სალომესთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, - მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ "ნანუკას შოუში" მისი და სალომე ჭაჭუას ამჟამინდელ ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად ყველაფრისა, სალომე მისთვის არის ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელმაც მის ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა.
"გვაქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა. მე ვერ დავკარგავ მას, როგორც კარგ მეგობარს. ძალიან კარგად გვაქვს ურთიერთობა დალაგებული. წინასწარ ვერაფერს ვერ დაგეგმავ. არავინ იცის, რა მოხდება. თუ რამე მოხდება, ამას ყველა გაიგებთ. ეს არის ორჯერ ორი ოთხი," - ასე უპასუხა გიორგიმ წამყვანის კითხვას, არის თუ არა შანსი, რომ დაბრუნდეს.