სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე
საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე

მოს­კოვ­ში, ნო­ვინ­სკის ბულ­ვარ­ზე ოთხი წლის წინ ელი­ტურ კორ­პუს­ში დაც­ვა და­ა­ყე­ნეს, ბი­ნე­ბის გა­ყიდ­ვი­სას უთი­თებ­დნენ, რომ შეს­ვლა მხო­ლოდ საშ­ვით შე­იძ­ლე­ბო­და, სახ­ლს იცავ­და ში­ნა­გა­ნი ძა­ლე­ბი და სპეც­ნა­ზი ამე­რი­კუ­ლი სა­ელ­ჩო­დან. კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, მსგავ­სი ზო­მე­ბი მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც კორ­პუს­ში ახალ­გაზ­რდა ქე­რათ­მი­ა­ნი გო­გო­ნა გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რო­მე­ლიც და­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ა­ნი ჯი­პით და­ყავ­და აუ­რა­ცხე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დაც­ვას. ამ გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი და აღ­წე­რი­ლო­ბა ზუს­ტად ემ­თხვე­ვა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის - მა­რი­ას მო­ნა­ცე­მებს.

გო­გო­ნას დაც­ვის წევ­რე­ბი მო­წი­წე­ბით მა­რია ვლა­დი­მი­როვ­ნას ეძა­ხი­ან. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ის უკვე მე­ო­თხე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გვა­რით რე­გის­ტრირ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. მა­რია მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე. მისი ერთ-ერთი კურ­სე­ლი ყვე­ბა, რომ მა­შას შე­სა­ხებ ამ­ბობ­დნენ, სა­ი­დუმ­ლო რა­კე­ტე­ბის კონ­სტრუქ­ტო­რის შვი­ლი­აო. შემ­დეგ ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და, მდი­და­რი გე­ნერ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი­აო. "გე­ნე­რა­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი" უზ­რუნ­ვე­ლად ცხოვ­რობს, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რობს, მდიდ­რუ­ლი იახ­ტე­ბით მგზავ­რობს და უცხო­ეთ­ში პე­და­გო­გებს ქი­რა­ობს. მა­გა­ლი­თად, ლუქს კლა­სის მე­გა­ი­ახ­ტა­ზე სა­ხე­ლად "რია", მე­გობ­რე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში მა­შამ მოგ­ზა­უ­რო­ბა მო­ა­წყო მონ­ტე კარ­ლოს, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის და ეს­პა­ნე­თის გავ­ლით. სა­ზღვაო რე­გის­ტრის ცნო­ბით, იახ­ტის ქი­რა­ო­ბა დღე­ში 8170 ევრო ჯდე­ბა.

მა­რია ვლა­დი­მი­როვ­ნა-ვო­რონ­ცო­ვა კარ­გად სწავ­ლობ­და: 2011 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი წი­თელ დიპ­ლომ­ზე. შემ­დეგ ას­პი­რან­ტუ­რა­ში ჩა­ა­ბა­რა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ნო­ვინ­სკის ბულ­ვარ­ზე ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე ელი­ტურ სახ­ლში მე­ზობ­ლე­ბი ვე­ღარ ხე­დავ­დნენ ქე­რათ­მი­ან გო­გო­ნას. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დე­ოს თა­ნახ­მად, მის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა მოხ­და: მან გო­გო­ნა გა­ა­ჩი­ნა და სა­მე­დი­ცი­ნო მეც­ნი­ე­რე­ბის კან­დი­დატ მა­რია ფა­სე­ნად გა­და­იქ­ცა.

გარ­და ქა­ლიშ­ვი­ლის აღ­ზრდი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო შრო­მი­სა, 30 წლის მა­რია აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს. ასე­ვე კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მაგ­რამ სტუ­დენ­ტებს მის ფო­ტო­ზე ასახ­ვას უკ­რძა­ლა­ვენ. ინ­ტერ­ნეტ­ში სხვა­დას­ხვა სა­იტ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­რია ფა­სენს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავს და რომ არც მა­რია და არც მისი მე­გობ­რე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­დას - "გეი ევ­რო­პი­სა" და "ნა­ტო­ში მყო­ფი მტრე­ბის შე­სა­ხებ", არ ემ­ხრო­ბი­ან. ევ­რო­პა და ევ­რო­პუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი პუ­ტი­ნის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლოა და რო­გორც ჩანს, აღ­ზრდი­სას არა­ვინ უნერ­გავ­და მას სა­პი­რის­პი­როს. მა­რია 1985 წელს და­ი­ბა­და ლე­ნინ­გრად­ში, 1990 წლამ­დე კი გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში იზ­რდე­ბო­და, ამ წლებ­ში ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სწო­რედ გდრ-ში მუ­შა­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რი­ას ინ­ტე­რე­სებს, ვლა­დი­მი­როვ­ნას უყ­ვარს ფილ­მე­ბი: "მატ­რი­ცა", "დი­უ­ნა", "შო­კო­ლა­დი", ბრი­ტა­ნუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი, საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლე­ბი კი ჰერ­მან ჰესე და ოლ­დოს ჰაქსლი გახ­ლავთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newtimes.ru-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე

საინტერესო ცნობები ვლადიმერ პუტინის საიდუმლოებით მოცულ ქალიშვილზე

მოსკოვში, ნოვინსკის ბულვარზე ოთხი წლის წინ ელიტურ კორპუსში დაცვა დააყენეს, ბინების გაყიდვისას უთითებდნენ, რომ შესვლა მხოლოდ საშვით შეიძლებოდა, სახლს იცავდა შინაგანი ძალები და სპეცნაზი ამერიკული საელჩოდან. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, მსგავსი ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც კორპუსში ახალგაზრდა ქერათმიანი გოგონა გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც დაბურულმინებიანი ჯიპით დაყავდა აურაცხელი რაოდენობის დაცვას. ამ გოგონას დაბადების თარიღი და აღწერილობა ზუსტად ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის - მარიას მონაცემებს.

გოგონას დაცვის წევრები მოწიწებით მარია ვლადიმიროვნას ეძახიან. როგორც ცნობილია, ის უკვე მეოთხე განსხვავებული გვარით რეგისტრირდება ქვეყანაში. მარია მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე. მისი ერთ-ერთი კურსელი ყვება, რომ მაშას შესახებ ამბობდნენ, საიდუმლო რაკეტების კონსტრუქტორის შვილიაო. შემდეგ ჭორები გავრცელდა, მდიდარი გენერლის ქალიშვილიაო. "გენერალის ქალიშვილი" უზრუნველად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს, მდიდრული იახტებით მგზავრობს და უცხოეთში პედაგოგებს ქირაობს. მაგალითად, ლუქს კლასის მეგაიახტაზე სახელად "რია", მეგობრების კამპანიაში მაშამ მოგზაურობა მოაწყო მონტე კარლოს, იტალიის, საფრანგეთის და ესპანეთის გავლით. საზღვაო რეგისტრის ცნობით, იახტის ქირაობა დღეში 8170 ევრო ჯდება.

მარია ვლადიმიროვნა-ვორონცოვა კარგად სწავლობდა: 2011 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე. შემდეგ ასპირანტურაში ჩააბარა ენდოკრინოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ნოვინსკის ბულვარზე ამერიკის საელჩოს სიახლოვეს მდებარე ელიტურ სახლში მეზობლები ვეღარ ხედავდნენ ქერათმიან გოგონას. ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: მან გოგონა გააჩინა და სამედიცინო მეცნიერების კანდიდატ მარია ფასენად გადაიქცა.

გარდა ქალიშვილის აღზრდისა და სამეცნიერო შრომისა, 30 წლის მარია აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო პროექტში, რომელიც ეხმარება ენდოკრინოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს. ასევე კითხულობს ლექციებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ სტუდენტებს მის ფოტოზე ასახვას უკრძალავენ. ინტერნეტში სხვადასხვა საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარია ფასენს მრავალფეროვანი სამეგობრო წრე ჰყავს და რომ არც მარია და არც მისი მეგობრები, სახელმწიფო პროპაგანდას - "გეი ევროპისა" და "ნატოში მყოფი მტრების შესახებ", არ ემხრობიან. ევროპა და ევროპული ინტერესები პუტინის უფროსი ქალიშვილისთვის ძალიან ახლოა და როგორც ჩანს, აღზრდისას არავინ უნერგავდა მას საპირისპიროს. მარია 1985 წელს დაიბადა ლენინგრადში, 1990 წლამდე კი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იზრდებოდა, ამ წლებში ვლადიმერ პუტინი სწორედ გდრ-ში მუშაობდა.

რაც შეეხება მარიას ინტერესებს, ვლადიმიროვნას უყვარს ფილმები: "მატრიცა", "დიუნა", "შოკოლადი", ბრიტანული სერიალები, საყვარელი მწერლები კი ჰერმან ჰესე და ოლდოს ჰაქსლი გახლავთ.

მომზადებულია newtimes.ru-ს მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა