პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ცხოვრობენ ყოფილი პირველი ქალბატონები პრეზიდენტ ქმრებთან დაშორების შემდეგ
როგორ ცხოვრობენ ყოფილი პირველი ქალბატონები პრეზიდენტ ქმრებთან დაშორების შემდეგ

დღეს ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ სა­ხელ­მწი­ფო მე­თა­უ­რე­ბის მე­უღ­ლე­ებ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბით. მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია პრე­სა­ში აჟი­ო­ტაჟს იწ­ვევს, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ყვე­ლას ავი­წყდე­ბა. ჩვენს სტა­ტი­ა­ში გა­ეც­ნო­ბით, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თა ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბის ბედი პრე­ზი­დენ­ტებ­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ნა­ხეთ ვი­დეო

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ერთ-ერთ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პუ­ტინს ჰკი­თხეს, აპი­რებს თუ არა ისევ და­ქორ­წი­ნე­ბას. რა­ზეც მან უპა­სუ­ხა, რომ ჯერ ყო­ფი­ლი ცოლი, ლუდ­მი­ლა უნდა გა­ა­თხო­ვოს. ბევ­რმა მა­შინ პუ­ტი­ნის სი­ტყვე­ბი ხუმ­რო­ბად მი­ი­ღო, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ იგი სუ­ლაც არ ხუმ­რობ­და. მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა ახ­ლა­ხან გა­მო­ქე­ქეს, რომ ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა 2015 წლის თე­ბერ­ვალ­ში გა­თხოვ­და და გვა­რიც შე­იც­ვა­ლა. ლუდ­მი­ლა ოჩე­რეტ­ნა­ი­ას ამ­ჟა­მინ­დე­ლი მე­უღ­ლე 37 წლის არ­ტურ ოჩე­რეტ­ნია - პი­როვ­ნუ­ლი და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ცენ­ტრს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა კუ­რი­რებ­და, სწო­რედ იქ გა­იც­ნო წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი.

საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

სე­სი­ლია სარ­კო­ზიმ პირ­ვე­ლი ლე­დის როლ­ში მხო­ლოდ 5 თვე დაჰ­ყო, 2007 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე კი ელი­სეს სა­სახ­ლემ წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­და. ამ­ბო­ბენ, რომ პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი ნი­კო­ლას ეგო­იზ­მი და უხე­ში მოქ­ცე­ვა გახ­და. რო­გორც არ უნდა იყოს, სწო­რედ სე­სი­ლია გა­მო­ი­ჭი­რეს ჯერ კი­დევ 2005 წელს პირ­ვე­ლად საყ­ვა­რელ­თან, რი­შარ ატი­ას­თან ერ­თად. გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი წლის შემ­დეგ სე­სი­ლი­ამ ატი­ას­თან ნიუ იორკში, რო­კ­ფე­ლერ-ცენ­ტრში ხელი მო­ა­წე­რა. წყვი­ლი დღემ­დე ნიუ იორკში ცხოვ­რობს. სე­სი­ლია ამ­ჟა­მად გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ფონდს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, 2013 წელს კი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი "ჭეშ­მა­რი­ტე­ბის სურ­ვი­ლი" გა­მოს­ცა.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ფრან­სუა ოლან­დის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და, ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის პირ­ველ ლე­დად მი­იჩ­ნე­ო­და, სა­ნამ 2014 წელს პრე­ზი­დენ­ტმა არ გა­მო­ა­ცხა­და, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და. ამ ამ­ბავს წინ უძღო­და ჭორი ოლან­დი­სა და მსა­ხი­ობ ჟი­უ­ლი გა­ი­ეს რო­მა­ნის შე­სა­ხებ. და­შო­რე­ბის შემ­დეგ, გა­ნათ­ლე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტმა ვა­ლე­რიმ გა­მოს­ცა წიგ­ნი "გმად­ლობ ამ მო­მენ­ტის­თვის", რო­მე­ლიც ოლანდთან ურ­თი­ერ­თო­ბის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ მო­მენ­ტებს გუ­ლახ­დი­ლად აღ­წერ­და. იგი დღემ­დე დრო­დად­რო "ბწ­კენს" ოლან­დს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მა­გა­ლი­თად, გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა მა­ი­სუ­რის ფოტო წარ­წე­რით: "მე მე­ტის­მე­ტად სექ­სუ­ა­ლუ­რი ვარ ყო­ფი­ლის­თვის".

რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას, ერთხელ პა­პა­რა­ცებ­მა ვა­ლე­რი ალენ დე­ლონ­თან ერ­თად კა­ფე­დან გა­მოს­ვლი­სას გა­მო­ი­ჭი­რეს და ჩათ­ვა­ლეს, რომ მათ რო­მა­ნი აქვთ. მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა იყო. თა­ვად დე­ლონ­მაც კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის­თან რა­ი­მე კავ­ში­რი. შემ­დეგ პრე­სამ ვა­ლე­რის ამე­რი­კელ პროგ­რა­მის­ტთან ჰანი ია­კან­თან რო­მა­ნი მი­ა­წე­რა. ამას­თან, "ქალ­ბა­ტო­ნი როტვე­ი­ლე­რი" (ასე შე­არ­ქვეს მას რე­პორ­ტი­ო­რებ­მა) დღემ­დე ცოფ­დე­ბა ოლან­დის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სას: გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში ვა­ლე­რიმ ერთ-ერთ პარ­ლა­მენ­ტარს სილა გა­აწ­ნა, რო­დე­საც მან ქალს ჰკი­თხა, "რო­გორ არის ფრან­სუა?". მა­მა­კაც­მა სა­ჯა­როდ ბო­დი­შის მოხ­და მო­ი­თხო­ვა და სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით ფსი­ქი­ატრთან იძუ­ლე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბით და­ე­მუქ­რა.

იტა­ლი­ის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნიტ­რის, სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

ყო­ფი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ლა­მაზ­მა­ნი ვე­რო­ნი­კა ლა­რიო იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს 25-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ, 2009 წელს დას­ცილ­და, რო­დე­საც ყელ­ში ამო­უ­ვი­და მე­უღ­ლის უთ­ვა­ლა­ვი რო­მა­ნი სხვა ქა­ლებ­თან. 2015 წელს სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნის თა­ნახ­მად, 59 წლის ვე­რო­ნი­კა ალი­მენ­ტის სა­ხით ყო­ველ­თვი­უ­რად 1,4 მი­ლი­ონ ევ­როს იღებს. ამის გარ­და, ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ მას 2010 წელს მი­ლა­ნის გა­რე­უ­ბან­ში მდიდ­რუ­ლი ვილა და­უ­ტო­ვა. თუმ­ცა, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ცნო­ბით, გა­სულ წელს ვე­რო­ნი­კამ მი­ლან­ში მე­ტად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ მყუდ­რო სახ­ლი შე­ი­ძი­ნა, რად­გან ქა­ლაქ­სა და გა­რე­უ­ბანს შო­რის "ხე­ტი­ა­ლი" მო­ბეზ­რდა.

უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იუ­შენ­კოს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

სვეტ­ლა­ნა კო­ლეს­ნი­კი უკ­რა­ი­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი ცოლი გახ­ლავთ. იგი სა­ჯა­რო­ო­ბას ერი­დე­ბა, ამი­ტო­მაც მას­ზე ინ­ფორ­მა­ცია ძალ­ზედ მწი­რია. უკ­რა­ი­ნის ერთ-ერ­თმა ტე­ლე­გა­და­ცე­მამ ნამ­დვი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა, რომ სვეტ­ლა­ნას წარ­სულ­სა და აწ­მყო­ზე რა­ი­მე მა­ინც შე­ე­ტყო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ იგი 1959 წელს და­ი­ბა­და, სუ­მის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა და სო­ფელ ული­ა­ნოვ­კა­ში უკ­რა­ი­ნულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ას­წავ­ლი­და. ვიქ­ტორ იუ­შენ­კო, იმ­ჟა­მად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ხელ­მწი­ფო ბან­კის ული­ა­ნოვ­სკის გან­ყო­ფი­ლე­ბის ეკო­ნო­მის­ტი, 70-იანი წლე­ბის და­სას­რულს გა­იც­ნო და მა­ლე­ვე გაჰ­ყვა ცო­ლად, მათ ორი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ამ­ბო­ბენ რომ, ვიქ­ტო­რი და სვეტ­ლა­ნა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი წყვი­ლი იყო. 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს ოჯახ­ში უთან­ხმო­ე­ბა გაჩ­ნდა, მას შემ­დეგ კი, როცა სვეტ­ლა­ნამ მე­უღ­ლის პი­ჯა­კის ჯი­ბე­ში ეკა­ტე­რი­ნა ჩუ­მა­ჩენ­კოს ფოტო აღ­მო­ა­ჩი­ნა, ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, სვეტ­ლა­ნამ გან­ქორ­წი­ნე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა - შავ სა­მოსს ატა­რებ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერი­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ კი ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად ვინ­მე ბიზ­ნეს­მენს გაჰ­ყვა ცო­ლად.

