პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯანსუღ ჩარკვიანის სადღეგრძელო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოეწონა
ჯანსუღ ჩარკვიანის სადღეგრძელო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოეწონა

"თუ კე­თილ­შო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ და იუ­მო­რიც გაქვს, სუფ­რას­თან ყვე­ლას­თვის სა­სურ­ვე­ლი ხდე­ბი! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა, რო­მელ­მაც ადა­მი­ა­ნე­ბის ფასი იცის! ის არა­სო­დეს არა­ვის ლან­ძღავს..." - ამ­ბობს ბა­ტო­ნი ჯან­სუღ ჩარ­კვი­ა­ნი, რო­მე­ლიც ქარ­თუ­ლი სუფ­რის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რა.

- მა­მა­ჩე­მი გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­მა­და გახ­ლდათ და ამას მის თა­ო­ბა­ში ყვე­ლა აღი­ა­რებ­და! ყო­ველ­თვის სთხოვ­დნენ, სუფ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მის­გან ყვე­ლა­ზე მე­ტად, ერთი გა­მო­ნათ­ქვა­მი ჩამ­რჩა გო­ნე­ბა­ში: - ჩემო ჯან­სუღ, შენ ხში­რად თა­მა­დობ და ხალ­ხს არ და­ა­ძა­ლო ღვი­ნის სმა, ვი­საც რამ­დე­ნი უნდა, იმ­დე­ნი და­ლი­ო­სო... მა­მის და­რი­გე­ბა იმ­დე­ნად ავი­ტა­ცე, რომ ვამ­ბობ­დი: ვი­საც შე­უძ­ლია, სამი ბოთ­ლი და­ლი­ოს და ერთს და­ლევს, იმის დედა ვა­ტი­რე და ვი­ნაც სამი ბოთ­ლი და­ლი­ოს, მისი დედა ორ­ჯერ ვა­ტი­რე-მეთ­ქი... ახლა ვხე­დავ, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის სუფ­რა ხში­რად, ჩხუ­ბი­თა და აყალ­მა­ყა­ლით მთავ­რდე­ბა, ადრე კი ქარ­თუ­ლი სუფ­რა სიყ­ვა­რუ­ლის ად­გი­ლი იყო! მარ­თა­ლია, ხში­რად მიხ­დე­ბო­და თა­მა­დო­ბა, მაგ­რამ არა­სო­დეს მქო­ნია სურ­ვი­ლი, უც­ნობ ხალ­ხში გავ­ძღო­ლო­დი სუფ­რას! ერთხელ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით. ოც­და­ათ­კა­ცი­ა­ნი სუფ­რა გა­შა­ლეს და მი­თხრეს, შენ უნდა იყო თა­მა­დაო. უარი ვთქვი. ერთი ბიჭი იყო, რო­მელ­საც თა­მა­დო­ბა უყ­ვარ­და და ის ავირ­ჩი­ეთ... ორი-სამი სა­დღეგ­რძე­ლოს შემ­დეგ მო­მად­გა და სუფ­რის ერთ-ერთ წევ­რზე მე­კი­თხე­ბა: ბა­ტო­ნო ჯან­სუღ, ხომ არ იცით, იმ კაცს რა ჰქვია? უნდა ვა­დღეგ­რძე­ლოო! ვუ­პა­სუ­ხე, - არ ვიცი-მეთ­ქი. გა­ვი­და ცოტა ხანი და ახლა სუფ­რის სხვა წევ­რის ვი­ნა­ო­ბა მკი­თხა. გავ­ბრაზ­დი და ვუყ­ვი­რე, - ბიჭო, მა­გა­თი სა­ხე­ლე­ბი რომ მცოდ­ნო­და, შენ აქ თა­მა­დად ვინ აგირ­ჩევ­და-მეთ­ქი?!. უცი­ლებ­ლად უნდა იც­ნობ­დე სუფ­რის წევ­რებს და იცო­დე, ვინ ვისი შვი­ლია, რა ტო­მის კა­ცია, რო­გო­რი ოჯა­ხი აქვს, რას წარ­მო­ად­გენს თა­ვად, რა პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა და ასე შემ­დეგ... ასე­ვე, არა­სო­დეს მიყ­ვარ­და ორას­კა­ცი­ან სუფ­რებ­ზე თა­მა­დო­ბა. ახ­ლობ­ლებ­ში - კი, ბა­ტო­ნო, სა­დაც მაქ­სი­მუმ, 40 სტუ­მა­რი თუ იქ­ნე­ბო­და. არ ჩა­მოვ­თვლი, მაგ­რამ ვიცი თა­მა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ საქ­მე­ში ფულს იღებ­დნენ და უზარ­მა­ზარ სუფ­რებს და­წე­რი­ლი სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით თა­მა­დობ­დნენ. სი­ე­ბიც ჩა­მო­წე­რი­ლი ჰქონ­დათ, ვინ რო­დის უნდა ედღეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და ეგეთ თა­მა­დო­ბას რა ფასი აქვს?! უნდა იცო­დე, მე­გობ­რო­ბის სა­დღეგ­რძე­ლო სად უნდა თქვა და წა­სუ­ლე­ბის - სად. ხში­რად უნდა აღ­ნიშ­ნო, რომ ღმერ­თი სიყ­ვა­რუ­ლია...

- ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ახ­ლაც აგ­რძე­ლებთ თა­მა­დო­ბას?

- ახლა ჩემი სა­მე­გობ­რო ძა­ლი­ან შე­თხელ­და... ერთხელ, წა­სუ­ლე­ბის შე­სან­დო­ბა­რი ვთქვი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აი­ტა­ცეს და ახლა ყველ­გან ამ­ბო­ბენ: "ეს იმ კაცს გა­უ­მარ­ჯოს, რო­მე­ლიც ჩვენ­თან იყო და სი­ცო­ცხლეს გვი­ად­ვი­ლებ­და, ჩვენ­გან წა­ვი­და და სიკ­ვდილს გვი­ად­ვი­ლებს!" ჩემს გარ­დაც­ვლილ მე­გობ­რებს მი­ვუ­ძღვე­ნი. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­დე­ბი გვყავ­და: ირაკ­ლი აბა­ში­ძე, ნო­დარ დუმ­ბა­ძე, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე... მი­ხა­რო­და მათი თა­მა­დო­ბა, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს აფ­რქვევ­დნენ... ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­დღეგ­რძე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მოთ­ქვამ­დნენ. მათ სი­ტყვებ­ში ჩან­და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­სულს, აწ­მყო­სა და მო­მა­ვალს რო­გორ ხე­დავ­დნენ. კაცს, რო­მელ­მაც "სამი დროს" ფასი არ იცის, ვე­რა­ფერს მოს­თხოვ! გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­ხა­რო­და, როცა ასეთ კარგ თა­მა­დებს სურ­დათ, მე გავ­ძღო­ლო­დი სუფ­რას. ახლა გა­მახ­სენ­და: ერთ კაცს ვიც­ნობ­დი, რო­მე­ლიც, თუ სუფ­რის თა­მა­დად არ ავირ­ჩევ­დით, სუფ­რი­დან იპა­რე­ბო­და.

- რო­გორ ახერ­ხებ­დით, რომ იმ სუფ­რა­ზე, რომ­ლის თა­მა­დაც იყა­ვით, ჩხუ­ბი არ ყო­ფი­ლი­ყო?

- ამას დიდი რე­გუ­ლი­რე­ბა არ სჭირ­დე­ბო­და. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, რომ ადრე სუფ­რა სიყ­ვა­რუ­ლის ად­გი­ლი იყო! იმ­დე­ნად უხა­რო­დათ ერ­თმა­ნე­თის და­ნახ­ვა, ჩხუ­ბის­თვის არა­ვის ეცა­ლა. თუ ვინ­მე მძი­მე ხა­სი­ა­თის პი­როვ­ნე­ბა იყო, მას სუფ­რას­თან აღარ მი­ვიწ­ვევ­დით.

