საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, ქვეყნის პირველი პირი გააკრიტიკა და მისი მისამართით პარლამენტის ტრიბუნიდან დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა:
"ბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენს მიმართ რამდენიმე კრიტიკა გამოვთქვა. თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახელობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ...
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი დეპუტატ გოგი თოფაძეს მიმართავს, ან დაასაბუთოს ის გამონათქვამი, რაშიც მან პრეზიდენტი დაადანაშაულა, ან ბოდიში მოიხადოს. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში გაკეთებული განცხადება სულ მცირე არაკორექტული იყო.