საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა" - ქართველთა რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს თურქეთში
"როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა" - ქართველთა რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს თურქეთში

"კვი­რის პა­ლიტ­რა" აქამ­დეც არა­ერ­თხელ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია თურ­ქეთ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის პრობ­ლე­მებს, თუმ­ცა ის, რა­საც ბა­ტო­ნი კაკო (გვარს მი­სი­ვე სურ­ვი­ლით არ ვა­კონ­კრე­ტებთ) გვიყ­ვე­ბა, ალ­ბათ, მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სივ­რცე­ში არ უნდა დარ­ჩეს და შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მის დად­გე­ნით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც და­ინ­ტე­რეს­დნენ. მი­თუ­მე­ტეს, რომ ბა­ტო­ნი კაკო კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვი­საც მზად­ყოფ­ნას გა­მოთ­ქვამს:

- თურ­ქეთ­ში 2010 წლის 15 მარტს წა­ვე­დი. რო­გორც ქარ­თუ­ლი ოჯა­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, ვა­ლე­ბიც და­მე­დო და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბის გა­მოკ­ვე­ბაც მი­ჭირ­და... მი­თხრეს, წყალ­ტუ­ბო­ში ნინო ასა­თი­ანს და­უ­კავ­შირ­დი, ის თურ­ქეთ­ში სამ­სა­ხურს გა­პოვ­ნი­ნებ­სო. მე­ო­რე დღეს­ვე წყალ­ტუ­ბო­ში წა­ვე­დი და ასა­თი­ანს შევ­ხვდი. ეს ქალ­ბა­ტო­ნი დამ­პირ­და, ტყე­ში იმუ­შა­ვებ, ხის მა­სა­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევს, მარ­თა­ლია მძი­მე სა­მუ­შა­ოა, მაგ­რამ კარ­გი პი­რო­ბე­ბია -საკ­ვე­ბიც გექ­ნე­ბა და სით­ბო­შიც იცხოვ­რე­ბო. ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე აქ­სა­რა­ი­დან ტყე­ში წა­მიყ­ვა­ნეს, ად­გილ­ზე დი­ლის ოთხ სა­ათ­ზე მი­ვე­დით. კა­რა­ვი გვა­ნა­ხეს, რო­მელ გათ­ბო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი, შიგ­ნით ძაღ­ლი იწვა. სი­ტყვე­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია იქ არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს აღ­წე­რა, ჩემ ბედს ვწყევ­ლი­დი, სიბ­რა­ზის­გან ცრემ­ლებს ძლივს ვი­კა­ვებ­დი. ჩემ­თან ერ­თად მყოფ გო­რელ ბიჭს ვთხო­ვე, ჰკი­თხე ამ თურქ დამ­საქ­მე­ბელს, ასეთ პი­რო­ბებს ხომ არ შეგ­ვპი­რე­ბია-მეთ­ქი? ამ კი­თხვამ თურ­ქი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა და მო­ა­ყო­ლა - პი­რო­ბე­ბი კი არა, ხელ­ფა­სიც თუ გა­და­გი­ხა­დე, მად­ლო­ბა მი­თხა­რიო. იქვე ახ­ლოს ნა­ჯა­ხი ეგდო, სწრა­ფად და­ვავ­ლე ხელი და და­ვე­მუქ­რე, ახლა მე აქე­დან წა­ვალ და თუ ხელს შე­მიშ­ლით ამ ნა­ჯა­ხით აგ­კუ­წავთ-მეთ­ქი. მოვტრი­ალ­დი და გა­მო­ვი­ქე­ცი. არ ვიცი რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, სტამ­ბოლ­ში დავ­ბრუნ­დი. რამ­დე­ნი­მე დღე მში­ე­რი და მწყურ­ვა­ლი ქუ­ჩა­ში ვხე­ტი­ა­ლობ­დი, სამ­სა­ხურს ვე­ძებ­დი.

- ნინო ასა­თი­ან­თან და­კავ­ში­რე­ბა არ გიც­დი­ათ?

- ნინო ასა­თი­ანს მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვუ­კავ­შირ­დი, რა­ტომ გამ­ყი­დე-მეთ­ქი. რო­გორც მი­თხრეს, 400 ევ­როდ გამ­ყი­და. ჩხუ­ბი და­მი­წყო, რა­ტომ გა­მო­ი­ქე­ცი, გე­მუ­შა­ვაო. ასეთ ადა­მი­ანს რაზე უნდა ვე­ლა­პა­რა­კო?! რო­გორც იქნა სამ­სა­ხუ­რიც ვი­პო­ვე, კარ­გი უფ­რო­სი მყავ­და, ხე­ლო­სა­ნი ვარ და სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე რე­მონტს მიკ­ვე­თავ­და. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, სტამ­ბოლ­ში ბევ­რი ქარ­თვე­ლი გა­ვი­ცა­ნი, ვი­ღა­ცებ­საც და­ვუ­ახ­ლოვ­დი და იქ არ­სე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მებ­ზეც ბევ­რი რამ შე­ვი­ტყვე. ყვე­ლა მათ­გან­ზე ინ­ფორ­მა­ცია მაქვს და და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს დე­ტა­ლებს მო­ვუყ­ვე­ბი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა" - ქართველთა რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს თურქეთში

"როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა" - ქართველთა რა დანაშაულებრივი ქსელი მოქმედებს თურქეთში

"კვირის პალიტრა" აქამდეც არაერთხელ გამოხმაურებია თურქეთში არალეგალურად მყოფი ქართველების პრობლემებს, თუმცა ის, რასაც ბატონი კაკო (გვარს მისივე სურვილით არ ვაკონკრეტებთ) გვიყვება, ალბათ, მხოლოდ საზოგადოებრივ სივრცეში არ უნდა დარჩეს და შესაძლო დანაშაულებრივი სქემის დადგენით სამართალდამცავებიც დაინტერესდნენ. მითუმეტეს, რომ ბატონი კაკო კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობისთვისაც მზადყოფნას გამოთქვამს:

- თურქეთში 2010 წლის 15 მარტს წავედი. როგორც ქართული ოჯახების უმრავლესობას, ფინანსური პრობლემები შემექმნა, ვალებიც დამედო და მცირეწლოვანი შვილების გამოკვებაც მიჭირდა... მითხრეს, წყალტუბოში ნინო ასათიანს დაუკავშირდი, ის თურქეთში სამსახურს გაპოვნინებსო. მეორე დღესვე წყალტუბოში წავედი და ასათიანს შევხვდი. ეს ქალბატონი დამპირდა, ტყეში იმუშავებ, ხის მასალებზე მუშაობა მოგიწევს, მართალია მძიმე სამუშაოა, მაგრამ კარგი პირობებია -საკვებიც გექნება და სითბოშიც იცხოვრებო. ღამის პირველ საათზე აქსარაიდან ტყეში წამიყვანეს, ადგილზე დილის ოთხ საათზე მივედით. კარავი გვანახეს, რომელ გათბობაზეა ლაპარაკი, შიგნით ძაღლი იწვა. სიტყვებით შეუძლებელია იქ არსებული გარემოს აღწერა, ჩემ ბედს ვწყევლიდი, სიბრაზისგან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ჩემთან ერთად მყოფ გორელ ბიჭს ვთხოვე, ჰკითხე ამ თურქ დამსაქმებელს, ასეთ პირობებს ხომ არ შეგვპირებია-მეთქი? ამ კითხვამ თურქი გააღიზიანა და მოაყოლა - პირობები კი არა, ხელფასიც თუ გადაგიხადე, მადლობა მითხარიო. იქვე ახლოს ნაჯახი ეგდო, სწრაფად დავავლე ხელი და დავემუქრე, ახლა მე აქედან წავალ და თუ ხელს შემიშლით ამ ნაჯახით აგკუწავთ-მეთქი. მოვტრიალდი და გამოვიქეცი. არ ვიცი როგორ მოვახერხე, სტამბოლში დავბრუნდი. რამდენიმე დღე მშიერი და მწყურვალი ქუჩაში ვხეტიალობდი, სამსახურს ვეძებდი.

- ნინო ასათიანთან დაკავშირება არ გიცდიათ?

- ნინო ასათიანს მოგვიანებით დავუკავშირდი, რატომ გამყიდე-მეთქი. როგორც მითხრეს, 400 ევროდ გამყიდა. ჩხუბი დამიწყო, რატომ გამოიქეცი, გემუშავაო. ასეთ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკო?! როგორც იქნა სამსახურიც ვიპოვე, კარგი უფროსი მყავდა, ხელოსანი ვარ და სხვადასხვა ობიექტზე რემონტს მიკვეთავდა. როგორც ხდება ხოლმე, სტამბოლში ბევრი ქართველი გავიცანი, ვიღაცებსაც დავუახლოვდი და იქ არსებულ დანაშაულებრივ სქემებზეც ბევრი რამ შევიტყვე. ყველა მათგანზე ინფორმაცია მაქვს და დაინტერესების შემთხვევაში სამართალდამცავებს დეტალებს მოვუყვები.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