"მაესტროს" საკონტროლი პაკეტის მფლობელი, გია გაჩეჩილაძე ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა. მისი თქმით, კვირიკაშვილი მისი "ძმაკაცი და მეგობარია" და მას "ორ დღეში ერთხელ" ხვდება.
"რა არის პრობლემა? "მაესტროზე" არ გვისაუბრია. სხვა თემებზე იყო საუბარი. მე ვარ მაესტროს 55%-ის მფლობელი, ამასთან პრემიერი რა შუაშია? მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები, რაზე ველაპარაკები ჩემ ცოლს და შვილს ამაზე რატომ უნდა ვისაუბრო მედიასთან. ჩემი მეგობარი პრემიერიც არის, პრეზიდენტიც, ამიტომ აღარ ვიცხოვრო?!", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. მისივე თქმით, შეხვედრა კანცელარია შედგა და პრემიერთან ჩუმად შეხვედრა რომ ნდომებოდა, მთავრობის ადმინისტრაციაში არ მივიდოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: