თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე ოპონენტებს მიმართავს.
ამ ამბავს უნდა გამოვეხმაურო. მესმის ჩემი ოპონენტები ვერაფერს პოულობენ მისანიშნებელს ამიტომ უნდა მოიგონონ, თავადვე გაავრცელონ და შეეცადონ სხვაც დააჯერონ.
დღეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელს უბრძანებია: თინათინ ხიდაშელმა, (ასოციაციის თავმჯდომარე იყო) აგვიატოს ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედროს სარჩელი შეიტანა სტრასბურგშიო.
ტყუილი 1. მე ასოციაციის თავმჯდომარეობიდან 2004 წელს გადავდექი როცა მივხვდი რომ მათ უმსგავსობას ექსპერტის სავარძლიდან ვერ ვუყურებდი და პოლიტიკური პასუხიამგებლობა უნდა ამეღო. პარტიაშიც 2004_ში შევედი 6 თებერვალს, კონსტიტუციური დემოკრატიის დაკრძალვის დღეს;
ტყუილი 2. სტრასბურგში საერთოდ არავისი საქმე არ წამიღია 2008-ში იმიტომ რომ პოლიტიკაში ვიყავი უკვე;
ტყუილი 3. არასოდეს ქართული ჯარი არაფერში დამიდანაშაულებია და ამის დასტური საკმაოდ სქელტანიანი კვლევაა აგვისტოს ომზე, სადაც თავად ხელისუფალთ რომ უნდა გაეკეთებინათ და არ გააკეთეს ის არის. ქართველების ეთნოწმენდაა სამართლებრივად, ფაქტებითა და მტკიცებულებებით დასაბუთებული.
ფაქტი 1. მერე რომ არ თქვას ის თუ არა მისი მოადგილე ხომ იყოო, ანა დოლიძე ჩემს შემდეგ გახდა თავმჯდომარე და შესაბამისად 2006 წლამდე იყო.
ფაქტი 2. არ გამოვა ჩემი და ჯარის დაპირისპირება და მაინცდამაინც დროს და ენერგიას ნუ დახარჯავთ. თქვენთვისაც კი მდაბალი საქციელია, მიუხედავად იმისა რომ ჯარში წამების დამფუძნებელი პარტიიდან ხართ .
სიყვარულით თქვენი დიდი ტკივილი, თავდაცვის მინისტრი