სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დასაგირავებელ ბინებზე ფასები თითქმის განახევრდა
დასაგირავებელ ბინებზე ფასები თითქმის განახევრდა

თბი­ლი­სის თით­ქმის ყვე­ლა უბან­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და­გი­რა­ვე­ბა გა­ი­აფ­და. ფა­სე­ბი ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია. უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ფა­სე­ბის დაკ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მე­პატ­რო­ნე­ე­ბი თა­ვად იღე­ბენ და ამის მი­ზე­ზი კლი­ენ­ტთა გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის და მათი რა­ო­დე­ნო­ბის მკვე­თი შემ­ცი­რე­ბაა.

გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ი­ტის saqme.ge-ს რე­დაქ­ტო­რის ლელა არა­ბუ­ლის თქმით, გა­სულ წელს ცენ­ტრა­ლურ უბ­ნებ­ში ბი­ნის და­გი­რა­ვე­ბა 25 ათას დო­ლარ­ზე ნაკ­ლე­ბად თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი ფა­სე­ბი ათი ათა­სი­დან იწყე­ბა. "თუ დო­ლარ­ში არ­სე­ბულ ფა­სებს გა­დავ­ხე­დავთ, რე­ა­ლუ­რად კლე­ბა თვალ­ში­სა­ცე­მია. მა­გა­ლი­თად, ამ­ჟა­მად სა­ბურ­თა­ლო­ზე 13-15 ათას დო­ლა­რა­დაც შეგ­ხვდე­ბათ და­სა­გი­რა­ვე­ბე­ლი ფარ­თი, მა­შინ როცა ერთი წლის წინ ფასი თით­ქმის ორ­მა­გი იყო. თუმ­ცა, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ მათ­თვის ვი­საც შე­მო­სა­ვა­ლი ლარ­ში აქვს, ახ­ლან­დელ და წინა წლის ფა­სებს შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბა არ არის".

არა­ბუ­ლის თქმით, ფა­სე­ბი გა­რე­უბ­ნებ­შიც და­წე­უ­ლია. რო­გორც "საქ­მე.გე"-ს რე­დაქ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, და­გი­რა­ვე­ბის დროს, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ფა­სე­ბის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბას რო­გორც წესი, ნაკ­ლე­ბად იწ­ვევს.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი სპარ­ტაკ თი­კა­ნაშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბიზ­ნეს­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­ვარ­დნაა: "ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­აა, რომ ფა­სე­ბი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბი­სა და და­გი­რა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც დაკ­ლე­ბუ­ლია. და­გი­რა­ვე­ბა სა­ერ­თოდ რთუ­ლი მო­სა­ძებ­ნია და მეტ­ნაკ­ლე­ბად ყო­ველ­თვის ინარ­ჩუ­ნებს აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას, მაგ­რამ ხალ­ხში ფუ­ლის მასა არაა, ყვე­ლას ძა­ლი­ან უჭირს და შე­სა­ბა­მი­სად მო­თხოვ­ნაც შემ­ცი­რე­ბუ­ლია", - აღ­ნიშ­ნავს თი­კა­ნაშ­ვი­ლი. მისი თქმით, გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბის გამო, იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან ფა­სე­ბი და­წი­ონ, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში კლი­ენ­ტის მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლია. თი­კა­ნაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გი­რავ­ნო­ბის ფა­სე­ბი 7-8 ათა­სი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და უბ­ნე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა.

ნა­ნუ­ლი ჩი­ქა­ბა­ვა წლე­ბია კერ­ძო მაკ­ლე­რად მუ­შა­ობს, მისი თქმით, ბოლო თვე­ებ­ში მო­თხოვ­ნა უძ­რავ ქო­ნე­ბა­ზე ძა­ლი­ან შემ­ცი­რე­ბუ­ლია და დო­ლარ­ში არ­სე­ბუ­ლი და­სა­გი­რა­ვე­ბე­ლი ბი­ნის ფა­სე­ბიც დაკ­ლე­ბუ­ლია: "საქ­მე გა­ჭირ­და, ძნე­ლია კლი­ენ­ტის პოვ­ნა, რო­მე­ლიც სა­სურ­ველ ფასს გა­და­იხ­დის. გი­რა­ო­ში მა­ღა­ლი თან­ხის ჩა­დე­ბას ყიდ­ვას ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფა­სე­ბი ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­შიც საგ­რძნობ­ლად შემ­ცი­რე­ბუ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, და­გი­რა­ვე­ბა მა­ღალ ფას­ში ყვე­ლას უჭირს და გა­გი­რა­ვე­ბის მსურ­ვე­ლე­ბიც შე­და­რე­ბით და­ბალ თან­ხა­ზე თან­ხმდე­ბი­ან" - ამ­ბობს ნა­ნუ­ლი ჩი­ქა­ბა­ვა.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

დასაგირავებელ ბინებზე ფასები თითქმის განახევრდა

დასაგირავებელ ბინებზე ფასები თითქმის განახევრდა

თბილისის თითქმის ყველა უბანში უძრავი ქონების დაგირავება გაიაფდა. ფასები ზოგ შემთხვევაში, ფაქტობრივად, განახევრებულია. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ფასების დაკლების გადაწყვეტილებას მეპატრონეები თავად იღებენ და ამის მიზეზი კლიენტთა გადახდისუნარიანობის და მათი რაოდენობის მკვეთი შემცირებაა.

განცხადებების საიტის saqme.ge-ს რედაქტორის ლელა არაბულის თქმით, გასულ წელს ცენტრალურ უბნებში ბინის დაგირავება 25 ათას დოლარზე ნაკლებად თითქმის შეუძლებელი იყო, დღევანდელი მონაცემებით კი ფასები ათი ათასიდან იწყება. "თუ დოლარში არსებულ ფასებს გადავხედავთ, რეალურად კლება თვალშისაცემია. მაგალითად, ამჟამად საბურთალოზე 13-15 ათას დოლარადაც შეგხვდებათ დასაგირავებელი ფართი, მაშინ როცა ერთი წლის წინ ფასი თითქმის ორმაგი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მათთვის ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, ახლანდელ და წინა წლის ფასებს შორის დიდი განსხვავება არ არის".

არაბულის თქმით, ფასები გარეუბნებშიც დაწეულია. როგორც "საქმე.გე"-ს რედაქტორი აღნიშნავს, დაგირავების დროს, ადგილმდებარეობა ფასების რადიკალურ ცვლილებას როგორც წესი, ნაკლებად იწვევს.

უძრავი ქონების სააგენტოს დამფუძნებელი და დირექტორი სპარტაკ თიკანაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ უძრავი ქონების ბიზნესში სერიოზული ჩავარდნაა: "ზოგადი ტენდენციაა, რომ ფასები ბინის დაქირავებისა და დაგირავების შემთხვევაშიც დაკლებულია. დაგირავება საერთოდ რთული მოსაძებნია და მეტნაკლებად ყოველთვის ინარჩუნებს აქტუალურობას, მაგრამ ხალხში ფულის მასა არაა, ყველას ძალიან უჭირს და შესაბამისად მოთხოვნაც შემცირებულია", - აღნიშნავს თიკანაშვილი. მისი თქმით, გადახდისუნარიანობის შემცირების გამო, იძულებულები არიან ფასები დაწიონ, რადგან სხვა შემთხვევაში კლიენტის მოძიება ძალიან გართულებულია. თიკანაშვილის განცხადებით, გირავნობის ფასები 7-8 ათასი დოლარიდან იწყება და უბნების მიხედვით იცვლება.

ნანული ჩიქაბავა წლებია კერძო მაკლერად მუშაობს, მისი თქმით, ბოლო თვეებში მოთხოვნა უძრავ ქონებაზე ძალიან შემცირებულია და დოლარში არსებული დასაგირავებელი ბინის ფასებიც დაკლებულია: "საქმე გაჭირდა, ძნელია კლიენტის პოვნა, რომელიც სასურველ ფასს გადაიხდის. გირაოში მაღალი თანხის ჩადებას ყიდვას ამჯობინებენ. მოგეხსენებათ, ფასები ყიდვის შემთხვევაშიც საგრძნობლად შემცირებულია. შესაბამისად, დაგირავება მაღალ ფასში ყველას უჭირს და გაგირავების მსურველებიც შედარებით დაბალ თანხაზე თანხმდებიან" - ამბობს ნანული ჩიქაბავა.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია