პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2 ჩამოვარდნილი ბანერი ბოლო 2 თვეში - რამდენად უსაფრთხოა თბილისში სარეკლამო კონსტრუქციები
2 ჩამოვარდნილი ბანერი ბოლო 2 თვეში - რამდენად უსაფრთხოა თბილისში სარეკლამო კონსტრუქციები

ცოტა ხნის წინ თბი­ლი­სის ერთ-ერთ უბან­ში სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი ჩა­მო­ვარ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბა­ნე­რის ჩა­მო­ვარ­დნას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია. ქა­ლაქ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბას კომ­პა­ნია "outdoor.ge" ფლობს. ambebi.ge და­უ­კავ­შირ­და Outdoor.ge-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერს, მა­რი­ამ გა­ბე­და­ვას:

- რთუ­ლია ასე ხე­ლა­ღე­ბით ვთქვათ, თუ რა გახ­და კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი. ეს შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ეს შემ­თხვე­ვე­ბი ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზით ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ძლი­ე­რი ქარი ან სხვა სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნა. ჩვენ ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მას­გავს შემ­თხვე­ვებს და ვცდი­ლობთ კონ­სტრუქ­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რად მდგრა­დი იყოს, თუმ­ცა შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც ხდე­ბა.

- ასე­ვე თქვენს მფლო­ბე­ლო­ბა­ში იყო გა­და­ცე­მა "20/30"-ის სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ჩა­მო­ვარ­და...

- ეს კი­დევ სხვა შემ­თხვე­ვა იყო, იქ ჩა­მო­ვარ­და ბა­ნე­რის სა­მაგ­რი და არა მთე­ლი კონ­სტრუქ­ცია. სამ­წუ­ხა­როდ, ძლი­ე­რი ქა­რის დროს მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა.

- პრე­ვენ­ცი­ულ ზო­მებს თუ მი­მარ­თავს კომ­პა­ნია?

- ჩვენ ვა­პი­რებთ გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა ბა­ნერს სა­თი­თა­ოდ შე­ა­მოწ­მე­ბენ და დას­კვნებს და­დე­ბენ.

- რა სტან­დარ­ტე­ბით ხდე­ბა ბა­ნე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა?

- ჩვე­ნი კომ­პა­ნია წლე­ბია არ­სე­ბობს ამ ბა­ზარ­ზე და არა­ერ­თი სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ის მფლო­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვია, კონ­სტრუქ­ცი­ებს საკ­მა­ოდ გა­მოც­დი­ლი კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი აპ­რო­ექ­ტე­ბენ და ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფიც, ყვე­ლა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტის დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ ნა­გე­ბო­ბე­ბის გან­თავ­სე­ბას ისე, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

- თუ ხდე­ბა ნი­ა­და­გის კვლე­ვა, სა­დაც უნდა და­მონ­ტაჟ­დეს ბა­ნე­რი?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ნამ კონ­სტრუქ­ცი­ის მონ­ტაჟ­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, ჯერ სა­ჭი­როა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­ი­ცეს ნე­ბარ­თვა ამ ად­გილ­ზე კონ­სტრუქ­ცი­ის და­ყე­ნე­ბა­ზე. ამის შემ­დეგ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ ტერ­ტო­რი­ის ნი­ა­დაგს, მდგრა­დო­ბას... აქვე, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მრა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი - იქ­ნე­ბა ეს გა­ზი­სა და წყლის მი­ლე­ბი თუ ელექტრო­გა­დამ­ცე­მი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი. ად­გი­ლის სრუ­ლად შეს­წავ­ლის შემ­დეგ იწყე­ბა კონ­სტრუქ­ცი­ის ტიპ­ზე ფიქ­რი, ისე რომ მორ­გე­ბუ­ლი იყოს არ­სე­ბულ ნი­ა­დაგ­სა და სივ­რცეს და შემ­დეგ ხდე­ბა მისი მონ­ტა­ჟი.

- რა სიღ­რმე­ზე ხდე­ბა ნი­ა­და­გის გაჭ­რა?

- გა­აჩ­ნია კონ­სტრუქ­ცი­ის მაშ­ტა­ბებ­სა და ად­გილს, სა­დაც უნდა გან­თავ­სდეს ის. კონ­კრე­ტულ კონ­სტრუქ­ცი­ას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ამ სა­კი­თხზე ასე ზე­პი­რად სა­უ­ბა­რი რთუ­ლია.

- ვიბ­რა­ცია თუ ახ­დე­ნა გავ­ლე­ნას კონ­სტრუქ­ცი­ის მდგრა­დო­ბა­ზე?

- ვიბ­რა­ცი­ა­ში თუ იგუ­ლის­ხმე­ბა მი­წის ზე­მოთ არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ზე­წო­ლა, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ნა­მედ­რო­ვე ნორ­მე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რომ კონ­სტრუქ­ცი­ამ სხვა­დას­ხვაგ­ვარ ზე­წო­ლას გა­უძ­ლოს. თუმ­ცა, არ­სე­ბობს ისე­თი ტი­პის სტი­ქი­უ­რი შემ­თხვე­ვე­ბიც, რო­დე­საც ის გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მხო­ლოდ სა­რეკ­ლა­მო კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე, არა­მედ მთელ რიგ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ამის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი.

- ჩა­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია თუ ანა­ზღა­უ­რებს ზა­რალს?

- კონ­სტრუქ­ცი­ის ჩა­მო­ვარ­დნის შემ­თხვე­ვა­ში კომ­პა­ნია იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სრუ­ლად აა­ნა­ზღა­უ­როს მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

2 ჩამოვარდნილი ბანერი ბოლო 2 თვეში - რამდენად უსაფრთხოა თბილისში სარეკლამო კონსტრუქციები

2 ჩამოვარდნილი ბანერი ბოლო 2 თვეში - რამდენად უსაფრთხოა თბილისში სარეკლამო კონსტრუქციები

ცოტა ხნის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. საბედნიეროდ, ბანერის ჩამოვარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქალაქში განთავსებული სარეკლამო ბანერების უმეტესობას კომპანია "outdoor.ge" ფლობს. ambebi.ge დაუკავშირდა Outdoor.ge-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, მარიამ გაბედავას:

- რთულია ასე ხელაღებით ვთქვათ, თუ რა გახდა კონსტრუქციის ჩამოვარდნის მიზეზი. ეს შემთხვევა პირველი არ ყოფილა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია. ეს შემთხვევები ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება, მაგალითად, ძლიერი ქარი ან სხვა სტიქიური მოვლენა. ჩვენ ვითვალისწინებთ მასგავს შემთხვევებს და ვცდილობთ კონსტრუქცია მაქსიმალურად მდგრადი იყოს, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება.

- ასევე თქვენს მფლობელობაში იყო გადაცემა ”20/30”-ის სარეკლამო ბანერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვარდა...

- ეს კიდევ სხვა შემთხვევა იყო, იქ ჩამოვარდა ბანერის სამაგრი და არა მთელი კონსტრუქცია. სამწუხაროდ, ძლიერი ქარის დროს მსგავსი შემთხვევები ხდება.

- პრევენციულ ზომებს თუ მიმართავს კომპანია?

- ჩვენ ვაპირებთ გერმანელი სპეციალისტების ჩამოყვანას, რომლებიც ყველა ბანერს სათითაოდ შეამოწმებენ და დასკვნებს დადებენ.

- რა სტანდარტებით ხდება ბანერების დამონტაჟება?

- ჩვენი კომპანია წლებია არსებობს ამ ბაზარზე და არაერთი სარეკლამო კონსტრუქციის მფლობელია. ბუნებრივია, კონსტრუქციებს საკმაოდ გამოცდილი კონსტრუქტორები აპროექტებენ და ტექნიკური ჯგუფიც, ყველანაირი სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს ამ ნაგებობების განთავსებას ისე, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

- თუ ხდება ნიადაგის კვლევა, სადაც უნდა დამონტაჟდეს ბანერი?

- რასაკვირველია, სანამ კონსტრუქციის მონტაჟზე მიდგება საქმე, ჯერ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გაიცეს ნებართვა ამ ადგილზე კონსტრუქციის დაყენებაზე. ამის შემდეგ, სპეციალისტები სწავლობენ ტერტორიის ნიადაგს, მდგრადობას... აქვე, გასათვალისწინებელია მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორი - იქნება ეს გაზისა და წყლის მილები თუ ელექტროგადამცემი მოწყობილობები. ადგილის სრულად შესწავლის შემდეგ იწყება კონსტრუქციის ტიპზე ფიქრი, ისე რომ მორგებული იყოს არსებულ ნიადაგსა და სივრცეს და შემდეგ ხდება მისი მონტაჟი.

- რა სიღრმეზე ხდება ნიადაგის გაჭრა?

- გააჩნია კონსტრუქციის მაშტაბებსა და ადგილს, სადაც უნდა განთავსდეს ის. კონკრეტულ კონსტრუქციას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, ამიტომ ამ საკითხზე ასე ზეპირად საუბარი რთულია.

- ვიბრაცია თუ ახდენა გავლენას კონსტრუქციის მდგრადობაზე?

- ვიბრაციაში თუ იგულისხმება მიწის ზემოთ არსებული სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ბუნებრივია, თანამედროვე ნორმებით გათვალისწინებულია, რომ კონსტრუქციამ სხვადასხვაგვარ ზეწოლას გაუძლოს. თუმცა, არსებობს ისეთი ტიპის სტიქიური შემთხვევებიც, როდესაც ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ სარეკლამო კონსტრუქციებზე, არამედ მთელ რიგ შენობა-ნაგებობებზე. სამწუხაროდ, ამისგან არავინაა დაზღვეული.

- ჩამოვარდნის შემთხვევაში კომპანია თუ ანაზღაურებს ზარალს?

- კონსტრუქციის ჩამოვარდნის შემთხვევაში კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, სრულად აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია