კიევი-თბილისის რეისი ცრუ განგაშის გამო გადაიდო ბორისპოლის აეროპორტში, კიევი-თბილისის რეისი გარკვეული დროით გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი თვითმფრინავში საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის მიერ წარმოთქმული ფრაზა გახდა, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო. პოლიციამ ყველა მგზავრი თვითმფინავიდან შემოწმების მიზნით ჩაიყვანა. ოფიციალური ინფორმაცია ამ თემაზე არ გავრცელებულა. მომხდარის შესახებ ის პირები ყვებიან, რომლებიც ინციდენტს უშუალოდ შეესწრნენ.
"ნასვამი მგზავრი იძახდა, რომ თვითმფრინავში არის მომბი და უკრაინის ავიახაზებმა მიიღო გადაწყვეტყილება, რომ დაეცალა თვითმფრინავი და მგზავრებიც და ბარგიც შეამოწმა, რის შედეგადაც ფრენა ერთი საათით გადაიდო", - განაცხადა პიარ სააგენტო Key Communications-ის დამფუძნებელმა თეონა ბაღდავაძემ.