საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი მარგველაშვილი სანიმუშო მთავარსარდალია" - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე
"გიორგი მარგველაშვილი სანიმუშო მთავარსარდალია" - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა "საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო". რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს ქუ­თა­ის­ში გა­ნუ­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან გა­კეთ­და ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტი.

მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის რე­ფორ­მე­ბის ოთხპუნ­ქტი­ან პროგ­რა­მას იზი­ა­რებს.

"სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოს­ვლა იყო, ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­ცენ­ტი იყო დას­მუ­ლი. ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ იგი მი­ე­სალ­მე­ბა ოთხპუნ­ქტი­ან რე­ფორ­მე­ბის პროგ­რა­მას, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა ახორ­ცი­ე­ლებს. აზ­რთა თან­ხვედ­რა ამ სა­კი­თხში მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. სა­ერ­თოდ, უნდა ით­ქვას, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­ურ პრო­ცესს აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. რა თქმა უნდა, ჩვე­ნი ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სო­ლი­დუ­რად წარ­მო­ჩე­ნა. კი­დევ ერთხელ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს პრო­ცე­სი რაც უფრო ნორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მით უფრო კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც შიდა, ასე­ვე სა­გა­რეო იმი­ჯის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

ჩვენ ერთი მოხ­სე­ნე­ბა მო­ვის­მი­ნეთ, მაგ­რამ დაწმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მისი გა­გე­ბა და გა­აზ­რე­ბა იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი, სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის მხრი­დან, - პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მაც შე­ა­ფა­სა.

რო­გორც უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა­სა და დე­კემ­ბრის ბო­ლოს, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის საპ­როგ­რა­მო მოხ­სე­ნე­ბას შო­რის და­ი­ნა­ხა ერ­თი­ა­ნი და ერ­თნა­ი­რი მიდ­გო­მე­ბი.

"ასე რომ, სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმის გა­გე­ბაც, თუ რა გა­ვი­გეთ ჩვენ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! მინ­და კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ სულ რა­ღაც ერთი თვის შუ­ა­ლედ­ში, ამ დარ­ბაზ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ეს­მი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის - მთავ­რო­ბის პროგ­რა­მის წარ­მოდ­გე­ნის დროს. ახლა ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა მო­ვის­მი­ნეთ. მინ­და კმა­ყო­ფი­ლე­ბით აღ­ვნიშ­ნო, რომ და­ვი­ნე­ხე ერ­თი­ა­ნი და ერ­თნა­ი­რი მიდ­გო­მე­ბი, პა­თო­სი ხედ­ვა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის, გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გი­ის, უახ­ლო­ე­სი პრი­ო­პი­ტე­ტე­ბის. ეს არის და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კონ­სტი­ტუ­ცი­ურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა, ინ­სტი­ტუ­ტებ­მა, ღიად, სა­ჯა­როდ გა­ვუ­ზი­ა­როთ აზრი ერ­თმა­ნეთს და ამა­სო­ბა­ში ერ­თი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პო­ზი­ცია გა­მოვ­ხა­ტოთ", - გა­ნა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ,

და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლა იმ სტუ­მარს, ვინც პრე­ზი­დენ­ტის მო­სას­მე­ნად პარ­ლა­მენ­ტში მი­ვი­და, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვინც პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლას თვალს ადევ­ნებ­და.

პრე­ზი­დენ­ტის პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლას და­დე­ბი­თად აფა­სებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი. რო­გორც წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტი­სა და მთავ­რო­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა.

"მი­ხა­რია, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ემ­თხვე­ვა საქრთვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მო­საზ­რე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მა, თუმ­ცა ეს არ კმა­რა. რე­ფორ­მის მთა­ვა­რი სუ­ბი­ექ­ტი, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, უნდა იყოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო, რო­მე­ლიც კი­დევ უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეს. იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭო და საბ­ჭოს წევ­რე­ბი უნდა გა­ერ­თი­ან­დნენ სა­სა­მარ­თლოს გა­ჯან­სა­ღე­ბის პრო­ცე­სის­თვის. ჩვენ ვი­ცით, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე წეს­რიგ­ში არ არის,"- გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას თინა ხი­და­შელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქმე­დე­ბა ძა­ლი­ან სა­ნი­მუ­შო იყო. ასე­ვე თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ გა­მოს­ვლა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

"საკ­მა­ოდ დიდხ­ნას გაგ­რძელ­და და პრაქ­ტი­კუ­ლად, ბოლო წუ­თამ­დე სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა პრე­ზი­დენტს ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი მთა­ვარ­სარ­და­ლის პო­ზი­ცია და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ჯა­რის მი­მართ ასე­თი ცალ­სა­ხა და ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვა­დას­ტუ­რებ, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან სა­ნი­მუ­შო მთა­ვარ­სარ­და­ლია", - გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის იზი­ა­რებს ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა­ში "რუ­სულ რბილ ძა­ლას­თან მი­მარ­თე­ბა­ში" მო­ის­მი­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე: 15 უმ­თავ­რე­სი მე­სი­ჯი პარ­ლა­მენ­ტში პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლი­დან

"გიორგი მარგველაშვილი სანიმუშო მთავარსარდალია" - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე

"გიორგი მარგველაშვილი სანიმუშო მთავარსარდალია" - პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრები პრეზიდენტის გამოსვლაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლა "საკმაოდ საინტერესო იყო". როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი.

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, სასიხარულოა, რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას იზიარებს.

"საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება ოთხპუნქტიან რეფორმების პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩვენ ერთი მოხსენება მოვისმინეთ, მაგრამ დაწმუნებული ვარ, რომ მისი გაგება და გააზრება იქნება სხვადასხვაგვარი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, - პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც შეაფასა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის გამოსვლასა და დეკემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის საპროგრამო მოხსენებას შორის დაინახა ერთიანი და ერთნაირი მიდგომები.

"ასე რომ, საინტერესო იქნება იმის გაგებაც, თუ რა გავიგეთ ჩვენ ბატონო პრეზიდენტო! მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ სულ რაღაც ერთი თვის შუალედში, ამ დარბაზში საქართველოს პარლამენტს ჰქონდა საშუალება, მოესმინა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის - მთავრობის პროგრამის წარმოდგენის დროს. ახლა ჩვენ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა მოვისმინეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დავინეხე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები, პათოსი ხედვა ქვეყნის განვითარების, გრძელვადიანი სტრატეგიის, უახლოესი პრიოპიტეტების. ეს არის დამაიმედებელი იმისთვის, რომ ქვეყნის სხვადასხვა კონსტიტუციურმა ორგანოებმა, ინსტიტუტებმა, ღიად, საჯაროდ გავუზიაროთ აზრი ერთმანეთს და ამასობაში ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიცია გამოვხატოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ,

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სტუმარს, ვინც პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტში მივიდა, ასევე საზოგადოებას, ვინც პრეზიდენტის გამოსვლას თვალს ადევნებდა.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას დადებითად აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. როგორც წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტისა და მთავრობის მოსაზრებები მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.

"მიხარია, რომ პრაქტიკულად ემთხვევა საქრთველოს მთავრობისა და პრეზიდენტის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმა, თუმცა ეს არ კმარა. რეფორმის მთავარი სუბიექტი, როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც კიდევ უნდა გააქტიურდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები უნდა გაერთიანდნენ სასამართლოს გაჯანსაღების პროცესისთვის. ჩვენ ვიცით, რომ ყველაფერი ბოლომდე წესრიგში არ არის,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი მარგველაშვილის ქმედება ძალიან სანიმუშო იყო. ასევე თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის მოხსენების შეფასებისას აღნიშნა, რომ გამოსვლა საკმაოდ საინტერესო იყო.

"საკმაოდ დიდხნას გაგრძელდა და პრაქტიკულად, ბოლო წუთამდე საინტერესო იყო. მადლობა მინდა ვუთხრა პრეზიდენტს ქართველ სამხედროებზე გაკეთებული განცხადებებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალის პოზიცია და დამოკიდებულება ქართული ჯარის მიმართ ასეთი ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია. ვადასტურებ, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ თვალსაზრისით ძალიან სანიმუშო მთავარსარდალია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, ის იზიარებს ყველა წინადადებას, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლაში "რუსულ რბილ ძალასთან მიმართებაში" მოისმინა.

იხილეთ ასევე: 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."