შვე­დე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იონ ფრე­დე­რიხ რა­ინ­ფელ­დტის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

შვე­დე­თის ექს-პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი იონ ფრე­დე­რიხ რა­ინ­ფელ­დტი მე­უღ­ლეს, ფი­ლი­პა ჰოლმბერგს 20-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ და­შორ­და. გან­ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი არ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, ფი­ლი­პამ მე­უღ­ლეს ღა­ლა­ტი არ აპა­ტია - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი ჩხრე­კის დროს შვე­დი მე­ძა­ვი გო­გო­ნას კომ­პი­უ­ტერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ რა­ინ­ფელ­დტი მისი კლი­ენ­ტი იყო. გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ფი­ლი­პამ დეპ­რე­სია და­ი­ვი­წყა, თავს მო­ე­რია და ბავ­შვე­ბის აღ­ზრდი­თა და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ო­ბით და­კავ­და - იგი სტოკ­ჰოლ­მის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭო­ში ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს კუ­რი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორ ცხოვრობენ ყოფილი პირველი ქალბატონები პრეზიდენტ ქმრებთან დაშორების შემდეგ

როგორ ცხოვრობენ ყოფილი პირველი ქალბატონები პრეზიდენტ ქმრებთან დაშორების შემდეგ

დღეს ვერავის გააკვირვებ სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებთან განქორწინებით. მსგავსი ინფორმაცია პრესაში აჟიოტაჟს იწვევს, თუმცა, მოგვიანებით ყოფილი პირველი ქალბატონები ყველას ავიწყდება. ჩვენს სტატიაში გაეცნობით, თუ როგორ წარიმართა ყოფილი მეუღლეების ბედი პრეზიდენტებთან განქორწინების შემდეგ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მეუღლე

განქორწინების შემდეგ ჟურნალისტებმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე პუტინს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ისევ დაქორწინებას. რაზეც მან უპასუხა, რომ ჯერ ყოფილი ცოლი, ლუდმილა უნდა გაათხოვოს. ბევრმა მაშინ პუტინის სიტყვები ხუმრობად მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი სულაც არ ხუმრობდა. მედია საშუალებებმა ახლახან გამოქექეს, რომ ლუდმილა პუტინა 2015 წლის თებერვალში გათხოვდა და გვარიც შეიცვალა. ლუდმილა ოჩერეტნაიას ამჟამინდელი მეუღლე 37 წლის არტურ ოჩერეტნია - პიროვნული და კომუნიკაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი. ცენტრს დიდი ხნის განმავლობაში ლუდმილა პუტინა კურირებდა, სწორედ იქ გაიცნო წყვილმა ერთმანეთი.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ყოფილი მეუღლე

სესილია სარკოზიმ პირველი ლედის როლში მხოლოდ 5 თვე დაჰყო, 2007 წლის შემოდგომაზე კი ელისეს სასახლემ წყვილის განქორწინების თაობაზე ოფიციალურად განაცხადა. ამბობენ, რომ პრობლემების მიზეზი ნიკოლას ეგოიზმი და უხეში მოქცევა გახდა. როგორც არ უნდა იყოს, სწორედ სესილია გამოიჭირეს ჯერ კიდევ 2005 წელს პირველად საყვარელთან, რიშარ ატიასთან ერთად. განქორწინებიდან ნახევარი წლის შემდეგ სესილიამ ატიასთან ნიუ იორკში, როკფელერ-ცენტრში ხელი მოაწერა. წყვილი დღემდე ნიუ იორკში ცხოვრობს. სესილია ამჟამად განვითარებად ქვეყნებში ქალთა უფლებების დაცვის ფონდს ხელმძღვანელობს, 2013 წელს კი ავტობიოგრაფიული წიგნი "ჭეშმარიტების სურვილი" გამოსცა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ყოფილი მეუღლე

იმის მიუხედავად, რომ წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდა, ვალერი ტრიერვეილერი 2 წლის განმავლობაში საფრანგეთის პირველ ლედად მიიჩნეოდა, სანამ 2014 წელს პრეზიდენტმა არ გამოაცხადა, რომ მათი ურთიერთობა დასრულდა. ამ ამბავს წინ უძღოდა ჭორი ოლანდისა და მსახიობ ჟიული გაიეს რომანის შესახებ. დაშორების შემდეგ, განათლებით ჟურნალისტმა ვალერიმ გამოსცა წიგნი "გმადლობ ამ მომენტისთვის", რომელიც ოლანდთან ურთიერთობის ცხოვრებისეულ მომენტებს გულახდილად აღწერდა. იგი დღემდე დროდადრო "ბწკენს" ოლანდს სოციალურ ქსელში. მაგალითად, გასულ შემოდგომაზე გამოაქვეყნა მაისურის ფოტო წარწერით: "მე მეტისმეტად სექსუალური ვარ ყოფილისთვის".

