ბავარიის ქალაქ ერლანგენში მცხოვრები პენსიონერი ცოლ-ქმარი ქართველი დამნაშავეების მსხვერპლი გახდა. დაზარებულების თქმით, მათი სახლი გაძარცვეს და 300 ევროს ოდენობის თანხა და ძვირფასეულობა გაიტანეს. ქართული კრიმინალური დაჯგუფების შესახებ ვრცელი რეპორტაჟი გერმანულმა არხმა ARD-მა მოამზადა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ბოლო წლებში ქვეყანაში ქართველებისგან შემდგარმა კრიმინალურმა დაჯგუფებებმა იმატა. კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, მათ გერმანიას ასეულ მილიონობით ზარალი მიაყენეს. ფედერალური კრიმინალური სამსახურის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კრიმინალები ორგანიზებულად იმართებიან საქართველოდან, რაშიც მათ ხელს უწყობს გერმანიაში ლტოლვილების უწყვეტი ნაკადით გამოწვეული არეულობა.