პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე
"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი| ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის მიერ რა­ი­მე ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა წე­სით, არ უნდა იყოს გა­საკ­ვი­რი, რად­გან იმ პარ­ტი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად - ექი­მი, მე­წარ­მე და ლი­დე­რი გახ­ლდათ. თუმ­ცა "გრე­ჩი­ხას" "დიდი პო­ლი­ტი­კი­დან" - ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რად წას­ვლა, მა­ინც მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სვლა აღ­მოჩ­ნდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ აღ­დგო­მის მარ­ხვა­ში მომ­ხდა­რი­ყო, არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და გა­საკ­ვი­რი, რად­გან მარ­ხვა­ში "გრე­ჩი­ხა" აქ­ტუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ ხსნილ­ში "გრე­ჩი­ხის" უცა­ბე­დი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ცოტა გა­საკ­ვი­რი ჩან­და.

ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ 1994 წელს და­ა­არ­სა ღვი­ნის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც აა­მუ­შა­ვა, მე­ტიც 1999 წელს GWS წლის კომ­პა­ნი­ა­დაც და­სა­ხელ­და, მისი მფლო­ბე­ლი კი "წლის ბიზ­ნეს­მე­ნად". სწო­რედ ამ წელს მოხ­და "ორი მიჯ­ნუ­რის" - ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა და ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა. მა­შინ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ვა­კის სა­არ­ჩევ­ნო უბანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. უმ­რავ­ლე­სო­ბას მა­ლე­ვე გა­მო­ე­ყო და პარტნი­ორ­თან - და­ვით გამ­ყრე­ლი­ძეს­თან ერ­თად შექ­მნა პარ­ტია "ახა­ლი მე­მარ­ჯვე­ნე­ე­ბი". "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ, პო­ლი­ტი­კი­დან რამ­დე­ნი­მე წლით გაქ­რა, თუმ­ცა 2007 წელს ხმა­უ­რი­ა­ნად და ხან­გრძლი­ვად დაბ­რუნ­და: ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეც იყო, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მი­თა და 2008 წლის იან­ვარ­ში ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნით დას­რულ­და.

პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბის პიკ­ში, 2008 წელს, უფ­რო­სი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გახ­და. "მიშა, მოვ­დი­ვარ!" - ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ეს ფრა­ზა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ იქცა, თუმ­ცა 2008 წლის არ­ჩევ­ნე­ბით მა­ინც მიშა მო­ვი­და - "გრე­ჩი­ხას" სიყ­ვა­რუ­ლი ამომ­რჩევ­ლის 25%-მა გა­მო­ამ­ჟღავ­ნა (ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გით)...

სა­ქარ­თვე­ლოს გერ­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, თუმ­ცა ჩემი ნება რომ იყოს, ალ­ტერ­ნა­ტი­ულ გერბსაც შევ­ქმნი­დი, რო­მელ­ზეც "ყვე­ლა­ფერ­ჩი­კის" გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და, რად­გან დე­და­მი­წის ზურ­გზე მე­ეჭ­ვე­ბა სხვა, ქარ­თვე­ლე­ბის გარ­და, ვი­საც ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია. სწო­რედ "ყვე­ლა­ფერ­ჩიკ­თა" სწო­რუ­პო­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნიც, რო­მე­ლიც ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ის მმარ­თვე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა. ისე, გულ­წრფე­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, პო­ლი­ტი­კი­დან მე­დი­ა­ში მი­სუ­ლი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის ობი­ექ­ტუ­რო­ბის იმე­დი ვინ­მეს აქვს?!

არ­ჩევ­ნე­ბი კარ­საა მომ­დგა­რი და ტე­ლე­ვი­ზი­ის ფლო­ბა არ­ცთუ ცოტა დი­ვი­დენ­დს ნიშ­ნავს, პო­ლი­ტი­კუ­რი მხა­რის­თვის და­მა­ტე­ბი­თი უფა­სო რეკ­ლა­მაა, ხოლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მო­თა­მა­შის­თვის - და­მა­ტე­ბი­თი სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სა­ვა­ლი. მკი­თხვე­ლის­თვის მი­მინ­დვია არ­ჩე­ვა­ნი, ამ ორი­დან რო­მე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს "მა­ესტრო" - არხი, რომ­ლის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ბაია გა­და­ბა­ძე იყო, რომ­ლის გა­და­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარტნი­ორ­თა კრე­ბამ მი­ი­ღო, უფრო სწო­რად კი არ­ხის 55%-ის მფლო­ბელ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სწო­რედ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ა­ზე დგას. სწო­რედ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია ქმნის ამინდს და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ისაა გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამა თუ იმ შე­ფა­სე­ბი­სა, ხოლო გზა დიდი პო­ლი­ტი­კი­დან - ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რამ­დე, არა მგო­ნია ფრი­ად­ზე შეგ­ვი­ფა­სონ.

პ.ს. ისე კი არა­ფე­რი, მაგ­რამ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძეც და პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლიც 20 ივ­ლისს არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი. ეს ისე, უბ­რა­ლოდ.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე

"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე

ლადო გოგოლაძის ბლოგი| ლევან გაჩეჩილაძის მიერ რაიმე ახალი თანამდებობის დაკავება წესით, არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომლის ხელმძღვანელიც ერთდროულად - ექიმი, მეწარმე და ლიდერი გახლდათ. თუმცა "გრეჩიხას" "დიდი პოლიტიკიდან" - ტელევიზიის დირექტორად წასვლა, მაინც მოულოდნელი და საინტერესო სვლა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი რომ აღდგომის მარხვაში მომხდარიყო, არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რადგან მარხვაში "გრეჩიხა" აქტუალურია, მაგრამ ხსნილში "გრეჩიხის" უცაბედი გააქტიურება ცოტა გასაკვირი ჩანდა.

ლევან გაჩეჩილაძემ 1994 წელს დააარსა ღვინის კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულადაც აამუშავა, მეტიც 1999 წელს GWS წლის კომპანიადაც დასახელდა, მისი მფლობელი კი "წლის ბიზნესმენად". სწორედ ამ წელს მოხდა "ორი მიჯნურის" - ქართული პოლიტიკისა და ლევან გაჩეჩილაძის პირველი შეხვედრა. მაშინ გაჩეჩილაძე ვაკის საარჩევნო უბანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობას მალევე გამოეყო და პარტნიორთან - დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია "ახალი მემარჯვენეები". "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პოლიტიკიდან რამდენიმე წლით გაქრა, თუმცა 2007 წელს ხმაურიანად და ხანგრძლივად დაბრუნდა: ნოემბრის აქციები, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან გაჩეჩილაძეც იყო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომითა და 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

პოლიტიკური მოღვაწეობის პიკში, 2008 წელს, უფროსი გაჩეჩილაძე "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. "მიშა, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის ეს ფრაზა საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, თუმცა 2008 წლის არჩევნებით მაინც მიშა მოვიდა - "გრეჩიხას" სიყვარული ამომრჩევლის 25%-მა გამოამჟღავნა (ყოველ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგით)...

საქართველოს გერბი ძალიან ლამაზია, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს, ალტერნატიულ გერბსაც შევქმნიდი, რომელზეც "ყველაფერჩიკის" გამოსახულება იქნებოდა, რადგან დედამიწის ზურგზე მეეჭვება სხვა, ქართველების გარდა, ვისაც ყველაფერი შეუძლია. სწორედ "ყველაფერჩიკთა" სწორუპოვარი წარმომადგენელია ბატონი ლევანიც, რომელიც ახლა ტელევიზიის მმართველად მოგვევლინა. ისე, გულწრფელად მაინტერესებს, პოლიტიკიდან მედიაში მისული გაჩეჩილაძის ობიექტურობის იმედი ვინმეს აქვს?!

არჩევნები კარსაა მომდგარი და ტელევიზიის ფლობა არცთუ ცოტა დივიდენდს ნიშნავს, პოლიტიკური მხარისთვის დამატებითი უფასო რეკლამაა, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშისთვის - დამატებითი სარეკლამო შემოსავალი. მკითხველისთვის მიმინდვია არჩევანი, ამ ორიდან რომელი შეიძლება იყოს "მაესტრო" - არხი, რომლის ჟურნალისტებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მათი დამოუკიდებლობის გარანტი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე იყო, რომლის გადაყენების გადაწყვეტილება პარტნიორთა კრებამ მიიღო, უფრო სწორად კი არხის 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ.

ცივილიზებული სახელმწიფო სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე დგას. სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის ამინდს და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისაა განმაპირობებელი საერთაშორისო საზოგადოების ამა თუ იმ შეფასებისა, ხოლო გზა დიდი პოლიტიკიდან - ტელევიზიის დირექტორამდე, არა მგონია ფრიადზე შეგვიფასონ.

პ.ს. ისე კი არაფერი, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც 20 ივლისს არიან დაბადებული. ეს ისე, უბრალოდ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."