საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
24 წლის ასლან წუწაშვილის თქმით, ახმეტაში პოლიციელებმა ეთნიკური ნიშნით ცემეს
24 წლის ასლან წუწაშვილის თქმით, ახმეტაში პოლიციელებმა ეთნიკური ნიშნით ცემეს

23 იან­ვარს ახ­მე­ტა­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მამა-შვი­ლი გოჩა გორ­გიშ­ვი­ლი და ას­ლან წუ­წაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. "სო­კარ ჯორ­ჯი­ას" ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რის ვი­დე­ო­კონ­ტრო­ლის გა­და­ღე­ბულ მა­სა­ლა­ზე ჩანს, რომ მი­წა­ზე პირ­ქვე დაგ­დე­ბულ ას­ლან წუ­წაშ­ვილს, რო­მელ­საც ზურგს უკან ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლე­ბი ადევს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბი­ან. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ბე­სიკ ონი­ა­ნი და მისი მო­ად­გი­ლეც მი­ვიდ­ნენ. წუ­წაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის ნაც­ვლად, პო­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­მა ის და მა­მა­მი­სი უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით აგი­ნეს, ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ხაზ­გას­მით.

გოჩა გორ­გიშ­ვი­ლი და ას­ლან წუ­წაშ­ვი­ლი, ამ უკა­ნას­კნე­ლის კუთ­ვნი­ლი "მი­ცუ­ბი­ში მონ­ტე­როს" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან ქა­ლაქ ახ­მე­ტა­ში მი­დი­ოდ­ნენ. ავ­ტო­მან­ქა­ნას გოჩა გორ­გიშ­ვი­ლი მარ­თავ­და, ხოლო ას­ლან წუ­წაშ­ვი­ლი მძღო­ლის გვერ­დით იჯდა. მათი გან­მარ­ტე­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი ორი­ვეს ეკე­თა. ქა­ლაქ ახ­მე­ტა­ში მათ სა­პი­რის­პი­რო მხრი­დან მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი შეხ­ვდათ. შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 150 მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ გოჩა გორ­გიშ­ვილ­მა მან­ქა­ნა "სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მის" ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურ­ზე გა­ა­ჩე­რა, სა­დაც მყი­სი­ე­რად მი­ვი­და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟიც.

ას­ლან წუ­წაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მი­ხე­ილ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ეცვა მუქი ლურ­ჯი ქურ­თუ­კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ამო­საც­ნო­ბი ნიშ­ნე­ბის გა­რე­შე. პო­ლი­ცი­ელ­მა გა­ნუ­ცხა­და მათ, რომ ას­ლან წუ­წაშ­ვილს ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს არ ეკე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი, რის გა­მოც მო­ი­თხო­ვა დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­და­ცე­მა. ას­ლან წუ­წაშ­ვი­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ამ­ტკი­ცებს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნით მოძ­რა­ო­ბი­სას ღვე­დი ნამ­დვი­ლად ეკე­თა, თუმ­ცა გა­უ­გებ­რო­ბა შე­საძ­ლოა, გა­მო­ეწ­ვია იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ ღვე­დი მისი ქურ­თუ­კის ფერი იყო და სა­ვა­რა­უ­დოდ, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა იგი კარ­გად ვერ გა­არ­ჩი­ეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

24 წლის ასლან წუწაშვილის თქმით, ახმეტაში პოლიციელებმა ეთნიკური ნიშნით ცემეს

24 წლის ასლან წუწაშვილის თქმით, ახმეტაში პოლიციელებმა ეთნიკური ნიშნით ცემეს

23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა-შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. "სოკარ ჯორჯიას" ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის გადაღებულ მასალაზე ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგს უკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ. წუწაშვილის განცხადებით, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, პოლიციის ხელმძღვანელებმა ის და მამამისი უცენზურო სიტყვებით აგინეს, ეთნიკურ წარმომავლობაზე ხაზგასმით.

გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი, ამ უკანასკნელის კუთვნილი "მიცუბიში მონტეროს" მარკის ავტომანქანით პანკისის ხეობიდან ქალაქ ახმეტაში მიდიოდნენ. ავტომანქანას გოჩა გორგიშვილი მართავდა, ხოლო ასლან წუწაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა. მათი განმარტებით, უსაფრთხოების ღვედი ორივეს ეკეთა. ქალაქ ახმეტაში მათ საპირისპირო მხრიდან მომავალი პოლიციის ეკიპაჟი შეხვდათ. შეხვედრის ადგილიდან დაახლოებით 150 მეტრის გავლის შემდეგ გოჩა გორგიშვილმა მანქანა "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის" ავტოგასამართ სადგურზე გააჩერა, სადაც მყისიერად მივიდა პოლიციის ეკიპაჟიც.

ასლან წუწაშვილის განმარტებით, პოლიციის მანქანიდან გადმოვიდა ერთ-ერთი თანამშრომელი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მიხეილ ბერძენიშვილი, რომელსაც ეცვა მუქი ლურჯი ქურთუკი სპეციალური ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. პოლიციელმა განუცხადა მათ, რომ ასლან წუწაშვილს ავტომანქანით გადაადგილების დროს არ ეკეთა უსაფრთხოების ღვედი, რის გამოც მოითხოვა დოკუმენტების გადაცემა. ასლან წუწაშვილი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ ავტომანქანით მოძრაობისას ღვედი ნამდვილად ეკეთა, თუმცა გაუგებრობა შესაძლოა, გამოეწვია იმ გარემოებას, რომ ღვედი მისი ქურთუკის ფერი იყო და სავარაუდოდ, პოლიციელებმა იგი კარგად ვერ გაარჩიეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა