პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობის რესტავრაცია მოხდება
პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობის რესტავრაცია მოხდება

პრო­ექტ "ახა­ლი ტფი­ლი­სის" ფარ­გლებ­ში 45 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ახა­ლი ტფი­ლი­სი" უნი­კა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ექ­ტია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მოხ­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი უბ­ნის რეს­ტავ­რა­ცია.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რო­გორც ეკო­ნო­მი­კუ­რი, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით. მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტთან გვაქვს საქ­მე, ერთი მხრივ, ეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნულ უბან­ში ცხოვ­რო­ბენ, მე­ო­რეც - უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ფა­სე­უ­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით იქ­ნე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი. ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი იქ­ნე­ბა მათ­თვი­საც, ვინც იქ მო­მა­ვალ­ში ბიზ­ნესს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია, რომ­ლის რეს­ტავ­რა­ცია-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ქა­ლა­ქის ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

მისი თქმით, დღეს ახა­ლი თბი­ლი­სის ახა­ლი ერა იწყე­ბა.

"ეს არის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის, მა­ჯა­ნიშ­ვი­ლის მო­ედ­ნი­დან ზა­ალბ­რუ­კე­ნის მო­ედ­ნამ­დე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­სა­მარ­თზე 45 შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი. იქ სა­დაც გა­მაგ­რე­ბაა სა­ჭი­რო, გა­მაგრდე­ბა შე­ნო­ბე­ბი, მო­წეს­რიგ­დე­ბა ფა­სა­დე­ბი, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გამ­წვან­დე­ბა, კე­თილ­მო­ე­წყო­ბა, თუმ­ცა მხო­ლოდ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს არ ეხე­ბა აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი. ასე­ვე მოხ­დე­ბა მი­წის­ქვე­შა კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სრუ­ლად გა­მოც­ვლა, მო­ე­წყო­ბა ტრო­ტუ­ა­რე­ბი, და­ი­გე­ბა გზის სა­ფა­რი და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს სივ­რცე­ე­ბი იქ­ნე­ბა ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის", - აცხა­დებს თბი­ლი­სის მერი.

მი­სი­ვე თქმით, პრო­ექ­ტი მხო­ლოდ აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირს არ მო­ი­ცავს, მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აც ამ პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

"მო­წეს­რიგ­დე­ბა დე­და­ე­ნის ბაღი, 9 მარ­ტის ბაღი, ამ ბა­ღებს შო­რის კავ­ში­რი მოხ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი გვი­რა­ბის და გა­ლე­რი­ის მო­წყო­ბით. ასე­ვე მო­ე­წყო­ბა დახ­ლე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც იქ დგა­ნან და სხვა­დას­ხვა სა­ხის ნივ­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ხიდი და მიმ­დე­ბა­რე შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა აღ­დგე­ნი­ლი. მარ­თლაც მას­შტა­ბურ და მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექტთან გვაქვს საქ­მე. ამ მო­სამ­ზა­დე­ბელ სა­მუ­შა­ო­ე­ბის 200-მდე ადა­მი­ა­ნი იყო ჩარ­თუ­ლი. სა­მუ­შა­ო­ე­ბის პრო­ცე­სი 800-მდე ადა­მი­ა­ნი და­საქმდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნია.

თბი­ლი­სის მერი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექ­ტი სრუ­ლად წლის ბო­ლომ­დე დას­რულ­დე­ბა. "ახა­ლი ტფი­ლი­სი" ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობის რესტავრაცია მოხდება

პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობის რესტავრაცია მოხდება

პროექტ "ახალი ტფილისის" ფარგლებში 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ახალი ტფილისი" უნიკალური და მნიშვნელოვანია პროექტია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება ისტორიული უბნის რესტავრაცია.

"მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით. მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე, ერთი მხრივ, ეს იმ ადამიანების კეთილდღეობას გააუმჯობესებს, რომლებიც აღნიშნულ უბანში ცხოვრობენ, მეორეც - უძრავი ქონება ფასეულობის შენარჩუნებით იქნება განახლებული. ეკონომიკური თვალსაზრისით საინტერესო და მიმზიდველი იქნება მათთვისაც, ვინც იქ მომავალში ბიზნესს განახორციელებენ. თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომლის რესტავრაცია-რეაბილიტაციაც განხორციელდება ქალაქის ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, დღეს ახალი თბილისის ახალი ერა იწყება.

"ეს არის რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირის, მაჯანიშვილის მოედნიდან ზაალბრუკენის მოედნამდე. აღნიშნული მისამართზე 45 შენობა-ნაგებობა სრულად იქნება რესტავრირებული. იქ სადაც გამაგრებაა საჭირო, გამაგრდება შენობები, მოწესრიგდება ფასადები, მიმდებარე ტერიტორიები გამწვანდება, კეთილმოეწყობა, თუმცა მხოლოდ შენობა-ნაგებობებს არ ეხება აღმაშენებლის გამზირზე დაგეგმილი სამუშაოები. ასევე მოხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების სრულად გამოცვლა, მოეწყობა ტროტუარები, დაიგება გზის საფარი და რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცეები იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის", - აცხადებს თბილისის მერი.

მისივე თქმით, პროექტი მხოლოდ აღმაშენებლის გამზირს არ მოიცავს, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაც ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია.

"მოწესრიგდება დედაენის ბაღი, 9 მარტის ბაღი, ამ ბაღებს შორის კავშირი მოხდება სპეციალური გვირაბის და გალერიის მოწყობით. ასევე მოეწყობა დახლები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ დგანან და სხვადასხვა სახის ნივთების რეალიზაციით არიან დაკავებულები. ხიდი და მიმდებარე შენობა ნაგებობი სრულად იქნება აღდგენილი. მართლაც მასშტაბურ და მნიშვნელოვან პროექტთან გვაქვს საქმე. ამ მოსამზადებელ სამუშაოების 200-მდე ადამიანი იყო ჩართული. სამუშაოების პროცესი 800-მდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა დავით ნარმანია.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ პროექტი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება. "ახალი ტფილისი" ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია