"პალიტრანიუსის" რუბრიკაში - "ბლიცინტერვიუ" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ამჯერად, თემურ წიკლაური პასუხობს ბლიც-შეკითხვებს. 70 წლის მომღერალი ცხოვრების გზაზე, სიმღერაზე, სცენაზე, სიხარულზე და მისი ოჯახის დიდ ტკივილზე საუბრობსა...
- თავისუფლება ჩემთვის არის...
- საზღვერბში მოქცევაა. ცოტა უცნაურად გეტყვით, მაგრამ მე ასე მგონია. თუ მიეყუდნე უფალს და მისი გზით იარე, შენ თავისუფალი ხარ
- სტიმულს მაძლევს...
- ბოლო 4-5 წელია 20 სიმღერა მაქვს ჩაწერილი. მეუბნებიან, კი მაგრამ არ არის კონცერტები, არ იყენებ სიმღერებს. ასეთი პასუხი მაქვს: კომბლე კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა, იქნებ გამომადგესო. ჰოდა, მეც ვაგროვებ სიმღერებს.
- ვნანობ...
- ვნანობ, რომ ბევრი დრო დავხარჯე და არ დავუთმე მეტი ხელოვნებას, საოპერო მუსიკას. ფრიად ვნანობ.
- მენატრება...
- ჩემი ბიჭი, გიორგი... ახლა იგი უნდა იყოს 38 წლის. ყოველთვის მენატრება და ის ყოველთვის იქნება მონატრების მიზეზი...
- ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
- ჩემთვის არავის უკითხავს არც მოსვლა, არც წასვლას დამეკითხება ვინმე... მაგრამ, ალბათ ოპერას მივხედავდი და ბალღებს. ისინი არიან ჩვენი მეც, ხვალინდელი დღე, სიყვარულის მიზეზიც და მიზანიც...