- სა­ზღვარ­გა­რეთ გი­თა­მა­დი­ათ?

- დიახ! ამე­რი­კა­ში, იტა­ლი­ა­ში... სი­ცი­ლი­ა­ზე რომ ვი­ყა­ვი თა­მა­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვა­დღეგ­რძე­ლე იტა­ლია, შემ­დეგ ცალ­კე სი­ცი­ლია ვა­დღეგ­რძე­ლე, თა­ვი­სი წარ­სუ­ლით და გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი მი­ყუ­რებ­დნენ. იქ სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით არა­ვინ იწუ­ხებს თავს. ამ­ბო­ბენ მხო­ლოდ, - "გაგ­ვი­მარ­ჯოს" და "კარ­გად ვი­ყოთ"... უცხო­ე­ლებს ვუჩ­ვე­ნეთ, რა არის ქარ­თუ­ლი სუფ­რა და ქარ­თუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი! ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯანსუღ ჩარკვიანის სადღეგრძელო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოეწონა

ჯანსუღ ჩარკვიანის სადღეგრძელო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულად მოეწონა

"თუ კეთილშობილი ადამიანი ხარ და იუმორიც გაქვს, სუფრასთან ყველასთვის სასურველი ხდები! ბიძინა ივანიშვილი ძალიან საინტერესო პიროვნებაა, რომელმაც ადამიანების ფასი იცის! ის არასოდეს არავის ლანძღავს..." - ამბობს ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანი, რომელიც ქართული სუფრის შესახებ გვესაუბრა.

- მამაჩემი გამორჩეული თამადა გახლდათ და ამას მის თაობაში ყველა აღიარებდა! ყოველთვის სთხოვდნენ, სუფრის ხელმძღვანელი ყოფილიყო. მისგან ყველაზე მეტად, ერთი გამონათქვამი ჩამრჩა გონებაში: - ჩემო ჯანსუღ, შენ ხშირად თამადობ და ხალხს არ დააძალო ღვინის სმა, ვისაც რამდენი უნდა, იმდენი დალიოსო... მამის დარიგება იმდენად ავიტაცე, რომ ვამბობდი: ვისაც შეუძლია, სამი ბოთლი დალიოს და ერთს დალევს, იმის დედა ვატირე და ვინაც სამი ბოთლი დალიოს, მისი დედა ორჯერ ვატირე-მეთქი... ახლა ვხედავ, ჩვენი ახალგაზრდების სუფრა ხშირად, ჩხუბითა და აყალმაყალით მთავრდება, ადრე კი ქართული სუფრა სიყვარულის ადგილი იყო! მართალია, ხშირად მიხდებოდა თამადობა, მაგრამ არასოდეს მქონია სურვილი, უცნობ ხალხში გავძღოლოდი სუფრას! ერთხელ რესტორანში ვიყავით. ოცდაათკაციანი სუფრა გაშალეს და მითხრეს, შენ უნდა იყო თამადაო. უარი ვთქვი. ერთი ბიჭი იყო, რომელსაც თამადობა უყვარდა და ის ავირჩიეთ... ორი-სამი სადღეგრძელოს შემდეგ მომადგა და სუფრის ერთ-ერთ წევრზე მეკითხება: ბატონო ჯანსუღ, ხომ არ იცით, იმ კაცს რა ჰქვია? უნდა ვადღეგრძელოო! ვუპასუხე, - არ ვიცი-მეთქი. გავიდა ცოტა ხანი და ახლა სუფრის სხვა წევრის ვინაობა მკითხა. გავბრაზდი და ვუყვირე, - ბიჭო, მაგათი სახელები რომ მცოდნოდა, შენ აქ თამადად ვინ აგირჩევდა-მეთქი?!. უცილებლად უნდა იცნობდე სუფრის წევრებს და იცოდე, ვინ ვისი შვილია, რა ტომის კაცია, როგორი ოჯახი აქვს, რას წარმოადგენს თავად, რა პროფესიას ემსახურება და ასე შემდეგ... ასევე, არასოდეს მიყვარდა ორასკაციან სუფრებზე თამადობა. ახლობლებში - კი, ბატონო, სადაც მაქსიმუმ, 40 სტუმარი თუ იქნებოდა. არ ჩამოვთვლი, მაგრამ ვიცი თამადები, რომლებიც ამ საქმეში ფულს იღებდნენ და უზარმაზარ სუფრებს დაწერილი სადღეგრძელოებით თამადობდნენ. სიებიც ჩამოწერილი ჰქონდათ, ვინ როდის უნდა ედღეგრძელებინათ და ეგეთ თამადობას რა ფასი აქვს?! უნდა იცოდე, მეგობრობის სადღეგრძელო სად უნდა თქვა და წასულების - სად. ხშირად უნდა აღნიშნო, რომ ღმერთი სიყვარულია...

- ახლობლების გარემოცვაში, ახლაც აგრძელებთ თამადობას?

- ახლა ჩემი სამეგობრო ძალიან შეთხელდა... ერთხელ, წასულების შესანდობარი ვთქვი, რომელიც ძალიან აიტაცეს და ახლა ყველგან ამბობენ: "ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელიც ჩვენთან იყო და სიცოცხლეს გვიადვილებდა, ჩვენგან წავიდა და სიკვდილს გვიადვილებს!" ჩემს გარდაცვლილ მეგობრებს მივუძღვენი. ძალიან საინტერესო თამადები გვყავდა: ირაკლი აბაშიძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ ფანჯიკიძე... მიხაროდა მათი თამადობა, იმხელა სიყვარულს აფრქვევდნენ... ისინი საქართველოს სადღეგრძელოს განსაკუთრებულად წარმოთქვამდნენ. მათ სიტყვებში ჩანდა საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს როგორ ხედავდნენ. კაცს, რომელმაც "სამი დროს" ფასი არ იცის, ვერაფერს მოსთხოვ! განსაკუთრებულად მიხაროდა, როცა ასეთ კარგ თამადებს სურდათ, მე გავძღოლოდი სუფრას. ახლა გამახსენდა: ერთ კაცს ვიცნობდი, რომელიც, თუ სუფრის თამადად არ ავირჩევდით, სუფრიდან იპარებოდა.

- როგორ ახერხებდით, რომ იმ სუფრაზე, რომლის თამადაც იყავით, ჩხუბი არ ყოფილიყო?

- ამას დიდი რეგულირება არ სჭირდებოდა. კიდევ ვიმეორებ, რომ ადრე სუფრა სიყვარულის ადგილი იყო! იმდენად უხაროდათ ერთმანეთის დანახვა, ჩხუბისთვის არავის ეცალა. თუ ვინმე მძიმე ხასიათის პიროვნება იყო, მას სუფრასთან აღარ მივიწვევდით.

- საზღვარგარეთ გითამადიათ?

- დიახ! ამერიკაში, იტალიაში... სიცილიაზე რომ ვიყავი თამადა, გან­სა­კუთრებულად ვადღეგრძელე იტალია, შემდეგ ცალკე სიცილია ვადღეგრძელე, თავისი წარსულით და გაოცებულები მიყურებდნენ. იქ სადღეგრძელოებით არავინ იწუხებს თავს. ამბობენ მხოლოდ, - "გაგვიმარჯოს" და "კარგად ვიყოთ"... უცხოელებს ვუჩვენეთ, რა არის ქართული სუფრა და ქართული სიყვარული! ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია