პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სექსი საქართველოში" - რას წერს ქართველ ქალებსა და კაცებზე პოლონელი მოგზაური ბლოგში
"სექსი საქართველოში" - რას წერს ქართველ ქალებსა და კაცებზე პოლონელი მოგზაური ბლოგში

პო­ლო­ნელ-ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რი კრის­ტოფ ნო­დარ ჩი­ემ­ნო­ლონ­სკი სა­კუ­თარ ბლოგ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ებს. კრის­ტო­ფი 31 წლი­საა. რო­გორც სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ ბლოგ­ში ვკი­თხუ­ლობთ, მისი მამა ქარ­თვე­ლია და ის ამ­ჟა­მა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ლა­გო­დეხ­ში ცხოვ­რობს. თა­ვად კი პო­ლო­ნე­თი­დან ხში­რად სტუმ­რობს წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლოს. ერთ-ერთ ბლოგ­ში მოგ­ზა­უ­რი ქარ­თულ სექ­სუ­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე წერს.

"შეყ­ვა­რე­ბულს და­შო­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხნით გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლა. ჩემი მე­გობ­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ, რომ არა­ერთ ლა­მაზ და მის­ტი­კურ რო­მანს გა­ვა­ჩა­ღებ­დი აღ­მო­სავ­ლელ ქა­ლებ­თან. ზოგს კი რჩე­ვე­ბი სურ­და მი­მე­ცა პო­ტენ­ცი­უ­რი "სექს ტუ­რის­თვის" სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მე ვმუ­შა­ობ­დი, ვოც­ნე­ბობ­დი და ვწერ­დი ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, ის­ტო­რი­ა­ზე, კულ­ტუ­რა­ზე და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე. ვუ­ყუ­რებ­დი თბი­ლი­სელ, ბა­თუ­მელ, ქუ­თა­ი­სელ ქა­ლებს. ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და ვწერ­დი მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, სამ­სა­ხუ­რის, გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ. ასე წარ­მო­იშ­ვა "სიყ­ვა­რუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში". სექ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში - მითი? ტაბუ? სა­ერ­თოდ არ­სე­ბობს ის?

რო­გორც ჩანს, სექ­სუ­ა­ლურ რე­ვო­ლუ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლომ­დე არ ჩა­უღ­წე­ვია. მისი უკა­ნას­კნე­ლი გა­ჩე­რე­ბა ტრანსკავ­კა­სი­ა­ში მოხ­და - გარე სამ­ყა­რო­ში, შე­საძ­ლოა თბი­ლის­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სექ­სუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­გორც "ძველ" ევ­რო­პა­ში. ქარ­თველ ქა­ლებს მო­რი­დე­ბუ­ლი ტან­საც­მე­ლი აც­ვი­ათ და ოჯა­ხე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ფიქ­რო­ბენ, რომ ქა­ლე­ბი ბავ­შვის გა­სა­ჩე­ნად უნდა "გა­მო­ი­ყე­ნონ". რო­დე­საც დე­დის როლს მო­ირ­გე­ბენ, აღარ არ­სე­ბობს სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ასეა ქა­ლე­ბის­თვის. მა­მა­კა­ცებ­თან სხვა­ნა­ი­რა­დაა საქ­მე. მათ ოჯახსგა­რეთ სხვა "თავ­გა­და­სავ­ლე­ბი" აქვთ.

რთუ­ლია იყო ქალი სა­ქარ­თვე­ლო­ში. რთუ­ლია ასეთ კონ­სერ­ვა­ტი­ულ და შო­ვი­ნის­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა. საკ­მა­რი­სია წახ­ვი­დე ნე­ბის­მი­ერ ქარ­თულ ქა­ლაქ­ში, სო­ფელ­ში თუ ეკ­ლე­სი­ა­ში. უმე­ტეს­წი­ლად იქ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს ნა­ხავთ, კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლად და "უსაფრ­თხოდ" გა­მო­წყო­ბი­ლებს. ყო­ველ­გვა­რი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის­გან გან­ძარ­ცვუ­ლებს. მა­მა­კა­ცე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. უმე­ტე­სო­ბა მა­ჩოს ტი­პი­სა­ნი არი­ან, ოქ­როს ყელ­სა­ბა­მე­ბით და სა­მა­ჯუ­რე­ბით. ზოგ­ჯერ სა­სა­ცი­ლოა იმის ნახ­ვა, რო­გორ დას­დევს ნამ­დვი­ლი კავ­კა­სი­ე­ლი მებ­რძო­ლი ევ­რო­პელ ტუ­რისტ ქა­ლებს და მათ­ზე "ას­ხი­ვებს" თა­ვის მი­თი­ურ, ქარ­თულ შარმს...

ინ­ტერ­ნე­ტი სავ­სეა ის­ტო­რი­ე­ბით, სა­დაც ევ­რო­პელ ქა­ლებს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ყველ­გან შებ­მას უპი­რე­ბენ. ქა­ლე­ბი ყვე­ბი­ან ის­ტო­რი­ებს ტაქ­სის მძღო­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც და­ჟი­ნე­ბით თხოვ­დნენ შეხ­ვედ­რას ან ტრა­ბა­ხით უყ­ვე­ბოდ­ნენ რუს და უკ­რა­ი­ნელ გო­გო­ნებ­თან რო­მა­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს მითი, რომ ყვე­ლა სლა­ვი გო­გო­ნა და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი "სექსმან­ქა­ნაა". ეს მა­მა­კა­ცე­ბის ახალ­მა თა­ო­ბა­მაც კარ­გად იცის. ხში­რად ბი­ჭე­ბი მე­ძა­ვებ­თან მა­მებს მიჰ­ყავთ თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში. სექ­სის ყიდ­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­ტი­ვია. უნდა წახ­ვი­დეთ სა­ბურ­თა­ლო­ზე ან მთა­ვა­რი ქუ­ჩის სი­ახ­ლო­ვეს ან კი­თხოთ ტაქ­სის მძღოლს უახ­ლო­ე­სი ტა­ი­ლან­დუ­რი მა­სა­ჟის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა, სა­დაც სექ­სუ­ა­ლურ სერ­ვი­სებ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ.

კა­ცე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ქარ­თველ ქა­ლებს ძი­რი­თა­დად არ ეძ­ლე­ვათ აკ­რძა­ლუ­ლი ხი­ლის გა­სინ­ჯვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ხში­რად, მათ­თვის ქმა­რი პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი სექ­სუ­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რია. ბევ­რი 13-14 წლის გოგო ფეხ­მძიმ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სოფ­ლებ­ში, რაც სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ახალ­შე­უღ­ლე­ბულ ქარ­თველ წყვილს პრე­ზერ­ვა­ტი­ვი არ ადარ­დებს. არა­ნა­ი­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა, არა­ნა­ი­რი თავ­დაც­ვა.

ამი­ტომ ბევრ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა და ნი­ჭი­ერ გო­გოს სურს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და უცხო­ეთ­ში სწავ­ლა. ეს ერ­თა­დერ­თი გზაა ცოტა ხნით მა­ინც გა­წყვი­ტონ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე. თუმ­ცა, ისი­ნი იმ­დე­ნად მი­ჯაჭ­ვულ­ნი არი­ან სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს, რომ ყო­ველ­თვის ბრუნ­დე­ბი­ან უკან. შე­დე­გად, ეს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი უკან უბ­რუნ­დე­ბი­ან სა­კუ­თარ ტრა­დი­ცი­ულ ოჯა­ხებს, ირ­გე­ბენ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­ლის როლს და ზრდი­ან კა­ცე­ბის ახალ თა­ო­ბას, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ქალ­ზე დო­მი­ნა­ცი­ას გა­აგ­რძე­ლებს. და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ის­ტო­რი­აა.

რთუ­ლი სათ­ქმე­ლია, რო­გორ უნდა მო­ა­წო­ნოთ წარ­მა­ტე­ბით ქარ­თველ გო­გოს თავი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უცხო­ე­ლებს დრო­ე­ბით და ცვა­ლე­ბად ელე­მენ­ტად აღიქ­ვა­მენ. ისი­ნი ბევ­რს არ ფიქ­რო­ბენ ჩვენ­ზე, თვლი­ან, რომ არა­ფე­რი გან­გვას­ხვა­ვებს მათი კა­ცე­ბის­გან. სექ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ესაა სწრა­ფი რო­მა­ნი, ახალ­გაზ­რდა წყვი­ლე­ბი და სწრა­ფი გან­ქორ­წი­ნე­ბა. ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქა­ლე­ბი სხვა პლა­ნე­ტი­დან მო­სუ­ლი არ­სე­ბე­ბი­ვით არი­ან. უმან­კო, წმინ­და, გა­უფრ­თხი­ლე­ბე­ლი. დღემ­დე არ ვიცი, ეს კარ­გია თუ ცუდი", - წერს კრის­ტოფ ნო­დარ ჩი­ემ­ნო­ლონ­სკი საკ­მა­ოდ ვრცელ ბლოგ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია rebelaway.com-ის მი­ხედ­ვით

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი - "ქარ­თველ ქა­ლებს არ მოს­წონთ ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი...ვხვდე­ბი რა­ტო­მაც"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"სექსი საქართველოში" - რას წერს ქართველ ქალებსა და კაცებზე პოლონელი მოგზაური ბლოგში

"სექსი საქართველოში" - რას წერს ქართველ ქალებსა და კაცებზე პოლონელი მოგზაური ბლოგში

პოლონელ-ქართველი მოგზაური კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკუთარ ბლოგზე საქართველოს შესახებ აქვეყნებს სტატიებს. კრისტოფი 31 წლისაა. როგორც საკუთარი თავის შესახებ ბლოგში ვკითხულობთ, მისი მამა ქართველია და ის ამჟამადაც აღმოსავლეთ საქართველოში, ლაგოდეხში ცხოვრობს. თავად კი პოლონეთიდან ხშირად სტუმრობს წინაპრების სამშობლოს. ერთ-ერთ ბლოგში მოგზაური ქართულ სექსუალურ ცხოვრებაზე წერს.

"შეყვარებულს დაშორებული ვიყავი, როდესაც საქართველოში დიდი ხნით გადავწყვიტე წასვლა. ჩემი მეგობრები დარწმუნებული იყვნენ, რომ არაერთ ლამაზ და მისტიკურ რომანს გავაჩაღებდი აღმოსავლელ ქალებთან. ზოგს კი რჩევები სურდა მიმეცა პოტენციური "სექს ტურისთვის" საქართველოში.

მე ვმუშაობდი, ვოცნებობდი და ვწერდი ქართულ საზოგადოებაზე, ისტორიაზე, კულტურაზე და ურთიერთობებზე. ვუყურებდი თბილისელ, ბათუმელ, ქუთაისელ ქალებს. ვაკვირდებოდი და ვწერდი მათი ურთიერთობების, სამსახურის, გამოწვევების შესახებ. ასე წარმოიშვა "სიყვარული საქართველოში". სექსი საქართველოში - მითი? ტაბუ? საერთოდ არსებობს ის?

როგორც ჩანს, სექსუალურ რევოლუციას საქართველომდე არ ჩაუღწევია. მისი უკანასკნელი გაჩერება ტრანსკავკასიაში მოხდა - გარე სამყაროში, შესაძლოა თბილისში. საქართველოში არ არსებობს სექსუალური თავისუფლება, როგორც "ძველ" ევროპაში. ქართველ ქალებს მორიდებული ტანსაცმელი აცვიათ და ოჯახების უმეტესობაში ფიქრობენ, რომ ქალები ბავშვის გასაჩენად უნდა "გამოიყენონ". როდესაც დედის როლს მოირგებენ, აღარ არსებობს სექსუალური ურთიერთობების გაგრძელების აუცილებლობა. ასეა ქალებისთვის. მამაკაცებთან სხვანაირადაა საქმე. მათ ოჯახსგარეთ სხვა "თავგადასავლები" აქვთ.

რთულია იყო ქალი საქართველოში. რთულია ასეთ კონსერვატიულ და შოვინისტურ საზოგადოებაში ცხოვრება. საკმარისია წახვიდე ნებისმიერ ქართულ ქალაქში, სოფელში თუ ეკლესიაში. უმეტესწილად იქ ახალგაზრდა ქალებს ნახავთ, კონსერვატიულად და "უსაფრთხოდ" გამოწყობილებს. ყოველგვარი სექსუალურობისგან განძარცვულებს. მამაკაცები განსხვავებულად გამოიყურებიან. უმეტესობა მაჩოს ტიპისანი არიან, ოქროს ყელსაბამებით და სამაჯურებით. ზოგჯერ სასაცილოა იმის ნახვა, როგორ დასდევს ნამდვილი კავკასიელი მებრძოლი ევროპელ ტურისტ ქალებს და მათზე "ასხივებს" თავის მითიურ, ქართულ შარმს...

ინტერნეტი სავსეა ისტორიებით, სადაც ევროპელ ქალებს ქართველი მამაკაცები ყველგან შებმას უპირებენ. ქალები ყვებიან ისტორიებს ტაქსის მძღოლების შესახებ, რომლებიც დაჟინებით თხოვდნენ შეხვედრას ან ტრაბახით უყვებოდნენ რუს და უკრაინელ გოგონებთან რომანების შესახებ. საქართველოში არსებობს მითი, რომ ყველა სლავი გოგონა დაუკმაყოფილებელი "სექსმანქანაა". ეს მამაკაცების ახალმა თაობამაც კარგად იცის. ხშირად ბიჭები მეძავებთან მამებს მიჰყავთ თინეიჯერობის ასაკში. სექსის ყიდვა საქართველოში მარტივია. უნდა წახვიდეთ საბურთალოზე ან მთავარი ქუჩის სიახლოვეს ან კითხოთ ტაქსის მძღოლს უახლოესი ტაილანდური მასაჟის ადგილმდებარეობა, სადაც სექსუალურ სერვისებსაც შემოგთავაზებენ.

კაცებისგან განსხვავებით ქართველ ქალებს ძირითადად არ ეძლევათ აკრძალული ხილის გასინჯვის საშუალება. ხშირად, მათთვის ქმარი პირველი და ერთადერთი სექსუალური პარტნიორია. ბევრი 13-14 წლის გოგო ფეხმძიმდება საქართველოს სოფლებში, რაც სერიოზული პრობლემაა. ახალშეუღლებულ ქართველ წყვილს პრეზერვატივი არ ადარდებს. არანაირი სექსუალური განათლება, არანაირი თავდაცვა.

ამიტომ ბევრ ქართველ ახალგაზრდა და ნიჭიერ გოგოს სურს კარგი განათლების მიღება და უცხოეთში სწავლა. ეს ერთადერთი გზაა ცოტა ხნით მაინც გაწყვიტონ მოჯადოებული წრე. თუმცა, ისინი იმდენად მიჯაჭვულნი არიან საკუთარ სამშობლოს, რომ ყოველთვის ბრუნდებიან უკან. შედეგად, ეს განათლებული გოგონები უკან უბრუნდებიან საკუთარ ტრადიციულ ოჯახებს, ირგებენ ტრადიციული ქალის როლს და ზრდიან კაცების ახალ თაობას, რომელიც მომავალში ქალზე დომინაციას გააგრძელებს. დაუსრულებელი ისტორიაა.

რთული სათქმელია, როგორ უნდა მოაწონოთ წარმატებით ქართველ გოგოს თავი. ადგილობრივები უცხოელებს დროებით და ცვალებად ელემენტად აღიქვამენ. ისინი ბევრს არ ფიქრობენ ჩვენზე, თვლიან, რომ არაფერი განგვასხვავებს მათი კაცებისგან. სექსი საქართველოში - ესაა სწრაფი რომანი, ახალგაზრდა წყვილები და სწრაფი განქორწინება. ლამაზი ქართველი ქალები სხვა პლანეტიდან მოსული არსებებივით არიან. უმანკო, წმინდა, გაუფრთხილებელი. დღემდე არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი", - წერს კრისტოფ ნოდარ ჩიემნოლონსკი საკმაოდ ვრცელ ბლოგში.

მომზადებულია rebelaway.com-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ: ამერიკელი მწერალი - "ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი კაცები...ვხვდები რატომაც"

მოსალოდნელია წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

"შემომხედა თავისი საოცარი თვალებით და..." - ამინდზე საუბრით დაწყებული პიკესა და შაკირას სიყვარულის ისტორია, რომელმაც დროს გაუძლო

ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და ბექჰემის შეხვედრა უემბლის სტადიონზე - ფოტოები ინგლისი-გერმანიის თამაშიდან