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ერთხელ პაპარაცებმა ვალერი ალენ დელონთან ერთად კაფედან გამოსვლისას გამოიჭირეს და ჩათვალეს, რომ მათ რომანი აქვთ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ საქმიანი შეხვედრა იყო. თავად დელონმაც კატეგორიულად უარყო ყოფილ პირველ ლედისთან რაიმე კავშირი. შემდეგ პრესამ ვალერის ამერიკელ პროგრამისტთან ჰანი იაკანთან რომანი მიაწერა. ამასთან, "ქალბატონი როტვეილერი" (ასე შეარქვეს მას რეპორტიორებმა) დღემდე ცოფდება ოლანდის სახელის ხსენებისას: გასული წლის მაისში ვალერიმ ერთ-ერთ პარლამენტარს სილა გააწნა, როდესაც მან ქალს ჰკითხა, "როგორ არის ფრანსუა?". მამაკაცმა საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა და სასამართლოს მეშვეობით ფსიქიატრთან იძულებითი მკურნალობით დაემუქრა.

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინიტრის, სილვიო ბერლუსკონის ყოფილი მეუღლე

ყოფილი მსახიობი, ლამაზმანი ვერონიკა ლარიო იტალიის პრემიერ-მინისტრს 25-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, 2009 წელს დასცილდა, როდესაც ყელში ამოუვიდა მეუღლის უთვალავი რომანი სხვა ქალებთან. 2015 წელს სასამართლო განაჩენის თანახმად, 59 წლის ვერონიკა ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1,4 მილიონ ევროს იღებს. ამის გარდა, ყოფილმა მეუღლემ მას 2010 წელს მილანის გარეუბანში მდიდრული ვილა დაუტოვა. თუმცა, მედიასაშუალებების ცნობით, გასულ წელს ვერონიკამ მილანში მეტად მოკრძალებული, მაგრამ მყუდრო სახლი შეიძინა, რადგან ქალაქსა და გარეუბანს შორის "ხეტიალი" მობეზრდა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოს ყოფილი მეუღლე

სვეტლანა კოლესნიკი უკრაინის მესამე პრეზიდენტის ყოფილი ცოლი გახლავთ. იგი საჯაროობას ერიდება, ამიტომაც მასზე ინფორმაცია ძალზედ მწირია. უკრაინის ერთ-ერთმა ტელეგადაცემამ ნამდვილი გამოძიება ჩაატარა, რომ სვეტლანას წარსულსა და აწმყოზე რაიმე მაინც შეეტყო. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ იგი 1959 წელს დაიბადა, სუმის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა და სოფელ ულიანოვკაში უკრაინულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. ვიქტორ იუშენკო, იმჟამად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ულიანოვსკის განყოფილების ეკონომისტი, 70-იანი წლების დასასრულს გაიცნო და მალევე გაჰყვა ცოლად, მათ ორი შვილი შეეძინათ. ამბობენ რომ, ვიქტორი და სვეტლანა ძალიან ლამაზი წყვილი იყო. 90-იანი წლების ბოლოს ოჯახში უთანხმოება გაჩნდა, მას შემდეგ კი, როცა სვეტლანამ მეუღლის პიჯაკის ჯიბეში ეკატერინა ჩუმაჩენკოს ფოტო აღმოაჩინა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. ახლობლების თქმით, სვეტლანამ განქორწინება მძიმედ გადაიტანა - შავ სამოსს ატარებდა და საზოგადოებას ერიდებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ კი ჭორების თანახმად ვინმე ბიზნესმენს გაჰყვა ცოლად.

შვედეთის პრემიერ-მინისტრის იონ ფრედერიხ რაინფელდტის ყოფილი მეუღლე

შვედეთის ექს-პრემიერ მინისტრი იონ ფრედერიხ რაინფელდტი მეუღლეს, ფილიპა ჰოლმბერგს 20-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა. განქორწინების ოფიციალური მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ჭორების თანახმად, ფილიპამ მეუღლეს ღალატი არ აპატია - პრემიერ-მინისტრის კოორდინატები ჩხრეკის დროს შვედი მეძავი გოგონას კომპიუტერში აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ რაინფელდტი მისი კლიენტი იყო. განქორწინების შემდეგ ფილიპამ დეპრესია დაივიწყა, თავს მოერია და ბავშვების აღზრდითა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობით დაკავდა - იგი სტოკჰოლმის საქალაქო საბჭოში ჯანდაცვის დეპარტამენტს კურირებს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს