პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაიშალა. რეგისტრაცია, რომელიც დღეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში სამჯერ ჩატარდა, ბოლო ჯერზე მხოლოდ 71-მა დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, პლენარული სხდომა ვერ გაიხსნა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, პარლამენტში ფაქტობრივი კვორუმი იყო - სხდომათა დარბაზში 76 დეპუტატი იმყოფებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციამ რეგისტრაციის პროცედურა არ გაიარა, ფორმალური კვორუმი არ შედგა.
დღეს პარლამენტში საგაზაფხულლო სესიის რიგით მეორე სხდომა უნდა გამართულიყო, სადაც ერთ-ერთი მთავრი საკითხი, რაზეც დეპუტატებს უნდა ემსჯელათ, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები იყო.