რია უფრო დე­ფი­ცი­ტუ­რია ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ეს არის რკი­ნის შემ­ცვე­ლი - ხორ­ცი, თევ­ზი და ა ვი­ტა­მი­ნის შემ­ცვე­ლი ხილი. ამ ორ კა­ტე­გო­რი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა და ზუს­ტად ეს 2 კა­ტე­გო­რი­ის არ­მი­ღე­ბა იწ­ვევს მო­ზარ­დებ­ში ზრდის შე­ჩე­რე­ბას, გარ­და ამი­სა, იწ­ვევს ისეთ არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბებს, რო­გო­რი­ცაა გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ.

- ამ შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი რა არის?

- ად­გი­ლობ­რი­ვი სურ­სა­თის წარ­მო­ე­ბა უნდა გა­ი­ზარ­დოს და მცი­რე მე­ურ­ნე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ. ქვე­ყა­ნა­ში 650.000 მცი­რე გლე­ხუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სის რელ­სებ­ზე ვერ დგას, მათ ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი წვდო­მა აქვთ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვებ­ზე. სა­ჭი­როა, მოხ­დეს ამ მცი­რე მე­ურ­ნე­თა დახ­მა­რე­ბა არა ერთჯე­რა­დი ხა­სი­ა­თის სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის სა­ხით, არა­მედ გა­აზ­რე­ბუ­ლი, გეგ­მა­ზო­მი­ე­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით.

- რა­ნა­ი­რად უნდა ჩა­ერ­თონ მცი­რე მე­ურ­ნე­ე­ბი ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე?

- ქვე­ყა­ნა­ში ჯარი, სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სკო­ლე­ბი, ბა­ღე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხელ­მწი­ფოს­გან მა­რაგ­დე­ბა, ამ ობი­ექ­ტე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უნდა მოხ­დეს სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი მე­წარ­მე­ე­ბი­სა და მე­ურ­ნე­ო­ბის­გან.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"

როგორ ვიკვებებით? - "საქართველოს მოსახლეობა 10 აუცილებელი კატეგორიიდან მხოლოდ 5-ს იღებს"

"მეტი ადგილობრივი პროდუქცია - მეტი მხარდაჭერა მცირე მეურნეებს", - ეს ფრაზა ბოლო დროს ხშირად გაისმის.  კარგი იქნება, თუ ეს ყველაფრი მხოლოდ ფრაზად არ დარჩება.

ალბათ, საინტერესოა, განიცდის თუ არა მოსახლეობა ჯანსაღი სურსათის მიღების დეფიციტს.

როგორც შევიტყვეთ, რაც უახლოესმა ეროვნულმა კვლევებმა აჩვენა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 70% სურსათის უკმარისობას განიცდის და არსებობს შიში, რომ ეს მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ საქართველოს მოსახლეობა შემოსავლების საშუალოდ 50%-ს სურსათზე ხარჯავს და მცირე შემოსავლების გამო, დიდ ნაწილს, ხელი არ მიუწვდება ადგილობრივ, მრავალფეროვან და საღ პროდუქტზე, შედეგად, ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მის მცირეშემოსავლიან ფენებში, შეინიშნება - ბავშვთა ზრდის შეფერხება, იოდისა და რკინის დეფიციტი.

არასრულფასოვანი კვება აფერხებს ადამიანის ჰარმონიულ განვითარებას, ამცირებს მის შრომისუნარიანობას, რასაც უარყოფით სოციალური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება ხოლმე.

ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეობის განვითარება და მათი ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად, გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

ისინი 2013 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით, ახორცილეებენ 4-წლიან პროექტს, - "ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში".

ლევან დადიანი, ოქსფამის წარმომადგენელი:

- საბაზისო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ადამიანს 10 ძირითადი კატეგორიის სურსათი სჭირდება, - ეს არის ცხოველური საკვები (ხორცეული, თევზეული), A ვიტამინის შემცველი საკვები (ხილეული) პარკოსნები (მარცვლეული) და ა.შ.

მოსახლეობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოიკითხა (კვლევაში ჩართულები იყვნენ კვალიფიცირებული სპეციალისტები), რომელმაც აჩვენა, რომ ადამიანების უმრავლესობა ჯანსაღად არ იკვებება, 10 აუცილებელი კატეგორიიდან მოვიცავთ მხოლოდ 5-ს.

ქალბატონებთან მიმართებაში მდგომარეობა, განსაკუთრებით რეგიონებში, კიდევ უფრო მწვავედაა. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლად შეჭირვებულ ოჯახებში ქალი განაგებს საკვების მოპოვებას, მომზადებასა და განაწილებას, შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში, რომელთაც ხელი არ მიუწვდებათ სრულფასოვან საკვებზე, ქალი ნებაყოფლობით იკლებს თავის ულუფას აძლევს ბავშვს, ან მამაკაცს.

გამოვლინდა ისიც, რომ იმ 5 კატეგორიის აუცილებელი პროდუქტიდან, რომელიც ისედაც საგანგაშოა, 4-ს მოიხმარენ.

- ეს იმის ბრალია, რომ იმპორტირებული პროდუქტებით ვიკვებებით?

- ესეც და ისიც, რომ მოსახლეობის შემოსავალი ძალიან დაბალია. დეფიციტურ კატეგორიებზე თუ ვისაუბრებთ, რომელი კატეგორია უფრო დეფიციტურია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს არის რკინის შემცველი - ხორცი, თევზი და ა ვიტამინის შემცველი ხილი. ამ ორ კატეგორიასთან მიმართებაში ძალიან მწვავე მდგომარეობაა და ზუსტად ეს 2 კატეგორიის არმიღება იწვევს მოზარდებში ზრდის შეჩერებას, გარდა ამისა, იწვევს ისეთ არაგადამდებ დაავადებებს, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ.

- ამ შემთხვევაში თქვენი კონკრეტული რეკომენდაციები რა არის?

- ადგილობრივი სურსათის წარმოება უნდა გაიზარდოს და მცირე მეურნეებს მაქსიმალურად მხარი უნდა დაუჭირონ. ქვეყანაში 650.000 მცირე გლეხური მეურნეობაა, რომელიც ბიზნესის რელსებზე ვერ დგას, მათ ძალიან შეზღუდული წვდომა აქვთ ეკონომიკურ აქტივებზე. საჭიროა, მოხდეს ამ მცირე მეურნეთა დახმარება არა ერთჯერადი ხასიათის სოციალური დახმარებების სახით, არამედ გააზრებული, გეგმაზომიერი ინვესტიციებით.

- რანაირად უნდა ჩაერთონ მცირე მეურნეები ადგილობრივ ბაზარზე?

- ქვეყანაში ჯარი, საჯარო დაწესებულებები, სკოლები, ბაღები, რომლებიც სახელმწიფოსგან მარაგდება, ამ ობიექტების მოთხოვნილების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს სწორედ ადგილობრივი მეწარმეებისა და მეურნეობისგან.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია