პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო
გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

ლადო გო­გო­ლა­ძის ბლო­გი| 3 თე­ბერ­ვალს, პარ­ლა­მენ­ტში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, გოგი თო­ფა­ძეც გა­მო­ვი­და სი­ტყვით და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა პრე­ზი­დენტს: "ქარ­თვე­ლი ხალ­ხი თქვენ და­უ­ნებს შე­ა­და­რეთ, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა", თუმ­ცა არც ამას დას­ჯერ­და და დას­ძი­ნა: "თუ თქვენ ასე აფა­სებთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, მა­შინ, ალ­ბათ, არც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა გე­კად­რათ". ალ­ბათ, გოგი ბა­ტონს თავი დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი ჰგო­ნია, პრე­ზი­დენ­ტი კი ეგ­ზარ­ქო­სი ჩუ­დეც­კი და წმინ­და დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სი­ტყვე­ბის პე­რიფ­რა­ზი გა­ა­კე­თა - როცა ჩუ­დეც­კიმ ქარ­თვე­ლი ერი და­წყევ­ლა, ყი­ფი­ან­მა უთხრა: "რა­ტომ მწყემ­სავთ ერს, რო­მელ­საც წყევ­ლი­თო". მაგ­რამ, "მრეწ­ვე­ლი" თო­ფა­ძე ისე­ვე შორ­საა დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნი­სა­გან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჩუ­დეც­კის­გან...

უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის გა­მოთ­ქმამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღაშ­ფო­თა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, ნაკ­ლე­ბად გა­აკ­ვირ­ვა, რად­გან როცა ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნას­თან, თუ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რით გა­მო­დის, აუ­დი­ტო­რია მის­გან ახალ-ახალ "მარ­გა­ლი­ტებს" ელის. პრინ­ციპ­ში, რა­ღაა გა­საკ­ვი­რი კა­ცის­გან, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ერთ-ერთ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში სტუმ­რო­ბი­სას პირ­და­პირ ეთერ­ში ამ­ბობს: "მალე სტა­ლი­ნის სუ­რა­თი ყვე­ლა კა­ბი­ნეტ­ში და­ი­კი­დე­ბა, რად­გან ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ ის გე­ნი­ა­ლუ­რი პი­როვ­ნე­ბა იყო და დიდი საქ­მე­ე­ბი გა­ა­კე­თაო".

სა­ინ­ტე­რე­სოა დე­პუ­ტა­ტის შე­ხე­დუ­ლე­ბა "ნა­ტოს­თან" და­კავ­ში­რე­ბი­თაც: "არ მომ­წონს რომ ვლა­პა­რა­კობთ ნა­ტოა ჩვე­ნი გეზი. არ მიგ­ვი­ღებს ეს ნატო", - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "პა­ლიტ­რა TV"-ს გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. სა­ნაც­ვლოდ, 76 წლის დე­პუ­ტა­ტი ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­თან მე­გობ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლავს: "ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი ერთ-ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა, სა­დაც უფრო კარ­გად ვიქ­ნე­ბით. რუსი რომ აგ­რე­სო­რია და რუ­სეთ­მა რომ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი წაგ­ვარ­თვა, ეს ვი­ცით. რუსი ავად­მყო­ფია, მაგ­რამ რუ­სო­ფო­ბია რას მოგ­ვი­ტანს".

როცა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთ-ერთი ორაზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბის გან­მარ­ტე­ბა სთხო­ვეს, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ბა­ტონ­მა გო­გიმ ჯავ­რი "რუს­თა­ვი 2"-ზე იყა­რა და ერთ-ერთი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მიკრო­ფო­ნი ხელ­ში აიღო, ცალ­კე გა­და­დო და თქვა: "რუს­თა­ვი 2" ხვალ აღარ იქ­ნე­ბა" (ეს კო­მენ­ტა­რი სა­სა­მარ­თლო­ში "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მის გან­ხილ­ვას და­ემ­თხვა. ჟურ­ნა­ლის­ტებს უხე­შად კი­დევ ერთხელ დღე­საც მო­ექ­ცა, როცა ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის სა­კუ­თა­რი კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­ა­ძე­ვა: "არ გიშ­ვებთ, ძა­ლა­ზე ხართ? წადი გე­ნაც­ვა­ლე, გაბ­რძან­დით აქე­დან, ნუ მიშ­ლით მუ­შა­ო­ბას. რა, ვი­ჭი­და­ვოთ?!". მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის­გან პრე­ზი­დენ­ტის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გან­მარ­ტე­ბას ითხოვ­დნენ.

გოგი თო­ფა­ძე ქარ­თველ მა­მა­კაც­თა პო­ტენ­ცი­ის სა­და­რა­ჯო­ზეც მოგ­ვევ­ლი­ნა, როცა ფარ­და ახა­და "მზაკ­ვრულ სა­ი­დუმ­ლოს" და თქვა: "რა­ტომ უნდა შე­მო­დი­ო­დეს თურ­ქუ­ლი წი­წი­ლა, რო­მელ­ზეც გვაფრ­თხი­ლე­ბენ მა­მა­კა­ცებს, რომ იმ­პო­ტენ­ცი­ას იწ­ვევს?". ეჰ, ბა­ტო­ნო დე­პუ­ტა­ტო, ერთი წარ­მო­ე­ბის ლუდ­ზეც გვაფრ­თხი­ლე­ბენ, რომ ლუ­დის გარ­და ყვე­ლა­ფე­რია, მაგ­რამ მა­ინც იყი­დე­ბა მა­ღა­ზი­ებ­ში და ეგებ ეგ ამ­ბა­ვიც მო­გე­კი­თხათ...

"მრეწ­ველ­თა" ლი­დერს, რო­გორც ყვე­ლა სხვა სა­კი­თხზე, ნე­პო­ტიზ­მზეც სა­კუ­თა­რი აზრი გა­აჩ­ნია და ამ­ბობს: "სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და სწო­რედ ამი­ტომ და­ფიქ­სირ­და ნე­პო­ტიზ­მის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტი, მე­ტიც იმა­ზე აჟი­ტი­რე­ბა, ვი­ღა­ცამ ვი­ღა­ცა მო­იყ­ვა­ნა, ბი­ძაშ­ვი­ლი, მა­მი­დაშ­ვი­ლი, ვი­ღა­ცის ნა­თე­სა­ვი, არ ნიშ­ნავს, რომ ნე­პო­ტიზ­მია". არა ბა­ტო­ნო გოგი, რა სა­ერ­თო აქვს მაგ ფაქტს ნე­პო­ტიზ­მთან?! არა­ფე­რი. სა­ერ­თო­დაც, მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ზე სლო­გა­ნად აირ­ჩი­ეთ - "მეტი ბი­ძაშ­ვი­ლი სამ­სა­ხურ­ში", ამ­დე­ნი რამე გით­ქვამთ და ავი­ტა­ნეთ, ჰოდა მა­გა­საც ავი­ტანთ...

ეს "მრეწ­ვე­ლი" "მე­ოც­ნე­ბის" გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტის მი­ნი­მუმ ერთი წლის მან­ძილ­ზე მას კი­დევ ბევ­რი დრო და ეთე­რი ექ­ნე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი "მარ­გა­ლი­ტე­ბის" სათ­ქმე­ლად...

პ.ს. სხვა­თა შო­რის, როცა თო­ფა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ზე სტა­ლი­ნის პორ­ტრე­ტის და­კი­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სთხო­ვეს, ქვეყ­ნის პირ­ველ­მა მო­ქა­ლა­ქემ ასე­თი "დი­აგ­ნო­ზი დას­ვა": "ახლა ასაკ­შია, 75 წელს გა­და­ა­ჭარ­ბა და ზოგ­ჯერ აქვს წა­მოც­დე­ნე­ბი, მაგ­რამ კარ­გი კა­ცია და შე­იძ­ლე­ბა, ვა­პა­ტი­ოთ". ამა­ზე ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა იხუმ­რა (არა მგო­ნია მი­წყი­ნოს მისი ხუმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა) - ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, თო­ფა­ძე კი არ და­ბერ­და, და­ჟანგდა და "ატსრო­ჩკას" აძ­ლევ­სო.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ სი­უ­ჟე­ტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

გოგი თოფაძის განცხადებები, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო

ლადო გოგოლაძის ბლოგი| 3 თებერვალს, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშის დასრულების შემდეგ, გოგი თოფაძეც გამოვიდა სიტყვით და შეურაცხმყოფელი განცხადებით მიმართა პრეზიდენტს: "ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა", თუმცა არც ამას დასჯერდა და დასძინა: "თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ". ალბათ, გოგი ბატონს თავი დიმიტრი ყიფიანი ჰგონია, პრეზიდენტი კი ეგზარქოსი ჩუდეცკი და წმინდა დიმიტრი ყიფიანის სიტყვების პერიფრაზი გააკეთა - როცა ჩუდეცკიმ ქართველი ერი დაწყევლა, ყიფიანმა უთხრა: "რატომ მწყემსავთ ერს, რომელსაც წყევლითო". მაგრამ, "მრეწველი" თოფაძე ისევე შორსაა დიმიტრი ყიფიანისაგან, როგორც პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩუდეცკისგან...

უმრავლესობის დეპუტატის გამოთქმამ საზოგადოება აღაშფოთა, თუმცა სამწუხაროდ, ნაკლებად გააკვირვა, რადგან როცა ის საპარლამენტო ტრიბუნასთან, თუ სატელევიზიო ეთერით გამოდის, აუდიტორია მისგან ახალ-ახალ "მარგალიტებს" ელის. პრინციპში, რაღაა გასაკვირი კაცისგან, რომელიც 21-ე საუკუნეში, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში სტუმრობისას პირდაპირ ეთერში ამბობს: "მალე სტალინის სურათი ყველა კაბინეტში დაიკიდება, რადგან ყველა მიხვდება, რომ ის გენიალური პიროვნება იყო და დიდი საქმეები გააკეთაო".

საინტერესოა დეპუტატის შეხედულება "ნატოსთან" დაკავშირებითაც: "არ მომწონს რომ ვლაპარაკობთ ნატოა ჩვენი გეზი. არ მიგვიღებს ეს ნატო", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა "პალიტრა TV"-ს გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა. სანაცვლოდ, 76 წლის დეპუტატი ევრაზიულ კავშირთან მეგობრობის შესაძლებლობას განიხილავს: "ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით. რუსი რომ აგრესორია და რუსეთმა რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ვიცით. რუსი ავადმყოფია, მაგრამ რუსოფობია რას მოგვიტანს".

როცა ჟურნალისტებმა ერთ-ერთი ორაზროვანი განცხადების განმარტება სთხოვეს, გაღიზიანებულმა ბატონმა გოგიმ ჯავრი "რუსთავი 2"-ზე იყარა და ერთ-ერთი პრესკონფერენციის დაწყებამდე ტელეკომპანიის მიკროფონი ხელში აიღო, ცალკე გადადო და თქვა: "რუსთავი 2" ხვალ აღარ იქნება" (ეს კომენტარი სასამართლოში "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვას დაემთხვა. ჟურნალისტებს უხეშად კიდევ ერთხელ დღესაც მოექცა, როცა ქუთაისის პარლამენტის საკუთარი კაბინეტიდან გამოაძევა: "არ გიშვებთ, ძალაზე ხართ? წადი გენაცვალე, გაბრძანდით აქედან, ნუ მიშლით მუშაობას. რა, ვიჭიდავოთ?!". მედიის წარმომადგენლები მისგან პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადების განმარტებას ითხოვდნენ.

გოგი თოფაძე ქართველ მამაკაცთა პოტენციის სადარაჯოზეც მოგვევლინა, როცა ფარდა ახადა "მზაკვრულ საიდუმლოს" და თქვა: "რატომ უნდა შემოდიოდეს თურქული წიწილა, რომელზეც გვაფრთხილებენ მამაკაცებს, რომ იმპოტენციას იწვევს?". ეჰ, ბატონო დეპუტატო, ერთი წარმოების ლუდზეც გვაფრთხილებენ, რომ ლუდის გარდა ყველაფერია, მაგრამ მაინც იყიდება მაღაზიებში და ეგებ ეგ ამბავიც მოგეკითხათ...

"მრეწველთა" ლიდერს, როგორც ყველა სხვა საკითხზე, ნეპოტიზმზეც საკუთარი აზრი გააჩნია და ამბობს: "საქართველო პატარა ქვეყანაა და სწორედ ამიტომ დაფიქსირდა ნეპოტიზმის რამდენიმე ფაქტი, მეტიც იმაზე აჟიტირება, ვიღაცამ ვიღაცა მოიყვანა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ვიღაცის ნათესავი, არ ნიშნავს, რომ ნეპოტიზმია". არა ბატონო გოგი, რა საერთო აქვს მაგ ფაქტს ნეპოტიზმთან?! არაფერი. საერთოდაც, მომდევნო არჩევნებზე სლოგანად აირჩიეთ - "მეტი ბიძაშვილი სამსახურში", ამდენი რამე გითქვამთ და ავიტანეთ, ჰოდა მაგასაც ავიტანთ...

ეს "მრეწველი" "მეოცნების" გამონათქვამების მცირე ჩამონათვალია, თუმცა საპარლამენტო მანდატის მინიმუმ ერთი წლის მანძილზე მას კიდევ ბევრი დრო და ეთერი ექნება ხმაურიანი "მარგალიტების" სათქმელად...

პ.ს. სხვათა შორის, როცა თოფაძის განცხადებაზე სტალინის პორტრეტის დაკიდებასთან დაკავშირებით კომენტარი ბიძინა ივანიშვილს სთხოვეს, ქვეყნის პირველმა მოქალაქემ ასეთი "დიაგნოზი დასვა": "ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები, მაგრამ კარგი კაცია და შეიძლება, ვაპატიოთ". ამაზე ერთმა ჩემმა მეგობარმა იხუმრა (არა მგონია მიწყინოს მისი ხუმრობის გამოყენება) - ბატონო ბიძინა, თოფაძე კი არ დაბერდა, დაჟანგდა და "ატსროჩკას" აძლევსო.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

იხილეთ სიუჟეტი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."