Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 წლის ავღანელი მურთაზა მესის პირადად შეხვდება
5 წლის ავღანელი მურთაზა მესის პირადად შეხვდება

5 წლის ავ­ღა­ნე­ლი მურ­თა­ზა, რო­მე­ლიც ბოლო კვი­რე­ებ­ში მსოფ­ლიო ინ­ტერ­ნეტ­სენ­სა­ცი­ად იქცა, მე­სის პი­რა­დად შეხ­ვდე­ბა. ფო­ტომ, რო­მელ­ზეც ბავ­შვს სპორ­ტუ­ლი მა­ი­სუ­რის ნაც­ვლად, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი აც­ვია, მელ­ნით მი­წე­რი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გვა­რი­თა და ნომ­რით, ყვე­ლა და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მის გვერ­დე­ბი მო­ი­ა­რა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში კამ­პა­ნი­ამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო - ავ­ღა­ნე­ლი ბი­ჭუ­ნა მალე თა­ვის კერპს შეხ­ვდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ავ­ღა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ნა­ცხა­დეს. ფე­დე­რა­ცი­ას მე­სის აგენ­ტე­ბი და "ბარ­სე­ლო­ნას" მე­ნე­ჯმენ­ტი და­უ­კავ­შირ­და და და­უ­დას­ტუ­რეს ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვის სურ­ვი­ლი, შეხ­ვდეს პა­ტა­რა ფანს.

ბოლო დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე ბიჭს ფე­დე­რა­ცია "ოქ­როს ბურ­თის" 5-გზის მფლო­ბელ­თან შე­სახ­ვედ­რად ამ­ზა­დებს. ავ­ღა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჯერ ზუს­ტი თა­რი­ღი დად­გე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ არ­სე­ბობს დიდი შან­სი, ბიჭი ეს­პა­ნეთ­ში გა­აგ­ზავ­ნონ სა­კუ­თარ გმირ­თან შე­სახ­ვედ­რად. ამას­თან, ფე­დე­რა­ცი­ის პრესს­პი­კე­რის თქმით, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რათა ბიჭ­მა ერთ დღეს ად­გი­ლობ­რივ ნაკ­რებ­ში ითა­მა­შოს. "მიყ­ვარს მესი და ფეხ­ბურ­თი. მინ­და ერთ დღეს მა­სა­ვით ვი­თა­მა­შო", - უთხრა ინ­ტერ­ვი­უ­ში Al Jazeera-ს მურ­თა­ზამ.

პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ხელ­ნა­კე­თი მა­ი­სუ­რის ავ­ტო­რი მურ­თა­ზას უფ­რო­სი ძმა ჰო­მა­უ­ნია: "ჩვენს ოჯახს არ აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, იყი­დოს მე­სის ნამ­დვი­ლი მა­ი­სუ­რი. ერთ დღეს ჩემ­მა ძმამ პარ­კი იპო­ვა, ჩემ­თან მო­ირ­ბი­ნა და მი­თხრა, მა­ი­სუ­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა მის­თვის. მხო­ლოდ ის მო­ვა­ხერ­ხეთ მის­თვის, რომ ხელ­ნა­კე­თი მა­ი­სუ­რით გაგ­ვე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsweek.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

5 წლის ავღანელი მურთაზა მესის პირადად შეხვდება

5 წლის ავღანელი მურთაზა მესის პირადად შეხვდება

5 წლის ავღანელი მურთაზა, რომელიც ბოლო კვირეებში მსოფლიო ინტერნეტსენსაციად იქცა, მესის პირადად შეხვდება. ფოტომ, რომელზეც ბავშვს სპორტული მაისურის ნაცვლად, პოლიეთილენის პარკი აცვია, მელნით მიწერილი ფეხბურთელის გვარითა და ნომრით, ყველა დასავლური გამოცემის გვერდები მოიარა. სოციალურ მედიაში კამპანიამ შედეგი გამოიღო - ავღანელი ბიჭუნა მალე თავის კერპს შეხვდება. ამის შესახებ ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადეს. ფედერაციას მესის აგენტები და "ბარსელონას" მენეჯმენტი დაუკავშირდა და დაუდასტურეს ფეხბურთის ვარსკვლავის სურვილი, შეხვდეს პატარა ფანს.

ბოლო დღეების მანძილზე ბიჭს ფედერაცია "ოქროს ბურთის" 5-გზის მფლობელთან შესახვედრად ამზადებს. ავღანეთის ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ ჯერ ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის, თუმცა ირწმუნებიან, რომ არსებობს დიდი შანსი, ბიჭი ესპანეთში გააგზავნონ საკუთარ გმირთან შესახვედრად. ამასთან, ფედერაციის პრესსპიკერის თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ბიჭმა ერთ დღეს ადგილობრივ ნაკრებში ითამაშოს. "მიყვარს მესი და ფეხბურთი. მინდა ერთ დღეს მასავით ვითამაშო", - უთხრა ინტერვიუში Al Jazeera-ს მურთაზამ.

პოლიეთილენის პარკისგან დამზადებული ხელნაკეთი მაისურის ავტორი მურთაზას უფროსი ძმა ჰომაუნია: "ჩვენს ოჯახს არ აქვს საშუალება, იყიდოს მესის ნამდვილი მაისური. ერთ დღეს ჩემმა ძმამ პარკი იპოვა, ჩემთან მოირბინა და მითხრა, მაისური გამეკეთებინა მისთვის. მხოლოდ ის მოვახერხეთ მისთვის, რომ ხელნაკეთი მაისურით გაგვებედნიერებინა".

მომზადებულია newsweek.com-ის მიხედვით

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა