პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და გვიყურებდა გაფართოებული თვალებით..." - ბიანკა შიგუროვას მეგობრის ემოციური პოსტი
"შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და გვიყურებდა გაფართოებული თვალებით..." - ბიანკა შიგუროვას მეგობრის ემოციური პოსტი

ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გუ­რამ მუ­რა­დო­ვი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გარ­დაც­ვლი­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, ბი­ან­კა ში­გუ­რო­ვას შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"ზო­გა­დად არ მიყ­ვარს ხოლ­მე მსგავ­სი პოს­ტე­ბის წერა ასეთ თე­მებ­ზე, მაგ­რამ ეს ის შემ­თხვე­ვა არაა.

ძა­ლი­ან გული დამ­წყდა როცა Facebook-ის გახ­სნი­სას, პირ­ვე­ლი ნი­უ­სი ბი­ან­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო. მე ჩემი სა­კუ­თა­რი თვა­ლით ნა­ნა­ხი და სა­კუ­თა­რი ყუ­რით მაქვს მოს­მე­ნი­ლი თუ რა სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა უწევ­და მას ყო­ველ დღე. კარ­გად მახ­სოვს ამ ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დღე, მე და ია­ნამ ბი­ან­კას სახ­ლში მი­ვა­კი­თხეთ ტაქ­სით, ბუ­ხა­ი­ძის ქუ­ჩა­ზე. მა­შინ იქ ცხოვ­რობ­და. იტა­ლი­უ­რი ეზოს ერ­თერთ პა­ტა­რა ოთახ­ში, სხვა ოთხ ადა­მი­ან­თან ერ­თად. როცა ჭიშ­კრი­დან ფეხი გად­მოდ­გა და ჩვენ­კენ წა­მო­ვი­და, იქვე სვეც­კად მისი ორი მე­ზო­ბე­ლი ბებო იჯდა. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა მათი რე­აქ­ცია როცა ბი­ან­კა და­ი­ნა­ხეს. ყვე­ლა­ნა­ი­რი ქა­ლო­ბა და ადა­მი­ა­ნო­ბა და­ი­ვი­წყეს და კი­ვილ-წი­ვი­ლით გა­მო­ა­ცი­ლეს ტაქ­სამ­დე. 30 წამ­ში სა­ნამ ბი­ან­კა მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და, მი­წა­ში ბევ­რჯერ ჩა­დეს, ამო­ი­ღეს, შე­ა­ფურ­თხეს და ისევ ჩა­დეს. შე­იძ­ლე­ბა სექ­სის­ტუ­რად ჟღერ­დეს, მაგ­რამ ქალ­მა რო არ უნდა იკად­როს ისეთ სი­ტყვებს ის­როდ­ნენ მისი მი­სა­მარ­თით. მე ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, ავ­ნერ­ვი­ულ­დი. კან­კა­ლიც კი ამი­ტყდა და ხე­ლე­ბი გა­მი­ცივ­და, როცა ბი­ან­კას სა­ხეს შევ­ხე­დე იმ მო­მენ­ტში. შერ­ცხვა, ფერი და­კარ­გა, ნერ­ვი­უ­ლად კა­ბას ის­წო­რებ­და და თან მე და ია­ნას გვი­ყუ­რებ­და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით.

რო­დე­საც გა­და­ღე­ბა შევ­თა­ვა­ზე, ძა­ლი­ან გა­ე­ხარ­და. ძა­ლი­ან მო­წონ­და გა­და­ღე­ბე­ბი, ეს მის პრო­ფა­ილ­ზე ფო­ტო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც ადას­ტუ­რებს. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან ბევ­რი მომ­წე­რა, ღა­მის 4-ზეც კი მო­უ­წე­რია და მე­კი­თხე­ბო­და თმა რო­გორ და­ე­ვარ­ცხნა, რა ჩა­ეც­ვა და ა.შ. ანუ ძა­ლი­ან ძა­ლი­ან დიდი მონ­დო­მე­ბით და სი­ხა­რუ­ლით ემ­ზა­დე­ბო­და, და გა­და­ღე­ბამ­დე ცო­ტახ­ნით ადრე ის იდი­ო­ტი ორი ბებო და­ე­სია, ზუს­ტად ვხვდე­ბი რო­გორ ეტ­კი­ნა გული.

რო­დე­საც მან­ქა­ნა და­იძ­რა, ჩუ­მად ვი­ჯე­ქი. რა­ტომ­ღაც მე მრცხვე­ნო­და იმ ორი ქა­ლის არამ­სგავ­სის მა­გივ­რად. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, რომ გა­და­მე­ტა­ნა თემა და გა­და­ღე­ბა­ზე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი ძი­რი­თა­დად. მი­ვე­დით და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე და სა­ნამ გა­და­ღე­ბას და­ვი­წყებ­დით, ყა­ვას ვსვამ­დით და ბი­ან­კა ყვე­ბო­და სა­კუ­თარ თავ­ზე. ყვე­ლა­ზე მე­ტად რა­მაც დამ­შო­კა იყო ის, რომ ბი­ან­კა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქალი აღ­მოჩ­ნდა. ყო­ველ­ღე მი­წევს ამ სი­ბინ­ძუ­რე­ე­ბის მოს­მე­ნა ჩემი მი­სა­მარ­თი­თო. მერე თა­ვი­სი სოფ­ლის ის­ტო­რი­ე­ბიც მოყ­ვა. ისიც, დე­და­მის­მა რო­გორ გა­უ­ტე­ხა ცხვი­რი და სახ­ლი­დან გად­გა. მერე თა­ვის გეგ­მებ­ზე მოგ­ვიყ­ვა. გვი­თხრა, რომ ძა­ლი­ან უნდა პო­პუ­ლა­რო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ იმ გზით ვერ ახერ­ხებს იმ პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბას რი­თაც უნ­დო­და - "მსა­ხი­ო­ბი მინ­და ვი­ყოო".

სამ­წუ­ხა­როდ ის თა­ვის ოც­ნე­ბას ვე­ღარ გა­ე­კი­დე­ბა, რაც გულ­ზე მხვდე­ბა. ერ­თა­დერ­თი ის მი­ხა­რია, რომ მან მო­ას­წრო ის, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. "მკერ­დი მინ­და მქონ­დე­სო" ამ­ბობ­და და აის­რუ­ლა კი­დეც.

სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს თუ რას საქ­მი­ა­ნობ­და ბი­ან­კა. სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს ისიც რომ, რა­საც ის აკე­თებ­და, ბრბოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი და ამო­რა­ლუ­რი იყო. მე მას­ში ადა­მი­ა­ნი და­ვი­ნა­ხე. ქალი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად იბ­რძო­და და თავს არას­დროს ხრი­და. ით­მენ­და ბევრ ბოღ­მას, შე­უ­რა­ცხყო­ფას და გუ­ლის ტკი­ვილს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის დაზე და ბე­ბი­ა­ზე ზრუ­ნავ­და... ძა­ლი­ან ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ დღეს ის ადა­მი­ა­ნი აღარ არ­სე­ბობს და ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, რომ ახლა მა­ინც არის იქ, სა­დაც მას ღი­მი­ლით ხვდე­ბი­ან და სა­დაც მისი სურ­ვი­ლე­ბი ას­რულ­დე­ბა".

შე­გახ­სე­ნებთ, ბი­ან­კა ში­გუ­რო­ვა გუ­შინ სა­კუ­თარ ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. 22 წლის ბი­ან­კა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 3-4 დღის წინ და­ი­ღუ­პა. თუმ­ცა, მისი ცხე­და­რი გუ­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვა გახ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და გვიყურებდა გაფართოებული თვალებით..." - ბიანკა შიგუროვას მეგობრის ემოციური პოსტი

"შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და გვიყურებდა გაფართოებული თვალებით..." - ბიანკა შიგუროვას მეგობრის ემოციური პოსტი

ფოტორეპორტიორი გურამ მურადოვი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ზოგადად არ მიყვარს ხოლმე მსგავსი პოსტების წერა ასეთ თემებზე, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა.

ძალიან გული დამწყდა როცა Facebook-ის გახსნისას, პირველი ნიუსი ბიანკას გარდაცვალება იყო. მე ჩემი საკუთარი თვალით ნანახი და საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი თუ რა სირთულეების გადალახვა უწევდა მას ყოველ დღე. კარგად მახსოვს ამ ფოტოს გადაღების დღე, მე და იანამ ბიანკას სახლში მივაკითხეთ ტაქსით, ბუხაიძის ქუჩაზე. მაშინ იქ ცხოვრობდა. იტალიური ეზოს ერთერთ პატარა ოთახში, სხვა ოთხ ადამიანთან ერთად. როცა ჭიშკრიდან ფეხი გადმოდგა და ჩვენკენ წამოვიდა, იქვე სვეცკად მისი ორი მეზობელი ბებო იჯდა. არასდროს დამავიწყდება მათი რეაქცია როცა ბიანკა დაინახეს. ყველანაირი ქალობა და ადამიანობა დაივიწყეს და კივილ-წივილით გამოაცილეს ტაქსამდე. 30 წამში სანამ ბიანკა მანქანაში ჩაჯდა, მიწაში ბევრჯერ ჩადეს, ამოიღეს, შეაფურთხეს და ისევ ჩადეს. შეიძლება სექსისტურად ჟღერდეს, მაგრამ ქალმა რო არ უნდა იკადროს ისეთ სიტყვებს ისროდნენ მისი მისამართით. მე ძალიან გამიკვირდა, ავნერვიულდი. კანკალიც კი ამიტყდა და ხელები გამიცივდა, როცა ბიანკას სახეს შევხედე იმ მომენტში. შერცხვა, ფერი დაკარგა, ნერვიულად კაბას ისწორებდა და თან მე და იანას გვიყურებდა გაფართოებული თვალებით.

როდესაც გადაღება შევთავაზე, ძალიან გაეხარდა. ძალიან მოწონდა გადაღებები, ეს მის პროფაილზე ფოტოების რაოდენობაც ადასტურებს. რამდენიმე დღის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ დამირეკა, ძალიან ბევრი მომწერა, ღამის 4-ზეც კი მოუწერია და მეკითხებოდა თმა როგორ დაევარცხნა, რა ჩაეცვა და ა.შ. ანუ ძალიან ძალიან დიდი მონდომებით და სიხარულით ემზადებოდა, და გადაღებამდე ცოტახნით ადრე ის იდიოტი ორი ბებო დაესია, ზუსტად ვხვდები როგორ ეტკინა გული.

როდესაც მანქანა დაიძრა, ჩუმად ვიჯექი. რატომღაც მე მრცხვენოდა იმ ორი ქალის არამსგავსის მაგივრად. ყველანაირად ვეცადე, რომ გადამეტანა თემა და გადაღებაზე ველაპარაკებოდი ძირითადად. მივედით დანიშნულების ადგილამდე და სანამ გადაღებას დავიწყებდით, ყავას ვსვამდით და ბიანკა ყვებოდა საკუთარ თავზე. ყველაზე მეტად რამაც დამშოკა იყო ის, რომ ბიანკა საკმაოდ ძლიერი ქალი აღმოჩნდა. ყოველღე მიწევს ამ სიბინძურეების მოსმენა ჩემი მისამართითო. მერე თავისი სოფლის ისტორიებიც მოყვა. ისიც, დედამისმა როგორ გაუტეხა ცხვირი და სახლიდან გადგა. მერე თავის გეგმებზე მოგვიყვა. გვითხრა, რომ ძალიან უნდა პოპულარობა და სამწუხაროდ იმ გზით ვერ ახერხებს იმ პოპულარობის მოპოვებას რითაც უნდოდა - "მსახიობი მინდა ვიყოო".

სამწუხაროდ ის თავის ოცნებას ვეღარ გაეკიდება, რაც გულზე მხვდება. ერთადერთი ის მიხარია, რომ მან მოასწრო ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. "მკერდი მინდა მქონდესო" ამბობდა და აისრულა კიდეც.

საერთოდ არ მაინტერესებს თუ რას საქმიანობდა ბიანკა. საერთოდ არ მაინტერესებს ისიც რომ, რასაც ის აკეთებდა, ბრბოსთვის მიუღებელი და ამორალური იყო. მე მასში ადამიანი დავინახე. ქალი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად იბრძოდა და თავს არასდროს ხრიდა. ითმენდა ბევრ ბოღმას, შეურაცხყოფას და გულის ტკივილს. ადამიანი, რომელიც თავის დაზე და ბებიაზე ზრუნავდა... ძალიან ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ის ადამიანი აღარ არსებობს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც არის იქ, სადაც მას ღიმილით ხვდებიან და სადაც მისი სურვილები ასრულდება".

შეგახსენებთ, ბიანკა შიგუროვა გუშინ საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. 22 წლის ბიანკა, სავარაუდოდ, 3-4 დღის წინ დაიღუპა. თუმცა, მისი ცხედარი გუშინ აღმოაჩინეს. მეზობლების თქმით, მისი სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვა გახდა.

იხილეთ ვიდეო

"გამყიდველს მივმართე, რატომ არ ეკეთა პირბადე, რაზეც მეუზრდელა... დავრეკე პატრულში. აღმოჩნდა, რომ ვერ დააჯარიმებენ, რადგან მტკიცებულება არ აქვთ" - რას წერს "ფეისბუქმომხმარებელი"?

"ხომ წარმოგიდგენიათ, კოვიდპაციენტმა 4 კმ იარა ფეხით.. მე კი არ მეზარებოდა, უბრალოდ, თავი არ მქონდა" - რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი

"აქ სულ 4 ადამიანი ვართ, სახანძრო ვერ ამოდის, კვამლისგან თუ დავწყდით, იმედია, გვიპოვით" - ლატალში გაჩენილ ხანძარს ადგილობრივი გოგონები შიშველი ხელებით ებრძვიან