სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?!" - თამარ ივერი "ეთერზე", "შუბებზე" და ოპერის გახსნაზე
"ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?!" - თამარ ივერი "ეთერზე", "შუბებზე" და ოპერის გახსნაზე

თბი­ლი­სის ოპე­რის თე­ატ­რის გარ­შე­მო ცხა­რე კა­მა­თი არ მთავ­რდე­ბა, თუმ­ცა სი­ტყვა გან­სჯის­თვის ეძ­ლე­ვა ყვე­ლას, გარ­და ოპე­რის მეს­ვე­უ­რე­ბი­სა, - მომ­ღერ­ლე­ბი­სა, დი­რი­ჟო­რი­სა და ორ­კესტრის მუ­სი­კო­სე­ბი­სა. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებს ისი­ნი ლა­პა­რა­კო­ბენ, უმე­ტე­სო­ბა ამ თე­მის გარ­შე­მო დუ­მილს ამ­ჯო­ბი­ნებს...

ჩვენ ცნო­ბილ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალს თა­მარ ივერს შევ­ხვდით, რო­მელ­მაც "აბე­სა­ლომ და ეთერ­ში" ეთე­რის როლი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ას­რუ­ლა (სპექ­ტაკლზე დას­წრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ცხა­დია, არ მოგ­ვე­ცა). მის­თვის ეს დღე ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რა­ზეც "ამ­ბე­ბი.გე"-ს მკი­თხველს თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი ესა­უბ­რე­ბა:

- მამა ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი იყო და ოც­ნე­ბად ჰქონ­და ქცე­უ­ლი თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე ვე­ნა­ხე, წამ­ყვა­ნი პარ­ტია მემ­ღე­რა, მაგ­რამ ამ ქვეყ­ნი­დან ისე წა­ვი­და, ამას ვერ მო­ეს­წრო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მა­მას ოც­ნე­ბა ავუხ­დი­ნე... მოკ­ლედ, ამ ყვე­ლაფ­რის გა­მოც ჩემ­თვის ოპე­რის თე­ატ­რის გახ­სნა ორ­მა­გად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. მით უფრო, რომ ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და ფაქ­ტი, რომ ამ ღირ­სახ­სო­ვარ დღეს სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და ვმღე­რო­დი, რაც მა­მა­ჩე­მის ხსოვ­ნას მი­ვუ­ძღვე­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა სპექ­ტაკლს, აზრი ბევ­რნა­ი­რი იყო, მათ შო­რის, სა­დაო მო­მენ­ტე­ბიც, თუნ­დაც ყბა­და­ღე­ბუ­ლი დე­კო­რა­ცი­ის თემა. სპექ­ტაკ­ლი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­პე­ტი­ცი­ე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას იხ­ვე­წე­ბა და გე­ნე­რა­ლურ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე რო­გორც ჩა­ბარ­დე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ იმ სა­ხეს იღებს.

- თქვენ მოგ­წონ­დათ ჩა­ბა­რე­ბამ­დე სპექ­ტაკ­ლის დე­კო­რა­ცია?

- ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი ვარ და, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბა, ის­ვეე რო­გორც ჩემს კო­ლე­გებს. უკვე გან­ვლი­ლი ეტა­პია და ვი­ტყვი, რომ ჩვენც გარ­კვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და, რომ რა­ღა­ცე­ბი გა­და­კე­თე­ბუ­ლი­ყო, თუნ­დაც ის ყბა­და­ღე­ბუ­ლი "ქვა". რამ­დენ­ჯერ­მე იყო ამის მცდე­ლო­ბაც, რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა კი­დეც, მაგ­რამ ის ფორ­მე­ბი ისე­ვე შე­ნარ­ჩუნ­და. სა­ბო­ლო­ოდ, კი რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც ბა­ტონ­მა გოგი ალექ­სი-მეს­ხიშ­ვილ­მა მი­ი­ღო, ეს ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია. იმა­საც ვი­ტყვი, ბა­ტო­ნი გოგი ცდი­ლობ­და და მისი იდე­ა­ფიქ­სი იყო, სპექ­ტაკ­ლი სა­უ­კე­თე­სო ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა, ერთი სა­გა­ნი მე­ო­რეს შე­ა­და­რონ... არა­და, ყვე­ლა სი­უ­რე­ა­ლის­ტი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ გან­ვი­ხი­ლოთ, ყველ­გან ვნა­ხავთ თუნ­დაც შიშ­ველ ქალს და ე.წ. ფა­ლოსს, რა­საც ის "ქვა" პრე­მი­ე­რამ­დე შე­ა­და­რეს. არა­და, ეს იყო მხატ­ვრის იდეა, მისი ხედ­ვა და მისი უფ­ლე­ბაც. იქ­ნე­ბა და იმ ქვის, რო­გორც სიმ­ბო­ლოს, გარ­შე­მო ტრი­ა­ლებს მთე­ლი სპექ­ტაკ­ლი?! მოკ­ლედ, ვერ გა­უ­გეს, რად­გა­ნაც პუბ­ლი­კა მა­ინც ასე ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ხე­დავ­და და დე­კო­რა­ცი­ის იმ ნა­წილს "აბე­სა­ლომ და ეთე­რის­თვის" მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნევ­და.

