სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს შანტაჟია... გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი" - შელაპარაკება გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის პირდაპირ ეთერში
"ეს შანტაჟია... გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი" - შელაპარაკება გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის პირდაპირ ეთერში

პარტნი­ორ­თა კრე­ბა­ზე მი­სულ გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­სა და არ­ხის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ბაია გა­და­ბა­ძეს შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და. "მა­ესტროს" 55% წი­ლის მფლო­ბელ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გარ­შე­მო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა.

"არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა, ერთი დი­რექ­ტო­რი იც­ვლე­ბა მე­ო­რე­თი, ვი­სით იც­ვლე­ბა? ვა­დას­ტუ­რებ, რომ ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე­ზეა სა­უ­ბა­რი. ტე­ლე­ვი­ზი­ის რე­ი­ტინ­გი 15%-დან 4%-ზე ჩა­მო­ვი­და. ეს საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ შე­იც­ვა­ლოს დი­რექ­ტო­რი თუ არა?", - აცხა­დებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, სა­ნამ იგი ტე­ლე­ვი­ზი­ის 25%-ს ფლობ­და, არ ერე­ო­და "მა­ესტროს" საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რად­გან მარ­თვა სხვას ჰქონ­და გა­და­ცე­მუ­ლი. თა­ვის მხრივ არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს იმ ფუ­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მოს­თხო­ვა, რი­თაც მან ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბი შე­ი­ძი­ნა. "მე გე­კი­თხე­ბით ირაკ­ლი რუ­ხა­ძე­ზე, რო­მელ­მაც გა­უშ­ვა ინგა გრი­გო­ლია, რო­მელ­მაც გა­უშ­ვა ლე­ვან ჩხა­ი­ძე, რო­მე­ლიც დღეს ჩემ­თან მუ­შა­ობს", - აცხა­დებს გა­და­ბა­ძე.

"მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბას გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ "შან­ტა­ჟი" უწო­და და მას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დარ­ჩე­ნა შეს­თა­ვა­ზა. "ბაია, შენ რა­საც აკე­თებ, ეს არის შან­ტა­ჟი. რო­გორც შენ გინ­და, თუ გინ­და დარ­ჩი, თუ გინ­და - წადი", - გა­ნა­ცხა­და გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ.

იხი­ლეთ შე­ლა­პა­რა­კე­ბის ვი­დეო

"მე გთა­ვა­ზობთ, რომ დავ­რჩე­ბი და ერ­თად ვმარ­თოთ ტე­ლე­ვი­ზია, ოღონდ სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. მე არას­დროს წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ მე და შენ სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვიდ­გე­ბო­დით. მე არ მინ­და, რომ ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ და სხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მმარ­თვე­ლებ­მა გა­და­თე­ლონ ჩვე­ნი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბაია გა­და­ბა­ძემ.

გია გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და­ა­დას­ტუ­რა, რომ იგი ორი დღის წინ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ნამ­დვი­ლად შეხ­ვდა. "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა მქონ­და, ის ჩემი მე­გო­ბა­რია, ორ დღე­ში ერთხელ ვხვდე­ბი და რა არის პრობ­ლე­მა? "მა­ესტრო­ზე" არ გვი­სა­უბ­რია. სხვა თე­მებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. მე­გო­ბარს და ამ­ხა­ნაგს რაზე ვე­სა­უბ­რე­ბი ამას არ ვე­ტყვი მე­დი­ას", - აცხა­დებს გა­ჩე­ჩი­ლა­ძე.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე ბრუნ­დე­ბა - "უც­ნო­ბი" "მა­ესტროს" დი­რექ­ტო­რის პოსტს "გრე­ჩი­ხას" სთა­ვა­ზობს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ეს შანტაჟია... გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი" - შელაპარაკება გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის პირდაპირ ეთერში

"ეს შანტაჟია... გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი" - შელაპარაკება გია გაჩეჩილაძესა და ბაია გადაბაძეს შორის პირდაპირ ეთერში

პარტნიორთა კრებაზე მისულ გია გაჩეჩილაძესა და არხის გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს შორის შელაპარაკება მოხდა. "მაესტროს" 55% წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის გარშემო განსაკუთრებული არაფერი ხდება.

"არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთი დირექტორი იცვლება მეორეთი, ვისით იცვლება? ვადასტურებ, რომ ლევან გაჩეჩილაძეზეა საუბარი. ტელევიზიის რეიტინგი 15%-დან 4%-ზე ჩამოვიდა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ შეიცვალოს დირექტორი თუ არა?", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

მისივე თქმით, სანამ იგი ტელევიზიის 25%-ს ფლობდა, არ ერეოდა "მაესტროს" საქმიანობაში, რადგან მართვა სხვას ჰქონდა გადაცემული. თავის მხრივ არხის გენერალურმა დირექტორმა გია გაჩეჩილაძეს იმ ფულის წარმომავლობაზე განმარტების გაკეთება მოსთხოვა, რითაც მან ტელეკომპანიის წილები შეიძინა. "მე გეკითხებით ირაკლი რუხაძეზე, რომელმაც გაუშვა ინგა გრიგოლია, რომელმაც გაუშვა ლევან ჩხაიძე, რომელიც დღეს ჩემთან მუშაობს", - აცხადებს გადაბაძე.

"მაესტროს" დირექტორის განცხადებას გია გაჩეჩილაძემ "შანტაჟი" უწოდა და მას ტელევიზიაში დარჩენა შესთავაზა. "ბაია, შენ რასაც აკეთებ, ეს არის შანტაჟი. როგორც შენ გინდა, თუ გინდა დარჩი, თუ გინდა - წადი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

იხილეთ შელაპარაკების ვიდეო

"მე გთავაზობთ, რომ დავრჩები და ერთად ვმართოთ ტელევიზია, ოღონდ სარედაქციო დამოუკიდებლობას შევინარჩუნებთ. მე არასდროს წარმომედგინა, რომ მე და შენ სხვადასხვა მხარეს ვიდგებოდით. მე არ მინდა, რომ ირაკლი რუხაძემ და სხვა ტელეკომპანიის მმართველებმა გადათელონ ჩვენი დამოუკიდებლობა", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

გია გაჩეჩილაძე ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ იგი ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ნამდვილად შეხვდა. "პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მქონდა, ის ჩემი მეგობარია, ორ დღეში ერთხელ ვხვდები და რა არის პრობლემა? "მაესტროზე" არ გვისაუბრია. სხვა თემებზე იყო საუბარი. მეგობარს და ამხანაგს რაზე ვესაუბრები ამას არ ვეტყვი მედიას", - აცხადებს გაჩეჩილაძე.

ასევე წაიკითხეთ: ლევან გაჩეჩილაძე ბრუნდება - "უცნობი" "მაესტროს" დირექტორის პოსტს "გრეჩიხას" სთავაზობს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."