- რას გვე­ტყვით სა­კუ­თარ როლ­ზე, - ეთე­რის პარ­ტი­ა­ზე, რო­მე­ლიც იმ­ღე­რეთ?

- ძა­ლი­ან ღრმა რო­ლია. მომ­ღე­რა­ლი სულ თხრო­ბი­სა და დი­ა­ლო­გის რე­ჟიმ­შია. ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, რომ რა­ი­მე გა­მორ­ჩე­უ­ლი არია აქვს ეთერს. ვერც იმას ვი­ტყვი, რომ ეს ვერ­დი­სა და პუ­ჩი­ნის სტი­ლია, არის ხალ­ხურ-აღ­მო­სავ­ლუ­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მომ­წონს. ღრმა არის ის სათ­ქმე­ლი, რა­საც ეთე­რი ამ­ბობს. ასე იტა­ლი­ურ ოპე­რა­ში ვერ იტყვი, ამას ქარ­თუ­ლი ფრა­ზი­რე­ბე­ბი გან­სა­ზღვრავს. დიახ, დიდი გუ­ლია ჩა­დე­ბუ­ლი, ამ­ხე­ლა გულს იტა­ლი­ურ ოპე­რა­ში ვერ ჩა­დებ.

- ისე აქამ­დე რა­ტომ არ გა­ვი­და ეს სპექ­ტაკ­ლი უცხო­ეთ­ში?

- სა­დღაც ალ­ბათ, ენის ბა­რი­ე­რიც არის, უცხო­ე­ლი რო­გორ ის­წავ­ლის საკ­მა­ოდ რთულ ტექსტს?

- "აბე­სა­ლომ და ეთე­რი" - ეს ოპე­რა ბოლო დროს კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. ზოგს არ მოს­წონს...

- ევ­რო­პუ­ლი ყუ­რის­თვის, რა­ღაც მო­მენ­ტში, ეს ოპე­რა აღ­მო­სავ­ლუ­რად ჟღერს, რა­ღაც ად­გი­ლე­ბი, მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა ზედ­მე­ტად ხალ­ხუ­რი იყოს, მაგ­რამ რომ ავი­ღოთ "ევ­გე­ნი ონე­გი­ნი", იქაც არის რუ­სუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა, ჩა­ი­კოვ­სკის აქვს ასე­თი სტი­ლი ჩარ­თუ­ლი. ევ­რო­პა­ში რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ოპე­რის დი­რექ­ტორს "აბე­სა­ლომ და ეთე­რი" მო­ვას­მე­ნი­ნე და აღ­ფრთო­ვან­დნენ, მზად იყ­ვნენ კი­დეც მის და­სად­გმე­ლად, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა­ზე ხალ­ხი არ მივა, თუ ვთქვათ, არ არის საკ­მა­რი­სი რეკ­ლა­მა, რად­გა­ნაც ეს არ არის ჯუ­ზე­პე ვერ­დი და პუ­ჩი­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის. ამი­ტომ ამას ცოტა სხვა წარ­დგე­ნა, სხვა პი­ა­რი, რეკ­ლა­მა სჭირ­დე­ბა, რაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. "კო­ვენტ გარ­დე­ნი" ამა­ში მი­ლი­ო­ნებს არ ჩა­დებს, მით უფრო, რომ არ იცის, ხალ­ხი რო­გორ მი­ი­ღებს სპექ­ტაკლს. თან, ყვე­ლა იმას უყუ­რებს, რომ სხვა­გან, უცხო ქვე­ყა­ნა­ში ეს სპექ­ტაკ­ლი სად დად­გმუ­ლა და რა რე­ზო­ნან­სი ჰქო­ნია. "აბე­სა­ლო­მი და ეთე­რი" კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს სულ ორ­ჯერ არის სა­ზღვრებს მიღ­მა ნამ­ყო­ფი, მაგ­რამ ეს არ ით­ვლე­ბა, ისი­ნი ბოლო 5 წლის შე­დე­გებს უყუ­რე­ბენ და როცა ამას ვერ ხე­და­ვენ, თა­ვად სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს სთა­ვა­ზო­ბენ, ჩვენ დავ­დგამთ, მაგ­რამ და­ფი­ნან­სე­ბა და წარ­დგე­ნა თქვენ უნდა გა­ა­კე­თო­თო, რად­გა­ნაც უც­ნობ სპექ­ტაკლზე ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა მათ გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

ბა­ტონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არ ეშ­ლე­ბო­და, რაც მოს­წონ­და და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო, იმ საქ­მე­ში ათასებ­სა და მი­ლი­ო­ნებს დებ­და... სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი მხრი­დან არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რომ ეს სპექ­ტაკ­ლი უცხო­ეთ­ში წარ­დგე­ნი­ლი­ყო. არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბა ჩვე­ნი თე­ატ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გა­ნაც, მქონ­და ერთ-ერთ მათ­გან­თან სა­უ­ბა­რი, ის მი­იჩ­ნევ­და, რომ სა­ორ­კესტრო ნა­წი­ლი და­სახ­ვე­წია. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რად თა­ვის არი­დე­ბის მო­მენ­ტი იყო. ვთვლი, რომ ფა­ლი­აშ­ვი­ლის ოპე­რა "და­ი­სი" ძა­ლი­ან ეროვ­ნუ­ლია, ქარ­თუ­ლი, ხალ­ხუ­რი, მაგ­რამ "აბე­სა­ლო­მი" უფრო ახ­ლოს არის ჩემ­თან. მოკ­ლედ, ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რი და მი­მაჩ­ნია, რომ თე­ატ­რი ამ სპექ­ტაკ­ლით უნდა გახ­სნი­ლი­ყო და არა ვთქვათ, "რი­გო­ლე­ტო­თი", მაგ­რამ თუ ვინ­მეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვს, ამის­თვის ვე­რა­ვის გავ­კი­ცხავ. მჯე­რა, რომ რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ევ­რო­პა­ში ეს სპექ­ტაკ­ლი გარ­კვე­ულ ად­გილს და­იმ­კვიდ­რებს.

- ქურ­ქე­ბი და ოპე­რის გახ­სნა დღემ­დე ცხა­რე გან­ხილ­ვის სა­გა­ნია...

- სა­სა­ცი­ლოა ეს ამ­ბა­ვი, ამა­ზე სტა­ტუ­სიც დავ­წე­რე, ქა­ლა­ქი მი­აქვს ხინ­კალს, მწვადს, შა­ურ­მას, დღე­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ცხვა­რი, ღორი, ძრო­ხა იკ­ვლე­ბა და მხო­ლოდ "შუ­ბის" დაგ­მო­ბით გა­მო­ი­ხა­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტი. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს იყი­და რა­ღაც ქურ­ქი, მას მერე სა­თუ­თად უვ­ლის, გარ­დე­რობ­ში უკი­დია, ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გამო ქურ­ქს ვერ­სად იც­ვამს და აი, და აი, ძლივს მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი უმოქ­მე­დო, ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი სა­მო­სის ჩა­ეც­ვა, მაგ­რამ თავს სა­ში­ნე­ლი კრი­ტი­კა და­ა­ტყდა. 5 წლის წინ ასეთ თე­მებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხმას არ იღებ­და და ერთი მხრივ კარ­გია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­ცო­ცხლდნენ. თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლიო ამ­ბობს, რომ "შუბა" ცხო­ვე­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის შე­დე­გია, რა­შიც ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ პა­ლე­ო­ლი­თის ხა­ნი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ადა­მი­ანს აც­ვია ცხო­ვე­ლის ტყა­ვი. მა­შინ "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნიც" გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ, რა­ტომ აქვს ვე­ფხვი შე­მოხ­ვე­უ­ლი?! ერთი მხრივ, ცხო­ვე­ლის ტყა­ვი ორ­გა­ნიზ­მის­თვის მარ­გე­ბე­ლი, თბი­ლია, რა­საც ხე­ლოვ­ნუ­რი ქურ­ქი ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს.

- თქვენ არ გაქვთ ქურ­ქი?

- კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში რამ­დე­ნი­მე მეც შე­ვი­ძი­ნე და მაქვს კარ­გი ქურ­ქე­ბი, მი­მაჩ­ნდა, რომ ის ლა­მა­ზი და შე­სა­ნიშ­ნა­ვია, მაგ­რამ რაც დრო გა­დის, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს მათი ჩაც­მა, რომ ვუ­ყუ­რებ რო­გორ მზად­დე­ბა, მზა­რავს. ცხო­ვე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად აშე­ნე­ბენ, რომ შემ­დეგ მათი ბეწ­ვის­გან ქურ­ქე­ბი შე­კე­რონ. რო­დე­საც ვუ­ყუ­რე ფილ­მს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ვნა­ხე, რო­გორ არე­ტი­ა­ნე­ბენ და მერე ცო­ცხლად ატყა­ვე­ბენ, ანუ ცხო­ვე­ლი გრძნობს, რო­გორ აც­ლი­ან ტყავს, და­ვით­რგუ­ნე. ეს ფილ­მი ვე­ნა­ში, ცენ­ტრა­ლურ პროს­პექ­ტზე, ცხო­ვე­ლე­ბის დამ­ცვე­ლებს ჰქონ­დათ გა­მო­ტა­ნი­ლი. სომ გე­უბ­ნე­ბით, სუნ­თქვა გა­და­მე­კე­ტა, ერთი კვი­რა ღამე მე­ლან­დე­ბო­და. იმის მერე თუ ქურ­ქს ვიც­ვამ, ხელს გა­ვუყ­რი თუ არა, სხე­ულ­ში რა­ღაც ტკი­ვილს ვგრძნობ, ცუდ გუ­ნე­ბა­ზე ვდგე­ბი, რად­გა­ნაც იმ ფილმმა ჩემს ფსი­ქი­კა­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. იმის შემ­დეგ 5 ხე­ლოვ­ნუ­რი ბეწ­ვის ქურ­ქი შე­ვი­ძი­ნე. აბ­სო­ლუ­ტუ­რად მეს­მის, ვუ­თა­ნაგ­რძნობ და მათ გვერ­დით ვდგა­ვარ, ვინც "შუ­ბის" ინ­დუსტრი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ილაშ­ქრებს. უცხო­ეთ­ში სტუმ­რად რომ მიხ­ვი­დეთ ქურ­ქით, შე­იძ­ლე­ბა მას­თან ეს ვი­ზი­ტი ბოლო აღ­მოჩ­ნდეს, რად­გა­ნაც მას­პინ­ძე­ლი ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­დეს.

- იმა­ზე რას გვე­ტყვით, რომ პრე­მი­ე­რა­ზე ჭეშ­მა­რი­ტი ოპე­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ვერ მოხ­ვდნენ და იქ მის­ვლა სპე­ცი­ა­ლუ­რი მო­საწ­ვე­ვე­ბით იყო. ეს ფაქ­ტი ოპე­რის ბაღ­ში გარ­კვე­ულ­მა ჯგუფ­მა პერ­ფო­მან­სით გა­აპ­რო­ტეს­ტა...

- პირ­ვე­ლი დღე და­ხუ­რუ­ლი იყო და მოს­წა­ვე­ვე­ბით მი­ვი­და ხალ­ხი, მაგ­რამ ჩემი აზრი მაქვს და მგო­ნია, რომ 300-400 ბი­ლე­თი მა­ინც უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო. ყო­ფი­ლი­ყო პარ­ტე­რი მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის, მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნი ად­გი­ლე­ბი - მე­ლო­მა­ნე­ბის­თვის. დიდი ენ­რი­კო კა­რუ­ზო ამ­ბობ­და, რომ ღა­რი­ბი მსმე­ნე­ლი ყო­ველ­თვის ზე­მოთ, "გა­ლი­ორ­კებ­ზე" ზის. ამი­ტომ აპ­ლო­დის­მენ­ტებ­ზე რომ გა­მო­დი­ო­და, ყო­ველ­თვის ზე­მოთ აი­ხე­დავ­და და იმ ხალ­ხს უზ­გავ­ნი­და კოც­ნას: ესე­ნი ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არი­ან, ჭეშ­მა­რი­ტი მე­ლო­მა­ნე­ბიო. თუნ­დაც ეს "გა­ლი­ორ­კე­ბი" უნდა გა­ყი­დუ­ლი­ყო, ვი­ნა­ი­დან არი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამ­დე­ნი წელი ელო­და ოპე­რის გახ­სნას და უნ­დო­და ამ დღე­სას­წა­ულს დას­წე­ბო­და.

- ამ დროს იქ ზო­გი­ერ­თი ისე­თი მოხ­ვდა, რომ სა­ერ­თოდ არც აინ­ტე­რე­სებს ხე­ლოვ­ნე­ბის ეს ჟან­რი.

- კი, უბ­რა­ლოდ ჩა­იც­ვა ლა­მა­ზი სა­მო­სი, რომ პუბ­ლი­კას და­ნახ­ვე­ბო­და... სპექ­ტაკლზე რომ მო­ბი­ლუ­რე­ბი ჰქონ­დათ ჩარ­თუ­ლი და ერ­თმა­ნეთს ემე­სი­ჯე­ბოდ­ნენ, ეს სხვა თე­მაა... ეს ყვე­ლაფ­რი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?!" - თამარ ივერი "ეთერზე", "შუბებზე" და ოპერის გახსნაზე

"ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?!" - თამარ ივერი "ეთერზე", "შუბებზე" და ოპერის გახსნაზე

თბილისის ოპერის თეატრის გარშემო ცხარე კამათი არ მთავრდება, თუმცა სიტყვა განსჯისთვის ეძლევა ყველას, გარდა ოპერის მესვეურებისა, - მომღერლებისა, დირიჟორისა და ორკესტრის მუსიკოსებისა. ყველაზე ნაკლებს ისინი ლაპარაკობენ, უმეტესობა ამ თემის გარშემო დუმილს ამჯობინებს...

ჩვენ ცნობილ საოპერო მომღერალს თამარ ივერს შევხვდით, რომელმაც "აბესალომ და ეთერში" ეთერის როლი, როგორც ამბობენ, შესანიშნავად შეასრულა (სპექტაკლზე დასწრების საშუალება ცხადია, არ მოგვეცა). მისთვის ეს დღე ორმაგად სასიხარულო იყო, რაზეც "ამბები.გე"-ს მკითხველს თავად ქალბატონი თამარი ესაუბრება:

- მამა ოპერის მომღერალი იყო და ოცნებად ჰქონდა ქცეული თბილისის ოპერის სცენაზე ვენახე, წამყვანი პარტია მემღერა, მაგრამ ამ ქვეყნიდან ისე წავიდა, ამას ვერ მოესწრო. რამდენიმე დღის წინ კი მამას ოცნება ავუხდინე... მოკლედ, ამ ყველაფრის გამოც ჩემთვის ოპერის თეატრის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. მით უფრო, რომ ისტორიაში შევიდა ფაქტი, რომ ამ ღირსახსოვარ დღეს სცენაზე ვიდექი და ვმღეროდი, რაც მამაჩემის ხსოვნას მივუძღვენი. რაც შეეხება სპექტაკლს, აზრი ბევრნაირი იყო, მათ შორის, სადაო მომენტებიც, თუნდაც ყბადაღებული დეკორაციის თემა. სპექტაკლი მოგეხსენებათ, რეპეტიციების მსვლელობისას იხვეწება და გენერალურ რეპეტიციაზე როგორც ჩაბარდება, საბოლოოდ იმ სახეს იღებს.

- თქვენ მოგწონდათ ჩაბარებამდე სპექტაკლის დეკორაცია?

- ოპერის მომღერალი ვარ და, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი ინდივიდუალობა, ისვეე როგორც ჩემს კოლეგებს. უკვე განვლილი ეტაპია და ვიტყვი, რომ ჩვენც გარკვეული დამოკიდებულება გვქონდა, რომ რაღაცები გადაკეთებულიყო, თუნდაც ის ყბადაღებული "ქვა". რამდენჯერმე იყო ამის მცდელობაც, რაღაცები შეიცვალა კიდეც, მაგრამ ის ფორმები ისევე შენარჩუნდა. საბოლოოდ, კი რა გადაწყვეტილებაც ბატონმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა მიიღო, ეს ყველაზე საუკეთესო ვარიანტია. იმასაც ვიტყვი, ბატონი გოგი ცდილობდა და მისი იდეაფიქსი იყო, სპექტაკლი საუკეთესო ყოფილიყო, მაგრამ ადამიანებს აქვთ მიდრეკილება, ერთი საგანი მეორეს შეადარონ... არადა, ყველა სიურეალისტი მხატვრების ნამუშევრები რომ განვიხილოთ, ყველგან ვნახავთ თუნდაც შიშველ ქალს და ე.წ. ფალოსს, რასაც ის "ქვა" პრემიერამდე შეადარეს. არადა, ეს იყო მხატვრის იდეა, მისი ხედვა და მისი უფლებაც. იქნება და იმ ქვის, როგორც სიმბოლოს, გარშემო ტრიალებს მთელი სპექტაკლი?! მოკლედ, ვერ გაუგეს, რადგანაც პუბლიკა მაინც ასე ერთმნიშვნელოვნად ხედავდა და დეკორაციის იმ ნაწილს "აბესალომ და ეთერისთვის" მიუღებლად მიიჩნევდა.

- რას გვეტყვით საკუთარ როლზე, - ეთერის პარტიაზე, რომელიც იმღერეთ?

- ძალიან ღრმა როლია. მომღერალი სულ თხრობისა და დიალოგის რეჟიმშია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გამორჩეული არია აქვს ეთერს. ვერც იმას ვიტყვი, რომ ეს ვერდისა და პუჩინის სტილია, არის ხალხურ-აღმოსავლური, რომელიც ძალიან მომწონს. ღრმა არის ის სათქმელი, რასაც ეთერი ამბობს. ასე იტალიურ ოპერაში ვერ იტყვი, ამას ქართული ფრაზირებები განსაზღვრავს. დიახ, დიდი გულია ჩადებული, ამხელა გულს იტალიურ ოპერაში ვერ ჩადებ.

- ისე აქამდე რატომ არ გავიდა ეს სპექტაკლი უცხოეთში?

- სადღაც ალბათ, ენის ბარიერიც არის, უცხოელი როგორ ისწავლის საკმაოდ რთულ ტექსტს?

- "აბესალომ და ეთერი" - ეს ოპერა ბოლო დროს კრიტიკის ობიექტი გახდა. ზოგს არ მოსწონს...

- ევროპული ყურისთვის, რაღაც მომენტში, ეს ოპერა აღმოსავლურად ჟღერს, რაღაც ადგილები, მათთვის შეიძლება ზედმეტად ხალხური იყოს, მაგრამ რომ ავიღოთ "ევგენი ონეგინი", იქაც არის რუსული ხალხური სიმღერა, ჩაიკოვსკის აქვს ასეთი სტილი ჩართული. ევროპაში რამდენიმე ცნობილი ოპერის დირექტორს "აბესალომ და ეთერი" მოვასმენინე და აღფრთოვანდნენ, მზად იყვნენ კიდეც მის დასადგმელად, მაგრამ წარმოდგენაზე ხალხი არ მივა, თუ ვთქვათ, არ არის საკმარისი რეკლამა, რადგანაც ეს არ არის ჯუზეპე ვერდი და პუჩინი, რომელიც ყველამ იცის. ამიტომ ამას ცოტა სხვა წარდგენა, სხვა პიარი, რეკლამა სჭირდება, რაც მოგეხსენებათ, დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. "კოვენტ გარდენი" ამაში მილიონებს არ ჩადებს, მით უფრო, რომ არ იცის, ხალხი როგორ მიიღებს სპექტაკლს. თან, ყველა იმას უყურებს, რომ სხვაგან, უცხო ქვეყანაში ეს სპექტაკლი სად დადგმულა და რა რეზონანსი ჰქონია. "აბესალომი და ეთერი" კომუნისტების დროს სულ ორჯერ არის საზღვრებს მიღმა ნამყოფი, მაგრამ ეს არ ითვლება, ისინი ბოლო 5 წლის შედეგებს უყურებენ და როცა ამას ვერ ხედავენ, თავად საქართველოს მხარეს სთავაზობენ, ჩვენ დავდგამთ, მაგრამ დაფინანსება და წარდგენა თქვენ უნდა გააკეთოთო, რადგანაც უცნობ სპექტაკლზე ბილეთების გაყიდვა მათ გაუჭირდებათ.

ბატონ მიხეილ სააკაშვილს არ ეშლებოდა, რაც მოსწონდა და დაინტერესებული იყო, იმ საქმეში ათასებსა და მილიონებს დებდა... სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არ იყო დაინტერესება, რომ ეს სპექტაკლი უცხოეთში წარდგენილიყო. არ იყო დაინტერესება ჩვენი თეატრის ყოფილი ხელმძღვანელობისგანაც, მქონდა ერთ-ერთ მათგანთან საუბარი, ის მიიჩნევდა, რომ საორკესტრო ნაწილი დასახვეწია. მოკლედ, ყველანაირად თავის არიდების მომენტი იყო. ვთვლი, რომ ფალიაშვილის ოპერა "დაისი" ძალიან ეროვნულია, ქართული, ხალხური, მაგრამ "აბესალომი" უფრო ახლოს არის ჩემთან. მოკლედ, ეს არის ჩვენი ეროვნული საგანძური და მიმაჩნია, რომ თეატრი ამ სპექტაკლით უნდა გახსნილიყო და არა ვთქვათ, "რიგოლეტოთი", მაგრამ თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ამისთვის ვერავის გავკიცხავ. მჯერა, რომ რამდენიმე წელიწადში ევროპაში ეს სპექტაკლი გარკვეულ ადგილს დაიმკვიდრებს.

- ქურქები და ოპერის გახსნა დღემდე ცხარე განხილვის საგანია...

- სასაცილოა ეს ამბავი, ამაზე სტატუსიც დავწერე, ქალაქი მიაქვს ხინკალს, მწვადს, შაურმას, დღეში მილიონობით ცხვარი, ღორი, ძროხა იკვლება და მხოლოდ "შუბის" დაგმობით გამოიხატა საზოგადოების პროტესტი. ადამიანი, რომელმაც კომუნისტების დროს იყიდა რაღაც ქურქი, მას მერე სათუთად უვლის, გარდერობში უკიდია, ყოველდღიური რუტინის გამო ქურქს ვერსად იცვამს და აი, და აი, ძლივს მიეცა საშუალება თავისი უმოქმედო, ნალოლიავები სამოსის ჩაეცვა, მაგრამ თავს საშინელი კრიტიკა დაატყდა. 5 წლის წინ ასეთ თემებზე საზოგადოება ხმას არ იღებდა და ერთი მხრივ კარგია, რომ ადამიანები გამოცოცხლდნენ. თანამედროვე მსოფლიო ამბობს, რომ "შუბა" ცხოველისთვის მიყენებული ტკივილის შედეგია, რაშიც ვეთანხმები, მაგრამ პალეოლითის ხანიდან მოყოლებული, ადამიანს აცვია ცხოველის ტყავი. მაშინ "ვეფხისტყაოსანიც" გავაპროტესტოთ, რატომ აქვს ვეფხვი შემოხვეული?! ერთი მხრივ, ცხოველის ტყავი ორგანიზმისთვის მარგებელი, თბილია, რასაც ხელოვნური ქურქი ვერ ჩაანაცვლებს.

- თქვენ არ გაქვთ ქურქი?

- კარიერის დასაწყისში რამდენიმე მეც შევიძინე და მაქვს კარგი ქურქები, მიმაჩნდა, რომ ის ლამაზი და შესანიშნავია, მაგრამ რაც დრო გადის, ძალიან მიმძიმს მათი ჩაცმა, რომ ვუყურებ როგორ მზადდება, მზარავს. ცხოველებს სპეციალურად აშენებენ, რომ შემდეგ მათი ბეწვისგან ქურქები შეკერონ. როდესაც ვუყურე ფილმს ამ ყველაფერზე, ვნახე, როგორ არეტიანებენ და მერე ცოცხლად ატყავებენ, ანუ ცხოველი გრძნობს, როგორ აცლიან ტყავს, დავითრგუნე. ეს ფილმი ვენაში, ცენტრალურ პროსპექტზე, ცხოველების დამცველებს ჰქონდათ გამოტანილი. სომ გეუბნებით, სუნთქვა გადამეკეტა, ერთი კვირა ღამე მელანდებოდა. იმის მერე თუ ქურქს ვიცვამ, ხელს გავუყრი თუ არა, სხეულში რაღაც ტკივილს ვგრძნობ, ცუდ გუნებაზე ვდგები, რადგანაც იმ ფილმმა ჩემს ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. იმის შემდეგ 5 ხელოვნური ბეწვის ქურქი შევიძინე. აბსოლუტურად მესმის, ვუთანაგრძნობ და მათ გვერდით ვდგავარ, ვინც "შუბის" ინდუსტრიის წინააღმდეგ ილაშქრებს. უცხოეთში სტუმრად რომ მიხვიდეთ ქურქით, შეიძლება მასთან ეს ვიზიტი ბოლო აღმოჩნდეს, რადგანაც მასპინძელი ძალიან გაღიზიანდეს.

- იმაზე რას გვეტყვით, რომ პრემიერაზე ჭეშმარიტი ოპერის მოყვარულები ვერ მოხვდნენ და იქ მისვლა სპეციალური მოსაწვევებით იყო. ეს ფაქტი ოპერის ბაღში გარკვეულმა ჯგუფმა პერფომანსით გააპროტესტა...

- პირველი დღე დახურული იყო და მოსწავევებით მივიდა ხალხი, მაგრამ ჩემი აზრი მაქვს და მგონია, რომ 300-400 ბილეთი მაინც უნდა გაყიდულიყო. ყოფილიყო პარტერი მოწვეული სტუმრებისთვის, მაგრამ დანარჩენი ადგილები - მელომანებისთვის. დიდი ენრიკო კარუზო ამბობდა, რომ ღარიბი მსმენელი ყოველთვის ზემოთ, "გალიორკებზე" ზის. ამიტომ აპლოდისმენტებზე რომ გამოდიოდა, ყოველთვის ზემოთ აიხედავდა და იმ ხალხს უზგავნიდა კოცნას: ესენი ჩემი გულშემატკივრები არიან, ჭეშმარიტი მელომანებიო. თუნდაც ეს "გალიორკები" უნდა გაყიდულიყო, ვინაიდან არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, ვინც ამდენი წელი ელოდა ოპერის გახსნას და უნდოდა ამ დღესასწაულს დასწებოდა.

- ამ დროს იქ ზოგიერთი ისეთი მოხვდა, რომ საერთოდ არც აინტერესებს ხელოვნების ეს ჟანრი.

- კი, უბრალოდ ჩაიცვა ლამაზი სამოსი, რომ პუბლიკას დანახვებოდა... სპექტაკლზე რომ მობილურები ჰქონდათ ჩართული და ერთმანეთს ემესიჯებოდნენ, ეს სხვა თემაა... ეს ყველაფრი ძალიან სამწუხაროა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ზურა რომ გაეშვათ, მე ჩემით წავიდოდი“ - როგორ აფასებს რამილია ალიევა "მასტერშეფში“ მონაწილეობას და აპირებს თუ არა კულინარიაში დარჩენას

71 წლის დიზაინერი თინეიჯერული გარეგნობის საიდუმლოს ამხელს - "მუშაობა, არყის კოქტეილი და ნაკლები მზე"

"საოცრება ხდება ჩემს ცხოვრებაში... მირეკავენ, ტირიან" - "მასტერშეფი" ყველაზე ექსცენტრიკულმა მონაწილემ დატოვა